სურათი აჩვენებს Volvo P1200/PV120 Amazon-ს

Volvo P1200/P120 Amazon. პირველი მანქანა ვოლვოდან პონტონური კორპუსით.

1956 წელს იყო წარმოდგენილი Volvo-ს ახალი მსუბუქი ავტომობილის პროტოტიპი. შვედეთში ავტომობილი ცნობილი გახდა Amazon-ის სახელით, ხოლო საექსპორტო ბაზარზე, როგორც 121 და 122S. ნიშანი 122S გამოიყენებოდა უფრო მძლავრი ძრავის მქონე ვერსიისთვის.

წარმოება დაიწყო 1957 წელს და თავდაპირველად ეს ავტომობილი განიხილებოდა, როგორც უფრო დიდი მოდელი, ვიდრე PV444. ამას ხელს უწყობდა ის ფაქტი, რომ 121/122S იყო 4-კარიანი მოდელი.

მოდელი გამოირჩეოდა თანამედროვე დიზაინით და ასევე წარმოადგენდა Volvo-ს პირველ ავტომობილს პონტონური ტიპის ძარით. ავტომობილმა სწრაფად მოიგო მყიდველების გული. წინა მხარეს დაემატა ორი ოვალური ჰაერის შემშვები. უკანა ფრთები გაფართოვდა და მთავრდებოდა თავისებური ფარფლებით, რაც იმ დროისთვის ძალიან მოდური იყო.

Amazon 121/122 S-ს ასევე განსხვავდებოდა უსაფრთხოების ძალიან მაღალი დონით ისეთი ელემენტების წყალობით, როგორიცაა ხელსაწყოთა პანელის რბილი ზედა მხარე, ლამინირებული საქარე მინა და უსაფრთხოების ღვედები, მიმაგრებული როგორც წინა, ისევე უკანა სავარძლებზე.

1961 წლის შემოდგომაზე P120 მოდელებმა განიცადა შედარებით სერიოზული ცვლილებები. ადრინდელი 1.6-ლიტრიანი ძრავა შეიცვალა 75 ან 90 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე B18-ით, დაემატა 12 ვოლტიანი ელექტროსისტემა და ახალი რადიატორის ცხაურა, ხოლო 90 ცხენის ძალის სიმძლავრის მოდელი აღჭურვილი იყო დისკური მუხრუჭებით წინა ბორბლებზე.

4-კარიანი მოდელი P120 იწარმოებოდა 1966 წლის შემოდგომამდე, როდესაც ის შეცვალა სრულიად ახალმა ავტომობილმა, Volvo 144.

ტექნიკური მახასიათებლები
მოდელი: P 1200 / P 120 AMAZON, სედანი
ვარიანტები: P 1200 V, P 1200 H, P 121, P 122 S
წარმოების წლები: 1956 - 1967 წწ
წარმოების მოცულობა: 234208
ძარა: 4-კარიანი სედანი
ძრავა: 4 ცილინდრიანი, ერთრიგა, ზედა განლაგების სარქველებით; 1 583 კუბ. სმ; 79,37 x 80 მმ; 60 ცხენის ძალა 4500 ბრ/წ, ან 85 ცხენის ძალა — 3500 ბრ/წთ. 1961 წელი: 1 778 კუბ. სმ, 84,14 x 80 მმ, 75 ცხენის ძალა — 4500 ბრ/წ ან 90 ცხენის ძალა — 5 000 ბრ/წ მოგვიანებით, 1965 წელს სიმძლავრე გაიზარდა 95 ცხენის ძალამდე.
გადაცემათა კოლოფი: 3- ან 4-სიჩქარიანი მექანიკური მაჩქარებელი გადაცემით ან მის გარეშე, იატაკზე დამონტაჟებული გადაცემათა ბერკეტით (ზოგიერთი მანქანა იყო მიწოდებული საჭის სვეტზე დამონტაჟებული გადაცემათა გადართვის ბერკეტით). 3-სიჩქარიანი ავტომატური, გადაცემათა გადართვის ბერკეტით საჭის სვეტზე.
მუხრუჭები: ჰიდრავლიკური დოლური მუხრუჭი ყველა ბორბალზე. 1961 წელს: დისკური მუხრუჭები წინა ბორბლებზე
S ვერსიებში. 1964 წელს: დისკური მუხრუჭები წინა ბორბლებზე ყველა ვერსიაში.
გაბარიტული ზომები: საერთო სიგრძე 445 სმ, თვლების ბაზა 2600 მმ.