მღელვარებით აღსავსე და ამავდროულად დასამახსოვრებელი 2023 წლის დასასრულს, მოდით განვიხილოთ, თუ როგორი იყო ეს წელი Volvo Cars-ისთვის.
საშობაო ნაძვის ხის წინ გაჩერებული ნაცრისფერი Volvo EX90, საჩუქრებით სავსე საბარგულით.
რა საოცარი წელი იყო 2023! ჩვენ წარმოვადგინეთ რამდენიმე ელექტრო ავტომობილი, განვახორციელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ინვესტიცია, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გარემოს დაცვის კუთხით, დავაფიქსირეთ გაყიდვების მზარდი მაჩვენებელი ეს ყველაფერი შევძელით მღელვარებით აღსავსე გლობალური გამოწვევების ფონზე. ამით ჩვენ მოვემზადეთ 2024 წლისთვის, რომელიც იქნება ჩვენი კომპანიის მიმდინარე ტრანსფორმაციისთვის გადამწყვეტი წელი.მოდით პირველ რიგში დავათვალიეროთ ეს ახალი და ლამაზი ავტომობილები. ივნისში, ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი მცირე ზომის, თუმცა მძლავრი EX30, სრულად ელექტრო მცირე ზომის SUV. EX30-მა გაყიდვების დაწყებამდეც შეძლო დიდი შთაბეჭდილების მოხდენა, დაიმსახურა დადებითი შეფასებები და უამრავი ჯილდო გლობალური საავტომობილო მედიისგან. მრავალი ინოვაციით აღჭურვილი მცირე ზომის EX30: უფრო ეკოლოგიური მასალები და დიზაინი, ტექნოლოგია, რომელიც თქვენს ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს გახდის და პრემიუმ ელექტრო ავტომობილის მიმზიდველი ფასი.
შემოდგომაზე კი ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი პირველი სრულად ელექტრო MPV. Volvo EM90 ბორბლებზე მდგარ სკანდინავიურ სასტუმრო ოთახს მოგაგონებთ, სადაც კომფორტი და ფუფუნება გაერთიანებულია Volvo Cars-ის ხარისხთან, რომელიც ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებს ამართლებს. EX30-ის და EM90-ის მეშვეობით, ჩვენ შევძელით ჩვენი ბრენდის ბაზრის ახალ სეგმენტებზე წარმოდგენა და ჩვენი პორტფოლიოს შეთავაზება უფრო ფართო აუდიტორიისთვის.
2023 წელი ზრდის წელიწადი იყო.
EX30-ის და EM90-ის პრეზენტაცია განხორციელდა ჩვენი ავტომობილების პოპულარობის ზრდის ფონზე. ნოემბერი გაყიდვების ზრდის უწყვეტი ტენდენციის მე-15 თვე იყო, ხოლო სრულად ელექტრო ავტომობილების წილმა მთლიანი გაყიდვების 16 პროცენტს მიაღწია, რაც იმის აშკარა დემონსტრირებაა, რომ სწორი გზით მივდივართ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება, გამოვუშვებთ უფრო მეტ ახალ ავტომობილს და განვაგრძობთ ჩვენი ამბიციური მიზნის განხორციელებას, რაც მდგომარეობს 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილების გაყიდვაზე გადასვლაში.
ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ახალ, სრულად ელექტრო მოდელებში, თუმცა სამომავლო ინვესტიციები მრავალ სხვა მიმართულებას მოიცავს. მაგალითად, ამ ახალი ავტომობილების ბაზარზე წარმოდგენისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურა, ამისათვის ჩვენ ვაშენებთ ახალ საწარმოს სლოვაკიაში. ასევე ჩვენ დავიწყეთ აკუმულატორების ახალი საწარმოს მშენებლობა შვედეთში, Northvolt-თან თანამშრომლობით განხორციელებული აკუმულატორების წარმოების ერთობლივ პროექტის ფარგლებში.ჩვენს მშობლიურ ქალაქ გეტენბორგში, ჩვენ გავხსენით პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების ახალი, თანამედროვე ცენტრი, ხოლო ჩვენს ტექნოლოგიური ცენტრების გლობალურ ქსელს დავამატეთ ორი ახალი ტექნოლოგიური ჰაბი კრაკოვსა და სინგაპურში, რომლებიც ორიენტირებულია პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროექტებში, რადგან ჩვენს ავტომობილებში გამოყენებული პროგრამების კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ამბიციური სტრატეგიული გეგმების მიღწევისთვის და ჩვენი მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების შეთავაზებისთვის.
წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორისაა მიმდინარეკომერციული ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობს ჩვენი ავტომობილების ბაზარზე წარდგენის გზების გადახედვას, ასევეახალი ბიზნეს განყოფილების დაფუძნებას, სახელწოდებით Volvo Cars Energy Solutions. ყველა ეს სტრატეგიული მიზანი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი მომავლის განსაზღვრაში, 2024 წელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი იქნება სტრატეგიული ტრანსფორმაციის პროცესში.
2024 წელს, ჩვენი კომპანიის ისტორიაში პირველად, ვგეგმავთ სამი ახალი, სრულად ელექტრო ავტომობილის გამოშვებას, რომლებიც აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. EX30 და EM90, ასევე ჩვენი ფლაგმანი EX90 SUV, არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის მომავლის განსახიერებაა, არამედ გვეხმარება გავაფართოოთ ჩვენი კლიენტთა ბაზა და ავითვისოთ ბაზრის სრულიად ახალი სეგმენტები.
მათი გამოშვება ასევე წარმოადგენს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ნაწილს. ელექტრო და პროგრამული უზრუნველყოფით მართვად ავტომობილებზე ორიენტირებით, ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს მომავლის ტექნოლოგიებში და ვემშვიდობებით წარსულს. EX30 გვთავაზობს CO2-ს ემისიის ყველაზე დაბალ დონეს Volvo-ს ავტომობილებს შორის და განასახიერებს ჩვენ მიერ კლიმატის ცვლილების შეჩერებისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
სავარაუდოდ 2024 წელსაც ვიქნებით მაკროეკონომიკური ტურბულენტობის და გაურკვევლობების მომსწრე. თუმცა ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და შევინარჩუნოთ აღებული კურსი. Volvo-ს მიზანზე, კულტურასა და ფასეულობებზე დაყრდნობით, ჩვენ შევძლებთ ერთობლივად განვაგრძოთ სვლა სტრატეგიული მიზნისკენ. ამ კომპლექსურ და ცვალებად სამყაროში, ჩვენი საზიარო მიზანი და კულტურა გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ კრეატიულები, ვიმუშაოთ გუნდურად, გავაკეთოთ ყველაფერი განსხვავებულად და რაც მთავარია, ყველაზე უკეთ.
2023 წელი განსაკუთრებით რთული იყო, თუმცა ჩვენ მზად ვართ 2024 წლის გამოწვევებისთვისაც. მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა კოლეგას თავდაუზოგავად მუშაობისთვის და Volvo Cars-ის სახელით ვულოცავთ დამდეგ დღესასწაულებს.