შეტყობინება ავტომობილის კონფიდენციალურობის შესახებ
ძალაში შესვლის თარიღი:
გამოქვეყნებულია:
წინამდებარე შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ განმარტებულია, თუ როგორ ამუშავებს Volvo Cars (როგორც განსაზღვრულია ქვემოთ) ავტომობილებთან და Volvo Cars-ის მიერ უზრუნველყოფილ შესაბამის სერვისებთან დაკავშირებულ მონაცემებს.
ავტომობილების მახასიათებლებისა და ფუნქციების განმარტებისთვის გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი მოდელის მფლობელის სახელმძღვანელო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ შეტყობინებასა და მფლობელის სახელმძღვანელოს შორის რაიმე სხვაობის არსებობის შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, უპირატესობა ენიჭება ამ შეტყობინებას.
იმის გამო, რომ მონაცემების დამუშავება დამოკიდებულია მახასიათებლებსა და ფუნქციებზე, რომლებითაც აღჭურვილია ავტომობილი და ასევე სერვისებზე, რომელთა გააქტიურებასაც აირჩევთ, ამ დოკუმენტში წარმოდგენილია დამუშავების მაქსიმალური შესაძლო ფარგლები. თუ უფრო ძველი მანქანა გყავთ, ან თუ ახალი მოდელი არ არის აღჭურვილი გარკვეული ფუნქციით, ამ მახასიათებელთან ან ფუნქციასთან დაკავშირებით მონაცემები არ დამუშავდება.
ეს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ არ ვრცელდება:
- სპეციალურ ავტომობილებზე (მაგ., პოლიციის მანქანებზე)
- ისეთი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომლებიც მანქანის ფარგლებში რჩება (ლოკალურად დამუშავებაზე)
- პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ჩვენ ერთ-ერთ საცალო გამყიდველთან თქვენი ინტერაქციის დროს (მაგალითად, თქვენ მიერ მანქანის ყიდვისას);
- თქვენ მიერ მესამე მხარეების პროგრამული უზრუნველყოფის, აპებისა და სერვისების გამოყენებაზე. (დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ინდივიდუალური სერვისის პროვაიდერების საკუთარი წესები და პირობები და მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკები/დებულებები)
- თქვენს მანქანაში ინტერნეტის/დაკავშირებადობის სერვისის მოწოდებაზე, რომელსაც გაწვდით მობილური ქსელის ოპერატორი Volvo Cars-ისგან დამოუკიდებლად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Volvo Cars-ს აქვს სხვა კონფიდენციალურობის დებულებებიც, რომლებიც უნდა წაიკითხოთ ამ ინფორმაციასთან ერთად სრული სურათის მისაღებად. ეს დოკუმენტები ჩამოთვლილია ქვემოთ. მათზე წვდომას ადვილად შეძლებთ პირდაპირ მოცემული ბმულებიდან.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ:
- ვინ ვართ ჩვენ
- რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ და რისთვის
- 2.1 საინფორმაციო-გასართობი მიზნებისთვის გამოსაყენებელი მონაცემები
- 2.1.1 ავტომობილის მართვის ჟურნალი
- 2.1.2 პროგრამული უზრუნველყოფის განახლება უსადენო ქსელით (OTA)
- 2.1.3 უსაფრთხოების სისტემა Connected Safety
- 2.1.4 ციფრული გასაღები
- 2.1.5 ინფორმაცია საგზაო მოძრაობის შესახებ რეალურ დროში (RTTI)
- 2.1.6 დაშვებული სიჩქარის შენარჩუნების ტექნოლოგია (ISA)
- 2.1.7 ხმოვანი მიმოწერა
- 2.1.8 ჰაერის ხარისხის ინდექსი
- 2.1.9 რუკის უზრუნველყოფის სისტემა
- 2.2 უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოსაყენებელი მონაცემები
- 2.2.1 უსაფრთხოების მონაცემთა აქტიური ჩამწერი (ASDR)
- 2.2.2 მოვლენების მონაცემთა ჩამწერი (EDR)
- 2.2.3 საგანგებო ზარი (eCall)
- 2.2.4 ქოლ-ცენტრის სერვისები
- 2.2.5 შეჭრის აღმოჩენის სისტემა (IDS)
- 2.2.6 აკუმულატორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- 2.3 ტექნიკურ მომსახურებასთან და შეკეთებასთან დაკავშირებით გამოსაყენებელი მონაცემები
- 2.3.1 სერვისის დაგეგმვა
- 2.3.2 დიაგნოსტიკური მონაცემების წაკითხვა სახელოსნოებში
- 2.3.3 ანგარიში შეცდომების შესახებ
- 2.3.4 ავტომობილის მონაცემების გაფართოებული ანალიზი
- 2.4 კვლევისა და განვითარების მიზნებისთვის გამოსაყენებელი მონაცემები
- 2.4.1 ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული კვლევა და განვითარება
- 2.4.2 ავტომობილის მონაცემების ანალიზი
- 2.4.3 ავტომობილის ანალიტიკა და გაუმჯობესებები
- 2.5 ანგარიში გამონაბოლქვის შესახებ
- 2.6 სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნები
- თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება
- თქვენი უფლებები და კონტროლის საშუალებები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- ამ შეტყობინების განახლებები
1. ვინ ვართ ჩვენ
ქვემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია Volvo Car Corporation, რომლის ოფისი რეგისტრირებულია მისამართზე Assar Gabrielssons Väg, SE-405 31 Gothenburg, Sweden (შვედეთი), კომპანიის რეგისტრაციის ნომერი 556074-3089, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Volvo Cars“, „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“. თუ ჩვენთან ერთად სხვა პირებიც ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს, ე.წ. ერთობლივი მაკონტროლებლები, ეს კონკრეტულად მითითებული იქნება.
2. რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ და რისთვის
2.1 საინფორმაციო-გასართობი მიზნებისთვის გამოსაყენებელი მონაცემები
2.1.1 ავტომობილის მართვის ჟურნალი
ავტომობილის მართვის ჟურნალებში ავტომატურად იწერება ყველა თქვენი მგზავრობა. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, როდესაც, მაგალითად, გსურთ გარბენთან დაკავშირებული ხარჯების მართვა. ავტომობილის მართვის ჟურნალი უნდა გააქტიურდეს თქვენ მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები არ შეგროვდება.
თუ ჩართავთ ავტომობილის მართვის ჟურნალს, ჩვენ შევაგროვებთ თქვენს იდენტიფიკატორებს, როგორიცაა სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი, თქვენი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) და ავტომობილის მდებარეობა, ასევე მგზავრობასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი მარშრუტები, დრო, მანძილი, საწვავის და/ან ელექტრომუხტის მოხმარება და გარბენი. თქვენი ავტომობილის მოდელის მიხედვით, შეგროვდება მხოლოდ საწყისი და საბოლოო პოზიცია ან სრული მარშრუტი.
ჩვენ ვამუშავებთ ამ მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე.
როგორც წესი, ავტომობილის მართვის ჟურნალის მონაცემები შეინახება მაქსიმუმ 400 დღის განმავლობაში, ავტომობილის მოდელის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამორთოთ ავტომობილის მართვის ჟურნალი, რა შემთხვევაშიც მონაცემების შეგროვება შეწყდება. ეს არ წაშლის ადრე შეგროვებულ ინფორმაციას.
2.1.2 პროგრამული უზრუნველყოფის განახლება უსადენო ქსელით (OTA)
პროგრამული უზრუნველყოფის უსადენო განახლებებით შესაძლებელია თქვენი ავტომობილის განახლება და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის შენარჩუნება ავტოსერვისში ვიზიტის გარეშე. უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შეძლებთ ჩვენი განახლებული სერვისებით სრულად სარგებლობას. უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით ასევე გააუმჯობესებთ დაცვას კიბერუსაფრთხოების ინციდენტებისგან.
ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის და მისი აუცილებელი განახლებების უზრუნველსაყოფად ჩვენ მიერ დამუშავდება შემდეგი მონაცემები:
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
- ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია
- გაუმართაობების დიაგნოსტიკური კოდები
- ავტომობილის წარმოების თარიღი
- ავტომობილის სპეციფიკაცია
- ინსტალაციის სტატუსი და ანგარიშები
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა.
ჩვენ შევინახავთ პროგრამული უზრუნველყოფის განხორციელებული განახლებების ჩანაწერებს ავტომობილის ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატურ განახლებებს კონფიდენციალურობის პარამეტრებში. თუ დაეთანხმებით, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები ავტომატურად ჩამოიტვირთება და თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, როცა განახლება მზად იქნება დასაინსტალირებლად. თუ არ დაეთანხმებით, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, როცა ახალი განახლება ხელმისაწვდომი იქნება ჩამოსატვირთად. თუ არ გსურთ პროგრამული უზრუნველყოფის უსადენო განახლებების გამოყენება, შეგიძლიათ დააინსტალიროთ განახლებები ავტოსერვისში, ჩვენს სისტემებთან აუცილებელი კავშირის დამყარებით.
2.1.3 უსაფრთხოების სისტემა Connected Safety
ჩვენი ავტომობილები აღჭურვილია Connected Safety-ით – ჩვენი სერვისით, რომელიც მანქანის მართვის დროს გაცნობებთ არსებული საგზაო საფრთხეების შესახებ. ეს ინფორმაცია ეფუძნება სხვა ავტომობილებიდან ან საჯარო წყაროებიდან გამოგზავნილ ინფორმაციას, ასეთების არსებობისას. ეს ინფორმაცია გამოიყენება იმისათვის, რომ წინასწარ გაგაფრთხილოთ საგზაო პირობების ცვლილებების ან პოტენციური საგზაო საფრთხეების შესახებ გაფრთხილებების ჩვენებით, რათა შეძლოთ მართვის სტილის შესაბამისად ადაპტირება. თუ თქვენი საკუთარი ავტომობილი დააფიქსირებს პოტენციურ საგზაო საფრთხეს, როგორიცაა საბურავების გზასთან შეჭიდების შემცირება, ან საავარიო სიგნალიზაციის გააქტიურებისას, ეს ინფორმაცია იგზავნება Volvo Cars-ში. ინფორმაცია შეჯამებული და ანონიმიზებული სახით გაიგზავნება ავტომობილებში, რომლებიც უახლოვდებიან თქვენი საკუთარი ავტომობილის პოზიციას.
მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ და ვამუშავებთ Connected Safety სერვისის უზრუნველსაყოფად, შემდეგია:
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
- მოვლენა, როგორიცაა მოლიპული გზის შესახებ გაფრთხილების გააქტიურება, საავარიო სიგნალიზაციის გააქტიურება და ა.შ.
- თითოეული გაფრთხილების დროითი აღნიშვნა
- მდებარეობა
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩართოთ ან გამორთოთ სერვისი.
გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მონაცემები ანონიმურად დამუშავდება და გადაეცემა საგზაო მოძრაობის სააგენტოებსა და კომპანიებს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, ასევე გზაზე უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების შესამცირებლად და საგზაო მოძრაობის მდგრადი გარემოს უზრუნველსაყოფად. Volvo Cars და Polestar Performance AB (შვედური კომპანია, რომლის სათაო ოფისის მისამართია Gothenburg, Assar Gabrielssons Väg 9, SE-405 31, Sweden (შვედეთი), შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Polestar“) წარმოადგენენ ერთობლივ მაკონტროლებლებს აღნიშნული მიზნებისთვის. რაც შეეხება ე.წ. „ერთობლივად პასუხისმგებელ მაკონტროლებლებს“ GDPR-ის მიხედვით, Volvo Cars და Polestar ერთობლივად აგებენ პასუხს ამგვარ დამუშავებაზე. Volvo Cars და Polestar ეთანხმებიან იმას, რომ Volvo Cars პასუხისმგებელია საკუთარი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და GDPR-ით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებები გამოყენებული იქნება Volvo-ს მომხმარებლების მიერ Volvo Cars-ის მიმართ.
ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას 1 კვირის განმავლობაში.
2.1.4 ციფრული გასაღები
ციფრულ გასაღებს შეუძლია სრულად ჩაანაცვლოს მანქანის ჩვეულებრივი გასაღები, მისი საშუალებით შეგიძლიათ მოხერხებულად ჩაკეტოთ, გააღოთ ან დაქოქოთ მანქანა სმარტფონიდან ან სმარტსაათიდან. გარდა ამისა, შეგიძლიათ გაუზიაროთ გასაღები სხვა მომხმარებლებსაც სხვადასხვა ციფრული არხით.
ციფრული გასაღების გასაზიარებლად ან გასაუქმებლად საჭიროა მხოლოდ ქსელური კავშირი გასაღების პირველი ერთჯერადი კონფიგურირების დროს. კონფიგურირების შემდეგ გასაღები იმუშავებს Bluetooth-ის, Near Field Communication-ის (NFC) და Ultra-Wideband Technology-ს (UWB) საშუალებით. კონფიგურირების დროს გასაღები დაემატება თქვენს საფულის აპლიკაციას თქვენს სმარტმოწყობილობაზე. საფულის აპლიკაციიდან შეძლებთ გასაღების გაზიარებას მიმოწერის აპების, ფოსტის ან Airdrop®-ის მეშვეობით. ასევე ადვილად შეძლებთ გაზიარებული გასაღების გაუქმებას საფულის აპლიკაციიდან ან ავტომობილის Infotainment სისტემიდან.
ციფრული გასაღების გამოყენებისას დამუშავდება შემდეგი მონაცემები:
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
- ავტომობილის დეტალები
- ავტომობილის სტატუსი
- Volvo ID
- გასაღების ID
- მეგობრული სახელი
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულება.
ჩვენ შევინახავთ თქვენს მონაცემებს ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში.
2.1.5 ინფორმაცია საგზაო მოძრაობის შესახებ რეალურ დროში (RTTI)
რეალურ დროში საგზაო მოძრაობის შესახებ ინფორმაციის სერვისი იღებს ინფორმაციას საგზაო მოძრაობის შესახებ მესამე მხარის სერვისის პროვაიდერისგან.
ჩვენ ვამუშავებთ ავტომობილიდან მიღებულ შემდეგი სახის მონაცემებს, როგორიცაა:
- ავტომობილის მდებარეობა და სიჩქარე – ამ მონაცემებს გავუზიარებთ მესამე მხარის სერვისის პროვაიდერს საცობების გამოსათვლელად და საცობების რისკის შესახებ თქვენთვის და სხვა მძღოლებისთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად; ეს მონაცემები ანონიმურია მესამე მხარის სერვისის პროვაიდერისთვის.
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – გამოიყენება Volvo Cars-ის მიერ იმის შესამოწმებლად, რომ თქვენს ავტომობილს აქვს ამ სერვისის გამოწერა.
მანქანის მოდელები, რომლებიც აღჭურვილია ისეთი სენსორით, რომლებსაც შეუძლიათ რეალურ დროში საგზაო ნიშნების ამოცნობა თქვენ მიერ ავტომობილის მართვის დროს, ამას უზრუნველყოფენ მონაცემების მხოლოდ ლოკალურად (მანქანაში) დამუშავების გზით.
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩართოთ ან გამორთოთ სერვისი.
Volvo Cars შეინახავს მონაცემებს მანამ, სანამ გამოწერა აქტიური იქნება. როგორც კი გამოწერა არააქტიური გახდება, VIN, სიჩქარე და მდებარეობა შეინახება მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში, თუ არ არის საჭირო უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენახვა მოქმედი ადგილობრივი კანონის შესაბამისად.
2.1.6 დაშვებული სიჩქარის შენარჩუნების ტექნოლოგია (ISA)
დაშვებული სიჩქარის შენარჩუნების ტექნოლოგია (ISA) სავალდებულოა ფუნქციაა ზოგიერთ იურისდიქციაში, რომელიც იყენებს საგზაო ნიშნების მონაცემებს, რათა დაეხმაროს მანქანებს სიჩქარის ლიმიტის დაცვაში. არსებულ გზაზე სიჩქარის ლიმიტის გასაგებად ISA იყენებს მანქანის ნავიგაციის სისტემას საგზაო ნიშნების მონაცემების მისაღებად. სწორი მონაცემების უზრუნველსაყოფად ნავიგაციის სისტემას, თავის მხრივ, მანქანის პოზიცია სჭირდება.
გარდა ამისა, Volvo Cars-ს კანონით მოეთხოვება ინფორმირება თქვენ მიერ ავტომობილის გამოყენების შეჯამებული მონაცემების შესახებ, როგორიცაა:
- რამდენ ხანს ან რა მანძილზე იმგზავრეთ ავტომობილის გააქტიურებული თუ დეაქტივირებული მოწინავე სისტემებით
- რამდენ ხანს ან რა მანძილზე იმგზავრეთ სიჩქარის ამოცნობილი ლიმიტების დაცვით ან უგულებელყოფით
- ავტომობილის მოწინავე სისტემების გააქტიურებასა და დეაქტივირებას შორის გასული დრო
ISA-ს და ინფორმირების უზრუნველსაყოფად მუშავდება შემდეგი მონაცემები:
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
- ავტომობილის სიჩქარე
- ავტომობილის დეტალები (მოდელი, წარმოების წელი)
- ავტომობილის, მისი სენსორებისა და სისტემების მიერ გენერირებული ინფორმაცია (გაფრთხილებები, შეცდომები, დიაგნოსტიკა, სტატუსი და ავტომობილის მოწინავე სისტემების ქცევა)
- ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება და იმართება ავტომობილი (პარამეტრები, ავტომობილის მოწინავე სისტემების გამოყენება)
- მდებარეობა
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას შეჯამებული სახით შესაბამის ორგანოებში მის გაგზავნამდე.
2.1.7 ხმოვანი მიმოწერა
ხმოვანი მიმოწერა ხმოვანი ბრძანებების უფრო მსხვილი სისტემის ნაწილია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მართოთ საინფორმაციო-გასართობი სისტემის ფუნქციები და შექმნათ და გაგზავნოთ SMS შეტყობინებები ხმოვანი ინსტრუქციების გაცემით. ხმოვანი ბრძანებებით დიალოგის ინიცირებისთვის, პირველ რიგში, უნდა გაააქტიუროთ ეს ფუნქცია. ხმოვანი მართვა გააქტიურებული დარჩება, სანამ მას განზრახ არ გათიშავთ ან სანამ უპასუხოდ არ დატოვებთ სისტემის სამ მოთხოვნას.
ხმოვანი მიმოწერის გამოყენებისას დამუშავდება შემდეგი მონაცემები:
- ჩაწერილი ხმოვანი მონაცემები ან ბრძანებები
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – VIN გამოიყენება იმის შესამოწმებლად, რომ თქვენს ავტომობილს აქვს ამ სერვისის გამოწერა
- ტელეფონის ნომერი
- ტექსტური შეტყობინება – მესამე მხარის სერვისის პროვაიდერის მიერ შექმნილი ტექსტური შეტყობინება ინახება ღრუბლოვან საცავში და უკან იგზავნება და შეინახება თქვენს ავტომობილში. ტექსტური შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია SMS-ის სახით.
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულება.
ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას შეტყობინების გაგზავნამდე.
2.1.8 ჰაერის ხარისხის ინდექსი
ეს ფუნქცია აჩვენებს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის შესახებ, როგორიცაა დაბინძურება და მტვრის ნაწილაკების დონე.
თავდაპირველად ნაჩვენები იქნება ინფორმაცია ავტომობილის შიგნით ჰაერის ხარისხის შესახებ.
თუ აირჩევთ ავტომობილის მდებარეობის გაზიარებას, ასევე ნაჩვენები იქნება ინფორმაცია ავტომობილის გარეთ ჰაერის ხარისხის შესახებ.
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულება.
მონაცემები წაიშლება მანქანაში ჩვენების შემდეგ.
2.1.9 რუკის უზრუნველყოფის სისტემა
ეს სერვისი გააუმჯობესებს ავტომობილს ფუნქციებს, როგორიცაა Pilot Assist და ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი, თქვენი მიმდინარე მდებარეობის შესახებ რუკის განახლებული მონაცემების უზრუნველყოფით.
რუკის უზრუნველყოფის სისტემის ჩასართავად დამუშავდება შემდეგი მონაცემები:
- მდებარეობა – იმისათვის, რომ ავტომობილმა შეძლოთ რუკის სწორი მონაცემების მოთხოვნა, დამუშავდება მიახლოებითი მდებარეობა (არაუმეტეს 0,8 კმ სიზუსტით²).
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულება.
ჩვენ შევინახავთ მონაცემებს რუკის მონაცემების ჩამოტვირთვამდე.
2.2 უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოსაყენებელი მონაცემები
2.2.1 უსაფრთხოების მონაცემთა აქტიური ჩამწერი (ASDR)
„უსაფრთხოების მონაცემთა აქტიური ჩამწერის“ (ASDR) ძირითადი მიზანია ჩაწეროს ავტოსაგზაო შემთხვევებთან ან შეჯახების მსგავს სიტუაციებთან დაკავშირებული მონაცემები. ეს ინფორმაცია დამუშავდება ჩვენი კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის მიერ, რათა უკეთ გავაანალიზოთ ის გარემოებები, რომლებშიც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სხეულის და სხვა სახის დაზიანება.
თუ თანხმობას განაცხადებთ, Volvo Cars-ის მიერ შეგროვდება და დამუშავდება შემდეგი სახის მონაცემები შემდგომი განვითარებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აქტიური საჩივრების მიზნებისთვის:
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
- გააქტიურებული უსაფრთხოების მოვლენის ტიპი და შემთხვევები
- წინა კამერით გამოსახულებების გადაღება ხდება 4 წამის განმავლობაში შეჯახების მსგავს სიტუაციამდე და მის შემდეგ
- ავტომობილის მდებარეობა ინციდენტის დროს
ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა და მონაცემებს შევინახავთ არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში, შემდეგ კი წავშლით მათ ან მოვახდენთ მათ ანონიმიზებას.
2.2.2 მოვლენების მონაცემთა ჩამწერი (EDR)
ავტომობილი ინახავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება შეჯახებას ან შეჯახების მსგავს სიტუაციას, მოვლენების მონაცემთა ჩამწერში (EDR) – რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „შავი ყუთი“. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციას მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა:
- როგორ მუშაობდა სხვადასხვა სისტემა თქვენს ავტომობილში
- შეკრული იყო თუ არა მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ღვედები
- რა მანძილზე დააჭირა მძღოლმა (თუ დააჭირა) აქსელერატორის და/ან მუხრუჭის სატერფულს
- რამდენად სწრაფად მოძრაობდა მანქანა
როგორც წესი, ჩაწერილი პერიოდის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 30 წამი და EDR არ იწერს მონაცემებს მართვის ჩვეულებრივ პირობებში.
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
მონაცემები შეინახება სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, სანამ არ გადაიწერება ახალი მოვლენებით.
2.2.3 საგანგებო ზარი (eCall)
საგანგებო ზარის (eCall) ფუნქცია ავტომატურად ააქტიურებს საგანგებო ზარს და მონაცემების გაგზავნას გარკვეული ტიპების ავარიის შემთხვევაში, რომელიც ფიქსირდება ავტომობილის ერთი ან რამდენიმე სენსორის გააქტიურებით. ეს ნიშნავს, რომ eCall ავტომატურად განხორციელდება ავტომობილის მიერ მაშინაც კი, თუ ავტომობილის ყველა მგზავრი უგონო მდგომარეობაშია და ქვემოთ აღნიშნული მონაცემები ავტომატურად გადაიცემა ქოლ-ცენტრში. eCall-ს გააქტიურება ასევე შესაძლებელია არაავტომატურად, SOS ღილაკზე ხანგრძლივად დაჭერით მინიმუმ 2 წამის განმავლობაში.
eCall-ის განხორციელებისას მუშავდება შემდეგი მონაცემები:
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
- ავტომობილის ძალური დანადგარის ან ძრავის მახასიათებლები
- ავტომობილის მოდელის მახასიათებლები
- ინციდენტის დრო
- ინციდენტის მდებარეობა
- ავტომობილის მოძრაობის მიმართულება
- ავტომობილის სტატუსი
ნაგულისხმევად და თუ ხელმისაწვდომია, eCall გადამისამართდება მესამე მხარის სერვისების პროვაიდერთან (ამას ეწოდება მესამე მხარის სერვისის eCall ან TPS eCall); ეს მომწოდებელი განსხვავდება რეგიონის მიხედვით, თქვენს რეგიონში მომწოდებლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოახდინოთ ზარის მარშრუტიზირება საგანგებო სიტუაციების საჯარო სამსახურში, თქვენი პარამეტრების შეცვლით.
მონაცემები გროვდება მხოლოდ საგანებო ზარის (eCall) განხორციელებისას და მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ Volvo Cars-ს და სერვისის მომწოდებელ მესამე მხარეს (ან, არჩევის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციების სამსახურს). თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გადაგზავნონ ეს მონაცემები საგანგებო სიტუაციების სპეციალიზირებულ სამსახურებში (მაგალითად, სასწრაფო დახმარების სამსახურში).
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
მონაცემებს შევინახავთ 200 დღის განმავლობაში და მონაცემების დამუშავება შეიზღუდება ზემოთ აღწერილი საგანგებო სიტუაციებით.
2.2.4 ქოლ-ცენტრის სერვისები
ქოლ-ცენტრის სერვისების საშუალებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ავტომობილიდან, ღილაკზე „on call“/„assist“ (ზარი/დახმარება) დაჭერით, აპლიკაციიდან ზარის განხორციელებით ან უშუალოდ ქოლ-ცენტრში დარეკვით. ქოლ-ცენტრის სერვისების ფარგლებში მოსაწოდებელი სერვისები აღწერილია ქვემოთ:
ტექნიკური დახმარება გზაზე (RSA)
RSA დაგეხმარებათ, როცა თქვენს ავტომობილს ტექნიკური პრობლემა გაუჩნდება, მაგალითად, საბურავის დაშვების ან ძრავასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში. ზოგიერთ შემთხვევაში ქოლ-ცენტრის აგენტს შეუძლია ტელეფონით გიკარნახოთ პრობლემის მოგვარების ხერხი. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია გზაზე რემონტის ჩატარება („ადგილზე შეკეთება“) ან, როცა შესაძლებელია, ავტომობილის ბუქსირით წაყვანა ავტოსერვისამდე. აგენტი ზარის დროს შეაფასებს, კონკრეტულად რა რეაგირება უნდა მოხდეს. თუ საჭიროა გზაზე დახმარება (ადგილზე შეკეთება ან ბუქსირით წაყვანა), დამხმარე ავტომობილები შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს მესამე მხარის მიერ, როგორიცაა ევაკუატორების და შეკეთების სერვისის მომწოდებელი კომპანია, რომელიც დაამუშავებს შესაბამის მონაცემებს.
გატაცებული ავტომობილის გაკონტროლება (SVT)
SVT გეხმარებათ დაადგინოთ ავტომობილის ადგილმდებარეობა მისი გატაცების შემთხვევაში. ავტომობილის გატაცების შესახებ ინფორმირება შეიძლება მოხდეს:
- თავად ავტომობილის მიერ. ეს ხდება, როცა ავტომობილი ადგენს სიგნალიზაციის გააქტიურებას, რაც იწვევს ავტომობილთან დაკავშირებული Volvo Cars აპლიკაციის მეშვეობით ე.წ. „მოპარვის შესახებ შეტყობინების“ გაგზავნას მძღოლისთვის და ასევე ქოლ-ცენტრში.
- ავტომობილის მფლობელის მიერ, რომელიც ახორციელებს ზარს ქოლ-ცენტრში.
- ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის) მიერ. ამ შემთხვევაშიც ხორციელდება ზარი უშუალოდ ქოლ-ცენტრში.
SVT პროცესის ინიცირებისთვის აუცილებელია ქოლ-ცენტრში პოლიციის ოფიციალური ოქმის და ოქმის საქმის ნომრის წარმოდგენა.
ავტომობილის დისტანციური იმობილიზაცია/მობილიზაცია (RVI/RVM)
RVI/RVM-ის გამოყენებით შეიძლება ავტომობილის იმობილაიზერის ჩართვა ან გამორთვა. თუ იმობილაიზერი ჩართულია, ავტომობილი ვერ დაიქოქება იმობილაიზერის გამორთვამდე. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ავტომობილის დისტანციურად მობილიზება. ამ სერვისის ინიცირება ხდება ქოლ-ცენტრის აგენტის მიერ.
ზემოაღნიშნული სერვისების უზრუნველსაყოფად ჩვენ ავტომატურად შევაგროვებთ შემდეგ მონაცემებს, როცა დაუკავშირდებით ქოლ-ცენტრს ავტომობილში ღილაკის „on call“/„assist“ (ზარი/დახმარება) დაჭერით ან Volvo Car აპლიკაციიდან:
- სანომრე ნიშანი
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
- ავტომობილის სპეციფიკაცია
- ავტომობილის სტატუსი
- მოთხოვნის დრო და ადგილი
- მდებარეობა ზარის მომენტში
- ავტომობილის მოძრაობის მიმართულება
მოთხოვნის ხასიათიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ქოლ-ცენტრის სერვისისთვის შესაძლოა დაგვჭირდეს დამატებითი ინფორმაციის დამუშავება, რომელიც აუცილებელია მოთხოვნილი დახმარების გასაწევად, მაგალითად:
- საკონტაქტო ინფორმაცია (სახლის მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი)
- დაზღვევის დეტალები (პოლისის და განაცხადის ნომერი)
- ტრანზაქციასთან დაკავშირებული მონაცემები
- დაზიანების მიზეზი და ინფორმაცია შემკეთებელი ავტოსერვისის შესახებ
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულება.
ჩვენ შევინახავთ მონაცემებს 200 დღის განმავლობაში.
2.2.5 შეჭრის აღმოჩენის სისტემა (IDS)
შეჭრის აღმოჩენის სისტემის (IDS) დანიშნულებაა დაადგინოს და აღმოფხვრას ანომალიები და დარღვევები, რომლებიც შეიძლება წარმოადგენდეს კიბერუსაფრთხოების შესაძლო საფრთხეს ავტომობილის სისტემებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ მიერ არ ხდება ნებადართული ფარგლების გადაჭარბება. IDS რეალურ დროში აწარმოებს სისტემის მონიტორინგს და Volvo Cars-ს გადასცემს ინფორმაციას დარღვევების შესახებ.
ჩვენ მიერ დამუშავდება შემდეგი მონაცემები:
- ავტომობილთან დაკავშირებული ინფორმაცია: მოდელი, წარმოების წელი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია.
- ავტომობილის, მისი სენსორებისა და სისტემების მიერ გენერირებული ინფორმაცია: შეცდომები, დიაგნოსტიკა, კავშირისა და ქსელის ინფორმაცია, სერტიფიკაციისა და ავტორიზაციის მონაცემები, უსაფრთხოების ჟურნალები, კალიბრაციები, დროითი ნიშნულები, საბორტო სისტემებისა და ფუნქციების სტატუსი, საბორტო სისტემებისა და ფუნქციების ქცევა და საბორტო სისტემებისა და ფუნქციების გამომავალი მონაცემები.
- ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება და იმართება ავტომობილი: კონფიგურაციები, პარამეტრები, მოწყობილობის კავშირები, დროის ნიშნულები, მგზავრთა რაოდენობა, დისტანციური სერვისების გამოყენება, ავტომობილის ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა აქსელერატორი, მუხრუჭები, საჭე, უსაფრთხოების ღვედები და კარები.
- მდებარეობის მონაცემები: დაბალი სიზუსტე, 600 მ-ზე მეტი სიზუსტე.
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
ჩვენ შევინახავთ ფსევდონიმიზებულ ინფორმაციას ავტომობილის ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში. მოწყვლადობის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ შევინახავთ მონაცემებს 1 წლის განმავლობაში გამოძიების დასრულების შემდეგ.
2.2.6 აკუმულატორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მანქანები ჰიბრიდული ან სრულად ელექტრული ძალური აგრეგატით, უსაფრთხოა, რათა ჩვენი მძღოლები, მათი ოჯახის წევრები და მგზავრები დაცული იყვნენ საფრთხეებისგან ზედმეტი დისკომფორტის შექმნის გარეშე. ამის უზრუნველსაყოფად ჩვენ შევაგროვებთ და გამოვიყენებთ აკუმულატორთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რათა შესაძლებელი გახდეს ადრეულ ეტაპზე პოტენციური პრობლემების გამოვლენა და ახალი პოტენციური გაუმართაობების ტიპების დადგენა. თუ ამას საჭიროდ მივიჩნევთ, ასევე დაგიკავშირდებით და გაცნობებთ პოტენციური პრობლემების შესახებ.
ჩვენ მიერ შეგროვდება და გამოყენებული იქნება შემდეგი მონაცემები:
- ავტომობილთან დაკავშირებული ინფორმაცია: მოდელი, წარმოების წელი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია.
- ავტომობილის ძრავასთან და აკუმულატორთან დაკავშირებული ინფორმაცია: აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია, აკუმულატორის ძაბვა, დამუხტვის მდგომარეობა, ინფორმაცია დამუხტვის შესახებ, კონფიგურაციები, კალიბრაციები, ტემპერატურა, სიგნალები, გაფრთხილებები, შეცდომები, დიაგნოსტიკა, დროის ნიშნულები, საერთო მდგომარეობა და სტატუსი.
- ავტომობილის მიერ გენერირებული ინფორმაცია: ოდომეტრი.
ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ზემოთ აღნიშნული ლეგიტიმური ინტერესი, ასევე ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, მაგალითად, უკან გაწვევა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.
ჩვენ შევინახავთ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ავტომობილის ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში.
2.3 ტექნიკურ მომსახურებასთან და შეკეთებასთან დაკავშირებით გამოსაყენებელი მონაცემები
2.3.1 სერვისის დაგეგმვა
სერვისის დაგეგმვა გეხმარებათ შეინარჩუნოთ ავტომობილი საუკეთესო მდგომარეობაში.
თუ ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია თქვენს ქვეყანაში, ჩვენ გამოგიგზავნით სერვისთან დაკავშირებულ კომუნიკაციას.
თუ ავტომობილში არის ინტერნეტკავშირი, სერვისის დაგეგმვის ფუნქცია იმუშავებს Volvo Cars-ში, საცალო გამყიდველებთან და ავტოსერვისებში დიაგნოსტიკური მონაცემების უწყვეტად გაგზავნით. დიაგნოსტიკური მონაცემების დისტანციურად გაგზავნის ფუნქციის წყალობით, თქვენი ავტოსერვისი უკეთესად შეძლებს თქვენი მომავალი ვიზიტისთვის მომზადებას. გარდა ამისა, მონაცემები გაუზიარდება ჩვენს ადგილობრივ გაყიდვების კომპანიას და საცალო გამყიდველებს, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ჯავშნებისა და ნაწილების მიწოდების ადმინისტრირებისთვის.
სერვისის დაგეგმვა ასევე გვეხმარება სათადარიგო ნაწილების წარმოებისა და მიწოდების დაგეგმვაში, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ჩვენი მდგრადობის მიზნებისთვის, კონტენტის ოპტიმიზებით, ლოგისტიკისა და ავტოსერვისების მომსახურების გამოყენებით.
თქვენთვის სერვისის დაგეგმვის ფუნქციის მოსაწოდებლად შეგროვდება შემდეგი მონაცემები:
- ავტომობილთან დაკავშირებული ინფორმაცია (მოდელი, წარმოების წელი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია)
- ავტომობილის, მისი სენსორებისა და სისტემების მიე გენერირებული ინფორმაცია (ოდომეტრი, სერვისის ინდიკატორები, სიგნალები, გაფრთხილებები, ნათურები, შეცდომები, დიაგნოსტიკა, ტემპერატურა, დროის ნიშნულები, საერთო მდგომარეობა, სტატუსი და ჩაშენებული სისტემებისა და ფუნქციების ქცევა)
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულება. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩართოთ ან გამორთოთ სერვისი.
ჩვენ შევინახავთ ინფორმაციას 3 წლის განმავლობაში, გარდა ინფორმაციისა ავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორის შესახებ, რომელსაც შევინახავთ 10 წლის განმავლობაში.
2.3.2 დიაგნოსტიკური მონაცემების წაკითხვა სახელოსნოებში
თუ თქვენი ავტომობილის მომსახურება ან შეკეთება ხორციელდება სერვის-ცენტრში, ავტოსერვისში ან პარტნიორთან, ჩვენ მივიღებთ და გამოვიყენებთ ინფორმაციას შეცდომების აღმოჩენისთვის, ჩვენი პროდუქტის მწარმოებლის ვალდებულებების მართვისთვის, პროდუქტის კვლევისა და განვითარებისთვის, მაგალითად, ჩვენი ავტომობილების, მათი უსაფრთხოების და სხვა ფუნქციების ხარისხის მონიტორინგისა და გაუმჯობესებისთვის.
ჩვენ მიერ შეგროვდება და გამოყენებული იქნება შემდეგი მონაცემები:
- ავტომობილთან დაკავშირებული ინფორმაცია (მოდელი, წარმოების წელი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია)
- ავტომობილის, მისი სენსორებისა და სისტემების მიერ გენერირებული ინფორმაცია (ოდომეტრი, სერვისის ინდიკატორები, სიგნალები, გაფრთხილებები, ნათურები, შეცდომები, დიაგნოსტიკა, დაკავშირებადობისა და ქსელის ინფორმაცია, სერტიფიკაციებისა და ავტორიზაციის მონაცემები, კალიბრაციები, ტემპერატურა, ამინდის და საგზაო პირობები, ებერგიისა და საწვავის მოხმარება, დროის ნიშნულები, საერთო მდგომარეობა, სტატუსი და ჩაშენებული სისტემებისა და ფუნქციების ქცევა)
- ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება და იმართება ავტომობილი (კონფიგურაციები, პარამეტრები, მოწყობილობის კავშირები, გამოყენების რეჟიმი (დამუხტვა, დგომა, მოძრაობა), დამუხტვის ინფორმაცია, დროის ნიშნულები, სიჩქარე, მგზავრების არსებობა, ინტერაქციები და საინფორმაციო ბლოკის (მანქანის ეკრანის) გამოყენება, დისტანციური სერვისებით სარგებლობა, ავტომობილის ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა აქსელერატორი, მუხრუჭები, საჭე, სავარძლის ღვედები და კარები)
ჩვენ მიერ ზემოაღნიშნული მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, ასევე ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, მაგალითად, უკან გაწვევა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.
ჩვენ შევინახავთ ზემოაღნიშნულ ინფორმაციას ავტომობილის ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში.
2.3.3 ანგარიში შეცდომების შესახებ
„მოხსენება შეცდომების შესახებ“ წარმოადგენს ხელსაწყოს, რომლის გააქტიურება შეიძლება ავტოსერვისში და რომელიც საშუალებას გვაძლევთ, შევაგროვოთ ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომების შესახებ. ხელსაწყო გამოიყენება პრობლემების დადგენისა და შესწავლის მიზნით და საშუალებას მოგვცემს, მოვაგვაროთ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები და შევინარჩუნოთ ის საუკეთესო მდგომარეობაში. „შეცდომების შესახებ მოხსენების“ ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში ჩვენ შევაგროვებთ და დავამუშავეთ შემდეგ მონაცემებს თქვენი ავტომობილიდან:
- ავტომობილთან დაკავშირებული ინფორმაცია (გავლილი მანძილი, საწვავის მოხმარება, ავტომობილის კონფიგურაცია და დეტალები, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), IP-მისამართი და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსია)
- ინფორმაციის მთავარი ბლოკის, ჩვენების მთავარი ბლოკის, ტელემატიკისა და დაკავშირებადობის ანტენის მოდულის მიერ გენერირებული ინფორმაცია და მათი შესაბამისი სიგნალები (GPS, DID (მონაცემების იდენტიფიკატორი), DTC (პრობლემის დიაგნოსტიკური კოდი), ავტომობილის ქსელის დიაგნოსტიკა, Android Automotive დიაგნოსტიკა, გაშვების დიაგნოსტიკა და დეველოპერებისთვის განკუთვნილი მოხსენებები და ჟურნალის ფაილები)
- ინფორმაცია მძღოლსა და ავტომობილს შორის ინტერაქციის შესახებ (სიჩქარე, Infotainment სისტემის პარამეტრები, ნავიგაციის მიმართულებები, სატელეფონო წიგნაკი, რადიოს პარამეტრები, მესამე მხარის აპლიკაციების პარამეტრები, გზაზე დახმარების ჟურნალი)
- მძღოლთან დაკავშირებული ინფორმაცია (ელფოსტის ანგარიშები, ტელეფონის ნომერი, Volvo ID)
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი.
ჩვენ შევინახავთ თქვენს მონაცემებს ავტომობილის პრობლემის მოგვარებამდე ან 90 დღის განმავლობაში, იმის მიხედვით, თუ ამ ორიდან რომელი დადგება უფრო გვიან.
2.3.4 ავტომობილის მონაცემების გაფართოებული ანალიზი
თქვენ მიერ მოხსენებული ავტომობილის პრობლემების სრულად შესასწავლად ჩვენ გვჭირდება თქვენი ავტომობილიდან მიღებული შემდეგი მონაცემების გამოყენება, მომხმარებლის გარკვეულ ძირითად მონაცემებთან ერთად, როგორიცაა სახელი და საკონტაქტო დეტალები:
- მოვლენათა მონაცემების ჩამწერის და სხვა სისტემების მიერ ჩაწერილი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ავტომობილის უსაფრთხოების სისტემასთან (სიჩქარე, GPS პოზიცია, საჭის მობრუნების კუთხე, დამუხრუჭების სიმძლავრე, უსაფრთხოების ბალიშის და უსაფრთხოების სისტემების გამოყენება და ა.შ.)
- მონაცემები გარემოს შესახებ (როგორიცაა ტემპერატურა, მოლიპული გზა), რომლებსაც სხვა მანქანების სენსორები აფიქსირებენ ან რომლებიც მიღებულია ასეთი ინფორმაციის მომწოდებლებისგან
- მონაცემები ავტომობილის ელექტრონული კონტროლის ერთეულებიდან, ტელემატიკისა და დაკავშირებადობის ანტენის მოდულიდან და საინფორმაციო ბლოკიდან და მათი შესაბამისი სიგნალები
- ავტომობილის სტატუსი (გარბენი, საწვავის მოხმარება, ოდომეტრი და მართვის პანელზე ნაჩვენები სხვა მონაცემები)
- ყველა ინტერაქცია მძღოლსა და ავტომობილს შორის, როგორიცაა სხვადასხვა პარამეტრების ცვლილებები, ანგარიშის სახელები, როგორიცაა Volvo ID და Google ID და Bluetooth-ით დაკავშირებული მოწყობილობის გამოყენების მონაცემები
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
მონაცემები გამოყენებული იქნება ავტომობილის პოტენციური პრობლემების გამოსავლენად და პოტენციური საგარანტიო შემთხვევების და პროდუქტის უსაფრთხოების პოტენციური პრობლემების სამართავად. თუ მონაცემების შეგროვება ვერ მოხერხდება, Volvo Cars ვერ შეძლებს პრობლემების შესწავლას.
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი.
ჩვენ შევინახავთ თქვენს მონაცემებს თქვენი ავტომობილის პრობლემის მოგვარებამდე.
2.4 კვლევისა და განვითარების მიზნებისთვის გამოსაყენებელი მონაცემები
2.4.1 ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული კვლევა და განვითარება
თუ საგზაო შემთხვევა მოხდება ჩვენი ერთ-ერთი ავტომობილის მონაწილეობით, ჩვენ გამოვიძიებთ მომხდარს ჩვენი ავტომობილების და ზოგადად საგზაო მოძრაობის გარემოს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. თუ ეს ჩვენი კვლევისთვის სასარგებლო იქნება, ჩვენ გამოგიგზავნით კითხვარს შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
კვლევის ჩატარების დროს შეგროვდება შემდეგი მონაცემები:
- საკონტაქტო მონაცემები
- ავტომობილთან დაკავშირებული ინფორმაცია (მოდელი, წარმოების წელი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), სანომრე ნიშანი, აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია)
- ავტომობილის, მისი სენსორებისა და სისტემების მიერ გენერირებული ინფორმაცია (ახლოს არსებული ობიექტები, ძრავას მონაცემები, „გაყინული“ სიგნალის მონაცემები, ოდომეტრი, ამინდის და საგზაო პირობები, ტემპერატურა, სერვისის ინდიკატორები, სიგნალები, გაფრთხილებები, ნათურები, შეცდომები, დიაგნოსტიკა, დაკავშირებადობისა და ქსელის ინფორმაცია, სერტიფიკაციებისა და ავტორიზაციის მონაცემები, კალიბრაციები, ენერგიისა და საწვავის მოხმარება, დროის ნიშნულები, ავტომობილის საერთო მდგომარეობა, სტატუსი და ჩაშენებული სისტემებისა და ფუნქციების ქცევა)
- ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება და იმართება ავტომობილი (კონფიგურაციები, პარამეტრები, მოწყობილობის კავშირები, გამოყენების რეჟიმი (დამუხტვა, დგომა, მოძრაობა), დამუხტვის ინფორმაცია, დროის ნიშნულები, სიჩქარე, მგზავრების არსებობა, ინტერაქციები და საინფორმაციო ბლოკის (მანქანის ეკრანის) გამოყენება, დისტანციური სერვისებით სარგებლობა, ავტომობილის ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა აქსელერატორი, მუხრუჭები, საჭე, სავარძლის ღვედები, კარები და აირბალიშის გააქტიურება)
- მდებარეობის მონაცემები
- კამერის მონაცემები: გარეთ მიმართული კამერის გამოსახულებები ფიქსირდება ავარიამდე და ავარიის შემდეგ 4 წამის პერიოდში
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი.
ჩვენ შევინახავთ თქვენს მონაცემებს 10 წლის განმავლობაში.
2.4.2 ავტომობილის მონაცემების ანალიზი
ჩვენ ვამუშავებთ ავტომობილის მონაცემებს (ჩამოთვლილია ქვემოთ) ჩვენი ავტომობილებისა და მათი გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას პროდუქტების კვლევისა და განვითარების მიზნით, კერძოდ, ავტომობილების და მათი უსაფრთხოების ფუნქციების გაუმჯობესებისა და მონიტორინგისთვის. ეს ასევე გამოიყენება Volvo Cars-ის საგარანტიო ვალდებულებების სამართავად.
გამოიყენება შემდეგი კატეგორიების მონაცემები:
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
- ავტომობილის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების იდენტიფიკატორები
- გაუმართაობების დიაგნოსტიკური კოდები (DTC)
Volvo Cars-ის მიერ ასევე შეგროვდება შემდეგი სახის ინფორმაცია ავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში):
- მაღალი ძაბვის აკუმულატორის ID, ტევადობა და მდგომარეობა
- საბაზრო ინფორმაცია ავტომობილის შესახებ
- ინფორმაცია დასამუხტი სადგურის შესახებ (მაგ., ხელმისაწვდომობის სტატუსი, სიმძლავრის ტიპი, სვეტის ID)
- დიაგნოსტიკური მონაცემები დამუხტვისას (მაგ., ხანგრძლივობა, დამუხტვის მდგომარეობა, მიმდინარე ფლუქტუაცია)
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა.
სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), ავტომობილის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების იდენტიფიკატორები და გაუმართაობების დიაგნოსტიკური კოდები (DTC) შეინახება 2 წლის განმავლობაში, ხოლო ინფორმაცია ავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორის შესახებ შეინახება აკუმულატორის მთელი ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში.
ჰიბრიდული ან ელექტრული ავტომობილების შემთხვევაში, Volvo Cars და Polestar Performance AB (შვედური კომპანია, რომლის სათაო ოფისის მისამართია Gothenburg, Assar Gabrielssons Väg 9, SE-405 31, Gothenburg, Sweden (შვედეთი), შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Polestar“) ერთმანეთს უზიარებენ მათი შესაბამისი ავტომობილების ანალიზის მონაცემებს. ანალიზის მონაცემების გაცვლა Volvo Cars-სა და Polestar-ს შორის, როგორც აღნიშნულია ზემოთ, სუფთა ტექნიკურ ხასიათს ატარებს და არ მოიცავს ფაქტობრივი მომხმარებლის მონაცემებს. Volvo Cars-ის და Polestar-ის პლატფორმების მეშვეობით შეგროვებული ანალიზის მონაცემების გაცვლა ორ კომპანიას შორის ხდება ავტომობილის ხარისხის, ელექტრული, ჰიბრიდული და უსაფრთხოების ფუნქციების ეფექტურობის გაუმჯობესებისა და მონიტორინგისთვის.
რაც შეეხება ე.წ. „ერთობლივად პასუხისმგებელ მაკონტროლებლებს“ GDPR-ის მიხედვით, Volvo Cars და Polestar ერთობლივად აგებენ პასუხს ანალიზის მონაცემების ამგვარ დამუშავებაზე. Volvo Cars და Polestar ეთანხმებიან იმას, რომ Volvo Cars პასუხისმგებელია საკუთარი მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და GDPR-ით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებები გამოყენებული იქნება Volvo-ს მომხმარებლების მიერ Volvo Cars-ის მიმართ.
2.4.3 ავტომობილის ანალიტიკა და გაუმჯობესებები
თუ განაცხადებთ თანხმობას ავტომობილის ანალიტიკისა და გაუმჯობესებების ჩართვით, ჩვენ შევაგროვებთ და გამოვიყენებთ მონაცემებს (რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ) თქვენი ავტომობილისა და მისი გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას გაუმართაობების დასადგენად, პროდუქტების კვლევისა და განვითარების მიზნით, მაგალითად, ჩვენი ავტომობილების და მათი უსაფრთხოების და სხვა ფუნქციების მდგრადობის და ხარისხის გაუმჯობესებისა და მონიტორინგისთვის. თუ ამას საჭიროდ მივიჩნევთ, ასევე დაგიკავშირდებით და გაცნობებთ პოტენციური პრობლემების ან გაუმართაობების შესახებ.
ჩვენ მიერ შეგროვდება და გამოყენებული იქნება შემდეგი მონაცემები:
- ავტომობილთან დაკავშირებული ინფორმაცია: მოდელი, წარმოების წელი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინფორმაცია.
- ავტომობილის, მისი სენსორებისა და სისტემების მიერ გენერირებული ინფორმაცია: ოდომეტრი, სერვისის ინდიკატორები, სიგნალები, გაფრთხილებები, ნათურები, შეცდომები, დიაგნოსტიკა, დაკავშირებადობისა და ქსელის ინფორმაცია, სერტიფიკაციებისა და ავტორიზაციის მონაცემები, უსაფრთხოების ჟურნალები, კალიბრაციები, ტემპერატურა, ამინდის და საგზაო პირობები, ენერგიისა და საწვავის მოხმარება, დროის ნიშნულები, საერთო მდგომარეობა, ჩაშენებული სისტემებისა და ფუნქციების სტატუსი, ჩაშენებული სისტემებისა და ფუნქციების ქცევა და ჩაშენებული სისტემებისა და ფუნქციების გამომავალი მონაცემები.
- ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება და იმართება ავტომობილი: კონფიგურაციები, პარამეტრები, მოწყობილობის კავშირები, მიერთებული მისაბმელი, გამოყენების რეჟიმი (დამუხტვა, დგომა, მოძრაობა), დამუხტვის ინფორმაცია, დროის ნიშნულები, სიჩქარე, მგზავრების არსებობა, ინტერაქციები და Infotainment ბლოკის (მანქანის ეკრანის) გამოყენება, დისტანციური სერვისებით სარგებლობა, ავტომობილის ფუნქციების გამოყენება, როგორიცაა აქსელერატორი, მუხრუჭები, საჭე, სავარძლის ღვედები და კარები.
- მდებარეობის მონაცემები: მდებარეობა შეგროვდება შემდეგ შემთხვევებში.მდებარეობა ასევე მუდმივად შეგროვდება უსაფრთხოების ფუნქციებიდან, ავტონომიური დისკიდან და მანქანის მართვის დამხმარე გაუმჯობესებული სისტემებიდან.
- ინციდენტები (ავარიები სიახლოვეს) და ავარიები;
- გააქტიურებული თუ არა eCall ფუნქცია; და
- დაკავშირებადობის პრობლემების შემთხვევაში.
- კამერის მონაცემები: გარეთკენ მიმართული კამერის გამოსახულებების გადაღება ხდება
- ინციდენტებთან და ავარიებთან დაკავშირებით; და
- მუდმივად უსაფრთხოების ფუნქციებიდან, ავტონომიური დისკიდან და მანქანის მართვის დამხმარე გაუმჯობესებული სისტემებიდან.
ზემოთ აღნიშნული მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა.
ჩვენ შევინახავთ მონაცემებს ხუთი წლის განმავლობაში, გარდა ინფორმაციისა ავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორის შესახებ, რომელსაც შევინახავთ აკუმულატორის ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში. ხუთი წლის შემდეგ ჩვენ წავშლით მონაცემებს ან, თუ საჭიროდ ჩავთვლით მონაცემების შენახვას, უზრუნველვყოფთ მათ სრულ ანონიმიზებას.
2.5 ანგარიში გამონაბოლქვის შესახებ
თუ თქვენი ავტომობილის აღჭურვილია შიგაწვის ძრავათი, ჩვენ შევაგროვებთ მონაცემებს თქვენი ავტომობილიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის გადაცემის მიზნით.
შეგროვდება შემდეგი მონაცემები:
- სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)
- გამონაბოლქვთან დაკავშირებული ინფორმაცია: საწვავის საერთო მოხმარება (ექსპლუატაციის ვადა), საერთო გარბენი (ექსპლუატაციის ვადა), საერთო ენერგია აკუმულატორზე (ექსპლუატაციის ვადა) – რამდენიმე დეტალიზაციით, როგორც მოითხოვება მოქმედი კანონით
ზემოთ აღნიშნული მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია შეინახება ინფორმირებისთვის მონაცემების გადაცემამდე.
2.6 სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნები
პერსონალური მონაცემები საჭიროებს გაზიარებას ან შეიძლება საჭიროებდეს გაზიარებას სამართალდამცავი ორგანოებისთვის (მაგ., პოლიცია, სასამართლოები) იურიდიული ვალდებულების შესასრულებლად, ან ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მივაწოდოთ მონაცემები, როცა არსებობს დანაშაულის ჩადენის ეჭვი ან როდესაც საჭიროა სამართლებრივი პრეტენზიების წაყენება, აღსრულება ან სამართლებრივი პრეტენზიებისგან დაცვა.
სამართალდამცავ ორგანოებს მივაწოდებთ საჭირო პერსონალურ მონაცემებს მივაწოდებთ მინიმალური მოცულობით. მაგალითად, შეიძლება გადავცეთ შემდეგი ტიპის მონაცემები: VIN ნომერთან ან IMEI ნომერთან დაკავშირებული ავტონაწილის სერიული ნომერი.
3. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება
ჩვენ ვუზიარებთ მონაცემებს სხვადასხვა ორგანიზაციებს ჩვენი ბიზნესის, თქვენთან ურთიერთობის საწარმოებლად და თქვენთვის პროდუქტებისა და სერვისების მოსაწოდებლად. ეს სიტუაციები აღწერილია ქვემოთ.
სადაც ეს ორგანიზაციები მოხსენიებულნი არიან, როგორც ჩვენი „მომწოდებლები“, „დამმუშავებლები“ ან „ქვედამმუშავებლები“, თითოეული ასეთი ორგანიზაციის შესაძლებლობა, გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები რაიმე სხვა მიზნით, გარდა ჩვენთვის და ჩვენი ინსტრუქციის შესაბამისად ჩვენი სახელით სერვისების გაწევის მიზნისა, შეზღუდულია ხელშეკრულებით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გავაზიარებთ პერსონალურ მონაცემებს, ტელემატიკის მონაცემების ჩათვლით, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მიზნის მისაღწევად.
Volvo Cars-ის ჯგუფის სხვა კომპანიები და ქვედამმუშავებლები
- პერსონალური მონაცემები გადაეცემათ ჯგუფის სხვა კომპანიებს კლიენტთა მომსახურების მიზნით, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების მოსაწოდებლად და IT სისტემების უზრუნველსაყოფად ბიზნესის მხარდაჭერისა და მონაცემთა შენახვისთვის.
IT-მომწოდებლები და მათი ქვედამმუშავებლები
- პერსონალური მონაცემები გადაეცემათ IT-მომწოდებლებს, რომლებიც გვაწვდიან ზოგადი ბიზნეს მხარდაჭერის სისტემებს, როგორებიც არიან პროგრამული უზრუნველყოფისა და მონაცემთა საცავების პროვაიდერები.
სამართალდამცავი ორგანოები (მაგ., პოლიცია, სასამართლოები)
- პერსონალური მონაცემები საჭიროებს გაზიარებას ან შეიძლება საჭიროებდეს გაზიარებას სამართალდამცავი ორგანოებისთვის (მაგ., პოლიცია, სასამართლოები) იურიდიული ვალდებულების შესასრულებლად, ან ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მივაწოდოთ მონაცემები, როცა არსებობს დანაშაულის ჩადენის ეჭვი ან როდესაც საჭიროა სამართლებრივი პრეტენზიების წაყენება, აღსრულება ან სამართლებრივი პრეტენზიებისგან დაცვა.
სხვა სერვისის პროვაიდერები (როგორებიც არიან მობილური ქსელის ოპერატორები, კავშირგაბმულობის პროვაიდერები და დამუხტვის სერვისის ოპერატორები)
- ჩვენ შეგვიძლია გავაზიაროთ ინფორმაცია ავტომობილიდან და გამოწერის მონაცემები სერვისების გასააქტიურებლად, შეცდომების გამოსავლენად და სერვისის გაუმჯობესების მიზნით.
თქვენ მიერ დამტკიცებული ნებისმიერი პირი
- მაგალითად, შეიძლება გვთხოვოთ ავტომობილის მონაცემების გაზიარება მესამე მხარისთვის, როგორიცაა სადაზღვევო კომპანია, თქვენთვის დაზღვევის შეთავაზების მოსამზადებლად.
მესამე მხარე ავტომობილის მფლობელები
- მაგალითად, ავტოპარკის მართვის ან მანქანების გაქირავების სერვისის მომწოდებელმა კომპანიებმა შეიძლება დაამუშაონ ავტომობილის მიერ და მისი მართვის დროს გენერირებული მონაცემები, მათ შორის მდებარეობის მონაცემები, ავტომობილებისთვის, რომლებსაც ისინი ფლობენ ან მართავენ.
საცალო გამყიდველები, შემკეთებლები, ავტოსერვისები
- პერსონალური მონაცემების გადაცემა მოხდება მომსახურების გაწევის, შეცდომების გამოვლენის, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების მიზნით.
4. თქვენი უფლებები და კონტროლის საშუალებები
თქვენ გაქვთ გარკვეული კანონიერი უფლებები თქვენ შესახებ იმ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ. უფლებები შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რომელ იურისდიქციაში იმყოფებით და დამუშავების ხასიათიდან გამომდინარე. ზოგადად, თქვენი უფლებები ეხება შესაძლებლობას:
- გააუქმოთ თქვენი თანხმობა
- უარი თქვათ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე
- მოითხოვოთ მონაცემების ასლი, რომლებსაც ვფლობთ თქვენ შესახებ (ე.წ. სუბიექტის წვდომის უფლება)
- მოითხოვოთ მონაცემების გადაცემა სხვა პირისთვის (ე.წ. მონაცემთა პორტატიულობა)
- მოითხოვოთ მონაცემების შესწორება ან შეზღუდვა
- მოითხოვოთ მონაცემების წაშლა (ე.წ. დავიწყების მოთხოვნის უფლება)
როგორც აღვნიშნეთ, ეს უფლებები არ არის აბსოლუტური და ზოგიერთ შემთხვევაში მათი გამოყენება იზღუდება მონაცემთა დაცვის კანონებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის აგიხსნით, თუ რატომ არ შეგვიძლია თქვენი მოთხოვნის შესრულება.
თუ გსურთ უფლების გამოყენების მოთხოვნის გამოგზავნა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ფორმის შევსებით. გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ფორმა, რადგან ის მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც გვჭირდება თქვენი ვინაობის შესამოწმებლად და თქვენი მოთხოვნის ეფექტურად დასამუშავებლად. თუმცა, თუ არ გსურთ ფორმის გამოყენება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა მომდევნო ნაწილში მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.
თქვენ ასევე გაქვთ უფლება, შეიტანოთ საჩივარი მონაცემთა დაცვის ადგილობრივ ორგანოში, თუ პრეტენზია გაგიჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თუმცა მადლობელი ვიქნებით, თუ დაგვიკავშირდებით და პირველ რიგში ჩვენ გვაცნობებთ პრეტენზიის შესახებ, რათა მოგვეცეს მისი ერთად მოგვარების საშუალება. საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.
5. საკონტაქტო ინფორმაცია
თუ კითხვები გაქვთ იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე dataprotection@volvocars.com ან მიმართოთ Volvo Car Corporation-ის მონაცემთა დაცვის ინსპექტორს:
საფოსტო მისამართი: Volvo Car Corporation, მიმღები: The Data Protection Officer (მონაცემთა დაცვის ინსპექტორი), dep 50099, VAK, 405 31 Gothenburg, Sweden (შვედეთი).
ელფოსტის მისამართი: globdpo@volvocars.com
6. ამ შეტყობინების განახლებები
ჩვენ მუდმივად ვამუშავებთ ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს და მის შედეგად ვარედაქტირებთ და ვაახლებთ ამ შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ. შესაბამისად, გირჩევთ, რეგულარულად შეამოწმოთ ეს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ. კონფიდენციალურობის შესახებ ამ შეტყობინების ზედა ნაწილში მოცემული თარიღი მისი ბოლო განახლების თარიღია. ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კონფიდენციალურობის შესახებ ამ შეტყობინების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მონაცემები შეგროვდა, თუ ჩვენ არ გვაქვს მიღებული თქვენი თანხმობა მათ სხვაგვარად დამუშავებაზე.