ჩვენი ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ როუენის წერილი: ჩვენ, გავიმარჯვებთ, როგორც ერთი გუნდი

Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პირველივე დღეს, ჯიმ როუენი აზიარებს აზრებს თავის ახალ როლზე, კომპანიის კულტურასა და საავტომობილო მრეწველობის მომავალზე.

ჯიმ როუენი Volvo Cars-ს აღმასრულებელი დირექტორის სახით შეუერთდა.

ჯიმ როუენი Volvo Cars-ს აღმასრულებელი დირექტორის სახით შეუერთდა.

მოგესალმებით ყველას,


დღეს ჩემი ცხოვრების ახალი თავი იწყება. და ეს ის თავია, რომელიც წარმოუდგენლად მაბედნიერებს. Volvo-ს გუნდში გაწევრიანების შესაძლებლობა დროის ამ მომენტში, როდესაც უზარმაზარი გარდაქმნები მიმდინარეობს, ძალიან შთამაგონებელია.


ამიტომ, როდესაც ადამიანები მეკითხებიან: „რატომ გადმოხვედით Volvo-ში?“, მე ასე ვპასუხობ. მე უბრალოდ შთაგონებული ვარ ამ შესაძლებლობით. ვიყო ჩვენი საერთო გზის ნაწილი უახლოეს წლებში, ვიმუშაო თქვენთან ერთად და შევქმნათ კომპანია, რომელიც გახდება ლიდერი მომავალი თაობის მობილურობის სფეროში. მე ნამდვილად მოუთმენლად ველი კომპანიის ახალ სიმაღლეებზე აყვანას.


მიუხედავად იმისა, რომ ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მოყვარული ვარ, მე არ ვარ საავტომობილო მრეწველობის დარგის ტრადიციული სპეციალისტი. ვფიქრობ, რომ ეს კარგია. Volvo-ში მუშაობს მრავალი ადამიანი, რომელთაც კარგად იციან საავტომობილო მრეწველობა და ფლობენ ყველა შესაბამის უნარს. ამისთვის მე არ გჭირდებით!


მე ვიმედოვნებ, დავნერგო კომპანიის მუშაობაში სამომხმარებლო პროდუქტების მაღალტექნოლოგიური მრეწველობის შეხედულებები და გამოცდილება, რადგან ჩვენ გადავდივართ შემდეგი თაობის მობილურობაზე. თუ გავაერთიანებთ ამას იმ უნარებსა და ცოდნასთან, რომელიც Volvo-ში, ბოლო 95 წლის განმავლობაში დავაგროვეთ და სწორად გავაერთიანებთ მათ, ვფიქრობ, ეს იქნება უძლიერესი კომბინაცია.


ჩვენ ყოველთვის გვექნება ჩვენი ისტორია და მემკვიდრეობა. ადამიანები ენდობიან Volvo-ს ბრენდს და იციან, რომ ის ასოცირდება სარწმუნო და სანდო პროდუქტთან. ამის გამეორებას ვერავინ შეძლებს. მაგრამ ახალი თაობის ავტომობილების თვისებები და მოლოდინები იცვლება. ადრე ყველაფერი უკავშირდებოდა ცხენის ძალას და ცილინდრებს. ახლა საუბარია ჩაშენებულ ტექნოლოგიებზე, რომელიც ამარტივებს და უფრო მოსახერხებელს ხდის პროდუქტებს ჩვენი მომხმარებლებისთვის. თვისებები გახდა ბევრად უფრო ინკლუზიური და პროგრესული და ეს კარგია.

ჩვენ ყოველთვის გვექნება ჩვენი ისტორია და მემკვიდრეობა. ადამიანები ენდობიან Volvo-ს ბრენდს და იციან, რომ ის ასოცირდება სარწმუნო და სანდო პროდუქტებთან. ამის გამეორებას ვერავინ შეძლებს. მაგრამ ახალი თაობის ავტომობილების თვისებები და მათთან მიმართებაში მოლოდინები იცვლება.

ჩვენი მიზანი ამას ძალიან კარგად გამოხატავს: ჩვენ გვსურს, შევთავაზოთ ადამიანებს გადაადგილების საშუალება უსაფრთხოების, ეკოლოგიურიბისა და პერსონალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული გზით. მობილობა ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გარეშე და პასუხისმგებლობა ამ გადასვლაზე ძალიან მამოტივირებელია. ეს არის სწორი გზა არა მხოლოდ Volvo-სთვის, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სწორი გზაა საზოგადოებისთვის.

ეს არის შესაფერისი მომენტი იმის დემონსტრირებისთვის, რომ ჩვენ სერიოზულად ვეპყრობით როგორც ადამიანების, ასევე პლანეტის უსაფრთხოებას. ორი რამ, რაც არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენმა მიდგომამ 100% ელექტრიფიკაციასთან და ავტონომიური მართვის უსაფრთხო დანერგვასთან დაკავშირებით, მთელი კომპანია გააერთიანა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. მაგრამ, მე ასევე ვფიქრობ, რომ ახალი თაობის ავტომობილებში პირად მოსაზრებებს უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე ოდესმე. ჩვენს მომხმარებლებთან პირდაპირი კავშირი გახდება მდგრადი, მომგებიანი ზრდის უზარმაზარი ფაქტორი და გაზრდის ჩვენი ბრენდის ღირებულებას.


როდესაც ყიდულობთ Volvo-ს ან იწერთ მას, თქვენ მაინც მიიღებთ მტკიცე, საიმედო, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის ავტომობილს. ეს არასდროს შეიცვლება: ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებასა და ინოვაციების დანერგვას ყველა ძირითად საქმიანობის სფეროში, რომლებსაც ჩვენ ვქმნიდით რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. თუმცა, თუ ამას დავუმატებთ Volvo-ს ყოვლისმომცველ და უნაკლო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის, შეგვიძლია მათი არჩევანის ბრენდად ვაქციოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მობილურობა, რომელიც არა მხოლოდ გიცავთ თქვენ, თქვენს ახლობლებსა და გარემოს, არამედ განიჭებთ სიამოვნებას, კომფორტს და სრულ სულიერ სიმშვიდეს.


და ბოლოს, რამდენიმე სიტყვა ჩვენი კულტურის შესახებ. ნდობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს კომპანია, რომელიც ენდობა თავის ხალხს სამუშაოს შესრულების კუთხით, კულტურა, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის, სადაც ჩვენს ხალხს ექნება შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი განსჯის უნარი და ცოდნა ჩვენი ძირითადი მიზნების მისაღწევად.


ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ კომპანია, რომელმაც დაიმსახურა თავისი ხალხის ნდობა. კომპანია, რომელიც მზადაა დაგეხმაროთ, როდესაც მხარდაჭერა გჭირდებათ, რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს იგი. და თუ რამე პრობლემა შეიქმნება, მსურს, ყველას ეყოს გამბედაობა, გამოთქვას აზრი და ითხოვოს ხელმძღვანელობის დახმარება პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენ, გავიმარჯვებთ, როგორც ერთი გუნდი: არავითარი თითის გაშვერა, არავითარი ურთიერთდადანაშაულება, მოდით, უბრალოდ ყველანი მისიაზე ვიყოთ ორიენტირებულნი.


ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მომენტისთვის საკმარისად ვისაუბრეთ. შესაძლოა, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩემთან მიმართებაში ცოტა მოთმინება დაგჭირდეთ, სანამ ახალ გარემოს შევეთვისები, მაგრამ ვგეგმავ ჩვენი ყველა საწარმო მოვინახულო და სწრაფად ჩავდგე საქმის კურსში. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრასა და ამ თავგადასავლის თქვენთან ერთად დაწყებას.


ჯიმი

გაზიარება