სამართლებრივი შეტყობინება
ძალაში შესვლის თარიღი:
გამოქვეყნებულია:
როდესაც იყენებთ ქვემოთ მოცემულ “Volvo Cars”-ს, ის ნიშნავს ან Volvo Car Corporation-ს, Volvo Car Group-ში შემავალ ერთ ან მეტ პირს ან მთლიან Volvo Car Group-ს, როგორც მისაღებია.
არანაირი გარანტია და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა გონივრული ზომა მიღებულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვებგვერდზე მოცემული ყველა ინფორმაცია არის სწორი (the “Site”), იგი წარმოდგენილია, "როგორც არის". Volvo Cars არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი რომელიმე მხარის წინაშე რაიმე პირდაპირი, არაპირდაპირი, შედეგობრივი ან სხვა სახის ზიანისთვის რომელიმე მხარის მიმართ, რაც გამოწვეულია გვერდის, რომელიმე ჰიპერბმულით დაკავშირებული გვერდის გამოყენების გამო, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მოგების რაიმე სახის დანაკარგი, ბიზნესის შეწყვეტა, პროგრამის დაკარგვა, ან სხვა, იმ შემთხვევაშიც, თუ Volvo Cars-ს ნათლად აცნობეს აღნიშნული ზიანის დადგომის შესაძლებლობის შესახებ.
გვერდზე არსებული ნებისმიერი გრანტია ან განცხადება Volvo Cars -ს პროდუქციის ან მომსახურების შესახებ, რომელსაც იძენთ ან იყენებთ, დაქვემდებარება ამ პროდუქციის ან სერვისის შესახებ დადებული ხელშეკრულების შეთანხმებულ ვადებს და პირობებს.
გვერდზე არსებული ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს ან ტიპოგრაფიულ შეცდომებს. გვერდზე მოცემული ინფორმაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. გარდა ამისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Volvo Cars იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვლოს თავისი პროდუქტები და სერვისები, მათი ფასების ჩათვლით.
გვერდზე არსებული ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს მითითებებს Volvo Cars-ის პროდუქციასა და სერვისზე, რომელიც არ არის გამოცხადებული ან ხელმისაწვდომი თქვენს ქვეყანაში. ასეთი მითითება არ გულისხმობს, რომ Volvo Cars აპირებს, გამოაცხადოს ან ხელმისაწვდომი გახადოს ასეთი პროდუქცია ან სერვისები თქვენს ქვეყანაში. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტული პროდუქტები და სერვისები შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს დამატებითი ფასის სანაცვლოდ და რომ გვერდზე არსებული ზოგიერთი ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს სწორი პროდუქციის ცვლილების გამო, რომელიც მოხდა გვერდის ბოლო განახლების შემდეგ. გთხოვთ, დაუკავშირდეთ Volvo Cars დილერს თქვენთვის ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად.
გვერდზე ხელმისაწვდომი სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფა
ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ან ჩამოიტვირთოს გვერდიდან ("პროგრამული უზრუნველყოფა") დაცულია Volvo Cars-ის და/ან მისი ლიცენზიანტების საავტორო უფლებებით.
პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება იმართება სალიცენზიო ხელშეკრულების საბოლოო მომხმარებლის პირობებით, არსებობის შემთხვევაში, რომელიც თან ერთვის ან შედის პროგრამულ უზრუნველყოფაში ("სალიცენზიო ხელშეკრულება"). თუ სალიცენზიო ხელშეკრულებიდან სხვაგვარად არ გამომდინარეობს, პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად მხოლოდ საბოლოო მომხმარებლების მიერ გამოყენებისთვის. გარდა ამისა, თუ სალიცენზიო ხელშეკრულებიდან სხვაგვარად არ გამომდინარეობს, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია. პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერი რეპროდუქცია ან გავრცელება სალიცენზიო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის გარეშე, კონკრეტულად აკრძალულია და შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი სასჯელი.
პროგრამული უზრუნველყოფა დაცულია გარანტიით, მხოლოდ სალიცენზიო ხელშეკრულების ვადების და პირობების შესაბამისად. გარდა იმ შემთხვევისა, როგორც დაცული იქნება იქნება გარანტიით სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე, Volvo Cars უარყოფს ყველა გარანტიას პროგრამული უზრუნველყოფების შესახებ, მათ შორის, ყველა ნაგულისხმევ გარანტიას და კომერციული ხარისხის, კონკრეტულ მიზანთან შესაბამისობის, საკუთრების უფლების და დაურღვევლობის პირობებს.