გაიგეთ, თუ როგორ შეამოწმოთ საბურავის წნევა თქვენს Volvo-ს ავტომობილზე. გაეცანით რჩევებს და ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ საბურავის დაბალი წნევა და გაახანგრძლივოთ საბურავების ექსპლუატაციის პერიოდი.
მნიშვნელოვანია საბურავში წნევის სათანადო დონეზე შენარჩუნება.
თქვენთვის, როგორც Volvo-ს ავტომობილის ამაყი მფლობელისთვის, უდავოდ პრიორიტეტულია თქვენი ავტომობილის ოპტიმალური ეფექტურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რეგულარული ტექნიკური მომსახურება აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენი ავტომობილის ყოველი კომპონენტი გამართულად მუშაობდეს, თუმცა არსებობს ერთი ასპექტი, რომლის უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - ეს არის საბურავის წნევის შემოწმება.
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ თქვენი საბურავის წნევის რეგულარული შემოწმების მნიშვნელობას, საბურავის წნევის მონიტორინგის სისტემის (TPMS) უპირატესობებს და თუ როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად საბურავის წნევის საზომი ხელსაწყო. საბურავის წნევის სათანადო დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობის გაგებით, თქვენ გაიუმჯობესებთ ავტომობილის მართვის გამოცდილებას და გაზრდით თქვენი Volvo-ს ავტომობილის საბურავების ექსპლუატაციის პერიოდს.
TPMS იყენებს სენსორებს, რომელიც რეალურ დროში გაწვდით ინფორმაციას საბურავის წნევის შესახებ და გაფრთხილებთ, როდესაც საბურავის წნევის დონე რეკომენდებულ ზღვრებს სცდება.
საბურავის წნევის სათანადო დონეზე შენარჩუნებას არსებითი მნიშვნელობა აქვს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, საბურავის ადეკვატური წნევა უზრუნველყოფს ოპტიმალურ მართვას და სტაბილურობას, რაც აუმჯობესებს ავტომობილის საერთო ეფექტურობას.
მეორე, საბურავის სათანადო წნევა ზრდის ეკონომიურობას, რისი წყალობითაც ნაკლებს იხდით საწვავში და ამავე დროს ამცირებთ გარემოს დაბინძურების დონეს.
და ბოლოს, საბურავის წნევის კონტროლი გეხმარებათ თავიდან აიცილოთ საბურავის სწრაფად და არათანაბრად ცვეთა, რაც ამცირებს ეფექტურობას და საგზაო უსაფრთხოების დონეს.
თქვენი ავტომობილის საბურავის რეკომენდებული წნევის ნახვა შეგიძლიათ ავტომობილის მფლობელის სახელმძღვანელოში, მძღოლის კარის გვერდითა ზედაპირზე დაკრულ სტიკერზე ან ონლაინ. საბურავის წნევის საზომი ერთეულია ფუნტი კვადრატულ დუიმზე (PSI), როდესაც PSI რეკომენდებულზე ნაკლებია, ითვლება, რომ საბურავის წნევა დაბალია.
საბურავის რეკომენდებული წნევა (PSI) დამოკიდებულია თქვენი Volvo-ს ავტომობილის მოდელზე. თქვენი ავტომობილისთვის რეკომენდებულ წნევის სანახავად, იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი.
Volvo-ს ავტომობილის საბურავის წნევის გზამკვლევი (მაქსიმალური დატვირთვის პირობებში)
EX90 სრულად ელექტრო
საბურავის ზომა: 235/60 R18, 235/55 R19, 275/40 R21, 275/35 R22, 275/45 R20
წნევა: წინა 41, უკანა 41
XC40 სრულად ელექტრო
საბურავის ზომა: 235/50 R19, 255/45 R19, 235/45 R20, 255/40 R20
წნევა: წინა 41, უკანა 41
C40 სრულად ელექტრო
საბურავის ზომა: 235/50 R19, 255/45 R19, 235/45 R20, 255/40 R20
წნევა: წინა 41, უკანა 41
XC90 Plug-in ჰიბრიდი
საბურავის ზომა: 235/55 R19, 275/45 R20, 275/40 R21, 275/35 R22
წნევა: წინა 42, უკანა 42
XC60 Plug-in ჰიბრიდი
საბურავის ზომა: 235/60 R18, 235/55 R19, 255/45 R20, 255/40 R21, 265/35 R22
წნევა: წინა 39, უკანა 39
XC40 Plug-in ჰიბრიდი
საბურავის ზომა: 235/55 R18, 235/50 R19, 245/45 R20, 245/40 R21
წნევა: წინა 38, უკანა 38
V90 Plug-in ჰიბრიდი
საბურავის ზომა: 245/45 R18, 255/40 R19, 245/40 R20
წნევა: წინა 39, უკანა 39
V60 Plug-in ჰიბრიდი
საბურავის ზომა: 235/45 R18, 235/40 R19
წნევა: წინა 41, უკანა 41
S90 Plug-in ჰიბრიდი
საბურავის ზომა: 245/45 R18, 255/40 R19, 245/40 R20
წნევა: წინა 39, უკანა 39
S60 Plug-in ჰიბრიდი
საბურავის ზომა: 235/45 R18, 235/40 R19
წნევა: წინა 41, უკანა 41
TPMS საშუალებას გაძლევთ მარტივად აკონტროლოთ თქვენი ავტომობილის საბურავების წნევა.
Volvo-ს ავტომობილები აღჭურვილია დახვეწილი საბურავის წნევაზე მონიტორინგის სისტემით (TPMS), რომელიც უწყვეტად აკონტროლებს წნევას ოთხივე საბურავში.
TPMS იყენებს სენსორებს, რომელიც რეალურ დროში გაწვდით ინფორმაციას საბურავის წნევის შესახებ და გაფრთხილებთ, როდესაც საბურავის წნევის დონე რეკომენდებულ ზღვრებს სცდება.
ეს მაღალი დონის სისტემა უზრუნველყოფს თქვენთვის ზუსტი და მყისიერი ინფორმაციის მიწოდებას, რაც საშუალებას გაძლებთ დროულად მოახდინოთ რეაგირება და ოპტიმალურ დონეზე შეინარჩუნოთ საბურავის წნევა. TPMS-ის გამოყენების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ პროაქტიულად აღმოაჩინოთ წნევის ნებისმიერი ცვლილება და მინიმუმამდე შეამციროთ ავარიის ან საბურავის დაზიანების რისკი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი წნევით საბურავში.
საბურავის წნევის ხელით შესამოწმებლად თქვენ დაგჭირდებათ საბურავის წნევის საზომი ხელსაწყო. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ზომავს ჰაერის წნევას თქვენს საბურავში. არსებობს საბურავის წნევის საზომი ხელსაწყოს ორი ტიპი: ციფრული და ანალოგური. ორივე ტიპის ხელსაწყო თანაბრად ზუსტია, თუმცა ციფრული ხელსაწყოს ჩვენების წაკითხვა გაცილებით მარტივია.
მიუხედავად იმისა, რომ TPMS-ის მნიშვნელობა შეუფასებელია, მაინც აუცილებელია საბურავის წნევის საზომი საიმედო ხელსაწყოს ქონა და პერიოდულად საბურავის წნევის ხელით შემოწმება. აქ წარმოდგენილია საბურავის წნევის ხელსაწყოს ეფექტურად გამოყენების დეტალური გზამკვლევი:
ოპტიმალური ეფექტურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია თქვენი Volvo-ს ავტომობილის საბურავის წნევის რეგულარული შემოწმება. ქვემოთ მოცემულია ძირითადი რეკომენდაციები, რაც დაგეხმარებათ საბურავის წნევის ეფექტურად და რეგულარულად კონტროლში:
საბურავებზე ნახვრეტების გაჩენა მძღოლებისთვის ნაცნობი და შედარებით გავრცელებული პრობლემაა. ნახვრეტების გაჩენა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორისაა ლურსმანზე ან ბასრ საგანზე გადავლა. ნახვრეტის აღმოსაჩენად, ყურადღება უნდა მიაქციოთ ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე ნიშანს:
საბურავზე ნახვრეტის აღმოჩენის შემთხვევაში, საჭიროა მისი შეკეთება ან შეცვლა. საბურავის შესაცვლელად, ჩვენ გირჩევთ დაჯავშნოთ მომსახურება Volvo-ს სპეციალისტებთან. ამგვარად, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ დახმარებას იღებთ პროფესიონალებისგან, რომლებიც იცნობენ თქვენს ავტომობილს და შეაკეთებენ ან ახლით შეცვლიან დაზიანებულ საბურავს.
საბურავის წნევაზე მონიტორინგის და მის სათანადო დონეზე შენარჩუნების მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ საკუთარი, თქვენი მგზავრების და გზაზე მოძრავი სხვა პირების უსაფრთხოება. ადეკვატურ დონეზე შენარჩუნება ამცირებს ავარიების რისკს, ზრდის სტაბილურობას და უზრუნველყოფს ოპტიმალურ დამუხრუჭებას და ავტომობილის კონტროლს.
გარდა ამისა, როდესაც საბურავებში არ არის ზედმეტი ან არასაკმარისი წნევა, მინიმუმამდე მცირდება საბურავის გახეთქვის ალბათობა და იზრდება თქვენი Volvo-ს ავტომობილის საბურავების ექსპლუატაციის პერიოდი. ეს თავის მხრივ აუმჯობესებს ავტომობილის მართვის გამოცდილებას და გეხმარებათ შეამციროთ სათადარიგო ნაწილების ხარჯები. იყავით პროაქტიული, იმოძრავეთ უსაფრთხოთ და მიიღეთ სიამოვნება თქვენი Volvo-ს ავტომობილის მართვით.