2021 წელს, ჩვენი გაყიდვების მაღალმა მაჩვენებელმა, კიდევ უფრო მაღალი ფინანსური შედეგების მიღების საშუალება მოგვცა.
ცხადია, რომ 2021 წელი მრავალი თვალსაზრისით რთული წელი იყო. პანდემია, რომელიც ჯერ კიდევ უარს ამბობს დამარცხებაზე, გლობალური მიწოდების ჯაჭვების პრობლემები გამოწვეული არასტაბილური სავაჭრო გარემოთი, ნახევარგამტარების ნაკლებობა; ნამდვილად გვქონია უფრო მარტივი წლები საავტომობილო ინდუსტრიაში და ჩვენს კომპანიაში.
მიუხედავად ამისა, ამ რთულ პირობებში, ჩვენ საკმაოდ კარგი შედეგები ვაჩვენეთ. წლის განმავლობაში, დავაფიქსირეთ გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა, მივაწოდეთ მომხმარებლებს თითქმის 700,000 ახალი Volvo-ს ავტომობილი და გავზარდეთ ბაზრის წილი.
დღეს ვაცხადებთ, რომ ფინანსური კუთხითაც კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ფაქტობრივად, კალენდარული წლის შედეგებით, რეკორდი დავამყარეთ, როგორც შემოსავლების, ასევე, მომგებიანობის მხრივ.
ჩვენმა ერთობლივმა შემოსავალმა 282 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა, რაც აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, რომელიც 262,8 მილიარდი შვედური კრონა იყო, ხოლო, 2021 წლის საოპერაციო მოგება იყო 20,3 მილიარდი შვედური კრონა, 2020 წლის 8,5 მილიარდ შვედურ კრონასთან შედარებით. შედეგად მიღებული მოგების მარჟამ შეადგინა 7,2 პროცენტი, რაც ახლოსაა ჩვენს შუალედურ მიზანთან — 8-დან 10 პროცენტამდე მოგების მარჟის მუდმივი მიღწევა.
"ჩვენმა ერთობლივმა შემოსავალმა 282 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა, რაც აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, რომელიც 262,8 მილიარდი შვედური კრონა იყო, ხოლო, 2021 წლის საოპერაციო მოგება იყო 20,3 მილიარდი შვედური კრონა, 2020 წლის 8,5 მილიარდ შვედურ კრონასთან შედარებით."
„მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს დიდი ძალისხმევისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ“, - ამბობს ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი ჰაკან სამუელსონი. „თანამშრომლობისა და მონდომების წყალობით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ მყარად დავაყენეთ Volvo Cars რუკაზე, როგორც ბრენდი, რომელიც ქმნის მობილურობის მომავალს უსაფრთხოების, ეკოლოგიურიბისა და პერსინალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული გზით, რაც გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია იყო ერთდროულად მომგებიანიცა და მდგრადიც.”
რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი ფინანსური შედეგები დადებით გავლენას ახდენს ჩვენს Volvo-ს ბონუსების პროგრამაზე, რის შესახებაც ზემოთ მოცემულ ფილმში მოგვახსენებენ კორპორატიული ფუნქციების ხელმძღვანელი ჰანა ფაგერი და ჩვენი ფინანსური დირექტორი ბიორნ ანუოლი. Volvo Cars-ის ყველა თანამშრომელი წელს ბონუსს მიიღებს, ხოლო, ანაზღაურების დონე წლიური გეგმიური ბონუსის რეკორდულ 200 პროცენტს შეადგენს.
ეს არის დამსახურებული ჯილდო ყველა თანამშრომლისთვის ერთწლიანი მძიმე შრომის შემდეგ.
პრესრელიზის წასაკითხად გთხოვთ დააწკაპუნოთ აქ