სურათზე ნაჩვენებია Volvo 360 5-D.

Volvo 360 5-D. Volvo 360-ის 5-კარიანი ვერსია.

1982 წლის შემოდგომაზე იყო წარმოდგენილი ახალი მოდელი Volvo 360. Volvo 360 იყო შექმნილი 340 სერიის ბაზაზე და აღჭურვილი იყო 4-ცილინდრიანი 2-ლიტრიანი ძრავით. „360“ მოდელის მარკირება დაინერგა ახალი ავტომობილის გაუმჯობესებული აღჭურვილობისა და მაღალი სიმძლავრის ხაზგასასმელად.

ამავე დროს იყო წარმოდგენილი უფრო სპორტული ვარიანტი სახელწოდებით 360 GLT, რომელიც აღჭურვილი იყო უფრო მძლავრი ძრავის ინჟექტორული ვერსიით.

სურათზე ასახულია 5-კარიანი ვერსია. ასევე იწარმოებოდა 3-კარიანი ჰეჩბეკი და 4-კარიანი სედანი.

ტექნიკური მახასიათებლები
მოდელი: 360 5-კარიანი
წარმოების წლები: 1983 - 1989 წწ
წარმოების მოცულობა: 76281
ძარა: 5-კარიანი ჰეჩბექი
ძრავა: 4 ცილინდრიანი, ერთრიგა, ზედა განლაგების სარქველებით, 1 986 კუბ. სმ, 88,9 x 80 მმ
გადაცემათა კოლოფი: 5 სიჩქარიანი მექანიკური
მუხრუჭები: ჰიდრავლიკური, წინა დისკური მუხრუჭები
გაბარიტული ზომები: საერთო სიგრძე 441 სმ, თვლების ბაზა 240 სმ