ძირითადი მახასიათებლები

გაეცანით Volvo EX90-ს, სრულად ელექტრო 7-ადგილიან SUV-ს, რომელიც შექმნილია ადამიანზე ორიენტირებული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უსაფრთხოების სფეროში ახალი ეპოქის დადგომას გვამცნობს.

დამოუკიდებელი ცენტრალური ეკრანი

აკონტროლეთ თქვენი მგზავრობა 14.5" ზომის ცენტრალურ ეკრანზე. მას აქვს ინტუიციური, მოსახერხებელი ინტერფეისი, რაც გიადვილებთ თქვენი რჩეული აპების ან აუცილებელი ფუნქციების მოძებნას.

მოხერხებულად განთავსებული მძღოლის ეკრანი

მიიღეთ მძღოლისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია 9" ზომის ეკრანის მეშვეობით. ის დამაგრებულია საჭის სვეტზე, რათა მუდმივად ხედვის არეში იყოს. აირჩიეთ „სივრცული რეჟიმი“ საგზაო მოძრაობის საკონტროლებლად, „რუკის რეჟიმი“ ნავიგაციის მითითებების მისაღებად ან „მშვიდი რეჟიმი“ ეკრანზე მინიმალური ფუნქციების გამოსაჩენად.

დიდი ზომის ინტუიციური ეკრანები

უკანა სავარძლებიდან დანახული სენსორული ცენტრალური ეკრანის ახლო ხედი. ეკრანზე გამოსახულია ვიჯეტებით გარშემორტყმული Volvo EX90-ს ხედი ზემოდან.

თქვენი EX90 აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის ორი ეკრანით, რომელთა მკვეთრი გამოსახულების დანახვა მზის განათების პირობებშიც შეიძლება.

ამ სურათებში ნაჩვენებია მძღოლის ეკრანი და ცენტრალური ეკრანი სინათლის რეჟიმში. ადრეული წარმოების მანქანებში მძღოლის ეკრანსა და ცენტრალურ ეკრანში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მუქი რეჟიმი, ხოლო სინათლის რეჟიმი შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მოგვიანებით განახლების გზით.

ამ სურათებში ნაჩვენებია მძღოლის ეკრანი და ცენტრალური ეკრანი სინათლის რეჟიმში. ადრეული წარმოების მანქანებში მძღოლის ეკრანსა და ცენტრალურ ეკრანში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მუქი რეჟიმი, ხოლო სინათლის რეჟიმი შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს მოგვიანებით განახლების გზით.

Volvo EX90-ის დიდი ზომის პროექციული ეკრანის ახლო ხედი.დიდი ზომის პროექციული ეკრანი

არ მოაცილოთ თვალი გზას, რაშიც დაგეხმარებათ 13.2" ზომის მაღალი გარჩევადობის პროექციული ეკრანი. ის ახდენს მძღოლისთვის აუცილებელი ინფორმაციის პროეცირებას საქარე მინაზე, გამოსახულება გადაადგილდება თქვენს წინ, კომფორტული ხედვის ზონის ფარგლებში. ის თავიდან აგაცილებთ გზის და ეკრანების ერთდროულად კონტროლით გამოწვეულ თვალის გადაღლას. პროექციული ეკრანის სიკაშკაშე ავტომატურად იცვლება გარე განათების პირობების შესაბამისად, გვირაბში შესვლის და გვირაბიდან გამოსვლის დროს, ასევე დღის და ღამის პერიოდის მონაცვლეობისას. შეცვალეთ პოზიციონირება და სიკაშკაშე თქვენი პრეფერენციების მიხედვით.

უკანა სავარძლებიდან დანახული სენსორული ცენტრალური ეკრანის ახლო ხედი. ეკრანზე გამოსახულია Google Maps.ჭკვიანი დიზაინი და მალსახმობები

გაიმარტივეთ ავტომობილის მართვა ცენტრალური ეკრანის მეშვეობით, რომელიც რეაგირებს ავტომობილის სალონში და მის გარეთ დაფიქსირებულ მოვლენებზე, რათა დროულად მოგაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როდესაც ჯდებით თქვენს SUV-ში, ჩნდება მისალმების ეკრანი, სადაც შეგიძლიათ წინასწარ შეიყვანოთ მგზავრობის პარამეტრები. გაააქტიურეთ სასურველი მართვის საშუალებები, როგორიცაა ერთი პედლებიანი ან Performance AWD და დაარეგულირეთ სიკაშკაშე. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა თქვენს ტელეფონზე, ნავიგაციის და მედიის ფუნქციებზე ეკრანზე მანიპულაციის გარეშე. უბრალოდ შეეხეთ მას და მიიღეთ წვდომა ყველა ფუნქციაზე. დიდ ეკრანზე გამოისახება რუკები და კამერის გამოსახულებები, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია გზისთვის თვალის მოცილების გარეშე. ჭკვიანი ვიჯეტები გეხმარებათ მართოთ ავტომობილი და ამავდროულად აკონტროლოთ თქვენი ავტომობილის ფუნქციები. ეს მოიცავს კონტექსტურ პანელს, რომელზეც გამოისახება მგზავრობის ეტაპის შესაბამისი ფუნქციები. მაგალითად, როდესაც ნელი სიჩქარით მოძრაობთ, პანელზე გამოისახება პარკირების კამერის ხატულა, რათა სურვილისამებრ შეძლოთ Park Pilot Assist ფუნქციის გააქტიურება.

უკანა სავარძლებიდან დანახული სენსორული ცენტრალური ეკრანის ახლო ხედი. ეკრანზე გამოსახულია Google Play.ინტუიციური მართვა ჩაშენებული Google-ით

დააკავშირეთ თქვენი ციფრული ცხოვრება ცენტრალურ ეკრანთან. EX90-ში ინტეგრირებულია Google აპები და სერვისები, რათა შეძლოთ თქვენი სმარტფონის ანალოგიური საინფორმაციო-გასართობი სისტემის გამოყენება. ესაუბრეთ Google Assistant-ს და გააგზავნეთ ტექსტური შეტყობინებები, აკონტროლეთ სალონის ტემპერატურა, შეამოწმეთ დაწესებულებების სამუშაო საათები, დაუკავშირდით თქვენი სახლის ჭკვიან მოწყობილობებს და სხვა. უბრალოდ წარმოთქვით „Hey Google“ და დაიწყეთ საუბარი. უსმინეთ თქვენს რჩეულ მუსიკას, პოდკასტებს და აუდიოწიგნებს მგზავრობის დროს ან მიიღეთ ინფორმაცია უახლესი სატელევიზიო სერიალების, ფილმების და წიგნების შესახებ, სანამ ბავშვებს ელოდებით.* თქვენს EX90-ში რჩეული აპების ჩამოტვირთვა შესაძლებელია Google Play-დან. ნავიგაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Maps-ის ხმოვანი ბრძანებების ფუნქცია ან რუკები გამოსახოთ ცენტრალურ ეკრანზე. საგზაო მოძრაობის შესახებ ინფორმაციის რეალურ დროში მიღება საშუალებას მოგცემთ საჭიროებისამებრ შეცვალოთ მარშრუტი. ის ასევე გეხმარებათ აკონტროლოთ ავტომობილის დამუხტვის გრაფიკი, რისთვისაც განსაზღვრავს თქვენი აკუმულატორის დამუხტვის დონეს და გაწვდით ინფორმაციას თქვენს მარშრუტზე არსებული დამუხტვის სადგურების შესახებ.

Volvo EX90-ის დიდი ზომის პროექციული ეკრანის ახლო ხედი.
უკანა სავარძლებიდან დანახული სენსორული ცენტრალური ეკრანის ახლო ხედი. ეკრანზე გამოსახულია Google Maps.
უკანა სავარძლებიდან დანახული სენსორული ცენტრალური ეკრანის ახლო ხედი. ეკრანზე გამოსახულია Google Play.
დიდი ზომის პროექციული ეკრანი

არ მოაცილოთ თვალი გზას, რაშიც დაგეხმარებათ 13.2" ზომის მაღალი გარჩევადობის პროექციული ეკრანი. ის ახდენს მძღოლისთვის აუცილებელი ინფორმაციის პროეცირებას საქარე მინაზე, გამოსახულება გადაადგილდება თქვენს წინ, კომფორტული ხედვის ზონის ფარგლებში. ის თავიდან აგაცილებთ გზის და ეკრანების ერთდროულად კონტროლით გამოწვეულ თვალის გადაღლას. პროექციული ეკრანის სიკაშკაშე ავტომატურად იცვლება გარე განათების პირობების შესაბამისად, გვირაბში შესვლის და გვირაბიდან გამოსვლის დროს, ასევე დღის და ღამის პერიოდის მონაცვლეობისას. შეცვალეთ პოზიციონირება და სიკაშკაშე თქვენი პრეფერენციების მიხედვით.

*ვიდეო-სტრიმინგის ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტომობილი სრულად გაჩერებულია.

დისტანციური კონტროლი მეტი სიმშვიდისთვის

აკონტროლეთ და შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი ნებისმიერი ადგილიდან. იხილეთ დამუხტვის სტატუსი და დამუხტვის გრაფიკი, ჩაკეტეთ ან განბლოკეთ კარები და მოძებნეთ თქვენი Volvo ან დამუხტვის სადგური რუკაზე.

სალონის წინასწარი კონდიცირება

დააყენეთ გამგზავრების დრო თქვენი შემდეგი მოგზაურობისთვის და თქვენს მანქანას შეუძლია წინასწარ გაათბოს ან გაგრილდეს სალონი თქვენი პრეფერენციების შესაბამისად, სანამ მზად იქნებით წასასვლელად.

აპი Volvo Cars

სმარტფონის ეკრანის გამოსახულება, რომელზეც ნაჩვენებია Volvo Cars app-ში კარის დაბლოკვის და განბლოკვის ფუნქცია.

Volvo Cars app საშუალებას გაძლევთ მარტივად აკონტროლოთ თქვენი EX90 მასში ჩაჯდომამდეც კი.

დისტანციური ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ავტომობილის ავტოსადგომზე ხანგრძლივად დატოვების შემდეგ.

დისტანციური ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ავტომობილის ავტოსადგომზე ხანგრძლივად დატოვების შემდეგ.

ახალი ეპოქის დასაწყისი, Safe Space Technology.

გზაზე მოძრავი სხვა პირების დაფიქსირება

EX90-ს შეუძლია დაგეხმაროთ გზაზე მყოფი სხვა პირების შემჩნევაში, სრულ სიბნელეშიც კი. ავტომობილის სახურავზე დამონტაჟებული Lidar მუშაობს კამერებთან და რადარებთან ერთად და შეუძლია გზაზე მოძრავი სხვა პირების შემჩნევა 250 მეტრის მანძილიდან.

ავარიის თავიდან აცილებაში დახმარება

თქვენს ავტომობილს შეუძლია განსაზღვროს ავარიის ალბათობა, გაცნობოთ ამის შესახებ და დაგეხმაროთ მის თავიდან აცილებაში. თუ რეაგირებას არ მოახდენთ, მას შეუძლია წინასწარ გაააქტიუროს მუხრუჭები, რაც გაზრდის მათ ეფექტურობას, ან დაგეხმაროთ საჭის მართვაში საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

მოძრაობის ზოლში დარჩენაში დახმარება

თქვენს ავტომობილს შეუძლია დაგეხმაროთ მოძრაობის ზოლში დარჩენაში, რისთვისაც ის თვალყურს ადევნებს ზოლის მონიშვნებს და გზის ნაპირებს. ციმციმას ჩართვის გარეშე სხვა ზოლში გადაწყობისას ან გზიდან გადასვლისას, ის გიგზავნით გაფრთხილებებს და ნელა აკორექტირებს საჭეს.

უახლესი გარე სენსორების შესაძლებლობები

იგრძენით თავი უფრო უსაფრთხოდ Lidar-ის მეშვეობით. ის მუშაობს კამერებთან, რადარებთან და ულტრაბგერით სენსორებთან ერთად, რათა დეტალურად დაგანახოთ, თუ რა ხდება თქვენ გარშემო.

აქ აღწერილია მომავალი ტექნოლოგია და ფუნქციები, რომელთა შესაძლებლობები შეიძლება განსხვავებული იყოს. ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბაზარზე და ყველა ბაზარზე ყველა მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში არ შედიოდეს.

ადრეული წარმოების სატრანსპორტო საშუალებებზე აღჭურვილი Lidar იქნება მონაცემთა შეგროვების რეჟიმში და დროთა განმავლობაში ლიდარის ტექნოლოგიური შესაძლებლობები გაფართოვდება და მოიცავს დამატებით სენსორულ სცენარებს, როგორც ჩვენი Safe Space Technology ნაწილს, მათ შორის სიბნელეში ობიექტების აღმოჩენის შესაძლებლობას მაგისტრალის სიჩქარეზე 250 მეტრამდე.

აქ აღწერილია მომავალი ტექნოლოგია და ფუნქციები, რომელთა შესაძლებლობები შეიძლება განსხვავებული იყოს. ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბაზარზე და ყველა ბაზარზე ყველა მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში არ შედიოდეს.

ადრეული წარმოების სატრანსპორტო საშუალებებზე აღჭურვილი Lidar იქნება მონაცემთა შეგროვების რეჟიმში და დროთა განმავლობაში ლიდარის ტექნოლოგიური შესაძლებლობები გაფართოვდება და მოიცავს დამატებით სენსორულ სცენარებს, როგორც ჩვენი Safe Space Technology ნაწილს, მათ შორის სიბნელეში ობიექტების აღმოჩენის შესაძლებლობას მაგისტრალის სიჩქარეზე 250 მეტრამდე.

უსაფრთხოების და მძღოლის მხარდაჭერის ახალი ეპოქა

EX90-ის ხედი ზემოდან. მართვის სტილის ამომცნობი სენსორები და კამერები, რომელთა საშუალებითაც კონტროლდება მძღოლი.მძღოლის დახმარება

თქვენი EX90-ის სალონში დამონტაჟებულია შიდა სენსორები და სენსორული საჭე, რომლებიც თვალყურს ადევნებს თქვენი თვალების და თავის მოძრაობას, ასევე მართვის სტილს. თუ რაიმე მიზეზის გამო ყურადღებას მოადუნებთ, სისტემა დაიწყებს მოქმედებას და დაგეხმარებათ საფრთხის თავიდან აცილებაში. ამისთვის ის რეაგირების რამდენიმე სხვადასხვა დონეს იყენებს, ვითარებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ სენსორები დააფიქსირებს, რომ ძილი მოგერიათ, შეიძლება ეკრანზე გამოჩნდეს შეტყობინება, რომელიც გირჩევთ გაჩერდეთ და დაისვენოთ. გამაფრთხილებელი სიგნალის დონე იზრდება სიტუაციის გამწვავების პარალელურად. თუ არ უპასუხებთ, მას შეუძლია უსაფრთხოდ გააჩეროს მანქანა ზოლში და გაააქტიუროს საფრთხის შუქი. როდესაც აღმოაჩენს პოტენციური ავარიის საფრთხეს, მას შეუძლია ადრეულ ეტაპზე განახორციელოს მართვის პროცესში ჩარევა.

Volvo EX90-ის აეროფოტო. მგზავრის აღმოჩენის სენსორი გააქტიურდა, აღმოჩენილია უკანა შუა სავარძელზე მჯდომი ძაღლი.მგზავრის შეგრძნება

მიიღეთ შეხსენებები ავტომობილში მჯდომი პირების შესახებ, რათა შემთხვევით არ დაგრჩეთ რომელიმე მგზავრი. რადარის სენსორების წყალობით, რომლებიც სტრატეგიულადაა განაწილებული მთელ სალონში, მგზავრის ამოცნობის ახალ სისტემას შეუძლია ავტომობილში უმნიშვნელო მოძრაობის დაფიქსირება. ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ, როდესაც მის ჩაკეტვას დააპირებთ, თუ EX90 დააფიქსირებს, რომ ავტომობილში კვლავ იმყოფება ადამიანი ან ცხოველი, კარი არ დაიბლოკება და მიიღებთ შეტყობინებას, რომ შეამოწმოთ სალონი. როდესაც ავტომობილი აღმოაჩენს, რომ სალონში კვლავ იმყოფება ადამიანი ან ცხოველი, კლიმატის კონტროლის სისტემა აქტიური რჩება, რათა გაზარდოს მგზავრის კომფორტის დონე და შეამციროს ჰიპოთერმიის ან სითბური დარტყმის რისკი.

Park Pilot Assist

მიეცით უფლება თქვენს ვოლვოს დაგეხმაროთ ავტომობილის ავტოსადგომზე დაყენებაში. Park Pilot Assist-ს შეუძლია მოძებნოს შესაბამისი პარკირების ადგილი 16კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს, რის შემდეგაც თქვენ უნდა დააჭიროთ დათანხმების ღილაკს. პარალელური და პერპენდიკულარული პარკირებისას ფრთხილად დააწექით აქსელერატორს, თქვენი EX90 კი დაგეხმარებათ საჭის მობრუნებაში, სიჩქარეების გადართვაში, აჩქარებასა და დამუხრუჭებაში. თქვენ უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოთ, რათა არ გამოგეპაროთ რაიმე გაუთვალისწინებელი სიტუაცია. ის ასევე გეხმარებათ პარალელური პარკირების ვიწრო ადგილიდან ავტომობილის გამოყვანაში.

კარის გაღების შესახებ გაფრთხილება

თავიდან აიცილე ინციდენტები გაჩერებული ავტომობილის კარის გაღების დროს. თქვენი Volvo-ს უკანა მხარეს დამონტაჟებულ რადარებს შეუძლია მოახლოებული ველოსიპედისტების ან მოტოციკლისტების დაფიქსირება და ავტომობილში მჯდომ პირთა გაფრთხილება, რომლებიც შესაძლოა კარის გაღებას აპირებენ. თქვენი ავტომობილი გაფრთხილებებს გამოგიგზავნით ორ ეტაპად. თავდაპირველად შეიძლება აინთოს გამაფრთხილებელი განათება შესაბამისი კარის სარკეზე. თუ შეჯახების საფრთხე მაღალია, განათება დაიწყებს ციმციმს და გაისმება გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი.

360° კამერა

შედით და გამოდით ვიწრო პარკირების ადგილიდან თქვენს ცენტრალურ ეკრანზე გამოსახული 3D ზედა ხედის დახმარებით. ავტომობილის წინა, უკანა, მარცხენა და მარჯვენა მხარეს დამონტაჟებული ოთხი კამერა ქმნის ავტომობილის გარშემო არსებული სივრცის ინტუიციურ ხედს. გაააქტიურეთ ეკრანის გაყოფის ფუნქცია და დაამატეთ თითქმის 180°-იანი წინა ან უკანა ხედი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ხილვადობას. თუ უკუსვლით პარკირებას აპირებთ, უკანა ხედის კამერას შეუძლია დაამატოს მიმმართველი ხაზები, რაც სწორ ადგილას პარკირებაში დაგეხმარებათ. ორი თითის გასმით შეგიძლიათ ეკრანის ხედის გადიდება. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც უკუსვლით მოძრაობთ ავტომობილის მისაბმელთან დამაგრების მიზნით.

ფარები მაღალი გარჩევადობის პიქსელებით

გააუმჯობესეთ თქვენი კომფორტი და არ შეუშალოთ ხელი სხვა მძღოლებს ღამით მოძრაობის დროს. Volvo EX90-ს აქვს მაღალი გარჩევადობის პიქსელების ტექნოლოგიით შექმნილი ფარები, რომელიც შედგება 1,3 მილიონი პიქსელისგან, რომელთაც შეუძლია გამოსხივებული სინათლის ფორმის და ინტენსივობის რეგულირება. ამ ტექნოლოგიას, რომელიც თქვენი ავტომობილის წინა კამერებთან ერთად მუშაობს, შეუძლია დააფიქსიროს ხუთი ავტომობილი და სამი სხვა ობიექტი და ოპტიმალური ხილვადობის შესანარჩუნებლად ავტომატურად დაარეგულიროს მათკენ მიმართული განათება. ეს გეხმარებათ შეამციროთ სინათლის ინტენსივობა და თავიდან აიცილოთ გზაზე მოძრავი სხვა მძღოლების დაბრმავება.

EX90-ის ხედი ზემოდან. მართვის სტილის ამომცნობი სენსორები და კამერები, რომელთა საშუალებითაც კონტროლდება მძღოლი.
Volvo EX90-ის აეროფოტო. მგზავრის აღმოჩენის სენსორი გააქტიურდა, აღმოჩენილია უკანა შუა სავარძელზე მჯდომი ძაღლი.
მძღოლის დახმარება

თქვენი EX90-ის სალონში დამონტაჟებულია შიდა სენსორები და სენსორული საჭე, რომლებიც თვალყურს ადევნებს თქვენი თვალების და თავის მოძრაობას, ასევე მართვის სტილს. თუ რაიმე მიზეზის გამო ყურადღებას მოადუნებთ, სისტემა დაიწყებს მოქმედებას და დაგეხმარებათ საფრთხის თავიდან აცილებაში. ამისთვის ის რეაგირების რამდენიმე სხვადასხვა დონეს იყენებს, ვითარებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ სენსორები დააფიქსირებს, რომ ძილი მოგერიათ, შეიძლება ეკრანზე გამოჩნდეს შეტყობინება, რომელიც გირჩევთ გაჩერდეთ და დაისვენოთ. გამაფრთხილებელი სიგნალის დონე იზრდება სიტუაციის გამწვავების პარალელურად. თუ არ უპასუხებთ, მას შეუძლია უსაფრთხოდ გააჩეროს მანქანა ზოლში და გაააქტიუროს საფრთხის შუქი. როდესაც აღმოაჩენს პოტენციური ავარიის საფრთხეს, მას შეუძლია ადრეულ ეტაპზე განახორციელოს მართვის პროცესში ჩარევა.

დარჩით ზოლის ცენტრში

გაააქტიურეთ Pilot Assist და ისიამოვნეთ მგზავრობით. ის არეგულირებს თქვენი მოძრაობის სიჩქარეს და ფრთხილად აკორექტირებს საჭეს, რაც გეხმარებათ ზოლის ცენტრში მოძრაობაში და თქვენს წინ მიმავალ ავტომობილამდე უსაფრთხო მანძილის შენარჩუნებაში.

Lane Change Assist

Lane Change Assist საშუალებას გაძლევთ მარტივად შეცვალოთ მოძრაობის ზოლი. შეეხეთ ინდიკატორს და თქვენი ავტომობილი მოძებნის უსაფრთხო სივრცეს მოძრაობის ზოლის შესაცვლელად.

ახალი თაობის Pilot Assist

საჭის, მუხრუჭის და აჩქარების კორექტირების მეშვეობით, Pilot Assist გთავაზობთ მართვის უფრო კომფორტულ გამოცდილებას, თუმცა ამ დროს ყურადღება არ უნდა მოადუნოთ და საჭეს ხელი არ უნდა გაუშვათ.

მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღების და სიფრთხილის საჭიროებას. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.

მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღების და სიფრთხილის საჭიროებას. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე. მძღოლი ყოველთვის პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.

ინტუიციური და კომფორტული მგზავრობა

სმარტფონის ეკრანის გამოსახულება, რომელზეც ნაჩვენებია Volvo Cars app-ში კარის ციფრული გასაღების ფუნქცია.მისასალმებელი თანმიმდევრობები

როდესაც თქვენს EX90-ს მიუახლოვდებით თქვენი ციფრული გასაღებით ან გასაღების ტეგით ხელში, ფარები და უკანა შუქდიოდის ნათურები დაიწყებს ციმციმს შესაბამისი თანმიმდევრობით, მისალმების და თვალის ჩაკვრის ნიშნად. როდესაც ავტომობილს კიდევ უფრო მიუახლოვდებით, კარის ჩამკეტები ამოიწევა და კარები განიბლოკება, ამავდროულად აინთება ქვემოთ მიმართული ნათურები. როდესაც კარს გააღებთ, აინთება ინტერიერის განათება და ავტომობილის ეკრანებზე გამოჩნდება მისალმების ტექსტი.

მესამე რიგის სავარძლები ელექტრული რეგულირებით

მესამე რიგის სავარძლები განკუთვნილია ორი მგზავრისთვის, აქვს თავის მისადები და დიდი სივრცე ფეხებისთვის, რაც კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს. გჭირდებათ დამატებითი სივრცე ბარგისთვის? ღილაკზე ერთი დაჭერით შეგიძლიათ მარტივად დაკეცოთ თითოეული მათგანი.

პრემიუმ კლასის პნევმატიკური დაკიდების სისტემა

პნევმატიკური დაკიდების აქტიური სისტემის წყალობით კომფორტულად იმოძრავებთ გზატკეცილებზე, მკვეთრ მოსახვევებში და სოფლის გზებზე. ოთხივე ბორბალზე დამონტაჟებული ორმაგი კამერის მქონე პნევმატიკური დაკიდების სისტემა ზამბარების ნაცვლად იყენებს საჰაერო ბალიშებს და უწყვეტად არეგულირებს შასის პოზიციას, რაც უზრუნველყოფს ავტომობილის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას ზედმეტი დატვირთვის ან უსწორმასწორო გზაზე მოძრაობის დროსაც კი. ეს გთავაზობთ ეფექტურ მართვას და უმაღლესი ხარისხის კომფორტს. აჩქარების დროს ავტომობილის კორპუსი დაბლა იწევს, რაც აუმჯობესებს აეროდინამიკას და ზრდის სასვლო მარაგს. ელექტრონულად რეგულირებადი ამორტიზაციის სისტემა წამში 500-ჯერ ამოწმებს თქვენს მართვის სტილს, სიჩქარეს და გზის საფარის მდგომარეობას და შეაქვს შესაბამისი კორექტირებები სისტემის მუშაობაში, რაც აუმჯობესებს კომფორტს და გეხმარებათ თქვენი ავტომობილის უსაფრთხოების დონის გაზრდაში. როდესაც საბარგულში მძიმე ტვირთს ათავსებთ ან ავტომობილზე მისაბმელს ამაგრებთ, შეგიძლიათ ავტომობილის კორპუსი დაბლა დასწიოთ.

მშვიდი ინტერიერი

დაისვენეთ SUV-ის მშვიდ სალონში, რომლის დიზაინიც უზრუნველყოფს ხმაურის და ვიბრაციის იზოლაციას. თქვენი EX90-ის აეროდინამიკური კორპუსი, პრემიუმ კლასის პნევმატური დაკიდების სისტემა, ორიგინალური საბურავები და ხმის იზოლაციის თანამედროვე სისტემა მშვიდ გარემოში დასვენების შესაძლებლობას გაძლევთ. ამგვარად თქვენ შეგიძლიათ მშვიდად ესაუბროთ უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს, სრულად შეიგრძნოთ Bowers & Wilkins High Fidelity აუდიო სისტემის შესაძლებლობები ან აღიდგინოთ სულიერი სიმშვიდე.

 სურათზე გამოსახულია Volvo EX90-ის ლამინირებული მინა და დემონსტრირებულია მისი ხმის იზოლაციის შესაძლებლობა.ლამინირებული მინა

მოწყდით გარე სამყაროს EX90-ის ლამინირებული ფანჯრების და პანორამული სახურავის მეშვეობით. ლამინაცია უზრუნველყოფს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას და აუმჯობესებს სალონის ხმის იზოლაციას, რაც ზრდის თქვენს კომფორტს. მისი საშუალებით მინა უფრო გამძლეა, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს უსაფრთხოებას ავარიის ან ავტომობილის განზრახ დაზიანების შემთხვევაში.

უკანა სავარძლებიდან დანახული სენსორული ცენტრალური ეკრანის ახლო ხედი. ამ ეკრანზე ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის გამოსახვაა შესაძლებელი.უსადენო Apple CarPlay

Apple CarPlay საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ზარები, გააგზავნოთ შეტყობინებები, გამოიყენოთ რუკები და ჩართოთ მუსიკა გზიდან თვალის მოცილების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ უსადენოდ დააკავშიროთ თქვენი iPhone და პირდაპირ ცენტრალური ეკრანიდან აკონტროლოთ თქვენი რჩეული აპები და ფუნქციები.* თქვენს iPhone-ზე არსებული აპები თავსებადია CarPlay-სთან და უზრუნველყოფს მართვის გამოცდილების გაუმჯობესებას. Siri-სთვის გაცემული ხმოვანი ბრძანებებით გააგზავნეთ შეტყობინებები, განახორციელეთ სატელეფონო ზარები, ჩართეთ საყვარელი მუსიკა ან Maps-ის მეშვეობით განსაზღვრეთ და შეატყობინეთ თქვენს მეგობრებს თქვენი მისვლის დრო.

სმარტფონის ეკრანის გამოსახულება, რომელზეც ნაჩვენებია Volvo Cars app-ში კარის ციფრული გასაღების ფუნქცია.
 სურათზე გამოსახულია Volvo EX90-ის ლამინირებული მინა და დემონსტრირებულია მისი ხმის იზოლაციის შესაძლებლობა.
უკანა სავარძლებიდან დანახული სენსორული ცენტრალური ეკრანის ახლო ხედი. ამ ეკრანზე ერთდროულად რამდენიმე ფუნქციის გამოსახვაა შესაძლებელი.
მისასალმებელი თანმიმდევრობები

როდესაც თქვენს EX90-ს მიუახლოვდებით თქვენი ციფრული გასაღებით ან გასაღების ტეგით ხელში, ფარები და უკანა შუქდიოდის ნათურები დაიწყებს ციმციმს შესაბამისი თანმიმდევრობით, მისალმების და თვალის ჩაკვრის ნიშნად. როდესაც ავტომობილს კიდევ უფრო მიუახლოვდებით, კარის ჩამკეტები ამოიწევა და კარები განიბლოკება, ამავდროულად აინთება ქვემოთ მიმართული ნათურები. როდესაც კარს გააღებთ, აინთება ინტერიერის განათება და ავტომობილის ეკრანებზე გამოჩნდება მისალმების ტექსტი.

*უსადენო Apple CarPlay თავსებადია iPhone 6-თან და უფრო ახალ მოდელებთან, რომლებზეც დაინსტალირებულია iOS14 ან უფრო ახალი ვერსია. ზემოაღნიშნული ფუნქციებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა შეიძლება არ იყოს გარანტირებული, როდესაც მომხმარებლები მიიღებენ EX90-ს. პოტენციურად დაკარგული ფუნქციები და სერვისები დისტანციურად გავრცელდება, ხოლო ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს დილერთან ვიზიტი.

ტელეფონის უსადენო დამტენი

მოათავსეთ თქვენი სმარტფონი ადვილად მისაწვდომ ადგილას ცენტრალურ კონსოლში, სპეციალურ დასამუხტ პანელზე. პანელის ფორმა უზრუნველყოფს თქვენი ტელეფონის საიმედოდ დამაგრებას.

ექვსამდე USB-C პორტი

სალონის თითოეულ რიგში დამონტაჟებულია ორი USB-C პორტი, რაც საშუალებას გაძლევთ დამუხტოთ თქვენი ტელეფონი ნებისმიერი ადგილიდან.

როზეტი საბარგულში

ავტომობილის საბარგულში დამონტაჟებული 12-ვოლტიანი კონექტორის წყალობით ყოველთვის მზად იქნებით თავგადასავლებისთვის. გამოიყენეთ ქულერის, გენერატორის, მატრასის ტუმბოს ან პორტატული მოწყობილობების კვების წყაროდ.

კავშირი მთელ სალონში

Volvo EX90-ის ცენტრალური კონსოლი, გამოსახულება ფოკუსირებულია სმარტფონზე, რომელიც იმუხტება სპეციალურ უსადენო დასამუხტ პანელზე.

დაისვენეთ და დამუხტეთ

სურათზე გამოსახულია Volvo EX90-ის ცენტრალური ეკრანის Range Assistant ფუნქცია.სასვლო მარაგის ოპტიმიზაცია

ცენტრალური ეკრანის Range Assistant ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია თქვენი ავტომობილის ენერგიის მოხმარების შესახებ და რეკომენდაციები სასვლო მარაგის გასაზრდელად. გაქვთ თუ არა საკმარისი ელექტროენერგია დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად? Range Assistant გამოითვლის სასვლო მარაგს, რაც შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიცაა მართვის სტილი, გზის საფარის მდგომარეობა და რეალურ დროში ელექტროენერგიის მოხმარება. მას ასევე შეუძლია გამოთვალოს მინიმალური და მაქსიმალური სასვლო მარაგი თქვენი აკუმულატორის დამუხტვის დონის გათვალისწინებით. გაააქტიურეთ Range Optimiser ფუნქცია აპში და თქვენი ავტომობილი მოახდენს ჰაერის ტემპერატურის, მართვის რეჟიმის და აკუმულატორის წინასწარი კონდიცირების პარამეტრების კორექტირებას, რათა შეძლოთ ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის მაქსიმალურად გაზრდა.

Volvo EX90-ის მოხსნილი შასის ანიმაცია, სადაც ჩანს აკუმულატორი და სწრაფი დამუხტვისთვის საჭირო წინასწარი კონდიცირების პროცესი.აკუმულატორის წინასწარი კონდიცირება

აირჩიეთ დამუხტვის სადგური და თქვენი Volvo დაიწყებს აკუმულატორის წინასწარ კონდიცირების პროცესს, რაც გულისხმობს აკუმულატორის გათბობის ან გაგრილების გზით სწრაფი დამუხტვისთვის საჭირო ოპტიმალურ ტემპერატურამდე მიღწევას. ეს პროცესი ავტომატურია, ამიტომ არ არის საჭირო მასზე თვალყურის დევნება.

სურათზე ნაჩვენებია Volvo EX90, რომელიც დაკავშირებულია დამუხტვის სადგურთან.მარტივი დამუხტვა საზოგადოებრივ დამუხტვის სადგურზე

ისიამოვნეთ საზოგადოებრივ დამუხტვის სადგურზე მარტივი დამუხტვის პროცესით თქვენი EX90-ის Plug & Charge ფუნქციის მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ მართოთ სადგურთან მისვლის, გადახდის და დამუხტვის პროცესი, რისთვისაც Volvo Cars app-ში უნდა დააყენოთ თქვენი ანგარიშის პარამეტრები. პარამეტრების დაყენების შემდეგ, თქვენი ავტომობილი ამოიცნობს ანგარიშს, რის შემდეგაც შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი ავტომობილი სადგურთან და დაიწყოთ დამუხტვა. Plug & Charge ფუნქციის გამოყენებით პირველი დამუხტვის შემდეგ, მომავალში აღარ დაგჭირდებათ ავთენტიფიკაციის შემოწმებები ან დამატებითი აპების ჩამოტვირთვა.

სურათზე გამოსახულია Volvo EX90-ის ცენტრალური ეკრანის Range Assistant ფუნქცია.
Volvo EX90-ის მოხსნილი შასის ანიმაცია, სადაც ჩანს აკუმულატორი და სწრაფი დამუხტვისთვის საჭირო წინასწარი კონდიცირების პროცესი.
სურათზე ნაჩვენებია Volvo EX90, რომელიც დაკავშირებულია დამუხტვის სადგურთან.
სასვლო მარაგის ოპტიმიზაცია

ცენტრალური ეკრანის Range Assistant ფუნქციის მეშვეობით შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია თქვენი ავტომობილის ენერგიის მოხმარების შესახებ და რეკომენდაციები სასვლო მარაგის გასაზრდელად. გაქვთ თუ არა საკმარისი ელექტროენერგია დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად? Range Assistant გამოითვლის სასვლო მარაგს, რაც შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, როგორიცაა მართვის სტილი, გზის საფარის მდგომარეობა და რეალურ დროში ელექტროენერგიის მოხმარება. მას ასევე შეუძლია გამოთვალოს მინიმალური და მაქსიმალური სასვლო მარაგი თქვენი აკუმულატორის დამუხტვის დონის გათვალისწინებით. გაააქტიურეთ Range Optimiser ფუნქცია აპში და თქვენი ავტომობილი მოახდენს ჰაერის ტემპერატურის, მართვის რეჟიმის და აკუმულატორის წინასწარი კონდიცირების პარამეტრების კორექტირებას, რათა შეძლოთ ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის მაქსიმალურად გაზრდა.

ცხოვრების ენერგიის წყარო ნებისმიერ ადგილას

თქვენი EX90 ტექნიკურად მზად არის უზრუნველყოს თქვენი სახლი და ზოგიერთ შემთხვევაში ელექტროენერგიის გათიშვის დროს მხარდაჭერა. 

ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, რომ საშუალება მოგცეთ მხარი დაუჭიროთ უფრო დაბალანსებულ ენერგეტიკულ ქსელს, მაგალითად, მეტი ენერგიის მიღებით, როდესაც არსებობს განახლებადი ენერგიის ჭარბი რაოდენობა, ან ელექტროენერგიის გაყიდვით პიკი გამოყენების საათებში, როდესაც მეტი მოთხოვნაა.

ორმიმართულებიანი დამტენი

ორმიმართულებიან დამტენს, რომელიც თავიდან მხოლოდ კონკრეტულ ბაზრებზე გამოჩნდა, შეუძლია ელექტროენერგია მიაწოდოს თქვენს სახლს, თქვენს ელექტროტექნიკას ან სულაც დენი დააბრუნოს ელექტრულ ქსელში.

Core კომპიუტერები

ასობით მცირე კომპიუტერის ნაცვლად, ავტომობილში დამონტაჟებულია ორი მძლავრი core კომპიუტერი, რომელთა საშუალებითაც ხდება თქვენი Volvo-ს ყველა ფუნქციის მართვა. ეს გეხმარებათ ავტომობილში გქონდეთ მარტივი, თუმცა მძლავრი და სწრაფი ციფრული ქსელი, რომელიც მზადაა სამომავლო განახლებებისთვის, როგორიცაა ავტონომიური მართვა.

მომავალზე ორიენტირებული მობილურობა

პროგრამულად მართვადი ავტომობილის ყოლა საშუალებას გაძლევთ მუდმივად გააუმჯობესოთ თქვენი ავტომობილის ეფექტურობა, კავშირის შესაძლებლობა და უსაფრთხოება მარტივი პროგრამული განახლებების მეშვეობით, სმარტფონის ან ლეპტოპის ანალოგიურად.

მოხერხებული განახლებები უსადენო კავშირით

პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლებები აუმჯობესებს ოპერაციულ სისტემას და თქვენს ავტომობილზე ახალ ფუნქციებს ამატებს. ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის შეტყობინებების მიღება ცენტრალური დისპლეის საშუალებით, რათა მან განახლების დაწყება დაიწყოს, როგორც კი თქვენი მანქანა ცარიელი და ჩაკეტილი იქნება.

შექმნილია ჭკვიანი ტექნოლოგიებით, გაუმჯობესებულია კიდევ უფრო ჭკვიანი ტექნოლოგიებით

სურათზე გამოსახულია Volvo EX90-ში დამონტაჟებული Core კომპიუტერები.

EX90 წარმოადგენს პროგრამულად მართვადი ავტომობილების ახალ თაობას, რომელიც გთავაზობთ ახალ, უფრო მრავალფეროვან და უფრო დაკავშირებულ გამოცდილებას მგზავრობის დროს.

ზემოაღნიშნული ფუნქციებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა შეიძლება არ იყოს გარანტირებული, როდესაც მომხმარებლები მიიღებენ EX90-ს. პოტენციურად დაკარგული ფუნქციები და სერვისები დისტანციურად გავრცელდება, ხოლო ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს დილერთან ვიზიტი. ეს ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბაზრისთვის და შეიძლება არ შედიოდეს ყველა ბაზრის ან აღჭურვილობის თუ ძალური გადაცემის ნებისმიერი ვარიანტის სტანდარტულ კომპლექტაციაში.

მომავალში, ორმხრივი დამუხტვის ფუნქცია მხოლოდ ზოგიერთ ბაზრებზე იქნება ხელმისაწვდომი.

Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.

Apple CarPlay და CarPlay არის Apple Inc-ს სავაჭრო ნიშნები.