სურათი, რომელშიც ნაჩვენებია Volvo Caravan/Trailer

Volvo Caravan/Trailer. ქარავანიდან ჩვეულებრივ თრეილერზე გადაყვანის შესაძლებლობით.

„იმოგზაურე საკუთარი სასტუმროთი“ იყო 1957 წელს გამოშვებული საკემპინგო ტრეილერის შესახებ ბროშურის მთავარი სათაური. ორმოცდაათიან წლებში მანქანით მოგზაურობა ძალიან პოპულარული გახდა ყოველწლიური შვებულებების დაწესების გამო. გარდა ამისა, თუ მანქანის სალონს ორკაციან საწოლად შეეძლო გადაქცევა, მანქანა პრაქტიკულად მომენტალურად პოულობდა თავის მყიდველს. კომპანია Volvo Cars-ს აქვს ისეთი ავტომობილების შექმნის ძველი ტრადიცია, რომლებიც აერთიანებს მოქნილობასა და უნივერსალობას. ამჟამად ჩვენ შეგვიძლია მაგ. შემოგთავაზოთ საკემპინგო მაგიდა აქსესუარის სახით მოდელებისთვის V70, XC70 და XC90. თუმცა, უკვე 1957 წელს ჩვენ ვეძებდით მოხერხებულ გადაწყვეტებს ოჯახური ცხოვრებისთვის.

ავტოსახლი მარტივად იქცეოდა ჩვეულებრივ მისაბმელად, რაც იყო კიდევ ერთი უპირატესობა მოქნილობის ნიშნით. 1957 წელს ღირებულება შეადგენდა 2700 შვედურ კრონს. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ჩვენამდე არც ერთმა ეგზემპლარმა არ მიაღწია!

ტექნიკური მახასიათებლები
მოდელი: CARAVAN / TRAILER
წარმოების წლები: 1957 - 1957 წწ
წარმოების მოცულობა: 53
ძარა: დასაკეცი სახურავი და კედლების ზედა ნაწოლები ორმაგი ფანერისგან, კედლების ქვედა ნაწილი ალუმინისგან ან პვქ-თი დაფარული ქსოვილისგან, ძირი ფირფიტოვანი რკინისგან.
ძრავი: N/A
გადაცემათა კოლოფი: N/A
მუხრუჭები: არა
გაბარიტული ზომები: სრული სიმაღლე: 180 სმ აღჭურვილ მდგომარეობაში - სიმაღლე: 103 სმ სიგანე: 180 სმ საერთო სიგრძე, საბუქსირე კაუჭის ჩათვლით: 310 სმ საერთო სიგრძე, ძარა: 225 სმ, წონა 320 კგ.
სხვადასხვა: Linells Vagn AB ეკუთვნის AB Volvo-ს 1974 წლიდან და დღეს ცნობილია როგორც VAH, Volvo Articulated Haulers AB.