თქვენი ელექტრო ავტომობილის დამუხტვა სრულ ჰარმონიაშია თქვენს ცხოვრებასთან

სახლში, სამსახურში, სპორტულ დარბაზში ან სუპერმარკეტში ყოფნისას. იყავით მზად რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ავტომობილის მართვის და ფლობის გამოცდილება. ბენზინის ავტომობილიდან ელექტრო ავტომობილზე გადასვლა ასეთი ადვილი არასოდეს ყოფილა, რაც ელექტრო ავტომობილის დამუხტვის ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი პროგრესის დამსახურებაა.

მოამზადეთ ელექტრო ავტომობილის დამუხტვის გრაფიკი

მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ დამუხტვის გრაფიკი თქვენი ცხოვრების სტილის, პირობების და საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით მიუხედავად იმისა, ღამით გიწევთ დამუხტვა თუ დღისით. სახლში დამუხტვის დროს, ადამიანების უმეტესობა საკუთარ ავტომობილს მუხტავს ღამის განმავლობაში, როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, და შესაბამისად, მისი ტარიფი გაცილებით დაბალია. ამგვარად, დილით აკუმულატორი მას სრულად დამუხტული ხვდება. თუ დღის განმავლობაში აკუმულატორში მუხტის დამატება დაგჭირდებათ, Volvo Cars app-ის მეშვეობით მარტივად მოძებნით უახლოეს დამუხტვის სადგურს.

Volvo-ს ელექტრო ავტომობილის სახლის პირობებში დამუხტვის ღირებულება

ელექტრო ავტომობილის დამუხტვის ღირებულება ბევრისთვის წარმოადგენს ჭკვიანურ, გრძელვადიან არჩევანს, რაც გაცილებით ნაკლებია სხვა ალტერნატიული საწვავის, მაგალითად ბენზინის ან დიზელის ღირებულებასთან შედარებით.

სავარაუდო დამუხტვის ღირებულება*
$0/თვეში
წლიური გარბენი

0კმ

საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ღირებულება

0,00ევრო/კვტსთ

სურათზე წარმოდგენილია ქალი, რომელიც მუხტავს Volvo XC40-სდაგეგმეთ დამუხტვა სახსრების დასაზოგად

ჩვენი ხელსაწყო გეხმარებათ Volvo-ს ელექტრო ავტომობილის დამუხტვის სავარაუდო ღირებულების გამოთვლაში. უბრალოდ გამოიყენეთ სლაიდერები წლიური გარბენის და ელექტროენერგიის ერთეულის ღირებულების ასარჩევად.

*დამუხტვის ღირებულების შეფასება ეფუძნება Volvo Cars-ის მიერ XC40 Recharge Twin-ზე და XC60 Recharge-ზე ჩატარებულ ტესტებსა და გამოთვლებს. ენერგიის მოხმარება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა მართვის პირობები, მართვის სტილი, კლიმატი და ა.შ. გამოთვლის ზუსტი შედეგების გარანტირება შეუძლებელია.

რა დრო სჭირდება ელექტრო ავტომობილის დამუხტვას?

Volvo-ს სრულად ელექტრო ან plug-in ჰიბრიდული ავტომობილის დამუხტვის დრო დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა გარემოს ტემპერატურა, გამოყენებული დამუხტვის მეთოდი და ავტომობილის აკუმულატორის ზომა. მოახდინეთ თქვენი Volvo-ს ელექტრო ავტომობილის ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაცია აკუმულატორის წინასწარ კონდიცირების მეშვეობით. ამ ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია დამუხტვამდე აკუმულატორის იდეალურ ტემპერატურამდე მიყვანა, რაც ამცირებს დამუხტვის დროს და საშუალებას გაძლევთ უფრო მალე განაგრძოთ მგზავრობა.

სწრაფი დამუხტვა

DC დამუხტვა შერჩეულ საჯარო დასამუხტ სადგურებზე

სრულად ელექტრო

27-28წთ

10%-დან 80%-მდე დამუხტვისთვის საჭირო სტანდარტული დრო (150კვტ)
Plug-in ჰიბრიდები

მიუწვდომელია

სახლის კონექტორი

ცვლადი დენით დამუხტვა უმეტესი საზოგადოებრივი დასამუხტი სადგურებზე და სახლის კედელზე დამონტაჟებული დასამუხტი მოწყობილობით.

რეგულარული დამუხტვა

6-8სთ

20%-დან 90%-მდე დამუხტვისთვის საჭირო სტანდარტული დრო (11კვტ-22კვტ)
Plug-in ჰიბრიდები

3-4სთ

5%-დან 100%-მდე დამუხტვისთვის საჭირო სტანდარტული დრო (11კვტ-22კვტ)
სწრაფი დამუხტვა

DC დამუხტვა შერჩეულ საჯარო დასამუხტ სადგურებზე

სრულად ელექტრო

27-28წთ

10%-დან 80%-მდე დამუხტვისთვის საჭირო სტანდარტული დრო (150კვტ)
Plug-in ჰიბრიდები

მიუწვდომელია

სახლის კონექტორი

ცვლადი დენით დამუხტვა უმეტესი საზოგადოებრივი დასამუხტი სადგურებზე და სახლის კედელზე დამონტაჟებული დასამუხტი მოწყობილობით.

რეგულარული დამუხტვა

6-8სთ

20%-დან 90%-მდე დამუხტვისთვის საჭირო სტანდარტული დრო (11კვტ-22კვტ)
Plug-in ჰიბრიდები

3-4სთ

5%-დან 100%-მდე დამუხტვისთვის საჭირო სტანდარტული დრო (11კვტ-22კვტ)

დამუხტვის დრო განსხვავდება და ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა გარე ტემპერატურა, აკუმულატორის ამჟამინდელი ტემპერატურა, დამუხტვის მოწყობილობა, აკუმულატორის მდგომარეობა და ავტომობილის მდგომარეობა.

კედლის დამტენთან დაკავშირებული C40-ის უკანა ნაწილის გვერდითი ხედი
სრულად ელექტრო Volvo-ს დამუხტვა

აკუმულატორის ექსპლუატაციის პერიოდის მაქსიმალურად გახანგრძლივების მიზნით, გირჩევთ ცვლადი დენით დამუხტვის პუნქტებზე აკუმულატორი დამუხტოთ 90%-მდე და ეცადოთ, რომ ყოველდღიური მგზავრობისას მისი მუხტი არ ჩამოვიდეს 20%-ზე დაბლა.

სურათი, სადაც ნაწილობრივ ჩანს დამუხტვის სადგურთან დაკავშირებული Volvo.
დამუხტვადი ჰიბრიდული Volvo-ს ავტომობილის დამუხტვა

აკუმულატორის 100%-მდე რეგულარულად დამუხტვა შესანიშნავი საშუალებაა plug-in ჰიბრიდის ელექტრო სასვლო მარაგის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებისთვის. თქვენს ავტომობილში ასევე ხელმისაწვდომია საწვავის ძრავა, რაც საშუალებას გაძლევთ არ იღელვოთ, თუ აკუმულატორი სრულად არ არის დამუხტული.

უპრობლემო დამუხტვა მგზავრობის დროს.

დამუხტვის სადგურთან დაკავშირებული თეთრი Volvo-ს გამოსახულება.

მგზავრობის დროს? გამოიყენეთ ელექტრო ავტომობილის დამუხტვის სადგური.

Volvo-ს ელექტრო ავტომობილის მართვის დროს თქვენ გექნებათ წვდომა უამრავ საზოგადოებრივ დამუხტვის სადგურთან. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ ისიამოვნოთ ელექტრო ავტომობილის მართვით და ამავდროულად არ იღელვოთ ავტომობილის დამუხტვაზე. ხოლო Volvo Cars app-ის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მიიღოთ დამუხტვის შეხსენების შეტყობინებები და უახლოეს დამუხტვის სადგურამდე მისასვლელი მარშრუტები. ეს დამუხტვის სადგურები საშუალებას გაძლევთ მგზავრობის დროს სწრაფად და მარტივად დამუხტოთ თქვენი ავტომობილის აკუმულატორი – იდეალურია ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის ან ისეთ დღეებში, როდესაც გიწევთ დიდი მანძილის გავლა, რისთვისაც ერთი დამუხტვა საკმარისი არ არის.

სურათზე გამოსახულია დამუხტვის სადგურთან დაკავშირებული EX90-ის წინა მხარე.

EX90-ის დამუხტვა

EX90 თავსებადია Plug & Charge ტექნოლოგიასთან. ეს მნიშვნელოვან უპირატესობას გთავაზობთ, რადგან შეგიძლიათ თქვენი ავტომობილი დამუხტოთ ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე ნებისმიერ საზოგადოებრივ დამუხტვის სადგურზე. უბრალოდ დააკავშირეთ თქვენი EX90-ის დამტენი კაბელი დამუხტვის სადგურთან, რის შემდეგაც დამუხტვის პროცესი ავტომატურად დაიწყება. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგია გადახდის სერვისსაც მოიცავს, რისი წყალობითაც თქვენ არ გჭირდებათ ამ მომსახურების საფასურის გადახდაზე ცალკე ზრუნვა.

მზად ხართ თქვენი მგზავრობის ელექტროფიკაციისთვის?

აი, რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ თამამად გადახვიდეთ ელექტროობაზე და იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი Volvo-ს ელექტრომობილი.

სრულად ელექტრო ავტომობილები

ჩვენი სრულად ელექტრო ავტომობილები გვთავაზობენ გამონაბოლქვის გარეშე მოძრაობას, თანაც მანძილისა და სიმძლავრის შემცირების გარეშე.

სრულად ელექტრო Sage Green Volvo XC40 Recharge უძრავად დგას

Plug-in ჰიბრიდული მანქანები

უპრობლემოდ მართვისთვის დამუხტვად ჰიბრიდებში გაერთიანებულია ელექტროძრავა და შიდა წვის ძრავა.

Silver Dawn ფერის დამუხტვადი ჰიბრიდი Volvo XC60 Recharge უძრავად დგას

რა გსურთ იცოდეთ ელექტრო ავტომობილის დამუხტვის შესახებ?

რომელი ტიპის აკუმულატორი გამოიყენება plug-in ჰიბრიდულ მანქანებში?

Plug-in ჰიბრიდულ ავტომობილებში გამოიყენება ლითიუმ-იონის ტიპის აკუმულატორი, რომელიც სრულად ელექტრო ავტომობილებში გამოყენებული აკუმულატორის მსგავსია, თუმცა უფრო მცირე ზომისაა.

რა მანძილის გავლაა შესაძლებელი plug-in ჰიბრიდული ავტომობილით სრულად ელექტრო რეჟიმით მგზავრობისას?

იმის გათვალისწინებით, თუ რომელ მოდელს ფლობთ, Volvo-ს plug-in ჰიბრიდული ავტომობილი საშუალებას გაძლევთ ყოველდღიური მგზავრობის უმეტესი ნაწილისთვის გამოიყენოთ სრულად ელექტრო რეჟიმი, ნულოვანი გამონაბოლქვით. თუ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ავტომობილი სამსახურთან ან სხვა დანიშნულების ადგილებთან ახლოს დამუხტოთ, მოკლე მანძილების გავლას მთლიანად ელექტროენერგიის გამოყენებით შეძლებთ.

რა სახის დამუხტვის კაბელების გამოყენბაა დაშვებული plug-in-ჰიბრიდული ავტომობილებისთვის?

ჩვენს plug-in ჰიბრიდებს მოყვება დამტენი კაბელი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტომობილის სახლის ელექტრო ქსელთან დასაკავშირებლად დაბალი სიმძლავრით დამუხტვისთვის. ავტომობილის დასამუხტად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ცვლადი დენით დამუხტვის პუნქტებზე ან დამუხტვის სადგურებზე არსებული კაბელები. თუ ცვლადი დენით დამუხტვის პუნქტებზე არ არის დამუხტვის კაბელები, შეგიძლიათ თან იქონიოთ ამ მიზნით გამოყენებული ცალკე კაბელი.