ჩვენი ავტომობილები ცნობილია თავისი მყუდრო სალონით, მაგრამ როგორ ჟღერს თავად კომპანია Volvo Cars? Volvo Cars-ის ყოველდღიური ხმების შესაქმნელად, ჩვენ ვთანამშრომლობთ შვედ ხმის დიზაინერთან მარტინ აბერგთან.
დატკბით Volvo Cars-ის ხმით
ხმას მძლავრი შესაძლებლობები აქვს. მას შეუძლია არამარტო გააღვიძოს მოგონებები და მოგანიჭოთ დასვენების შეგრძნება, ის ასევე სიღრმისეულად უკავშირდება ჩვენს ემოციებს. ხმის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ და შევინარჩუნოთ სასურველი ემოციური კავშირი – ჩვენს ერთგულ თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან. მოკლედ რომ ვთქვათ, ხმა არის ჩვენს მიერ ღრმა კავშირების დამყარებისკენ სწრაფვის აუცილებელი ელემენტი.
შვედ ხმის დიზაინერ მარტინ აბერგთან თანამშრომლობით, ჩვენ დავიწყეთ Volvo Cars-ის გოტენბურგის სათაო ოფისთან ასოცირებული ყველა სახის ყოველდღიური ხმების ჩაწერა. დაწყებული ჩვენი ავტომობილების მოხვევის შუქ-მაჩვენებელების, საყვირის და უსაფრთხოების ღვედის დაწკაპუნების ხმებით და დამთავრებული გარემოს სხვა ხმებით, როგორიცაა რესტორანში ლაპარაკის ხმა, ქარხნის მანქანა-დანადგარების ხმები და შეხვედრების დარბაზის ექოს ეფექტები.
„აღფრთოვანებული ვიყავი ამ აუდიო პროექტზე Volvo Cars-თან თანამშრომლობის იდეით“, აცხადებს მარტინ აბერგი. „ჩემთვის, როგორც გარემოს ხმების შექმნით დაინტერესებული ადამიანისთვის, დიდი პატივი იყო Volvo-ს ობიექტების მონახულება ტორსლანდაში და მათ ხმოვან პეიზაჟში ჩაძირვა.“
„Volvo Cars-ის გოთენბურგის სათაო ოფისში ინტერნაციონალური გარემოა“, ამბობს მარტინი. „ადამიანები ინგლისურად საუბრობენ სხვადასხვა აქცენტით და შვედური ენაც განსხვავებულად ჟღერს. ეს დინამიური სამუშაო ადგილია, როგორც ხალხის, ასევე მანქანა-დანადგარების თვალსაზრისით. ამას ხელს უწყობს ზღვა და ბუნება. ხმის მიმართ მგრძობიარე ადამიანებს, ეს სამუშაო ადგილი სიმშვიდეს მატებს.“
მუსიკა თქვენი ყურისთვის
ეს პროექტი მომხმარებლებს, ისევე როგორც ამჟამინდელ და მომავალ თანამშრომლებს, შესაძლებლობას აძლევს აუდიოს მეშვეობით შეიგრძნონ, თუ როგორია Volvo Cars-ის ყოველდღიური ცხოვრება და იმედია ჩვენში დაინახავენ უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ავტომობილების მწარმოებელს. ჩვენ ასევე გვსურს გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა და მოვიზიდოთ კრეატიული ადამიანები.
ამიტომ, ჩვენს მიერ ჩაწერილი ყველა ხმა შევა მუსიკალური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის Klevgränd-ის მიერ შექმნილ უფასო აუდიო ფაილების პაკეტში. ნებისმიერ პირს, ვისაც სურს შექმნას საკუთარი მუსიკა, პოდკასტი და ვიდეო, ექნება ამ ხმების პაკეტის ჩამოტვირთვის და გამოყენების საშუალება.
„სხვადასხვა ინოვაციური და გამორჩეული მიდგომების დანერგვით, ჩვენ გვსურს გავხდეთ სასურველი დამსაქმებელი“, ამბობს ლელა ამპარო, პროექტს ხელმძღვანელი Volvo Cars-ის მხრიდან. „ეს ნამდვილად არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, თითქმის საუკუნოვანი დნმ-ის ხმოვანი ანარეკლი .”
აუდიო ფაილების პაკეტის დეტალების განხილვამდე, მოდით დავაკვირდეთ Volvo Cars-ის ხმების ჩაწერის პროცესს.
ვოლვოს ხმების ჩაწერა
შემოდგომის მზიან დღეს, მარტინ აბერგმა, რომელიც ჩვეულებრივ დაკავებულია მუსიკის შექმნით და რეკლამების, ფილმებისა და ვიდეო თამაშების ხმის დიზაინით, გაისეირნა ტორსლანდას ტერიტორიაზე მიკროფონებითა და ყურსასმენით.
ოფისისა და კაფეტერიის მონახულების შემდეგ, სადაც სადილობდნენ თანამშრომლები მთელი მსოფლიოდან, მან მოინახულა Volvo-ს მუზეუმი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ჩვენი ისტორიისა და მემკვიდრეობის გაცნობა. მარტინის ყურადღება ყველაზე მეტად 1973 წლის წითელმა Volvo 242DL-მა მიიპყრო.
„ეს ავტომობილი ბევრ საოცარ ბგერასთან არის ასოცირებულ: ანტენები, მაგნიტოფონები, რბილი სავარძლები და სახელურები გამოსცემს ხმებს, რასაც თანამედროვე ავტომობილებში ვეღარ გაიგონებთ“, განაცხადა მარტინმა. „ასევე, ძველი Volvo-ს ხელის მუხრუჭის ამოწევის სპეციფიური ხმა მიანიშნებს, რომ ავტომობილი უსაფრთხოდაა პარკირებული. ეს საინტერესო კონტრასტია Volvo EX30-ის ფუტურისტულ ბგერებთან შედარებით, სადაც გესმით მხოლოდ ჰიდრავლიკის ხმა.“
დღის ბოლოს, მარტინი დარწმუნებულია, რომ მან შეძლო Volvo Cars-ის ხმის ჩაწერა.
„Volvo Cars-ის გოთენბურგის სათაო ოფისში ინტერნაციონალური გარემოა“, ამბობს ის. „ადამიანები ინგლისურად საუბრობენ სხვადასხვა აქცენტით და შვედური ენაც განსხვავებულად ჟღერს. ეს დინამიური სამუშაო ადგილია, როგორც ხალხის, ასევე მანქანა-დანადგარების თვალსაზრისით. ამას ხელს უწყობს ზღვა და ბუნება. ხმის მიმართ მგრძობიარე ადამიანებს, ეს სამუშაო ადგილი სიმშვიდეს მატებს.“ჩართე და აუწიე ხმას
აუდიო ფაილების პაკეტში შედის 146 სხვადასხვა ხმა, რომლებიც შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ, და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი 100 პროცენტით უფასოა.
აუდიო ფაილების პაკეტისთვის, გირჩევთ გამოიყენეთ თქვენი დესკტოპ კომპიუტერზე შეერთებული დინამიკები ან ყურსასმენები.
[აუდიო ფაილების პაკეტის ნახვა] შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე (https://rulla.klevgrand.com/) დატკბით Volvo Cars-ის ხმებით!