მასალების დეფიციტი კვლავ უქმნის ავტოინდუსტრიას პრობლემებს და ჩვენ არ ვართ გამონაკლისი. თუმცა, პრობლემების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელი – და ეს ეხება Recharge მარკის ავტომობილებს!
აგვისტოში Recharge მარკის ავტომობილების გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ჩვენ ალბათ უკვე მზად ვიყავით 2020 წლის შემდეგ გამოყენებიდან ამოგვეღო ფრაზა „უჩვეულო წელი“, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ არ შეგვიძლია მისი მოცილება. ამ წლის დასაწყისში ჩვენ აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვიყავით გაყიდვების ზრდით და ყოველთვიურად ვამყარებდით ახალ რეკორდებს. ამ თვეში, საერთო მაჩვენებლები არც ისე პოზიტიურია, როგორც წლის პირველ ნახევარში, მაგრამ ჩვენ მაინც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი – ასე რომ, მოდით გადავხედოთ Recharge-ის გაყიდვებს.
წელს გაყიდვები სტაბილურად იზრდებოდა და ეს იმპულსი სულ უფრო მატულობს: აგვისტოში მათმა წილმა შეადგინა თვეში გაყიდული ავტომობილების 24,2 პროცენტი. და ევროპაში, რეგიონში გაყიდული ავტომობილების 47 პროცენტი იყო Recharge-ის ხაზიდან, რაც აქამდე ჩვენ მიერ მოხსენებული ყველაზე დიდი წილია. ამ თვეში ჩვენი დამუხტვადი მოდელები განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში, რადგან სწორედ მათ შეიტანეს მთავარი წვლილი ევროპაში Recharge მოდელის გაყიდვების ზრდაში.
რაც შეეხება ჩვენს გლობალურ გაყიდვებს, აგვისტოში ჩვენ გავყიდეთ 45 786 ავტომობილი, რაც 10,6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული ინტერესის ნაკლებობასთან – ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ საავტომობილო მრეწველობაში მთლიანი საბაზისო მოთხოვნა ჩვენს ავტომობილებზე ძალიან მაღალი რჩება.
შემცირების ძირითად მიზეზს წარმოადგენს მასალების ნაკლებობა: ივლისის შუა რიცხვებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, განსაკუთრებით მალაიზიაში, Covid-19-ის გამო მიმწოდებლების გაჩერებამ გააუარესა ისედაც უკვე დაძაბული მიწოდების მდგომარეობა. მასალების ამ დეფიციტმა გამოიწვია ჩვენს ქარხნებში წარმოების დროებით შეჩერება შვედეთში, ბელგიაში, ჩინეთსა და აშშ-ში, რის შედეგადაც შემცირდა წარმოების მოცულობა.
„ზოგადი საბაზისო მოთხოვნა ჩვენს ავტომობილებზე რჩება ძალიან მაღალი”
ჩვენი მიმდინარე პროგნოზების თანახმად, 2021 წლის მეორე ნახევრისთვის რთული იქნება იმ მოცულობის დონის მიღწევა, რომელსაც იმავე პერიოდში 2020 წელს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს ჩვენს შემოსავალსა და მოგებაზე, მაგრამ ჩვენი 2021 წლის პროგნოზი მაინც უცვლელი რჩება.
რაც შეეხება ჩვენს სამ საკვანძო რეგიონს, აშშ ერთადერთია, სადაც გასულ თვეში აღინიშნებოდა ზრდა. აქ მომხმარებლებს განსაკუთრებით მოეწონათ XC90, რომელიც ლიდერობდა ამ თვის გაყიდვების ჩარტებში, მას მოჰყვება XC60 მოდელი. მიუხედავად მაღალი საბაზისო მოთხოვნის და შეკვეთების რაოდენობისა, ჩინეთში, ისევე, როგორც ევროპაში, აგვისტოში აღინიშნა ორნიშნა კლება, – ძირითად მიზეზებს წარმოადგენდა ადრე ნახსენები Covid-19 აფეთქებები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მასალების დეფიციტი და წარმოების მოცულობების შემცირება.
ამგვარად, მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ გვაქვს გაყიდული 483,426 ავტომობილი, რაც 26,1 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ქვემოთ იხილეთ რეგიონალური გაყიდვების დეტალური აღწერა:
+----------+----------+---------+---- ------+------------+------------+----------+
| |აგვისტო | | |იანვარი- | | |
| | | | |აგვისტო | | |
+----------+--------------------+---------------- --------+------------+----------+
| | 2020 | 2021 | ცვლილება | 2020 | 2021 | ცვლილება |
+----------+--------------------+---------------- --------+------------+----------+
| ევროპა | 17,493 | 13,052 | -25,4% | 169,427 | 202,282 | 19,4% |
+----------+--------------------+---------------- --------+------------+----------+
| ჩინეთი | 15,835 | 13 112 | -17,2% | 95 986 | 122 914 | 28,1% |
+----------+--------------------+---------------- --------+------------+----------+
| აშშ | 10378 | 10 686 | 3,0% | 63 330 | 86 015 | 35,8% |
+----------+-------------------+--------------- --------+------------+----------+
| სხვა | 7 533 | 8 936 | 18,6% | 54 749 | 72 215 | 31,9% |
+----------+--------------------+---------------- --------+------------+----------+
| სულ | 51 239 | 45 786 | -10,6% | 383 492 | 483 426 | 26,1% |
+----------+--------------------+---------------- --------+-----------+----------+