Article version 2022.339.0

შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ – მომხმარებელთა გამოკითხვები

ძალაში შესვლის თარიღი:

გამოქვეყნებულია:

მოცემულ დოკუმენტში აღწერილია, თუ როგორ ამუშავებს Volvo Cars (როგორც განმარტებულია ქვემოთ) თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც ჩვენს მომხმარებელთა ერთ-ერთ გამოკითხვაში (შემდგომში „მომხმარებელთა გამოკითხვა“) იღებთ მონაწილეობას.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ:

1. ვინ ვართ ჩვენ

მომხმარებელთა გამოკითხვებთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ერთობლივად პასუხისმგებელნი არიან Volvo Car Corporation, რომლის რეგისტრირებული მისამართია Assar Gabrielssons Väg, 40531 Gothenburg, Sweden (შვედეთი), კომპანიის რეგისტრაციის ნომერი 556074-3089 და Scandinavian Auto Tegeta LLC, რომლის რეგისტრირებული მისამართია აღმაშენებლის ხეივანი №129, თბილისი 0131, საქართველო, კომპანიის რეგისტრაციის ნომერი 405335766 (შემდგომში) „Volvo Cars“, „ჩვენ“ ან „ჩვენს“.

2. რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და რისთვის

თქვენ მიერ ჩვენს მომხმარებელთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღებისას ჩვენ ვამუშავებთ შემდეგი კატეგორიების მონაცემებს თქვენ შესახებ:

  • იდენტიფიკატორები, როგორიცაა სახელი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, მიმართვის ფორმა, ასაკი, სქესი, საფოსტო კოდი და ქალაქი.

ჩვენ ვამუშავებთ ამ მონაცემებს მომხმარებელთა გამოკითხვის გასაგზავნად და მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგების შესაფასებლად სეგმენტაციის მიხედვით. მონაცემების დამუშავება ხდება ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე საქმიანობის მიზნის და მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად იმ ასპექტებში, რომლებსაც ეხება გამოკითხვის პასუხები.

  • თქვენი სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) და რეგისტრაციის ნომერი (REG).

ჩვენ ვამუშავებთ ამ მონაცემებს ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე ადგილზე მოქმედებების და გარანტიის შესრულების შესაფასებლად.

  • ხელშეკრულების ტიპი, გამოწერის ნომერი, კავშირი სატრანსპორტო საშუალებასთან (ხელშეკრულების/გაყიდვის ტიპის დაწყების და დასრულების თარიღი).

ჩვენ ვამუშავებთ ამ მონაცემებს მომხმარებელთა გამოკითხვის გასაგზავნად და მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგების შესაფასებლად სეგმენტაციის მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს, ზოგადად გავაუმჯობესოთ ბიზნეს ოპერაციები და მომხმარებელთა გამოცდილება. მონაცემების დამუშავება ხდება ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე საქმიანობის მიზნის და მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად იმ ასპექტებში, რომლებსაც ეხება გამოკითხვის პასუხები.

  • გახსნის/დაწკაპუნების მაჩვენებლები. ჩვენ ვამუშავებთ ამ მონაცემებს სტატისტიკური ანალიზისთვის და გასაზომად, ასევე ჩვენი მომხმარებლების ინტერესების შესასწავლად. ამ ანალიზის მიზნით ელფოსტით გამოგზავნილი მოწვევა შეიცავს ე.წ. ვებ-შუქურებს ან აღმრიცხველ პიქსელებს, რომლებიც აჩვენებს ერთპიქსელიანი სურათების ფაილებს, რომლებიც ადგენს, გაიხსნა თუ არა ელწერილები და დააწკაპუნეს თუ არა ჩვენი ვებსაიტის ბმულებზე. მონაცემების დამუშავება ხდება ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე გამოკითხვის საერთო შედეგების და გამოკითხვაში მონაწილეობის შესასწავლად. თუ არ გსურთ ამის დადგენა, შეგიძლიათ თქვენს ელფოსტის პროგრამაში დააყენოთ სურათების/მედიის ავტომატური ჩამოტვირთვა.

3. რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს მონაცემებს

თქვენი პასუხები გამოკითხვაზე შეინახება ხუთი (5) წლის განმავლობაში თქვენ მიერ პასუხების გამოგზავნისას და ამ ვადის გასვლის შემდეგ მოხდება მათი ანონიმიზება.

თქვენი პასუხების დაცულობის უზრუნველსაყოფად გამოხმაურების მოწვევაში წარმოდგენილი იქნება ინდივიდუალიზებული კითხვარი, რომელზეც სხვა პირებს წვდომა არ ექნებათ. გამოკითხვის ვებსაიტზე და ჩვენს მონაცემთა საცავებში გამოყენებულია უსაფრთხოების საშუალებები, რომლებიც იცავს ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებულ ინფორმაციას დაკარგვის, ბოროტად გამოყენებისა და შეცვლისგან.

მხოლოდ გარკვეულ თანამშრომლებს აქვს წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ წარმოგვიდგენთ. მათ აქვთ წვდომა მხოლოდ შემთხვევის დამუშავების, მონაცემთა ანალიზის და ხარისხის კონტროლის მიზნით.

4. ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენ გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია, შემდეგი კატეგორიების მესამე მხარეებს:

  • ჩვენი დამმუშავებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი საქმიანობის ზოგად მხარდაჭერას, მაგალითად, IT გადაწყვეტილებების პროვაიდერები;
  • ჩვენი მონაცემთა დამმუშავებლები, რომელთა დახმარებითაც ხდება აპის მოწოდება და რომლებსაც ხელშეკრულებით ეკრძალებათ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება რაიმე სხვა მიზნით, ჩვენთვის მომსახურების გაწევის მიზნის გარდა, მონაცემთა დამუშავების შესახებ თითოეული მოქმედი შეთანხმების საფუძველზე:
    • Medallia, Inc. (ევროკავშირი, აშშ) – მომხმარებელთა გამოცდილების მართვა.

თქვენი პერსონალური მონაცემები გაუმჟღავნდება თქვენ მიერ არჩეულ საცალო გამყიდველს (შესაბამის შემთხვევაში) და იმავე ჯგუფის კომპანიებს, რომლებშიც Volvo Cars შედის და დამუშავდება მათ მიერ. იმ კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც შედის იმავე ჯგუფში, რომელსაც Volvo Cars მიეკუთვნება და მდებარეობს ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ, ჩვენ მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემას ევროკომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების საფუძველზე.

5. თქვენი უფლებები ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით

მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის შესაბამისად თქვენ გაქვთ გარკვეული კანონიერი უფლებები თქვენ შესახებ იმ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ. ეს უფლებები მოკლედ განმარტებულია ქვემოთ და თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ისინი ქვემოთ მითითებული სპეციალური ფორმის შევსებით.

  1. თანხმობის გაუქმების უფლება: თუ თქვენ თანხმობა განაცხადეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ამ თანხმობის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მონაცემების შემდგომი დამუშავების მიმართ.
  2. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება: შეგიძლიათ მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი იმ პერსონალური მონაცემების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ. ჩვენ თქვენი მოთხოვნით წარმოგიდგენთ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლს. თუ მოითხოვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამატებით ასლებს, ჩვენ შეგვიძლია გადაგახდევინოთ გონივრული გადასახადი ადმინისტრაციული ხარჯების საფუძველზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლებსაც ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემისას ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანაში, თუ მოითხოვთ ჩვენ მიერ იმის დადასტურებას, ვამუშავებთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს და გადავცემთ თუ არა მათ ევროკავშირის და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყანაში.
  3. შესწორების უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი არასწორი ან არასრული პერსონალური მონაცემების გასწორება. ჩვენ ვიღებთ გონივრულ ზომებს იმისათვის, რომ ჩვენს მფლობელობაში ან ჩვენი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებიც უწყვეტად გამოიყენება, იყოს ზუსტი, სრული, აქტუალური და რელევანტური, ჩვენთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაციის საფუძველზე.
  4. შეზღუდვის უფლება: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა, თუ:
    1. თქვენ დააყენებთ თქვენი პერსონალური მონაცემების სიზუსტის საკითხს, იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა სიზუსტის გადასამოწმებლად,
    2. დამუშავება უკანონოა და თქვენ მოითხოვთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვას წაშლის ნაცვლად,
    3. ჩვენ აღარ გვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნით, მაგრამ თქვენ ისინი გჭირდებათ სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად, ან
    4. თქვენ გააპროტესტებთ დამუშავებას, ხოლო ჩვენ შევამოწმებთ, ენიჭება თუ არა უპირატესობა ჩვენს სამართლებრივ საფუძველს თქვენს სამართლებრივ საფუძველთან შედარებით.
  5. პორტატიულობის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჩვენ წარმოგვიდგინეთ და, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ (თქვენ მიერ ჩვენთვის წარმოდგენილი) თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა სხვა ორგანიზაციისთვის, თუ:
    1. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ავტომატიზებული საშუალებებით;
    2. ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი თანხმობის საფუძველზე ხდება, ან ჩვენი მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა იმ ხელშეკრულების გასაფორმებლად ან შესასრულებლად, რომლის მხარესაც წარმოადგენთ;
    3. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენთვის წარმოდგენილია თქვენ მიერ; და
    4. თქვენი პორტატიულობის უფლება არ ლახავს სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს.
    თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები სტრუქტურირებული, გავრცელებული და მანქანით წაკითხვადი ფორმატით. თქვენი პერსონალური მონაცემების მიღების უფლება არ უნდა ლახავდეს სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს. თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენგან სხვა ორგანიზაციისთვის გადაცემის უფლება წარმოადგენს უფლებას, რომელიც თქვენ გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა ტექნიკურად შესაძლებელია.
  6. წაშლის უფლება: თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ. ჩვენ ვალდებული ვართ შევასრულოთ ეს მოთხოვნა, თუ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენ მიერ, თუ დამუშავება არ არის საჭირო შემდეგისთვის:
    1. გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის გავრცელების უფლების განსახორციელებლად:
    2. სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც საჭიროებს მონაცემების დამუშავებას ევროკავშირის ან წევრი სახელმწიფოს ისეთი კანონის შესაბამისად, რომელიც ჩვენზე ვრცელდება;
    3. საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ მიზნების მისაღწევად, სამეცნიერო, კვლევითი ან სტატისტიკური მიზნებისთვის; ან
    4. სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად.
  7. შედავების უფლება: თქვენ შეგიძლიათ – ნებისმიერ დროს – გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, იმ პირობით, რომ დამუშავება არ ხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, არამედ ჩვენი ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესების გამო. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, თუ არ წარმოვადგენთ საკმარის სამართლებრივ საფუძველს და უპირატესი ძალის მქონე ინტერესს მონაცემების დასამუშავებლად ან სამართლებრივი მოთხოვნების წასაყენებლად, შესასრულებლად ან დასაცავად. თუ თქვენ გააპროტესტებთ მონაცემების დამუშავებას, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ, გსურთ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ შევზღუდავთ მათ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს და მიზეზის მიუხედავად გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით (რაც მოიცავს პროფილირებას ასეთ პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული მასშტაბით), თუ ასეთი დამუშავება ხდებოდა ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე. თუ მარკეტინგი ხორციელდებოდა თქვენი თანხმობის საფუძველზე, შეგიძლიათ გააუქმოთ თანხმობა (იხილეთ ზემოთ).
  8. საჩივრის შეტანის უფლება: თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი თქვენს მონაცემთა დაცვის ადგილობრივ საზედამხედველო ორგანოში ან ნებისმიერ სხვა მონაცემთა დაცვის ორგანოში ევროკავშირში. თუმცა ჩვენ მადლობელი ვიქნებით, თუ პირველ რიგში ჩვენ დაგვიკავშირდებით იმისათვის, რომ ვცადოთ თქვენი პრობლემის მოგვარება – ჩვენი საკონტაქტო მონაცემები მოცემულია ქვემოთ.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები ჩვენთან დაკავშირებით, ჩვენ დაკავშირების გზით (იხილეთ „6. საკონტაქტო ინფორმაცია“ დეტალებისთვის). ტელეფონით ან ელფოსტით გამოგზავნილი მოთხოვნებისთვის საჭირო იქნება საკმარისი ინფორმაციის წარმოდგენა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ იმის გონივრულად შემოწმებას, რომ თქვენ ხართ ის პირი, რომლის პერსონალური მონაცემები შევაგროვეთ, ასევე საჭირო იქნება თქვენი მოთხოვნის საკმარისად დეტალურად აღწერა იმისათვის, რომ შევძლოთ მისი სათანადოდ შეფასება და მასზე რეაგირება. თუ ჩვენ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ვერ მოვახერხებთ თქვენი ვინაობის იდენტიფიცირებას წვდომის და წაშლის მოთხოვნებისთვის, შესაძლოა გთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.

თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ეს უფლებები ამ შეტყობინებაში ყველა ერთობლივად მოხსენიებული მაკონტროლებლის მიმართ.

6. საკონტაქტო ინფორმაცია

თქვენი უფლებების განსახორციელებლად, გთხოვთ, გამოიყენოთ ზემოთ აღნიშნული შესაბამისი ვებფორმა. თუ რაიმე სხვა შეკითხვა გაქვთ პერსონალურ მონაცემების დაცვის თაობაზე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უშუალოდ Tegeta LLC-ს, რომელიც ამ შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ მითითებულია, როგორც თანამაკონტროლებელი, აქ მოცემული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით: https://www.volvocars.com/ge/v/legal/contact-amus.

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Volvo Car Corporation-ის მონაცემთა დაცვის ინსპექტორს შემდეგი მონაცემების გამოყენებით:

კომპანია: Volvo Car Corporation

საფოსტო მისამართი: Volvo Car Corporation, Assar Gabrielssons Väg, SE-405 31 Gothenburg, Sweden (შვედეთი)

ელფოსტის მისამართი: globdpo@volvocars.com

7. კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინების ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შევცვალოთ ჩვენი კონფიდენციალურობის წესები და შევიტანოთ განახლებები და ცვლილებები ამ შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ. ამ მიზნით გირჩევთ, რეგულარულად შეამოწმოთ ეს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ. ეს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ აქტუალურია თარიღისთვის, რომელიც მითითებულია დოკუმენტის თავში. ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კონფიდენციალურობის შესახებ ამ შეტყობინების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მონაცემები შეგროვდა, თუ ჩვენ არ გვაქვს მიღებული თქვენი თანხმობა მათ სხვაგვარად დამუშავებაზე.