ჩვენი 2023 წლის წლიური და ეკოლოგიური მდგრადობის ანგარიში მზადაა!
დღეს ვაქვეყნებთ ჩვენს 2023 წლის წლიურ და ეკოლოგიური მდგრადობის ანგარიშს! ანგარიშში ასახულია Volvo Cars-ის რეკორდული წლის დეტალები.
Volvo Cars-ისთვის გასული წელი ძალიან წარმატებული იყო. დაფიქსირდა გაყიდვების, შემოსავლებისა და მოგების რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელი ჩვენს 97-წლიან ისტორიაში საუკეთესო წელი იყო სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის ოპერაციული და ფინანსური კუთხით. ეს წარმატება 2024 და შემდეგი წლების წარმატებულობის საწინდარი იქნება, ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ სტრატეგიულ ტრანსფორმაციას.
თუმცა ბუნებრივია, რომ მსხვილ, გლობალურ კომპანიას ბევრად მეტი აქვს სათქმელი. სწორედ ამისთვის მოვამზადეთ 2023 წლის წლიური და ეკოლოგიური მდგრადობის ანგარიში 2023 წლისთვის. ამ ანგარიშში ერთი გვერდით ნაკლებია წინა წლის ანგარიშთან შედარებით (ამ ანგარიშში 204 გვერდია, ხოლო წინა ანგარიშში - 205 გვედრი!), თუმცა მასში უფრო დეტალურადაა აღწერილი გასულ წელს ჩვენი კომპანიის მუშაობის პროცესი.
ამასთან ერთად, ანგარიშში ასევე განსაზღვრულია ჩვენი მომავალი წლების სტრატეგიული გეგმა და ასახულია პროგრესი, რომელსაც სხვადასხვა სფეროში მივაღწიეთ და არა მხოლოდ ეკოლოგიური მდგრადობის მიზნების კუთხით. ანგარიში უამრავ საგულისხმო დეტალს შეიცავს:
- მაგალითად იცოდით, რომ ჩვენს ოპერაციებში ახლა უკვე 74% კლიმატ-ნეიტრალურ ენერგიას ვიყენებთ, მათ შორის 98% კლიმატ-ნეიტრალურ ელექტროენერგიას?
- ჩვენ ხელახლა ვიყენებთ და გადავამუშავებთ ჩვენი ოპერაციების შედეგად დაგროვილი ნარჩენების 92 პროცენტს და უფრო და უფრო ვუახლოვდებით 2030 წლისთვის გაწერილ მიზანს.
- 2023 წელს ჩვენი შემოსავალი - 399 მილიარდი შვედური კრონა, მიღებული 708 716 ავტომობილის გაყიდვის შედეგად, რაც საცალო გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელია, კომპანიის ახალი რეკორდი იყო.
- ჩვენი ძირითადი ოპერაციული მოგება - 25,6 მილიარდი შვედური კრონა, რაც 2022 წელთან შედარებით 43%-ითაა გაზრდილი, ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ანგარიში ასევე შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ბიზნესის პასუხისმგებლიანად წარმოებასთან დაკავშირებით:
- 2023 წლის ქალთა საერთაშორისო დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ პარტნიორობა „Girls Who Code“-თან - საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციასთან, რომელიც გოგონებს ტექნოლოგიების სფეროში გზის გაკვალვაში ეხმარება.
- მალაიზიაში მდებარე ჩვენს საწარმოში 1 500 დღის განმავლობაში მუშაობის პროცესი ინციდენტების გამო არც ერთხელ არ შეჩერებულა, რაც მნიშნელოვანი მიღწევაა დასაქმებულთა უსაფრთხოების თვალსაზრისით.
- შვედეთში ჩვენ ჩავერთეთ რამდენიმე დასაქმების პროგრამაში, რომლის სამიზნე სეგმენტსაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფები წარმოადგენს და რომელიც ეხმარება აღნიშნული ჯგუფების წევრებს საკუთარი ნიჭის განვითარებასა და დასაქმების ბაზარზე გასვლაში.
- აკუმულატორის დასამზადებლად გამოყენებული ნედლეულის მიკვლევადობის გასაზრდელად ჩვენ გავაფართოეთ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების მასშტაბი.
- რისკებზე რეაგირების მიზნით, მათ შორის მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობისა და მაინინგის ეთიკური პრაქტიკის დანერგვის მეშვეობით, ჩვენ შევუერთდით კრიპტო-აქტივების ბაზრის რეგულაციის (Mica) პასუხისმგებლიან ინიციატივას.
- ასევე გავაფართოეთ ჩვენი „მწვანე“ ფინანსირების პორტფოლიო - დავაგროვეთ 1,5 მილიარდი შვედური კრონა მწვანე ობლიგაციების მეშვეობით და არსებული ობიექტიდან 200 მილიონი ევროს მოზიდვით.
ამ მაჩვენებლების, ინიციატივებისა და ჩვენი კომპანიის სხვა ისტორიების შესახებ მეტის გასაგებად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სრული ანგარიში აქ .