სურათი აჩვენებს Volvo P220 Amazon Estate-ს

Volvo P220 Amazon Estate. დიზაინი, რომელიც შთაგონებულია აშშ-ს ვაგონების მიერ.

ეს მოდელი წარმოადგენს უნივერსალს 121/122S-ის (Amazon) ბაზაზე. მისი დებიუტი შედგა 1962 წლის თებერვალში სტოკჰოლმის ავტოსალონზე. სამოდელო რიგის გაფართოებამ მისცა Volvo-ს ერთი ოჯახის ფარგლებში ავტომობილების გამოშვების უფრო ვრცელი პროგრამის ორგანიზების საშუალება.

P220-ს ჰქონდა ოთხი კარი მაშინ, როცა საბარგულის კარი ორ ნაწილად იყო დაყოფილი, სადაც ერთი ნაწილი ზემოთ, ხოლო მეორე ქვემოთ იხსნებოდა. საფუძვლად იყო აღებული აშშ-ს უნივერსალების დიზაინი.

მოდელების P220 და P210 წარმოება ერთდროულად მიმდინარეობდა, ამასთან P220 იყო უფრო პოპულარული სკანდინავიის ბაზრებს გარეთ. ამ ავტომობილის გამოშვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ოჯახზე ორიენტირებული უნუვერსალების შექმნისკენ, რომელთა წარმოება ჯერ კიდევ ნაკლებად იყო გავრცელებული კომერციული ავტომობილების ბაზარზე. ამგვარად, P220-ის გამოშვებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანია Volvo-ს, როგორც უნივერსალის ტიპის ავტომობილების წამყვანი მწარმოებლის, განვითარებაში.

ტექნიკური მახასიათებლები
მოდელი: P 220 Amazon Estate
ვარიანტები: P 221, P 222 (SPORT)
წარმოების წლები: 1962 - 1969 წწ
წარმოების მოცულობა: 73169
ძარა: 4-კარიანი უნივერსალი
ძრავა: 4 ცილინდრიანი, ერთრიგა, ზედა განლაგების სარქველებით; 1 778 კუბ. სმ; 84,14 x 80 მმ; 75 ან 90 ან 95 ცხენის  ძალა და შემდეგ 1 986 კუბ. სმ; 88,9x80 მმ; 90 ცხენის  ძალა.
გადაცემათა კოლოფი: 4 სიჩქარიანი, მექანიკური (მაჩქარებელი გადაცემით ან მის გარეშე), იატაკზე დამონტაჟებული სიჩქარეების გადამრთველი ბერკეტით ან 3-სიჩქარიანი ავტომატური, გადაცემათა გადართვის ბერკეტით საჭის სვეტზე.
მუხრუჭები: თავდაპირველად — ჰიდრავლიკური დოლური მუხრუჭი ყველა ბორბალზე, შემდგომში — წინა დისკური მუხრუჭები.
გაბარიტული ზომები: საერთო სიგრძე 449 სმ, თვლების ბაზა 260 სმ.