7-ადგილიანი მანქანები

პრემიუმ-ხარისხის დიდი მანქანები ინოვაციური ტექნოლოგიით და სათავსოს ჭკვიანი გადაწყვეტებით.

Volvo Cars-ის 7-ადგილიანი მანქანები შესანიშნავი არჩევანია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მათთვის, ვისაც ხშირად დაჰყავს ბავშვები ღონისძიებებზე ან მაღლა ჯდომა ურჩევნია გზის უკეთესი ხედისთვის. 7-ადგილიანი მანქანების დათვალიერებისას დიდი სალონი იოლად იქცევს ყურადღებას, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ჩვენს SUV-ებს ასევე გამოარჩევს უსაფრთხოება, მდიდრული კომფორტი და ინოვაცია.

გაეცანით ჩვენს 7-ადგილიან მანქანებს

საიმედო საოჯახო მანქანები

ჩვენი დიდი SUV-ები შექმნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დაცვაში. აღმოაჩენთ, რომ შემაღლებულზე ზიხართ და თქვენ წინაშე გაშლილი წარმტაცი გზის ხედით ტკბებით. ამასთანავე, ხელმისაწვდომია უსაფრთხოების ყველაზე მოწინავე ფუნქციები თქვენი კომფორტისა და მგზავრობის გასაუმჯობესებლად.

გადამკვეთი მოძრაობის დადგენა

გზაჯვარედინთან მიახლოებისას ჩვენი 7-ადგილიანი მანქანები გადამკვეთ მოძრაობას ასკანირებს და გაფრთხილებთ, თუ შეჯახების საშიშროება არსებობს. მანქანა ასევე დაგეხმარებათ ავტომატურად დამუხრუჭებაში, რომ თავიდან აიცილოთ ან შეამსუბუქოთ ავარია.

Park Pilot Assist

ქალაქში დიდი მანქანის დაყენება შეიძლება ზოგმა გამოწვევად აღიქვას, მაგრამ სწორედ ამაში გეხმარებათ Park Pilot Assist. ეს სისტემა დაგეხმარებათ, იპოვოთ შესაფერისი საპარკინგე ადგილი და მანევრი შეასრულოთ ისე, რომ მანქანა სწორად დაყენდეს.

საუცხოო კომფორტი

ჩვენი 7-ადგილიანი მანქანები უხვ სივრცეს და ერგონომიულ კომფორტს გთავაზობთ მთელი ოჯახისთვის – როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის უკანა სავარძლებზე. დამუხტვად ჰიბრიდულ XC90-ს და სრულად ელექტრულ EX90-ს აქვს უხვი სივრცე თავისა და ფეხებისთვის და იდეალურად დაბალანსებული სავარძლები მდიდრული კომფორტისთვის. ეს მოდელები შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვინც კომფორტულ მართვას ანიჭებს უპირატესობას.

უხვი სატვირთო სივრცე

ჩვენს 7-ადგილიან მანქანებს დიდი სატვირთო სივრცე აქვს. უკანა სავარძლების აწევის შემთხვევაშიც კი დიდი ადგილი რჩება ბარგისთვის, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დაგჭირდეთ მეტი. უბრალოდ დაკეცეთ მესამე რიგი და სატვირთო სივრცეს მყისიერად გააორმაგებთ. ჩვენი დიდი მანქანების მეშვეობით, მარტივად იმოგზაურებთ მთელ ოჯახთან ერთად ისე, რომ არ იგრძნობთ ბარგის სიჭარბეს სალონში.

ჭკვიანი სათავსოს გადაწყვეტები

ჩემოდნებისთვის განკუთვნილი დიდი სექციების გარდა, Volvo XC90 და EX90 ასევე მოიცავს სპეციალურ სივრცეებს შედარებით პატარა, მაგრამ, შესაძლოა, უფრო ხშირად გამოყენებული საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის. აქ იპოვით წყლის ბოთლების, მობილური ტელეფონების, ლეპტოპების და სპორტული ჩანთების ჭკვიან სათავსოებს, ასევე სავაჭრო ჩანთების კავებს, რაც მათ დაფიქსირებაში დაგეხმარებათ, სანამ გზაში ხართ.

დიდი მანქანები, რომელთა მართვა მარტივია

ზომის მიუხედავად, მოდელები XC90 და EX90 ადვილი სამართავია ურბანულ გარემოში, რომელიც ხშირად ასოცირდება გადატვირთულ მოძრაობასთან, მჭიდრო კუთხეებთან და პარკირების ადგილების სიმცირესთან. ჭკვიანი ტექნოლოგია, როგორიცაა არჩევითი 360-გრადუსიანი კამერა, მძღოლებს ქალაქში გავრცელებულ ბევრ გამოწვევასთან გამკლავებაში ეხმარება. მათ რიცხვში შედის პარკირება და სხვა მანქანებთან დაშორების განსაზღვრა.

იმოგზაურეთ შორ მანძილზე ჩვენი სრულად ელექტრული მანქანით

Volvo EX90 არის დიდი ელექტრომობილი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთი დამუხტვით იმოგზაუროთ შორ მანძილზე. უბრალოდ შეაერთეთ დასამუხტად ღამით და დილით მზად იქნება 580 კმ-მდე მანძილის დასაფარად*. ქალაქში ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ სამსახურში წასვლა ან ბავშვების სკოლაში დატოვება ბატარეის ყოველდღე დატენაზე ფიქრის გარეშე.

დატენეთ 7-ადგილიანი ელექტრომობილი სწრაფად

სრულად ელექტრული Volvo EX90-ის ბატარეის დატენა 30 წუთში შეგიძლიათ 10-იდან 80%-მდე. ამასობაში, თქვენ და თქვენს ოჯახს შეგიძლიათ გაჭიმოთ ფეხები, დალიოთ ყავა ან რატომ არ წაიყვანოთ თქვენი ძაღლი სასეირნოდ.

მოქნილი დამუხტვადი ჰიბრიდი

დამუხტვადი ჰიბრიდი XC90 მოქნილი მანქანაა, რომელშიც ბენზინის ძრავა და ელექტროენერგია არის გაერთიანებული. მას 71 კმ*-მდე მანძილის დაფარვა შეუძლია მხოლოდ ელექტროენერგიით, რის გამოც იდეალურია სამსახურში სასიარულოდ ან მოკლე მგზავრობისთვის. თუ უფრო შორ მანძილზე მიდიხართ, ბენზინის ძრავა შეასრულებს საქმეს შეუფერხებლად.

* 10-იდან 80%-მდე დამუხტვის საშუალო დრო 250 კვტ მუდმივი დენით სწრაფი დამუხტვის შემთხვევაში (CCS2). მაჩვენებლები წინასწარია და გამომდინარეობს Volvo Cars-ის მიერ EX90-ისა და XC90-ისთვის შესრულებული შეფასებებიდან და გამოთვლებიდან. ეს შედეგები არ არის გარანტირებული. სასვლო მარაგი და ენერგომოხმარება რეალურ პირობებში შეიძლება განსხვავებული იყოს მართვის სტილისა და სხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ავტომობილი ელოდება სერტიფიცირებას.

პრემიუმ-ხარისხი თავიდან ბოლომდე

XC90-ისა და EX90-ის მოდელებში გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. ყველა დეტალი საგულდაგულოდ არის დაგეგმილი. ექსტერიერი მშვენიერია და როდესაც შიგნით ჩაჯდებით, მაშინვე შეამჩნევთ სკანდინავიურ დიზაინერულ მემკვიდრეობას დაბალ ფუფუნებას. ეს ყველაფერი ეხება ხარისხს, მარადიულ დეტალებს და ნივთების მარტივ გამოყენებას.

დიდი პანორამული ლიუკი

სახურავის დიდი ლიუკები საშუალებას მოგცემთ, მეტი ბუნებრივი სინათლე მოხვდეს მანქანაში, რაც უფრო ტევად და სასიამოვნო გარემოს შექმნის. ჩვენი ლიუკები ლამინირებულია, რაც ულტრაიისფერი სხივებისგან დაგიცავთ და ულტრაიისფერ გამოსხივებას მინიმუმამდე შეამცირებს. ეს ასევე დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ სალონის ძალიან გაცხელება.

პასუხისმგებლობით შექმნილი თანამედროვე ინტერიერი

ეყრდნობა რა სუფთა ხაზებსა და მდგრად მასალებს, ჩვენი SUV-ების სალონი თანამედროვე სკანდინავიური დიზაინის არსს განასახიერებს. აირჩიეთ თანამედროვე და გამძლე მატყლის ნარევი ან Nordico-ს მდიდრული და პასუხისმგებლობით დამზადებული ხელოვნური ტყავი, რომელიც CO2-ის მნიშვნელოვნად ნაკლებ კვალს ტოვებს, ვიდრე ტრადიციული ტყავი. გაეცანით დახვეწილ ფერებს, რათა თქვენს უნიკალურ გემოვნებას მოარგოთ მანქანა.

მასალები, რომლებიც ინტენსიურ გამოყენებას უძლებს

მცირეწლოვანი ბავშვების ყველა მშობელმა იცის, რომ ისინი აუცილებლად შემოიტანენ ტალახსა და კენჭებს. ეს წელიწადის დროების ნაწილია. ამის გამო, გამძლე მასალები შევარჩიეთ დიდი SUV-ების ინტერიერისთვის. ისინი ადვილად გასაწმენდი და ყოველდღიური გამოყენებისთვის სრულყოფილი გავხადეთ.

სურათი, რომელზეც ჩანს ჰაერის გაწმენდის სისტემა Volvo EX90-ში.

ისუნთქეთ უფრო სუფთა ჰაერი

ჩვენი უნიკალური ჰაერის გაწმენდის სისტემა ხელს უშლის მავნე ნაწილაკების 95%-ს სალონში მოხვედრაში. მანქანის შიგნით ჰაერის ხარისხის ოპტიმიზაცია ჯანმრთელობისთვის რამდენიმე რამის გამო არის სასარგებლო. მათ შორისაა მძღოლის კონცენტრაციის გაუმჯობესება.

სურათი, რომელზეც ჩანს ცენტრალურ დისპლეი Volvo EX90-ში.

წინასწარ გაათბეთ ან გააგრილეთ მანქანა

მანქანაში იდეალური ტემპერატურა სასიამოვნოა ზამთარში თუ ზაფხულში. წინასწარი კონდიცირება კლიმატის კონტროლის ფუნქციაა, რომელიც სწორედ ამისთვის არის შექმნილი. დააყენეთ ტაიმერი მანქანის ცენტრალურ დისპლეიზე ან გამოიყენეთ აპი Volvo Cars app კლიმატის კონტროლის დასაგეგმად. მანქანას შეუძლია, თქვენი გემოვნების შესაბამისად, წინასწარ გაათბოს ან გააგრილოს სალონი, სანამ წასასვლელად იქნებით მზად.

სურათი, რომელზეც ჩანს USB-C-პორტები.

მთელ ოჯახს შეუძლია კავშირზე ყოფნა

თუ დიდი ხნით აპირებთ მგზავრობას, სასიამოვნო უნდა იყოს იმის გაგება, რომ ყველა მგზავრს შეუძლია სმარტფონებითა და პლანშეტებით სარგებლობა ბატარეის დაცლაზე ფიქრის გარეშე. ჩვენს 7-ადგილიან მანქანებს USB-C-პორტები აქვს წინაც და უკანაც, ამიტომ ყველასთვის ადვილია კავშირზე ყოფნა მიუხედავად იმისა, თუ სად სხედან.

სურათი, რომელზეც ჩანს Volvo EX90-ის სახურავზე დამონტაჟებული საბარგული.

პოპულარული აქსესუარები

7-ადგილიან მანქანებს მოჰყვება ბევრი პოპულარული აქსესუარი, რომელთა დამატებით შეგიძლიათ, თქვენს საჭიროებებს მოარგოთ მანქანა. მაგალითად, დაამატეთ სახურავის საბარგული ტევადობის გასაზრდელად, ველოსიპედის საკიდი ან ძაღლის კარი, სადაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს შეუძლია, კომფორტულად იჯდეს და სუფთა ჰაერი ისუნთქოს მანქანის დატოვების გარეშე. 

ხშირად დასმული შეკითხვები

რომელია 7-ადგილიანი მანქანის ძირითადი მახასიათებლები?

ჩვენს 7-ადგილიან მანქანებს აქვს უამრავი პოპულარული ფუნქცია, მათ შორის, Park Pilot Assist, სათავსოს ჭკვიანი გადაწყვეტები და ჩაშენებული Google. ისიამოვნეთ Google Play-თ და Google Maps-ით მიიღეთ ინფორმაცია მოძრაობის შესახებ რეალურ დროში, რაც მარშრუტის დაგეგმვასაც გაგიმარტივებთ.

Volvo-ს 7-ადგილიანი მანქანები ავტომატურია?

დიახ, Volvo-ს ყველა 7-ადგილიან მანქანას აქვს ავტომატური გადაცემათა კოლოფი.

შესაძლებელია მესამე რიგის დაკეცვა Volvo-ს 7-ადგილიან მანქანებში?

დიახ, მესამე რიგის დაკეცვა შესაძლებელია.

ზემოთ აღწერილი უკვე არსებული და მომავალში შემუშავებული ტექნოლოგიები, ფუნქციები და მახასიათებლები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ზოგიერთ ბაზარზე და არ იყოს აღიარებული სტანდარტად ყველა ბაზარზე ან ყველა მოდელისთვის. Google-ის ინტეგრირებული ფუნქციები შესაძლოა არ იყოს შეტანილი ყველა სტანდარტულ კომპლექტაციაში ან არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა მოდელისთვის, სტილისთვის და ძრავის ტიპისთვის. Google Assistant არ არის ხელმისაწვდომი ყველა ენაზე და ბაზარზე. Google, Google Play, Google Maps და YouTube Music არის Google LLC-ის სავაჭრო ნიშნები.