მსოფლიოში მოწინავე უსაფრთხოების, კომფორტისა და აუდიოსისტემის დიზაინის საშუალებით, XC40 SUV ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
XC40 მსუბუქ ჰიბრიდში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა, საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.
ესაუბრეთ Google-ს თქვენს XC40 მსუბუქ ჰიბრიდში ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის დახმარებით. იხილეთ მიმართულებები, გაერთეთ და შეინარჩუნეთ კავშირი მეგობრებთან, ოჯახთან და კოლეგებთან – ამისათვის, უბრალოდ თქვით „Hey Google“.
დარჩით კავშირზე თქვენს ციფრულ ცხოვრებასთან. Google Play თქვენს XC40 მსუბუქ ჰიბრიდში საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ აპებითა და სერვისებით, რომელთაც შეუძლია ყოველი მოგზაურობა უფრო საინტერესო და მოსახერხებელი გახადოს.
XC40 მსუბუქ ჰიბრიდში სრულად ინტეგრირებული Google Maps, საგზაო მოძრაობის ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში და მარშრუტის ავტომატური გადაწყობა, საშუალებას მოგცემთ ნაკლები დაბრკოლებებით მიაღწიოთ დანიშნულების ადგილამდე.
*ინტეგრირებული Google მხოლოდ XC40 მსუბუქი ჰიბრიდებისთვის და სრულად ელექტრო XC40 Recharge-ებისთვის. Google-ის სერვისები ჩართულია ციფრული სერვისების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, ამოქმედდება ახალი პირობები და ტარიფები.
ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი ყველა მონაცემს მოიცავს და უზრუნველყოფს XC40 მსუბუქი ჰიბრიდის და თქვენი ციფრული ცხოვრების კომფორტულ ურთიერთქმედებას.
მიიღებთ თქვენს ფავორიტ აპებს, როგორიცაა Google Assistant, Google Maps, და Google Play-ზე არსებული სხვა აპები, სასარგებლო, თქვენზე მორგებული და უბადლო მართვის გამოცდილებისათვის.
მოახდინეთ კომფორტის ოპტიმიზაცია Volvo-ს ახალი ფუნქციების მეშვეობით. ჩვენი ციფრული სერვისების პაკეტი მოიცავს Volvo Cars app-ის მეშვეობით დისტანციურ მომსახურებას.
ციფრული სერვისები ხელმისაწვდომია XC40 მსუბუქი ჰიბრიდებისთვის და სრულად ელექტრო XC40 Recharge-ისთვის. ამ ავტომობილებს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
ციფრული სერვისები ხელმისაწვდომია XC40 მსუბუქი ჰიბრიდებისთვის და სრულად ელექტრო XC40 Recharge-ისთვის. ამ ავტომობილებს მოჰყვება ციფრული სერვისების პაკეტის ოთხწლიანი აბონემენტი. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, იმოქმედებს ახალი პირობები და ტარიფები.
ჩვენი გაუმჯობესებული, თანამედროვე ჰაერის გამწმენდი სისტემა საშიში PM 2,5 ნაწილაკების 80 პროცენტამდე სალონში შეღწევას უშლის ხელს. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს, უკეთესი და ჯანსაღი ჰაერის ხარისხით ისარგებლოთ, არ აქვს მნიშვნელობა გარე პირობებს.
ისიამოვნეთ გლუვი კონტროლით. მძღოლის დამხმარე ტექნოლოგია დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ უსაფრთხო მანძილი წინ მდგომი მანქანებისგან თქვენი სიჩქარის ადაპტაციით, ასევე დაგეხმარებათ ცენტრში განაგრძოთ მოძრაობა, საჭის მართვის დახვეწილი რეგულირებით.
გამოიწერეთ ციფრული სერვისების პაკეტი და ისიამოვნეთ სრული წვდომით Volvo Cars აპის ყველა დისტანციურ სერვისზე, რომელიც მოიცავს ჩაკეტვასა და განბლოკვას, სალონის წინასწარ გაწმენდას და სალონის გათბობას ან გაგრილებას.*
ჩვენი გაუმჯობესებული, თანამედროვე ჰაერის გამწმენდი სისტემა საშიში PM 2,5 ნაწილაკების 80 პროცენტამდე სალონში შეღწევას უშლის ხელს. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს მგზავრებს, უკეთესი და ჯანსაღი ჰაერის ხარისხით ისარგებლოთ, არ აქვს მნიშვნელობა გარე პირობებს.
* Volvo Cars-ის აპის დისტანციური სერვისები ჩართულია ციფრული მომსახურების პაკეტის მეშვეობით, რომელიც აქტიური იქნება ოთხი წლის განმავლობაში, XC40 მსუბუქი ჰიბრიდებისა და სრულად ელექტრული XC40 Recharge-ებისთვის. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ აირჩევთ განახლებას, ამოქმედდება ახალი პირობები და ტარიფები.
აღნიშნული პრემიუმ-კლასის არჩევითი აუდიო სისტემა დახვეწილ ხმას მთელ სალონში გთავაზობთ. ჟანრის მიუხედავად, ის ჩაგითრევთ და საშუალებას მოგცემთ მგზავრობის ყოველი წამით ისიამოვნოთ.
სისტემა იკვებება 600 ვტ ციფრული გამაძლიერებლით და მაღალი ხარისხის 13 დინამიკით, მათ შორის ჰაერით ვენტილირებადი საბვუფერითაა აღჭურვილი. თქვენ Volvo-ს სალონის აკუსტიკაზე მორგებული, მძლავრი, ყოვლისმომცველი ხმის გამოცდილება გელოდებათ.
ხმის დამუშავების უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფა – Dirac® Unison Tuning – ახდენს როგორც თითოეული ცალკეული დინამიკის ისევე სისტემის პასუხის ოპტიმიზირებას, რაც შესრულების დროს მათ სრულყოფილ ჰარმონიას უზრუნველყოფს.
ოთხი კამერით, რომლებიც 360°-იანი ხედებს გთავაზობთ, ჩვენი სისტემა დაგეხმარებათ ვიწრო სივრჩეებშიც კი თავდაჯერებულად გააჩეროთ ავტომობილი.
ტრანსპორტის ჯვარდენიზე მოძრაობის გაფრთხილება ავტომატური მუხრუჭით ხელს უწყობს მძღოლს უკან დახევისას, როცა მძღოლის ხედვის არე შეზღუდულია. სისტემას შეუძლია შეამჩნიოს მანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან უკან და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ავტომატური მუხრუჭის გამოყენება.*
ჩვენი უხილავი ზონის საინფორმაციო სისტემა (BLIS) უზრუნველყოფს აქტიურ მხარდაჭერას ზოლის შეცვლისას. თუ მომიჯნავე ზოლში სხვა მანქანებთან შეჯახების საფრთხე არსებობს, BLIS-ს შეუძლია დახვეწილად შეცვალოს საჭე, რაც ხელს შეუწყობს თქვენ, თქვენს მანქანასა და თქვენს ახლობლებს იქ, სადაც თქვენ აპირებთ ყოფნას.
თქვენს Volvo-ს შეუძლია, შეუმჩნეველი ვიბრაცია გააგზავნოს საჭის მეშვეობით და დაგეხმაროთ ცენტრისკენ მიმავალ გზაზე, თუ უნებლიედ დაიწყებთ მის ზოლს.
დღისით თუ ღამით, ჩვენი Safety Assistance ინტელექტუალური ტექნოლოგია დაგეხმარებათ სხვა ავტომობილების, ქვეითების, ველოსიპედების და დიდი ცხოველების აღმოჩენაში და მათთან შეჯახების თავიდან აცილებაში. სისტემა ჯერ აფრთხილებს მძღოლს, შემდეგ ავტომატურ მუხრუჭებს იყენებს, იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ვერ მოახდენს რეაგირებას.**
თუ ცენტრალური ხაზიდან გადახვევას იწყებთ, არსებობს მომავალ ავტომობილთან შეჯახების რისკი. თქვენს ავტომობილს შეუძლია ამის დადგენა და საჭის კორექტირება, რაც დაგეხმარებათ უსაფრთხო გზაზე დაბრუნებაში. ***
ოთხი კამერით, რომლებიც 360°-იანი ხედებს გთავაზობთ, ჩვენი სისტემა დაგეხმარებათ ვიწრო სივრჩეებშიც კი თავდაჯერებულად გააჩეროთ ავტომობილი.
* მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ანაცვლებს მძღოლის ყურადღებასა და განსჯადობას. გადამკვეთი მოძრაობის შესახებ გაფრთხილებას შესაძლოა შეზღუდული ფუნქციონალურობა ჰქონდეს ზოგიერთ სიტუაციაში. სამუხრუჭე სისტემის ამოქმედება აქტიურია მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე.
** იმავე მიმართულებით მოძრავი ავტომობილების, ქვეითების და მოტოციკლების შემჩნევა შესაძლებელია კონკრეტულ სიჩქარეზე და კონკრეტულ პირობებში. გამოვლენის სისტემების მუშაობა დამოკიდებულია გობიექტების განათებაზე და მოითხოვს მანქანის წინა და უკანა ფარების მუშაობას სიბნელეში. მძღოლი მუდმივად პასუხისმგებელი რჩება უსაფრთხო მოძრაობაზე.
*** მძღოლის დამხმარე ფუნქციები არ ცვლის მძღოლის ყურადღება და განსჯადობას. საჭის მხარდაჭერა აქტიურია 60-140 კმ/სთ სიჩქარეზე.
სრულად ელექტროფიცირებული
აღმოაჩინეთ ჩვენი სრულად ელექტრო კომპაქტური SUV და შეუკვეთეთ ონლაინ დღესვე.
ინტელექტუალური დიზაინი ყოველ დეტალში. გაიცანით ჩვენი საშუალო ზომის ჭკვიანი SUV ინტეგრირებული Google-ით.
სრულად ელექტროფიცირებული
აღმოაჩინეთ ჩვენი სრულად ელექტრო კომპაქტური SUV და შეუკვეთეთ ონლაინ დღესვე.
ინტელექტუალური დიზაინი ყოველ დეტალში. გაიცანით ჩვენი საშუალო ზომის ჭკვიანი SUV ინტეგრირებული Google-ით.
გამოსახული ფუნქციები შესაძლოა არ შედიოდეს სტანდარტულ კომპლექტაციაში და შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი აღჭურვის ყველა დონისა და ძალური აგრეგატის ტიპისთვის.
Google, Google Play და Google Maps არის Google LLC-ს სავაჭრო ნიშნები.