ჩვენი ბიზნეს მიზნები ათწლეულის შუა პერიოდისთვის

2030 წლისთვის ჩვენ გვსურს ვიყოთ პრემიუმ კლასის ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია – მაშ, რა უნდა დავისახოთ ათწლეულის შუა პერიოდისთვის ბიზნეს მიზნებად, რათა სწორი მიმართულება შევინარჩუნოთ?

სუფთა ელექტრო Volvo C40 Recharge მოძრაობს გზაზე.

ახალი C40 Recharge არის ჩვენს მომავალში ჩახედვა, სადაც სრულად ელექტრო ავტომობილები ონლაინ იყიდება.

ჩვენ ამბიციურები ვართ და საკუთარი თავის გამოწვევას არასდროს შევწყვეტთ. მსოფლიო საავტომობილო მრეწველობა იცვლება და ჩვენ გვსურს წარვმართოთ ეს ცვლილებები, ვიყოთ ყველაზე სწრაფად მზარდი პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების მწარმოებელი ბრენდი და ყველაზე სწრაფი გარდამქმნელი. ჩვენ გვინდა ვიყოთ ლიდერები უსაფრთხოების, ძირითადი გამოთვლითი ტექნოლოგიების, ელექტრიფიკაციის, ავტონომიური მართვის ტექნოლოგიისა და კლიენტებთან უშუალო ურთიერთობის სფეროებში. ეს გზა მისცემს ჩვენს მომხმარებლებს საშუალება იმოძრაონ პერსონალიზებული, ეკოლოგიურად მდგრადი და უსაფრთხო გზით.ამ ათწლეულის შუა პერიოდისთვის ჩვენ მიზნად ვისახავთ მსოფლიო მასშტაბით 1,2 მილიონი ავტომობილი გავყიდოთ, რომელთა სულ მცირე ნახევარი სრულად ელექტრო ავტომობილები იქნება. ამ წლიური გაყიდვების ნახევარი უნდა განხორციელდეს ონლაინ არხებით, მათ შორის volvocars.com საიტის მეშვეობით. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია დავამყაროთ მილიონობით პირდაპირი კავშირი მომხმარებელთან, ჩვენს ძლიერ საცალო გაყიდვების პარტნიორებთან ერთად. 2030 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ მხოლოდ სრულად ელექტრო მოდელების გაყიდვას.

ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას უსაფრთხოებისა და ავტონომიური მართვის შემდეგი დონის სტანდარტების შემუშავებაზე. ჩვენი მომავალ მოდელებს ექნებათ უპირატესობა ძირითადი გამოთვლითი სიმძლავრის და პროგრამული უზრუნველყოფის უსადენო განახლების სახით, რომლის 50 პროცენტი ათწლეულის შუა პერიოდისთვის იქნება შემუშავებული საკუთარი ძალებით. გარდა საკუთარი ძალებით ტექნოლოგიებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა, ჩვენ გავაგრძელებთ არსებული და ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

ასევე, ვფიქრობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი მაჩვენებლები Geely Holding-ში შემავალ კომპანიებთან ერთობლივი მუშაობის წყალობით. ახალი ტექნოლოგიების ერთობლივი შემუშავებისას, შევძლებთ უფრო სწრაფად დავნერგოთ ისინი და დავაჩქაროთ შემუშავების ციკლები. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პარტნიორ-ბრენდებთან ერთობლივი მუშაობა მოგვცემს შესყიდვების ხარჯების შემცირების, შემუშავების ხარჯების გაზიარების და მასშტაბის სხვა უპირატესობებით სარგებლობის საშუალებას.

ყველა ეს მისწრაფება ხელს უწყოს ჩვენს ვალდებულებას, 2018-დან 2025 წლამდე პერიოდში შევამციროთ ერთ მანქანაზე საშუალო CO2 გამონაბოლქვი 40 პროცენტით, რაც პირველი ნაბიჯია გზაზე ჩვენი მიზნისკენ, 2040 წლისთვის გავხდეთ სრულიად კლიმატ-ნეიტრალური კომპანია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ათწლეულის შუა პერიოდისთვის ყოველწლიურად დავზოგოთ 1 მილიარდი შვედური კრონა ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გამოყენების ხარჯზე და ასევე შევამციროთ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი 2,5 მილიონი ტონით.

„ამ ათწლეულის შუა პერიოდისთვის ჩვენ მიზნად ვისახავთ მსოფლიო მასშტაბით 1,2 მილიონი ავტომობილი გავყიდოთ, რომელთა სულ მცირე ნახევარი სრულად ელექტრო ავტომობილები იქნება“

ფინანსური თვალსაზრისით, ათწლეულის შუა პერიოდისთვის ვგეგმავთ მივაღწიოთ წლიურ საოპერაციო მარჟას 8-10 პროცენტის ოდენობით, რაც იქნება განპირობებული გაყიდვებისა და შემოსავლების ზრდით სამივე გლობალური გაყიდვების რეგიონში, უფრო ეფექტური გაყიდვებისა და დისტრიბუციის არხებით, ჩვენს ფილიალებთან თანამშრომლობით და სრულად ელექტრო ავტომობილების უფრო ფართო სპექტრით. ვიმედოვნებთ, რომ ათწლეულის შუა პერიოდისთვის კიდევ უფრო გავზრდით რენტაბელობას, ჩვენს ელექტრიფიცირებულ და შიდა წვის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს შორის მთლიანი მარჟის პარიტეტის მიღწევით.

გაზიარება