დაათვალიერეთ Volvo-ს უნივერსალების ასორტიმენტი
უნივერსალურობა და სივრცე Volvo-ს ავტომობილის საფირმო კომფორტთან ერთად.
გამოიკვლიეთ ჩვენი უნივერსალები
ჰარმონიაში ცხოვრება.
სკანდინავიური სტილი და ფუნქციონალობა.სალონის ექსპრესიული სტილი
Volvo-ს უნივერსალების ექსტერიერი სკანდინავიური დიზაინის მემკვიდრეობითაა შთაგონებული და თავშეკავებული ექსპრესიულობით გამოირჩევა. აქ ელეგანტურობის, ფუფუნებისა და პრაქტიკულობის გამორჩეული შეხამებაა წარმოდგენილი.
ტევადი სალონები
ხუთადგილიანი უნივერსალის სალონი სკანდინავიური სახლის მინიმალიზმითაა შთაგონებული. ეს ნიშნავს თავისა და ფეხის ადგილს, სადაც შეგიძლიათ მოდუნდეთ და პანორამულ მინის სახურავს, რომელიც იზიდავს შუქს და მშვიდ და ჰაეროვან გარემოს ქმნის.
ერგონომიული სავარძლები
ჩვენი სავარძლები გთავაზობთ ხერხემლის გაუმჯობესებულ მხარდაჭერას და ხელს უწყობს წნევის, მოხრის და მხრების დაძაბვის შემცირებას. ერგონომიულობის, სტილის და კომფორტის კომბინაცია პრემიუმ კლასის მასალებისგან დამზადებულ გადასაკრავებთან ერთად.
Volvo-ს დამუხტვადი ჰიბრიდული უნივერსალები
შედით ელექტრო მართვის სამყაროში Plug-in ჰიბრიდული Volvo-ს უნივერსალებით.
პროექციული ეკრანის მეშვეობით თვალი ადევნეთ სიჩქარეს, თანამიმდევრობით მიჰყევით ნავიგაციას და შეამოწმეთ გაფრთხილებები გზიდან თვალის მოშორების გარეშე.
გამოიყენეთ თქვენი უნივერსალის ბუქსირების ყველა პოტენციური შესაძლებლობა Trailer Stability Assist მისაბმელის სტაბილიზაციის სისტემის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით, რომლებიც საიმედო მანევრირებაში დაგეხმარებათ.
ჰაერის გაწმენდის მოწინავე ტექნოლოგია Cutting Edge საშუალებას გაძლევთ, შეამციროთ ან აღმოფხვრათ ყვავილის მტვერში არსებული ალერგენების 99,9 პროცენტი და ჰაერში არსებული ვირუსების 97 პროცენტი.
შემუშავებულია უფრო თავდაჯერებული მართვისთვის.
უნივერსალები ნებისმიერი მგზავრობისას ზედმეტი ძალისხმევისგან გაგათავისუფლებთ. Volvo-ს უნივერსალებს აქვს მეტი შესაძლებლობა პრემიუმ ფუნქციების წყალობით, რომლებიც გზაზე საიმედოობის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი.
ფართო სივრცე მოგზაურობებისთვის.
უნივერსალები გთავაზობთ ფართო სივრცესა და მოხერხებულობას.ტევადი საბარგულები
ჩვენი უნივერსალების დიდი საბარგულები საშუალებას გვაძლევს განათავსოთ ის, რაც გჭირდებათ და მხოლოდ სავალდებულო ნივთებით არ შემოიფარგლოთ. მეტი სივრცე გჭირდებათ? გაზარდეთ საბარგულის ტევადობა ზოგიერთი ან ყველა უკანა საზურგის დაკეცვით.
მოქნილობა და მარტივი ჩატვირთვა
ზღურბლის გარეშე ზედაპირი და ბრტყელი იატაკი გადასაზიდი ტვირთის ჩატვირთვას და ჩამოტვირთვას ამარტივებს. შეინახეთ ნივთები მოწესრიგებულად ინტეგრირებული დამჭერებისა და ფარული სათავსოების გამოყენებით.
წვდომა ძალისხმევის გარეშე
როცა ხელები დაკავებული გაქვთ, ელექტროამძრავიანი უკანა კარი ფეხის მოძრაობით გახსენით და დახურეთ. მართეთ იგი მძღოლის სავარძლიდან ან გასაღების მეშვეობით, თუ ეს უფრო მოსახერხებელია.
უნივერსალის უსაფრთხოების მახასიათებლები
95 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავტომობილის უსაფრთხოების შემუშავების სფეროში ლიდერებს წარმოვადგენთ. გაეცანით უსაფრთხოების მახასიათებლებს, რომლებიც ჩვენს საშუალო და დიდი ზომის უნივერსალებშია ხელმისაწვდომი.
საოჯახო უნივერსალები
საოჯახო უნივერსალი, როგორიცაა Volvo-ს უნივერსალი, არის ინვესტიცია თქვენი ოჯახის უსაფრთხოებასა და კომფორტში. გაიგეთ რატომ.
უნივერსალების აქსესუარები
ისეთ აქსესუარებს, როგორიცაა სახურავის საბარგულები, ძაღლების გალიები და ველოსიპედის დამჭერები, თქვენი Volvo-ს უნივერსალის კომფორტი, უსაფრთხოება და მოხერხებულობა შეუძლია გააუმჯობესოს. იპოვეთ ის, რასაც ეძებთ.
შეიტყვეთ მეტი Volvo-ს უნივერსალების შესახებ.
რამდენი სავარძელი აქვს Volvo-ს უნივერსალს?
Volvo-ს ყველა უნივერსალს ხუთი სავარძელი აქვს.
Volvo-ს უნივერსალი ავტომატური თუ მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი?
Volvo-ს ყველა უნივერსალი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.
რამდენი ტვირთის ბუქსირება შეუძლია Volvo-ს უნივერსალს?
V90-ს შეუძლია 2 100 კგ-მდე, ხოლო V90 Cross Country-ს შეუძლია 2 400 კგ-მდე წონის ბუქსირება. V60 და V60 Cross Country-ს შეუძლია 2 000 კგ-მდე წონის ბუქსირება.
Google-ის რომელი აპები და სერვისებია ხელმისაწვდომი Volvo-ს უნივერსალებში?
Google-ის ჩაშენებული ასისტენტი Google Assistant მეგობრებთან დარეკვას, შეტყობინებების გაგზავნას, შეხსენებების დაყენებას და ავტომობილის ტემპერატურის შეცვლას ამარტივებს. გამოიყენეთ Google Maps მგზავრობისას საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, რეალურ დროში საგზაო პირობების, შეხსენებების და წინასწარი გაფრთხილებების მისაღებად. გამოიყენეთ Google Play თქვენი საყვარელი მუსიკის, პოდკასტების, აუდიოწიგნების და სხვა ელემენტების ჩამოსატვირთად.*
*Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, ახალი პირობები და ტარიფები ამოქმედდება.
აქვს თუ არა Volvo-ს უნივერსალს Apple CarPlay?
დიახ, Apple CarPlay Volvo-ს უნივერსალების სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის.*
* Apple CarPlay-ს გამოყენება მხოლოდ iPhone 5-თან ან უფრო ახალ მოდელთან კომბინაციაშია შესაძლებელი. Apple CarPlay და iPhone წარმოადგენს Apple Inc-ის სავაჭრო ნიშნებს.
შემიძლია Volvo-ს უნივერსალზე ველოსიპედის დამჭერის დაყენება?
Volvo-ს უნივერსალებისთვის სახურავზე და საბუქსირე ძელზე შესაძლებელია ველოსიპედის დამჭერების დამონტაჟება. იხილეთ თქვენს ბაზარზე ხელმისაწვდომი აქსესუარები .
რამდენია Volvo-ს უნივერსალის სიგრძე?
V90-ის სიგრძე 4 945 მმ-მდეა. V60-ის სიგრძე 4 778 მმ-მდეა. V90 Cross Country-ის სიგრძე 4 959 მმ-მდეა, ხოლო V60 Cross Country-ის სიგრძე 4 787 მმ-მდეა.
რას წარმოადგენს უნივერსალი ავტომობილები?
უნივერსალები ჰეჩბეკების მსგავსია, მაგრამ ისინი უფრო გრძელია და უფრო დიდი სატვირთო განყოფილებები აქვს. საბარგულის სახურავი, როგორც წესი, ვერტიკალური ან თითქმის ვერტიკალურია და ავტომობილის სახურავიდან ზემოთ გადაიწევა.
რა განსხვავებაა სედანსა და უნივერსალს შორის?
უნივერსალების ძარის ტიპი სედანის მსგავსია, თუმცა ისინი უფრო გრძელია და სატვირთო განყოფილება სალონისგან არ არის გამოყოფილი. ეს მათ უფრო ჰეჩბეკებს ამსგავსებს, თუმცა უნივერსალებს, როგორც წესი, უფრო დიდი საბარგულები და საბარგულების ვერტიკალური სახურავები აქვს.
უნივერსალი სედანზე დიდია?
სედანებთან შედარებით, უნივერსალები, როგორც წესი, უფრო გრძელია და უფრო დიდი საბარგული აქვს. ვინაიდან სალონი საბარგულისგან არ არის გამოყოფილი, მათში ჩვეულებრივ უფრო გრძელი და მოცულობითი ნივთების გადატანაა შესაძლებელი.
რას წარმოადგენს ჰეჩბეკები?
ჰეჩბეკები უნივერსალური სამგზავრო ავტომობილებია, საბარგულის სახურავით, რომელიც ზემოთ გადაიწევა სალონთან დაკავშირებული სატვირთო განყოფილების გასახსნელად. უნივერსალების მსგავსად, ჰეჩბეკების უმრავლესობას აქვს უკანა საზურგეები, რომლებიც საბარგულის ტევადობის გასაზრდელად შეგიძლიათ გადაწიოთ.
რა განსხვავებაა ჰეჩბეკსა და უნივერსალს შორის?
ჰეჩბეკები, როგორც წესი, უნივერსალებზე უფრო მოკლეა, აქვთ უფრო პატარა სატვირთო განყოფილებები და სამგზავრო სალონი. უნივერსალებს ფართო სატვირთო განყოფილებები აქვთ, რაც უფრო დიდი და მოცულობითი ნივთების გადაზიდვის საშუალებას გაძლევთ.
გაიცანით Volvo-ს სედანები და SUV-ები
სედანები
სადაც სტილი და შესრულება კომბინირებულია ელეგანტურ კომფორტსა და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებთან.
სედანები
სადაც სტილი და შესრულება კომბინირებულია ელეგანტურ კომფორტსა და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებთან.
მაღაზიის ინსტრუმენტები
ფუნქციები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბაზარზე და ყველა ბაზარზე ყველა მოდელის სტანდარტულ კომპლექტაციაში არ შედიოდეს.
Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.