Article version 2025.42.0

შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ – Volvo Cars აპი

ძალაში შესვლის თარიღი:

გამოქვეყნებულია:

მოგესალმებით!

ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით თქვენი კონფიდენციალურობის საკითხს და გვსურს წარმოგიდგინოთ გამჭვირვალე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენს პერსონალურ მონაცემებს გამოვიყენებთ მხოლოდ მკაფიოდ აღწერილი მიზნებისთვის და თქვენი მონაცემების დაცვის უფლებების შესაბამისად.

თქვენთვის ინდივიდუალური, მდგრადი და უსაფრთხო ხერხით გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად ჩვენ მუდმივად დაკავებული ვართ ახალი პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებით. როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი გახდება, მათზე ასევე გავრცელდება ეს შეტყობინება, თუ გასაგებად არ გაცნობებთ განსხვავებული პირობების შესახებ.

წინამდებარე შეტყობინებაში აღწერილია, თუ როგორ ამუშავებს Volvo Cars (როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული) თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც იყენებთ Volvo Cars-ის მიერ წარმოდგენილ მობილურ აპლიკაციას (ერთობლივად “Volvo Cars აპი”).

Volvo Cars აპიდან სხვა მობილურ აპლიკაციაში ან ვებსაიტზე გადამისამართების შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთ მობილურ აპლიკაციაში ან ვებსაიტზე პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი იქნება შესაბამისი მობილური აპლიკაციის ან ვებსაიტის მომწოდებელი.

Volvo Cars აპს გააჩნია რამდენიმე ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, როგორც ქვემოთ არის განმარტებული. ხელმისაწვდომი ფუნქციები დამოკიდებული იქნება თქვენს ბაზარზე და გამოწერის ტიპზე. შესაბამისად, ქვემოთ აღწერილი ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა თქვენთვის მიუწვდომელი იყოს.

წინამდებარე შეტყობინებაში კონფიდენციალურობის შესახებ მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

1. ვინ ვართ ჩვენ

ქვემოთ აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირია Volvo Car Corporation, რომლის ოფისი რეგისტრირებულია მისამართზე Assar Gabrielssons Väg, SE-405 31 Gothenburg, Sweden (შვედეთი), კომპანიის რეგისტრაციის ნომერი 556074-3089, შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Volvo Cars“, „ჩვენ“, „ჩვენი“. თუ ჩვენთან ერთად სხვა პირებიც ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს, ე.წ. ერთობლივი მაკონტროლებლები, ეს კონკრეტულად მითითებული იქნება.

2. რა ტიპის პერსონალური მონაცემები, რისთვის და რამდენი ხნით მუშავდება

წინამდებარე მე-2 ნაწილში აღწერილია ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები, ასევე, რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, ასეთი დამუშავების სამართლებრივი საფუძველი და რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ შესაბამის მონაცემებს.

2.1 Volvo Cars აპის გამოყენებისას

თანხმობის საფუძველზე დამუშავებისას, როგორც ქვემოთ არის მითითებული, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ თქვენი თანხმობა, Volvo Cars აპში თქვენს პროფილში, მენიუში „კონფიდენციალურობის პარამეტრები“ დაყენებული ვარიანტების შეცვლით.

რა მიზნით ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს („მიზანი“)პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვიყენებთსამართლებრივი საფუძველიშენახვა (რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს)
Volvo Cars აპის ფუნქციონალობის მონიტორინგი და საჭიროებისას პრობლემების აღმოფხვრა.
  • ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ (მაგ., მოწყობილობის მწარმოებელი, აპის დაინსტალირების ID),
  • ინფორმაცია ავტომობილის შესახებ (მაგ., ავტომობილის მოდელი და ტიპი, წელი, მომხმარებლის ქვეყანა) და
  • გამოყენების მონაცემები (მაგ., დაწკაპუნებები, ნახვები და პოტენციური პრობლემები ან შეცდომები).
ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, მოგაწოდოთ უსაფრთხო და ფუნქციონირებადი Volvo Cars აპი.ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეგროვებიდან 30 დღის განმავლობაში.
Volvo Cars აპისა და შესაბამისი სერვისების გამოყენების შესაფასებლად მომხმარებლის ქცევის უკეთესი გაგებისთვის, Volvo Cars აპის და მასში წარმოდგენილი სერვისების გამოყენებადობის და საიმედოობის გაუმჯობესებისთვის, Volvo Cars აპის გაუმართაობების შემცირებისთვის, ასევე იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი სერვისები, მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.
  • მომხმარებლის იდენტიფიკატორები (როგორიცაა ქუქი-იდენტიფიკატორი, ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ, Volvo ID, ქვეყანა, საიდანაც იღებთ წვდომას Volvo Cars აპზე, ოპერაციული სისტემა, აპლიკაციის ეგზემპლარის იდენტიფიკატორი),
  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN),
  • ავტომობილის კავშირის სტატუსი და
  • გამოყენების მონაცემები (როგორიცაა დაწკაპუნებები აპში, გამოყენებული ფუნქციები, ნანახი გვერდები და პოტენციური პრობლემები ან შეცდომები).
თქვენი თანხმობა.

ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეგროვებიდან 14 თვის განმავლობაში.

ზოგიერთ შემთხვევაში აპის ეგზემპლარის იდენტიფიკატორები შეინახება თქვენს მოწყობილობაში Volvo Cars აპის გამოყენების პერიოდის განმავლობაში.

სერვისების გასაუმჯობესებლად (როგორიცაა ციფრული ჯავშნები) და საჭიროებისას პრობლემების აღმოსაფხვრელად.
  • ჯავშნის დეტალები (მოთხოვნილი ვიზიტის დრო და ადგილი),
  • გამოყენებული საკონტაქტო არხი,
  • ჯავშნის სტატუსი,
  • ჯავშნის შინაარსი.
Volvo Cars-ის ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველყოს პრობლემებისა და შეცდომების მოგვარება და გააანალიზოს და გააუმჯობესოს Volvo Cars-ის მიერ წარმოდგენილი სერვისები.ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ფსევდონიმიზებული ფორმით შეგროვებიდან ხუთი (5) წლის განმავლობაში.

2.2 თქვენი გამოწერები და ავტომობილის დისტანციური სერვისები

თუ თქვენ გამოწერილი გაქვთ Volvo Cars-ის დისტანციური საავტომობილო სერვისები ან Volvo-ს სხვა დაკავშირებული სერვისები, შეგიძლიათ მიიღოთ შესაძლებლობა განაახლოთ ეს სერვისი Volvo Cars აპში.

სერვისირა მიზნით ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს („მიზანი“)პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვიყენებთსამართლებრივი საფუძველიშენახვა (რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს)
გამოწერები, როგორიცაა ავტომობილის დისტანციური სერვისები ან Volvo Cars-თან დაკავშირებული სხვა სერვისები
  • თქვენი შენაძენის ადმინისტრირებისა და მონიტორინგისთვის (შეძენის მომენტიდან მიწოდებამდე),
  • ნებისმიერი საჭირო კონტაქტი ხელისუფლების ორგანოებთან ოფიციალური ანგარიშგებისთვის,
  • თქვენი მოთხოვნის ადმინისტრირება შესაბამისი სერვისებისთვის,
  • მიწოდებისთვის თვალის დევნება და
  • თქვენ მიერ შეძენილ სერვისებთან დაკავშირებული განახლებების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად.
  • იდენტიფიკატორები (როგორიცაა სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი).
  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) და
  • თქვენი შენაძენის პროდუქტის სტატუსი და ისტორია.
ეს დამუშავება საჭიროა თქვენ მიერ ჩვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად.

ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს 90 დღის განმავლობაში თქვენი ბოლო გამოწერის ვადის გასვლის შემდეგ, რათა შევძლოთ სერვისის მოწოდების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ მის ხელახლა გამოწერას ან იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის წვდომა ინვოისებსა თუ ქვითრებზე.

გარდა ამისა, ჩვენ დავაარქივებთ თქვენს შენაძენთან დაკავშირებულ მონაცემებს ათი (10) წლის განმავლობაში ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ დავიცვათ ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგების კანონმდებლობა.

ავტომობილის დისტანციური სერვისები

Volvo Cars-ის ავტომობილის დისტანციური სერვისების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა თქვენი ავტომობილის დისტანციურად მართვის შესაძლებლობა

(მაგ., ჰაერის წინასწარი კონდიცირება, კარების დაბლოკვა/განბლოკვა, ძრავას დისტანციური ამუშავება/გაჩერება, მიმდინარე გარე ტემპერატურა, ქურდობის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინებების მიღება), თქვენი ავტომობილის სტატუსის ნახვის შესაძლებლობა (მაგ., საწვავის დონე, საქარე მინის საწმენდი სითხის დონე, სამუხრუჭო სითხის დონე, კარის დაბლოკვის სტატუსი, გაფრთხილებები საბურავების წნევის ან ტექნიკური მომსახურების შესახებ, კვების ელემენტის სტატუსი ან ავტომობილის სტატუსის სხვა ინდიკატორები).

  • იდენტიფიკატორები (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, Volvo ID, ელფოსტის მისამართი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი ან push შეტყობინების ტოკენი)
  • შენაძენის ისტორია (მფლობელობის პერიოდი, რეგისტრირებული გამოწერის სერვისები, თქვენი ავტომობილის მოდელი და წელი და ავტომობილის შესაბამისი მახასიათებლები).
ეს დამუშავება საჭიროა თქვენ მიერ ჩვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად.

თქვენი Volvo Cars-ის ავტომობილის დისტანციური სერვისების გამოწერის დასრულებისას ამ სერვისზე მიბმული დეტალები, მათ შორის თქვენი პერსონალური ინფორმაცია, წაიშლება 90 დღის გასვლის შემდეგ.

მიაქციეთ ყურადღება, რომ Volvo Cars-ის გამოწერა მოჰყვება ავტომობილს. შესაბამისად, მფლობელობის ცვლილების შემთხვევაში, თქვენ, როგორც გამყიდველი პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ გაწყვიტოთ თქვენი ავტომობილის კავშირი Volvo Cars აპთან და წაშალოთ თქვენი მონაცემები. ეს ასევე ვრცელდება რეგისტრირებულ ძირითად მძღოლზე ავტომობილის გაქირავების შემთხვევაში. ინსტრუქციისთვის მიჰყევით ამ ბმულს.

თქვენი ავტომობილის მდებარეობის ტელეფონიდან ადვილად ნახვის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად. თქვენი კონტაქტების სიის, კალენდარული მოვლენების ან ძიების შედეგების საფუძველზე საჭირო ობიექტის მდებარეობის ტელეფონიდან ავტომობილის სისტემაში ადვილად გაგზავნის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.
  • თქვენი მდებარეობის მონაცემები, კალენდრები და კონტაქტები, თუ ჩართავთ ამას მობილურის პარამეტრებიდან
თქვენი თანხმობა/ნებართვა თქვენი მოწყობილობის პარამეტრებიდან.

ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს 90 დღის განმავლობაში თქვენი ბოლო გამოწერის ვადის გასვლის შემდეგ, რათა შევძლოთ სერვისის მოწოდების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ მის ხელახლა გამოწერას ან იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის წვდომა ინვოისებსა თუ ქვითრებზე.

გარდა ამისა, ჩვენ დავაარქივებთ თქვენს შენაძენთან დაკავშირებულ მონაცემებს ათი (10) წლის განმავლობაში ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ დავიცვათ ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგების კანონმდებლობა.

შეხსენება თქვენი ავტომობილის ტექნიკური მომხმარებისა და სერვისის შესახებVolvo Cars აპში მოახლოებული ტექნიკური მომსახურების შესახებ push შეტყობინებებისა და სერვისის ჩატარების თაობაზე შეხსენების გამოსაგზავნად.
  • ავტომობილის მდებარეობა; და
  • თქვენი მობილური მოწყობილობის მდებარეობა, რათა შეძლოთ რუკის ფუნქციების გამოყენება Volvo Cars აპში (თქვენი ნებართვით, რომელსაც თქვენს მოწყობილობაზე გასცემთ), იმისათვის, რომ რუკაზე გაჩვენოთ თქვენი პოზიცია თქვენი Volvo ავტომობილის მიმართ.

ჰიბრიდული და სრული ელექტრომობილების შემთხვევაში ჩვენ მიერ შეინახება:

  • დამუხტვის მდებარეობა დამუხტვის დაგეგმვის უფრო კომფორტული მეთოდის შესათავაზებლად.
ეს დამუშავება საჭიროა თქვენ მიერ ჩვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად, იმ სიტუაციების გარდა, როდესაც კონკრეტულად დაგისვამთ კითხვას, თანახმა ხართ თუ არა დამუშავებაზე; უკანასკნელ შემთხვევაში დამუშავება მოხდება თქვენი თანხმობის საფუძველზე.

ჩვენ შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს 90 დღის განმავლობაში თქვენი ბოლო გამოწერის ვადის გასვლის შემდეგ, რათა შევძლოთ სერვისის მოწოდების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ მის ხელახლა გამოწერას ან იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენთვის წვდომა ინვოისებსა თუ ქვითრებზე.

გარდა ამისა, ჩვენ დავაარქივებთ თქვენს შენაძენთან დაკავშირებულ მონაცემებს ათი (10) წლის განმავლობაში ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ დავიცვათ ბუღალტრული და ფინანსური ანგარიშგების კანონმდებლობა.

2.3 ავტომობილის მართვის ჟურნალი

ავტომობილის მართვის ჟურნალებში ავტომატურად იწერება ყველა თქვენი მგზავრობა. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, როდესაც, მაგალითად, გსურთ გარბენთან დაკავშირებული ხარჯების მართვა. ავტომობილის მართვის ჟურნალის ფუნქციონირებისთვის საჭიროა გაააქტიუროთ ის; წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემები არ შეგროვდება. ავტომობილის მართვის ჟურნალის გამორთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ Volvo Cars აპიდან და მისი გამორთვის შემთხვევაში ამ მიზნით მონაცემების შეგროვება შეწყდება.

რა მიზნით ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს („მიზანი“)პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვიყენებთსამართლებრივი საფუძველიშენახვა (რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს)
ავტომობილის მართვის ჟურნალის სერვისის უზრუნველსაყოფად, რომელიც ავტომატურად აღრიცხავს თქვენს მგზავრობებს.
  • იდენტიფიკატორები, როგორიცაა სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი,
  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) და მისი მდებარეობა,
  • მგზავრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი მარშრუტები, დრო, მანძილი, საწვავის და/ან ელექტროენერგიის მოხმარება და გარბენი,
  • თქვენი ავტომობილის მოდელის მიხედვით, შეგროვდება მხოლოდ საწყისი და საბოლოო პოზიცია ან სრული მარშრუტი.
თქვენი თანხმობა.როგორც წესი, ავტომობილის მართვის ჟურნალის მონაცემები შეინახება მაქსიმუმ 400 დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია თქვენი მანქანის მოდელზე; ამ ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები შეიძლება წაიშალოს ან ანონიმიზებული იქნეს.

2.4 დამუხტვა

Volvo Cars უზრუნველყოფს დამუხტვის მრავალ პროდუქტსა და სერვისს, რომელიც ინტეგრირებულია Volvo Cars აპში, რათა გაგიადვილოთ ელექტრომობილის დამუხტვა. მოცემულ ნაწილში აღწერილია, თუ როგორ ამუშავებს Volvo Cars თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც იყენებთ ამ პროდუქტებსა და სერვისებს.

2.4.1 საზოგადოებრივ სივრცეში დამუხტვა

სერვისირა მიზნით ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს („მიზანი“)პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვიყენებთსამართლებრივი საფუძველიშენახვა (რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს)
Digital Charging Solutionsსაზოგადოებრივ სივრცეში დამუხტვის სერვისების უზრუნველსაყოფად კომპანიასთან Digital Charging Solutions (DCS) GmbH თანამშრომლობით, რომელიც რეგისტრირებულია გერმანიაში, მისამართზე Rosenstraße 18-19, 10178 Berlin, Germany, რეგისტრაციის ნომერი 211155 B და რომელიც დამოუკიდებლად აგებს პასუხს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
  • საკონტაქტო მონაცემები
  • Volvo ID
  • ავტომობილის დეტალები
  • DCS დატენვის ბარათი ID
  • ავტომობილის ადგილმდებარეობის მონაცემები – უახლოესი დამტენი სადგურის მოსაძებნად
  • ფინანსური ინფორმაცია

სესიის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის და საზოგადოებრივი დამტენი სადგურების მომსახურებისთვის ინვოისების გამოწერის მიზნით ჩვენ ვამუშავებთ DCS-იდან მიღებულ დამატებით ინფორმაციას:

  • დატენვის სესიის ID
  • დატენვის სესიის დაწყების დრო
  • დატენვის სესიის ხანგრძლივობა
  • დატენვის სესიის ფასი
  • დატენვის სესიის დროს დამატებული ენერგია
  • დამტენი სადგურის შემაერთებლის ტიპი
  • დამტენი პუნქტის ოპერატორის სახელი
ეს დამუშავება საჭიროა თქვენ მიერ ჩვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად.ჩვენ შევინახავთ საზოგადოებრივ სივრცეებში დამუხტვასთან დაკავშირებულ მონაცემებს იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ Volvo Cars აპის მომხმარებელი იქნებით, ხოლო თქვენი ანგარიშის წაშლის შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები ანონიმიზებული იქნება ან წაიშლება ერთი (1) წლის განმავლობაში.

მიერთება და დამუხტვა

„მიერთება და დამუხტვა“ საშუალებას გაძლევთ, დამუხტოთ ავტომობილი საზოგადოებრივ დასამუხტ სადგურზე აპის, RFID-ის ან ბარათის გამოუყენებლად.

თავსებად დასამუხტ სადგურს შეუძლია თქვენი ავტომობილის იდენტიფიცირება და დამუხტვის თაობაზე თქვენი ხელშეკრულების შემოწმება თქვენი მხრიდან ყოველგვარი მოქმედების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დაიწყოთ დამუხტვა მხოლოდ კაბელის მიერთებით.

სერვისის „მიერთება და დამუხტვა“ უზრუნველსაყოფად.
  • სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN),
  • PCID (უზრუნველყოფის სერტიფიკატის ID); და
  • ხელშეკრულების სერტიფიკატი.
ეს დამუშავება საჭიროა თქვენ მიერ ჩვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად.ჩვენ შევინახავთ სერვისთან „მიერთება და დამუხტვა“ დაკავშირებულ მონაცემებს ავტომობილიდან ხელშეკრულების სერტიფიკატის წაშლამდე.

2.4.2 სახლში დამუხტვა

სერვისირა მიზნით ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს („მიზანი“)პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვიყენებთსამართლებრივი საფუძველიშენახვა (რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს)
ჭკვიანი დამუხტვასახლში ავტომობილის დამუხტვის ჭკვიანი გრაფიკის უზრუნველსაყოფად.
  • საკონტაქტო მონაცემები;
  • ავტომობილის დეტალები;
  • აკუმულატორის დეტალები, როგორიცაა აკუმულატორის ენერგიის დონე, აკუმულატორის ენერგიის სამიზნე დონე, მიმდინარე ლიმიტი და დამუხტვის დასრულების დრო;
  • მდებარეობა ავტომობილის სახლის დამმუხტველის სიახლოვეს ყოფნის დროის დასადგენად. ავტომობილის მდებარეობის მონაცემები დამუშავდება, როდესაც ავტომობილი განსაზღვრული გეოგრაფიული ზონის ფარგლებში იქნება, თქვენ მიერ მითითებული სახლის მისამართის საფუძველზე. როგორც კი ავტომობილი გავა ამ ზონის ფარგლებს გარეთ, მდებარეობის მონაცემები აღარ გაზიარდება.
ეს დამუშავება საჭიროა თქვენ მიერ ჩვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად.ჩვენ შევინახავთ ავტომობილის მონაცემებს, აკუმულატორის მონაცემებს და მდებარეობას ავტომობილიდან დასამუხტი კაბელის გამოთიშვამდე. ჩვენ შევინახავთ თქვენს საკონტაქტო დეტალებს ხუთი (5) წლის განმავლობაში.
Volvo-ს მიერ უზრუნველყოფილი ან შერჩეული დასამუხტი სადგური („Wallbox“)ელექტრომობილის Volvo Cars აპის და Wallbox-ის მეშვეობით დამუხტვის მართვის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.
  • Volvo ID;
  • Wallbox-თან დაკავშირებული მონაცემები: უნიკალური იდენტიფიკატორები, როგორიცაა Wallbox-ის ID, Wallbox-ის მოდელი და Wallbox-ის სტატუსი;
  • დამუხტვის დეტალები: დამუხტვის სტატუსი, დამუხტული ან განმუხტული მოცულობა და დაკავშირებადობის სტატუსი; და
  • სახლში ენერგიის მოხმარება (თუ დაინსტალირებული გაქვთ რეალურ დროში ენერგიის მოხმარების მრიცხველი).
ეს დამუშავება საჭიროა თქვენ მიერ ჩვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად.ჩვენ შევინახავთ პერსონალურ მონაცემებს Wallbox-ის გამოყენების განმავლობაში. Wallbox-ის დაწყვილების გაუქმებისთანავე თქვენი პერსონალური მონაცემები ანონიმიზებული იქნება ან წაიშლება დაწყვილების გაუქმებიდან 30 დღის შემდეგ.

2.5 კვლევა და განვითარება

რა მიზნით ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს („მიზანი“)პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვიყენებთსამართლებრივი საფუძველიშენახვა (რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს)
სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად და იმის შესასწავლად, თუ როგორ გამოიყენება ჩვენი პროდუქტები და სერვისები.
  • ავტომობილთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა მოდელი, წარმოების წელი, ბაზარი, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), ინფორმაცია აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები (რუკები და აპები), ოდომეტრი, სერვისის ინდიკატორები, სიგნალები, გაფრთხილებები, ტემპერატურა, ენერგიისა და საწვავის მოხმარება, დროის ნიშნულები, მდგომარეობა, ავტომობილის სტატუსი, დისტანციური სერვისებით სარგებლობა, სერვისის ისტორია და აკუმულატორის დისტანციური მართვა (ინფორმაცია დამუხტვის შესახებ).
  • თქვენთან, როგორც მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა Volvo ID, გაყიდვის ან სერვისის პუნქტი.
  • ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება Volvo Cars აპი, როგორიცაა აპის დაწყვილება და ანგარიშის მიბმა.
ჩვენ ლეგიტიმური ინტერესი, განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტები და სერვისები მათი გამოყენების საფუძველზე.ჩვენ შევინახავთ პერსონალურ მონაცემებს 10 წლის განმავლობაში.

3. თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება

ჩვენ ვუზიარებთ მონაცემებს სხვადასხვა ორგანიზაციებს ჩვენი ბიზნესის, თქვენთან ურთიერთობის საწარმოებლად და თქვენთვის პროდუქტებისა და სერვისების მოსაწოდებლად. შესაბამისი სიტუაციები ქვემოთ არის აღწერილი და ასეთი ორგანიზაციები მოხსენიებულია, როგორც „მომწოდებლები“, „დამმუშავებლები“ ან „ქვედამმუშავებლები“.

ამ ორგანიზაციებისთვის მონაცემების გაზიარების თითოეულ შემთხვევაში ჩვენ დადებული გვაქვს მონაცემთა დაცვის აუცილებელი ხელშეკრულებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს პერსონალური მონაცემების კანონიერი გზით გამოყენება კონფიდენციალურობის შესახებ ამ შეტყობინებაში აღწერილი მიზნების შესაბამისად. გარდა ამისა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გავაზიარებთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მიზნის მისაღწევად. როგორც წესი, ეს მომწოდებლები ჩვენი სახელით მოქმედებენ, როგორც დამმუშავებლები, თუ ქვემოთ სხვა რამ არ არის მითითებული.

გარკვეულ სიტუაციებში პერსონალური მონაცემების გაზიარება ითვალისწინებს პერსონალური მონაცემების შეზღუდულ გადაცემას ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა გადაცემის შეზღუდვა მინიმუმამდე მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ისეთი მონაცემების გადაცემა, რომლებითაც შეუძლებელია თქვენი უშუალო იდენტიფიცირება, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს არაავტორიზებული გამჟღავნების რისკი.

ვის („მიმღები“)რისთვის („მიზანი“)
IT მომწოდებლებიპერსონალური მონაცემები გადაეცემათ IT მომწოდებლებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნეს მხარდაჭერის ზოგად სისტემებს, როგორებიც არიან მონაცემთა საცავების მომწოდებლები და ღრუბლოვანი დაკავშირებადობის სერვისის პროვაიდერები.
კომუნიკაციებისა და რეკლამის მომწოდებლები, მათ შორის ჩატის ფუნქციონალობისა და მომხმარებელთა მომსახურების სერვისის მომწოდებლებიპერსონალური მონაცემები გაუზიარდებათ მომწოდებლებს, რომლებიც გვეხმარებიან თქვენთან კომუნიკაციის წარმოებაში Volvo Cars აპის და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, როგორიცაა ელფოსტა და ტელეფონი.
ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების მომწოდებლებიპერსონალური მონაცემები გაუზიარდებათ მომსახურების მომწოდებლებს, რომლებიც გვაწვდიან ანალიტიკურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორც გამოიყენება Volvo Cars აპი, რაც გვეხმარება ჩვენი Volvo Cars აპის და შეთავაზებების გაუმჯობესებაში.
გადახდის სერვისის, ბილინგის, ინვოისისა და გამოწერის ადმინისტრირების მომწოდებლებიჩვენ ვსარგებლობთ გადახდის სერვისის მესამე მხარე მომწოდებლების მომსახურებით თქვენი გადახდების დასამუშავებლად, როგორიცაა Stripe Inc. (https://stripe.com/en-se/privacy). გადახდის სერვისის ასეთი მომწოდებლები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ცალკე დამუშავებაზე.
რუკის სერვისები (Google Maps)Volvo Cars აპში გამოიყენება Google Maps (https://policies.google.com/privacy) თქვენი და თქვენი ავტომობილის მდებარეობის საჩვენებლად.
დამუხტვა საზოგადოებრივ სივრცეში (Digital Charging Solutions)

საზოგადოებრივ სივრცეში დამუხტვის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფილია Digital Charging Solutions-თან პარტნიორობით (https://volvocar-public-charging.com/web/en/volvo-gb/privacy-policy), ითვალისწინებს თქვენი გარკვეული პერსონალური მონაცემების გაზიარებას. ასეთი დამუშავების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ზემოთ მოცემული ნაწილი 2.4.1.

Volvo Car Group-ის სხვა წევრებიპერსონალური მონაცემები უზიარდებათ ჩვენს გაყიდვების ეროვნულ კომპანიებს შესაბამის ქვეყანაში, საიდანაც წარმოიშვება პერსონალური მონაცემები. ეს ხდება ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა გაყიდვების პუნქტების ეფექტურობის, მომხმარებელთა მომსახურების და გამოწერის გახანგრძლივებისა და ხელახალი გააქტიურების შეფასება.
თქვენ მიერ დამტკიცებული ნებისმიერი პირიმაგალითად, შეიძლება მოგვცეთ ნებართვა, გავუზიაროთ პერსონალური მონაცემები სხვა მხარეს, როგორიცაა სერვისის მესამე მხარე მომწოდებელი, დაზღვევის სერვისის მომწოდებელი ან სხვა მსგავსი მხარე.

4. თქვენი უფლებები და კონტროლის საშუალებები

თქვენ გაქვთ გარკვეული კანონიერი უფლებები თქვენ შესახებ იმ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ. უფლებები შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რომელ იურისდიქციაში იმყოფებით და დამუშავების ხასიათიდან გამომდინარე. ზოგადად, თქვენი უფლებები ეხება შესაძლებლობას:

  • გააუქმოთ თქვენი თანხმობა
  • უარი თქვათ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე
  • მოითხოვოთ მონაცემების ასლი, რომლებსაც ვფლობთ თქვენ შესახებ (ე.წ. სუბიექტის წვდომის უფლება)
  • მოითხოვოთ მონაცემების გადაცემა სხვა პირისთვის (ე.წ. მონაცემთა პორტატიულობა)
  • მოითხოვოთ მონაცემების შესწორება ან შეზღუდვა
  • მოითხოვოთ მონაცემების წაშლა (ე.წ. დავიწყების მოთხოვნის უფლება)

როგორც აღვნიშნეთ, ეს უფლებები არ არის აბსოლუტური და ზოგიერთ შემთხვევაში მათი გამოყენება იზღუდება მონაცემთა დაცვის კანონებით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის აგიხსნით, თუ რატომ არ შეგვიძლია თქვენი მოთხოვნის შესრულება.

თუ გსურთ უფლების გამოყენების მოთხოვნის გამოგზავნა, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამ ფორმის შევსებით. გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ფორმა, რადგან ის მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც გვჭირდება თქვენი ვინაობის შესამოწმებლად და თქვენი მოთხოვნის ეფექტურად დასამუშავებლად. თუმცა, თუ არ გსურთ ფორმის გამოყენება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა მომდევნო ნაწილში მოცემული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით.

თქვენ ასევე გაქვთ უფლება, შეიტანოთ საჩივარი მონაცემთა დაცვის ადგილობრივ ორგანოში, თუ პრეტენზია გაგიჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თუმცა მადლობელი ვიქნებით, თუ დაგვიკავშირდებით და პირველ რიგში ჩვენ გვაცნობებთ პრეტენზიის შესახებ, რათა მოგვეცეს მისი ერთად მოგვარების საშუალება. საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

5. საკონტაქტო ინფორმაცია

თუ კითხვები გაქვთ იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე dataprotection@volvocars.com ან მიმართოთ Volvo Car Corporation-ის მონაცემთა დაცვის ინსპექტორს:

საფოსტო მისამართი: Volvo Car Corporation, მიმღები: The Data Protection Officer (მონაცემთა დაცვის ინსპექტორი), dep 50099, VAK, 405 31 Gothenburg, Sweden (შვედეთი).

ელფოსტის მისამართი: globdpo@volvocars.com

6. ამ შეტყობინების განახლებები

ჩვენ მუდმივად ვამუშავებთ ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს და მის შედეგად ვარედაქტირებთ და ვაახლებთ ამ შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ. შესაბამისად, გირჩევთ, რეგულარულად შეამოწმოთ ეს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ. კონფიდენციალურობის შესახებ ამ შეტყობინების ზედა ნაწილში მოცემული თარიღი მისი ბოლო განახლების თარიღია. ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს კონფიდენციალურობის შესახებ ამ შეტყობინების შესაბამისად, რომლის თანახმადაც მონაცემები შეგროვდა, თუ ჩვენ არ გვაქვს მიღებული თქვენი თანხმობა მათ სხვაგვარად დამუშავებაზე.