2021 ნახევარი წლის ფინანსური შედეგები – რეკორდული მაჩვენებლები

დღეს ჩვენ მთელი ჩვენი 94-წლიანი ისტორიის განმავლობაში, საუკეთესო ნახევარი წლის შედეგებს აღვნიშნავთ, გაყიდვებისა და საოპერაციო მოგების მოცულობების თვალსაზრისით.

პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ გაყიდვების რეკორდული მოცულობა გვქონდა, რაც ჩვენს SUV-ებსა და Recharge მარკის ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე დიდმა მოთხოვნამ განაპირობა. დღეს, მოხარულნი ვართ შეგატყობინოთ, რომ ჩვენმა მაღალმა მაჩვენებლებმა ასევე გაზარდა ფინანსური შედეგები.


მოკლედ რომ შევაჯამოთ, წლის პირველ ნახევარში, გავყიდეთ 380 757 ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით. ეს იყო საუკეთესო ნახევარი წლის შედეგი ჩვენს ისტორიაში. ეს, 2020 წლის პანდემიით დაზარალებულ პერიოდთან შედარებით, 41 პროცენტით მატებას წარმოადგენს – და კომპანიამ ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი 12 პროცენტიანი ზრდა 2019 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, რაც წარმოადგენს უფრო შესაფერის შედარებას პანდემიის შედეგად შეფერხების გარეშე. ჩვენი გაყიდვების მოცულობამ 12 თვის განმავლობაში შეადგინა დაახლოებით 775 000 ავტომობილი, რაც ჩვენ მიერ 10 წლის წინ დასახულ მიზანზე 800 000 სულ ცოტათი ნაკლებია.


ყველა ამ ახალი ავტომობილის გაყიდვამ მოიტანა 141 მილიარდი შვედური კრონის ოდენობის შემოსავალი, რაც 26,3 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. გაყიდვების და შემოსავლების ზრდამ ასევე გაზარდა მოგება, რამაც ხელი შეუწყო ხარჯების ეფექტურობის გაუმჯობესებასა და დადებითი შედეგების მიღებას ჩვენი შვილობილი კომპანიების საქმიანობაში. საოპერაციო მოგება 13,2 მილიარდი შვედური კრონის ოდენობით, არის ნახევარი წლის საუკეთესო მაჩვენებელი, რომელიც ოდესმე გვქონია. საოპერაციო მარჟამ 9,4 პროცენტი შეადგინა.


ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც ჩვენ ვისურვებდით: ნახევარგამტარების გლობალურმა დეფიციტმა წლის პირველ ნახევარში პრობლემა შეგვიქმნა. მაგრამ ჩვენ ყველა ქარხანაში მოვახდინეთ წარმოების ადაპტირება და შევცვალეთ პრიორიტეტები მომხმარებელთა მოთხოვნის შესაბამისად, რამაც მოგვცა საშუალება, შეგვემცირებინა გავლენა მომხმარებლების მიწოდებაზე.


„კომპანია განაგრძობდა აქტიურ განვითარებას ზოგადდარგობრივი ნახევარგამტარების დეფიციტის მიუხედავად, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ გამოვავლინეთ, რომ წარმოვადგენთ საავტომობილო ინდუსტრიაში უწყვეტი გარდაქმნების განმახორციელებელ ლიდერებს“, - აღნიშნა ჰაკან სამუელსონმა, Volvo Cars-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„საოპერაციო მოგება 13,2 მილიარდი შვედური კრონის ოდენობით, არის ნახევარი წლის საუკეთესო მაჩვენებელი, რომელიც ოდესმე გვქონია“

პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ჩვენ ასევე გადავდგით დამატებითი ნაბიჯები ჩვენი სრულად ელექტრონული მომავლისკენ. Recharge ავტომობილების გაყიდვები ახლა ჩვენი საერთო მოცულობების მეოთხედს წარმოადგენს და ეს ტრადიციულ პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელთა შორის გვაქცევს ლიდერებად, როდესაც საქმე ეხება დამუხტვადი ავტომობილების გაყიდვების წილს.


სრული ელექტრიფიკაციისკენ სწრაფვის ფარგლებში, ჩვენ გამოვუშვით მეორე სრულად ელექტრო მოდელი, Volvo C40 Recharge. ამავდროულად, ჩვენ გავამყარეთ ონლაინ გაყიდვების სტრატეგია მომხმარებლის ცვალებადი ქცევის დასაკმაყოფილებლად. ამიერიდან ყველა სრულად ელექტრო მოდელი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საიტზე volvocars.com, და მომხმარებელს შეუძლიათ შეკვეთის განთავსება მათთვის მოხერხებულ ადგილას; სახლიდან, Volvo-ს სტუდიაში ან საცალო დილერთან ერთად. ამჟამად ჩვენ ონლაინ გაყიდვებით რამდენიმე ბაზარზე ვმუშაობთ, გამჭვირვალე და მოქნილი სამომხმარებლო შეთავაზებებით, ავტომობილის მოვლის, ცვეთის, ასევე დაზღვევის მომსახურებების პაკეტების ჩათვლით. Volvo Cars-ის სააბონენტო შეთავაზება გამოწერის შეთავაზება – Care by Volvo, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ხუთჯერ გაიზარდა 10 000-ზე მეტი კონტრაქტით.


მდგრადი აკუმულატორების უზრუნველყოფა ჩვენი კომპანიის გარდაქმნის ძირითადი ფაქტორია. ამიტომ, Volvo Cars გეგმავს Northvolt-თან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, ძალისხმევის გაერთიანებას მომავალი თაობის აკუმულატორული ბატარეეების ერთობლივი შემუშავებისა და წარმოებისთვის.

ელექტრიფიკაციაზე ფოკუსირების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ასევე გამოვყოფთ შიდა წვის ძრავის წარმოებას ცალკე ქვედანაყოფად – Aurobay, რომელშიც მთავარი აქციონერი გახდება Geely Holding. Aurobay-ის წყალობით Volvo Cars მიიღებს ნაყოფიერ თანამშრომლობასა და ასევე, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი შიდა წვის ძრავების მიწოდებას ჩვენი ჰიბრიდული ძალური დანადგარებისთვის, სანამ ჩვენი კომპანია სრულად ელექტრო არ გახდება.


მაისში, ჩვენმა დირექტორთა საბჭომ გამოაცხადა, რომ აფასებს შესაძლო თავდაპირველი აქციების საჯარო განთავსებას (IPO) სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. შეფასების პროცესი ამჟამად გრძელდება.


ჰაკან სამუელსონმა აღნიშნა: „Volvo Cars-ს წარმატებული გარდაქმნების ათწლიანი ისტორია აქვს. საავტომობილო მრეწველობა იცვლება როგორც არასდროს და ჩვენ მოწოდებული ვართ, ვიყოთ ყველაზე სწრაფი გარდამქმნელები. ”

გაზიარება