გაიცანით ჩვენი კომუნიკაციების განყოფილების ახალი ხელმძღვანელი

მიესალმეთ ოლივია როს-ვილსონს, რომელიც დეკემბრიდან უხელმძღვანელებს ჩვენი გლობალური კომუნიკაციების განყოფილებას.

Volvo Cars-ის კომუნიკაციების განყოფილების ახალი ხელმძღვანელი, ოლივია როს უილსონი.

ოლივია როს-ვილსონი Volvo Cars-ის კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელის სახით მუშაობას 2021 წლის დეკემბრიდან შეუდგება.

შვედეთის ერთი სიმბოლოდან მეორეში – ოლივია როს-ვილსონი შემოგვიერთდება, კომუნიკაციების განყოფილების ახალი ხელმძღვანელის სახით, IKEA-ში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. 2011 წელს მან დაიწყო მუშაობა ეკოლოგიური მდგრადობის საკითხებში კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ხოლო 2016 წელს გახდა Ingka Group-ის (თორმეტი ფრანჩაიზინგი კომპანიებიდან უმსხვილესი, რომელიც ახორციელებს IKEA მაღაზიების მართვას) კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი.


როგორც Ingka Group კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი, ოლივია იყო მმართველი გუნდის წევრი და ხელმძღვანელობდა 30 ქვეყანაში 300-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ კოლექტივს. მისი ვალდებულებები მოიცავდა IKEA-ს სტრატეგიულ გრძელვადიან პოზიციონირებას, ასევე კომუნიკაციის ხელმძღვანელობას სხვადასხვა სფეროებში, ბრენდის ძირითადი მარკეტინგული ღონისძიებების, პიარის, შიდა კომუნიკაციების, საზოგადოებასთან კავშირის, შიდა წარმოების და სტრატეგიულ ბიზნეს კომუნიკაციების ჩათვლით.


„როგორც Volvo-ს მრავალწლიანი თაყვანისმცემელი და მომხმარებელი, ძალიან მოხარული ვარ, რომ შევუერთდები კომპანიას“, - აღნიშნა ოლივიამ. „მსოფლიოს სჭირდება ისეთი ბრენდები და კომპანიები, როგორიცაა Volvo, მომავალი განვითარებისთვის, ამიტომ მე მოუთმენლად ველი შესაძლებლობას შევიტანო წვლილი კომპანიის შთამაგონებელ განვითარების პროცესში და ელექტრიფიკაციის სტრატეგიის წარმატებაში.


IKEA-ში მუშაობის დაწყებამდე, ოლივია მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე პიარისა და მარკეტინგის სფეროებში, ლონდონში, 1998-2009 წლებში, მათ შორის, საცალო მოვაჭრე კომპანია Marks & Spencer-ში და სააგენტოებში ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Starbucks, Delta Airlines და Carlsberg. ამ პერიოდში მან ასევე დააარსა საკუთარი კომუნიკაციური კონსალტინგის კომპანია, რომელიც კონსულტაციას უწევდა ისეთ კლიენტებს, როგორიცაა Coca-Cola და Mulberry.


2009 წელს იგი გადავიდა ნიუ-იორკში და შეუერთდა კლინტონის ფონდსა და Bloomberg Philanthropies, ორგანიზაციებს, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მაიკ ბლუმბერგი, კლინტონის კლიმატის ინიციატივის გლობალური კომუნიკაციების დირექტორის სახით. ამ თანამდებობაზე ოლივია პასუხისმგებელი იყო გლობალურ სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, ბრენდინგის, პიარის, დონორთა მარკეტინგის, ციფრული კომუნიკაციისა და ღონისძიებების ჩათვლით.


„გვსურს თბილად მივესალმოთ ოლივიას“, - თქვა ჰანა ფაგერმა, კორპორატიული ფუნქციების განყოფილების ხელმძღვანელმა. „ის თანამედროვე ლიდერია, სტრატეგიული კომუნიკაციების ღრმა და ფართო ცოდნით, რომელსაც შეაქვს ღირებული გამოცდილება ჩვენს მოძრაობაში იმისკენ, რომ გავხდეთ პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების მწარმოებელი წამყვანი კომპანია. ზემოხსენებულის გარდა, მან იცის ისეთ ბრენდთან მუშაობის ნიუანსები, რომელსაც, ისევე როგორც ჩვენ, აქვს მდიდარი შვედური მემკვიდრეობა და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც მთელს მსოფლიოში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.”


ოლივიამ დაიკავა ეს თანამდებობა ნიკი რუკის შემდეგ, რომელმაც კომპანია დატოვა ზაფხულში და არჩია ახალი შესაძლებლობების პოვნა დიდ ბრიტანეთში, მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობდა ჩვენს გლობალური კომუნიკაციების ოპერაციების განყოფილებას 2019 წლიდან.


„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ნიკის ჩვენს წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვოთ ყოველივე საუკეთესო მის მომავალ საქმიანობაში“, - თქვა ჰანა ფაგერმა.

გაზიარება