მომავალი მოგზაურობისთვის. აღმოაჩინეთ მართვის სიამოვნება ჩვენს თანამედროვე plug-in ჰიბრიდთან ერთად, რომელიც მზადაა ნებისმიერი მოსახვევისთვის და ცვლილებისთვის თქვენს ცხოვრებაში..
გადაიაზრეთ თქვენი გამოცდილება. ერთი ნაბიჯით მიუახლოვდით უფრო გააზრებულ მართვას.
90 კმ
ელექტრო დიაპაზონი
455
ცხ. ძალაძალა
16
გ/კმCO2 გამონაბოლქვი
0,7
ლ/100 კმსაწვავის მოხმარება
გამოიყენეთ ელექტროენერგია თქვენი ავტომობილის მართვისას და ისიამოვნეთ plug-in ჰიბრიდით, რომელიც ზრუნავს ხვალინდელ დღეზე დღევანდელი კომფორტის დათმობის გარეშე.
ახალი 6,4 კვტ-იანი 2 ფაზიანი დამტენი მოწყობილობის წყალობით, თქვენი S60 Recharge უფრო სწრაფად აღიდგენს ენერგიას და 0-დან 100%-მდე სამ საათში დაიმუხტება, რაც ელექტროენერგიით უფრო მეტი მანძილის გავლის საშუალებას მოგცემთ.*
ერთი პედლით მართვის სისტემის მქონე და სრულამძრავიანი S60 Recharge გამოირჩევა მანევრირებით და ამავდროულად გთავაზობთ ავტომობილის მშვიდ და ამავდროულად მძლავრ მართვას.
საწვავის მოხმარების მონაცემები ეფუძნება S60 Recharge T8 AWD plug-in ჰიბრიდზე კონკრეტულ პირობებში ჩატარებულ WLTP ტესტირების შედეგებს. ფაქტიური სასვლო მარაგი, CO2 გამონაბოლქვი და საწვავის მოხმარება რეალურ პირობებში შეიძლება განსხვავებული იყოს და დამოკიდებულია მართვის სტილზე და სხვა გარე ფაქტორებზე. მონაცემები წინასწარია, ავტომობილის საბოლოო სერტიფიკაცია არ არის დასრულებული. გახსენით სრული სპეციფიკაციები სხვა ძრავის ვარიანტების გადახედვისთვის. * იმისათვის, რომ ისარგებლოთ სწრაფი დატენვის შესაძლებლობით, რომელსაც გთავაზობთ ჩვენი ახალი ინტეგრირებული დამუხტვის მოწყობილობა, საჭიროა 3-ფაზიანი დამტენის გამოყენება. * დამუხტვის დროის მონაცემები წინასწარია და ეფუძნება Volvo Cars-ის მიერ შესრულებულ შეფასებებსა და გამოთვლებს და ეს შედეგები არ არის გარანტირებული. გაითვალისწინეთ, რომ დამუხტვის დრო შეიძლება განსხვავებული იყოს და ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა გარე ტემპერატურა, აკუმულატორის ამჟამინდელი ტემპერატურა, დამუხტვის მოწყობილობა, აკუმულატორის მდგომარეობა და ავტომობილის მდგომარეობა. ავტომობილის სერტიფიკაცია არ არის დასრულებული.
შექმნილია თქვენთვის. ისარგებლეთ ჭკვიანი ფუნქციებითა და ტექნოლოგიის უახლესი მიღწევებით.
S60 Recharge-ში ინტეგრირებულია Google Maps, Google Assistant და Google Play.
დიახ, Apple CarPlay შედის S60 Recharge-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში.*
* Apple CarPlay-ს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ iPhone 5-თან ან უფრო ახალ მოდელებთან კომბინაციაში. Apple CarPlay და iPhone წარმოადგენს Apple Inc-ის სავაჭრო ნიშნებს.
დიახ, გათვალისწინებულია სერვისთან წვდომა ოთხი წლის განმავლობაში. სურვილისამებრ, შემდგომ შეგიძლიათ განაგრძოთ ყველა სერვისის გამოყენება სერვისის გაგრძელების გამოწერის შეძენით.
გამოწერა გრძელდება მაქსიმუმ ოთხ წლამდე. თუ ავტომობილი ახალია, ეს პერიოდი მისი მიწოდების თარიღიდან იწყება. გამოწერა ავტომობილთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში, გამოწერის დარჩენილი დრო შემდეგ მფლობელს/მომხმარებელს გადაეცემა.
არა. ამ სერვისებზე წვდომისთვის მოგიწევთ საკუთარ მოწყობილობის Bluetooth-მოდემის სახით გამოყენება და თქვენი პერსონალური მობილური მონაცემების გადაცემის სატარიფო გეგმის გამოყენება.
შეიტყვეთ მეტი Volvo-ს plug-in ჰიბრიდის ავტომობილის მართვის შესახებ.
რამდენი ხანი სჭირდება plug-in ჰიბრიდული ავტომობილის დამუხტვას?
გაინტერესებთ გაიგოთ მეტი plug-in ჰიბრიდებისა და ჩვენი შეთავაზების შესახებ?
plug-in ჰიბრიდი
მიიღეთ სიახლე და აკონტროლეთ მოგზაურობა. გაიცანით ჩვენი ლუქს-კლასის plug-in ჰიბრიდი ინტეგრირებული Google-ით.
plug-in ჰიბრიდი
მიიღეთ სიახლე და აკონტროლეთ მოგზაურობა. გაიცანით ჩვენი ლუქს-კლასის plug-in ჰიბრიდი ინტეგრირებული Google-ით.
გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში და შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი აღჭურვის ყველა დონისა და ძალური აგრეგატის ტიპისთვის.
Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.