სურათზე ნაჩვენებია Volvo 343.

ვოლვო 343. ევროპული ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტში - კომპაქტურ სეგმენტში შესვლა.

1976 წლის ზამთარში იყო წარმოდგენილი ნიდერლანდური კომპანიის Volvo Car BV-ის პირველი სრულიად ახალი ავტომობილი Volvo 343. Volvo 343 ევროპული ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვან კომპაქტურ ავტომობილთა სეგმენტში შევიდა.

Volvo 343 წარმოადგენდა 3-კარიანი ჰეჩბეკს და დიდი უკანა კარი მთავრდებოდა პატარა სპოილერით. ავტომობილი საკმაოდ ტევადი იყო და ასევე ჰქონდა მრავალფუნქციური საბარგული.

თავდაპირველად ავტომობილი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 1.4 ლიტრიანი ძრავით და უსაფეხურო ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ეს იყო უკანა თვლების ამძრავიანი მოდელი, რომლის გადაცემათა კოლოფი უკანა დიფერენციალის გვერდით განლაგდებოდა წონის ოპტიმალური გადანაწილების უზრუნველსაყოფად. უკანა ბორბლების საკიდარში გამოიყენებოდა De Dion სისტემა.

არსებობის პერიოდის განმავლობაში, Volvo 343-მა განიცადა ვიზუალური მხარის, ძრავისა და გადაცემათა კოლოფის მთელი რიგი ცვლილება. მის ვიზუალში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა 1981 წლის შემოდგომაზე, რაც გულისხმობდა ახალ წინა ნაწილს და სალონის ახალ აღჭურვილობას.

ტექნიკური მახასიათებლები
მოდელი: 343
წარმოების წლები: 1976 - 1990 წწ
წარმოების მოცულობა: 472434
ძარა: 3-კარიანი ჰეჩბეკი
ძრავა: 4 ცილინდრიანი, ერთრიგა, ზედა განლაგების სარქველებით, 1 397 კუბ. სმ, 4 ცილინდრიანი, ერთრიგა, აირგამანაწილებელი ლილვის ზედა განლაგებით, 1 986 კუბ. სმ, 4 ცილინდრიანი, ერთრიგა 1 721 კუბ. სმ ან 4 ცილინდრიანი, ერთრიგა აირგამანაწილებელი ლილვის ზედა განლაგებით 1 596 კუბ. სმ, დიზელი.
გადაცემათა კოლოფი: ავტომატური, უსაფეხურო (CVT), 4 სიჩქარიანი მექანიკური, 5 სიჩქარიანი მექანიკური.
მუხრუჭები: ჰიდრავლიკური, დისკური მუხრუჭები წინა ბორბლებზე და დოლური უკანაზე.
გაბარიტული ზომები: საერთო სიგრძე 419 სმ, თვლების ბაზა 239,5 სმ.