სურათზე ნაჩვენებია Volvo 460.

ვოლვო 460. წინა წამყვანი 440 ჰეჩბეკის სალონური ვერსია.

Volvo 460 გამოვიდა 1989 წელს, როგორც წინაამძრავიანი 440 ჰეჩბექის ვერსია სედანის ძარით.

Volvo 460-ს ჰქონდა იგივე ძირითადი ტექნიკური სტრუქტურა და კომპონენტები, როგორც 480 სპორტულ კუპეს. ამგვარად, სპორტულმა მოდელმა მემკვიდრეობით მიიღო განივად განლაგებული ძრავა და წინა ამძრავი თვლები, ამასთან, 480-ის შესანიშნავი მართვადობისა და სტაბილურად მოძრაობის უნარი.

მოდელის გამოშვების წლების მანძილზე, 460 ხელმისაწვდომი იყო 1.6-2.0 ლიტრის მოცულობის სხვადასხვა ძრავებით. ისინი ყველა იყო 4 ცილინდრიანი ზედა განლაგების ერთმაგი აირგამანაწილებელი ლილვით და ასევე ყველა დაფუძნებული იყო ძრავების ერთ ოჯახზე.

ტექნიკური მახასიათებლები
მოდელი: 460
წარმოების წლები: 1989 - 1996 წწ
წარმოების მოცულობა: 238401
ძარა: 5-კარიანი ჰეჩბექი
ძრავა: 4-ცილინდრიანი ერთრიგა აირგამანაწილებელი ლილვის ზედა განლაგებით 1 596 კუბ. სმ, 1 721 კუბ. სმ ტურბოთი ან მის გარეშე, 1 794 კუბ. სმ ან 1 998 კუბ. სმ, და 4-ცილინდრიანი ერთრიგა აირგამანაწილებელი ლილვის ზედა განლაგებით 1 870 კუბ. სმ ტურბო დიზელი
გადაცემათა კოლოფი: 5 სიჩქარიანი მექანიკური, 4 სიჩქარიანი ავტომატური
მუხრუჭები: ჰიდრავლიკური, დისკური მუხრუჭები წინა ბორბლებზე და დოლური უკანაზე ან ყველა ბორბალზე დისკური მუხრუჭები
გაბარიტული ზომები: თვლების ბაზა 250 სმ