თავდაპირველ აქციების საჯარო განთავსების პროცესი: დღეს ჩვენ ვქმნით ისტორიას!

დღეს ჩვენ განვათავსებთ ჩვენი კომპანიის აქციებს სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე – ეს კომპანია Volvo Cars-ისთვის ისტორიულ მომენტს წარმოადგენს.

კოპანია Volvo Cars-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჰაკან სამუელსონი სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე Volvo Cars-ის აქციების განთავსებასთან დაკავშირებით ზარის დარეკვის ცერემონიაზე.

ჰაკან სამუელსონი, Volvo Cars-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, 0900 საათზე რეკავს ზარს სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გასახსნელად.

ჩვენი ახალი თავი დაიწყება ოფიციალური ზარის დარეკვის ცერემონიით, რომელსაც მოჰყვება ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის ჰაკან სამუელსონის და აღმასრულებელი ხელმძღვანელობის გუნდის სხვა წევრების რიგი გამოსვლები სხვადასხვა მედიის წარმომადგენელთა წინაშე. ამ ინტერვიუებში ისინი უფრო დეტალურად აგიხსნიან, თუ როგორ გამოვიყენებთ ბირჟაზე განთავსებიდან მიღებულ შემოსავალს, რათა მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები მომავლის ამბიციური გეგმების განსახორციელებლად.

„ჩვენ გამოვიყენებთ ბირჟაზე განთავსებიდან მიღებულ შემოსავალს, რათა მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები მომავლის ამბიციური გეგმების განსახორციელებლად.“

თუ გსურთ თვალი ადევნოთ ჩვენი ბირჟაზე აქციების განთავსების პროცესების განვითარებას, ეწვიეთ ჩვენი ვებსაიტის განყოფილებას „ინვესტორები“.

ეწვიეთ განყოფილებას „ინვესტორები“

გაზიარება