Volvo Cars მიიღებს სრულ კონტროლს თავის ჩინურ საწარმოებზე

Volvo Cars ერთობლივ საწარმოებში Daqing Volvo Car Manufacturing და Shanghai Volvo Car Research and Development იძენს დამატებით წილებს.

Volvo Cars-ის მწარმოებელი ქარხანა ჩენდუში, ჩინეთი.

გარიგების გაფორმების შემდეგ, Volvo Cars მიიღებს სრულ მფლობელობაში მის ქარხნებზე ჩენდუში (სურათზე) და დაცინში.

Volvo Cars-მა გააფორმა გარიგება ჩინეთში დამფუძნებელი კომპანიის Geely Holding-ის წილების გამოსყიდვაზე ჩვენს ერთობლივ საწარმოებში, იმ მიზნით, რომ სრულად მიიღოს საკუთრებაში ჩვენი ავტომობილების მწარმოებელი ქარხნები და გაყიდვების ოპერაციებზე კონტროლი ამ ქვეყანაში.


„ამ შეთანხმების წყალობით, Volvo Cars გახდება პირველი მსხვილი არაჩინური ავტომწარმოებელი, რომელიც სრულად აკონტროლებს თავის ჩინურ საწარმოებს“, - აღნიშნა ჰაკან სამუელსონმა, Volvo Cars-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.


ერთობლივ საწარმოებში (Daqing Volvo Car Manufacturing და Shanghai Volvo Car Research and Development) აქციების დამატებით 50 პროცენტის შეძენით, გავაძლიერებთ ჩვენს პოზიციას ჩინეთში, რომელიც ჩვენს უდიდეს ბაზარს წარმოადგენს და მაქსიმალურად გავზრდით ზემოქმედებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ რეგიონზე.

„ბოლო წლებში ჩვენი კომპანია მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ჩინეთის საშუალო ბაზარი და ჩვენ განვაგრძობთ ქვეყანაში ინვესტიციებს, რათა შევინარჩუნოთ ეს იმპულსი“

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთობლივი საწარმო უკვე სრულად ჩართულია Volvo Car Group-ის ფინანსურ ანგარიშგებაში, ამ გარიგების შემდეგ ჩვენი წილი მათ წმინდა შემოსავალსა და კაპიტალში გაიზრდება.


„Geely Holding Group და Volvo Cars განუწყვეტლივ აფასებენ თანამშრომლობისა და ოპერაციების სტრუქტურირების საუკეთესო გზას უფრო ფართო ჯგუფის ფარგლებში“, - თქვა Geely Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ დონგჰუი ლიმ. „ეს ორი გარიგება შექმნის საკუთრების უფრო მკაფიო სტრუქტურას, როგორც Volvo Cars-ში, ასევე Geely Holding-ში.“


ბოლო წლებში ჩვენი კომპანია მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ჩინეთის საშუალო ბაზარი და ჩვენ განვაგრძობთ ქვეყანაში ინვესტიციებს, რათა შევინარჩუნოთ ეს იმპულსი. გარიგების გაფორმების შემდეგ, ჩვენ მვიღებთ სრული მფლობელობაში ჩვენს მწარმოებელ ქარხნებს ჩენდუსა და დაცინში, ჩინეთში გაყიდვების ჩვენს ეროვნულ კომპანიას და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შანხაიში.

თეთრი Volvo S90 საწარმოოს კონვეერზე Volvo Cars-ის მწარმოებელ ქარხანაში დაცინში, ჩინეთი.

Volvo Cars-ის მწარმოებელი ქარხანა დაცინში, ჩინეთი.

გარიგებები, რომლებიც ელოდება მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას, დასრულდება ორ ეტაპად, დაწყებული 2022 წლიდან, როდესაც გაუქმდება ჩინეთში ავტომობილების წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოების შექმნის მოთხოვნა. სავარაუდოდ, გარიგებები ოფიციალურად გაფორმდება 2023 წელს.


შესაბამისი კომპანიების თანამშრომლებსა და პარტნიორებს გარიგებები უშუალოდ არ შეეხებათ, ხოლო ფინანსური დეტალები არ ხმაურდება.

გაზიარება