ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი სრულად ელექტრო ავტომობილების მოდელების სახელების გამარტივება და სტანდარტიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ XC40 Recharge და C40 Recharge დღეიდან ახალი სახელწოდებებით გამოვა.
Volvo EX40 და EC40
რა საჭირო იყო ეს ცვლილება? ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებას, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლას. ჩვენ საშუალებას გაძლევთ მარტივად ამოიცნოთ ჩვენი ელექტრო მოდელები. დღეიდან ჩვენი სრულად ელექტრო XC40 Recharge და C40 Recharge გამოვა ახალი სახელწოდებებით: EX40 და EC40. ამ ახალი სახელებით ეს ელექტრო ავტომობილები ჩვენს სხვა სრულად ელექტრო (EV) მოდელების - EX30-ის, EX90-ის და EM90-ის რიგს შეუერთდებიან.
სიტყვა Recharge უბრალოდ არ მოვაშორეთ EX40 და EC40 ავტომობილების სახელწოდებებს. დღეიდან ასევე ამოვიღებთ ჩვენს პოპულარულ plug-in ჰიბრიდულ მოდელებზე გამოსახულ სიტყვას - Recharge და მათ სახელწოდებებს უბრალოდ დაემატება ძრავის სხვადასხვა სიმძლავრის აღმნიშვნელი T6 ან T8 სუფიქსი. სახელწოდება XC40 დარჩება ამ მოდელის შიდაწვის ძრავის მქონე ვარიანტების აღსანიშნავად.
ამ ცვლილების წყალობით კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ იმის ამოცნობა, თუ რომელი მოდელია სრულად ელექტრო და რომელი ჰიბრიდი, რაც დაგეხმარებათ თქვენი მომდევნო Volvo ავტომობილის არჩევაში.
„რადგან ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ ჩვენი მოდელების ელექტრიფიკაცია და ჰიბრიდების განახლება, ჩვენ ერთ პორტფოლიოში გავაერთიანეთ პირველი ინოვაციური ელექტრო მოდელები და ჩვენი სხვა ელექტრო ავტომობილები, რაც ჩვენს მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას გაუმარტივებს“.
„ჩვენი მომავალი ელექტრიფიკაციას უკავშირდება, ამიტომ სწრაფი ნაბიჯებით მივიწევთ 2030 წლისთვის დასახული ამბიციური გეგმის განხორციელებისკენ,“ აცხადებს ბიორნ ანვალი, ჩვენი კომერციული განყოფილების უფროსი და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. „რადგან ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ ჩვენი მოდელების ელექტრიფიკაცია და ჰიბრიდების განახლება, ჩვენ ერთ პორტფოლიოში გავაერთიანეთ პირველი ინოვაციური ელექტრო მოდელები და ჩვენი სხვა ელექტრო ავტომობილები, რაც ჩვენს მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას გაუმარტივებს“.
Volvo EC40
ეს ყველაფერი არ არის
ჩვენ არა მხოლოდ სახელებს ვცვლით – არამედ ასევე წარმოგიდგენთ ახალ და საინტერესო მახასიათებლებს. EX40 და EC40 მოდელების Twin Motor ვარიანტებისთვის, ჩვენ გამოვუშვებთ Performance ფუნქციის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტს, რაც გამომავალ სიმძლავრეს გაზრდის 25 კვტ-ით და გააუმჯობესებს აჩქარებას. გარდა ამისა, თქვენ მიიღებთ პედლის კალიბრაციის უნიკალურ პროგრამას, რაც გაზრდის აქსელერატორის რეაგირების სიჩქარეს, ასევე მართვის სპეციალურ რეჟიმს „Performance“, რაც მოგცემთ 325 კვტ სიმძლავრის სრულად გამოყენების შესაძლებლობას.
და კიდევ იცით რა? Performance ფუნქციის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის გააქტიურება უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. შესაბამის ბაზრებზე Performance ფუნქციის პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება Volvo Cars app-ის არასავალდებულო განახლების პაკეტის სახით. ახალი EX40 ან EC40 მოდელებისთვის, ასევე წინა, 2024 წლის C40 მოდელისთვის და სრულად ელექტრო XC40 Recharge ავტომობილებისთვის ამ განახლების მოთხოვნისთვის გამოიყენეთ Volvo Cars app.
თუმცა ჩვენ კიდევ ბევრ რამეს ვაკეთებთ თქვენთვის ავტომობილის მართვის უკეთესი გამოცდილების შემოთავაზებისთვის. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენი ჰიბრიდული პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით, რაც მოიცავს აალების უფრო ეფექტური ციკლების მქონე ძრავების შექმნას ჩვენი XC60 და XC90 მოდელების B5 მსუბუქი ჰიბრიდის ბენზინის ძრავის მქონე ვარიანტებისთვის.
თუ მოგეწონათ XC60 Black Edition, რომელიც გასულ წელს წარმოვადგინეთ, ყურადღებით იყავით, რადგან მსგავს შემოთავაზებებს EX40, EC40 და XC40 მოდელებისთვისაც ვაპირებთ. Black Edition მოდელები არის Onyx Black ფერის, პრიალა შავი ფერის წარწერებით, პრიალა შავი ფერის 20-დუიმის ზომის ხუთსხივიანი დისკებით და შავი ფერის microtech ან ტექსტილის ინტერიერით.
მზად ხართ თქვენი მგზავრობის ელექტროფიკაციისთვის?