2024: არჩევნების და ცვლილებების, სიახლეების და ცოდნის წელიწადი

2024 წლის დასასრულს, გავიხსენოთ წლის ორი მთავარი კონცეფცია: ტრადიციები და ცვლილებები.

Volvo XC60 მოძრაობს თოვლიან გზაზე

2024 წელი იყო ცვლილებების, უწყვეტი წინსვლის, ადაპტაციის და ჩვენს გარშემო არსებულ გარემოსთან ერთად განვითარების წელიწადი.

ჩვენი 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, გვსურს ხაზი გავუსვათ ჩვენს უწყვეტ მცდელობას, შევინარჩუნოთ უსაფრთხოების, დიზაინის და ინოვაციურობის ტრადიციული სტანდარტები ჩვენი ავტომობილების და ახალი ფუნქციების შექმნისას. ამავდროულად, ვცდილობთ განვითარების უწყვეტი რითმის შენარჩუნებას, ცვლილებებისა და გაუმჯობესებების დანერგვას ჩვენს გარშემო არსებული გარემოს მუდმივი ცვალებადობის გავალისწინებით.

90, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვი
ზემოხსენებული კავშირი ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებს შორის ხაზგასმული იყო ჩვენი სექტემბრის ღონისძიებაზე „90/90“. დავიწყეთ სრულად ელექტრო Volvo EX90 SUV ავტომობილების ტრანსპორტირება საცალო მოვაჭრეებისთვის და წარვადგინეთ ლეგენდარული XC90 SUV-ის ახალი ვერსია. გასაოცარი გაუმჯობესებების მეშვეობით ტექნოლოგიური და დიზაინის თვალსაზრისით, ჯილდოს მფლობელი და საუკეთესოდ გაყიდვადი XC90 დამუხტვადი ჰიბრიდი ახლა უკვე გთავაზობთ ახალი თაობის გამოცდილებას მომხმარებელთათვის, რაც მოიცავს ახალ ფუნქციებს, აპლიკაციებს და გაახლებებს უსადენო კავშირით.

ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმის შესახებ, რომ EX90 მოდელის – პროგრამულად კონფიგურირებადი ავტომობილის – მოდელის შემდგომ გამოშვებული ელექტრო ავტომობილები დაფუძნებული იქნება Volvo Cars Superset ტექნოლოგიურ პაკეტზე. ეს გახლავთ პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნოლოგიური პაკეტი, რომელიც მოიცავს ყველა იმ მოდულსა და ფუნქციას, რომელსაც გამოვიყენებთ მომავალში გამოშვებული ავტომობილების შესაქმნელად. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უწყვეტად განვაგრძობთ ამ ტექნოლოგიური პაკეტის გაუმჯობესებასა და გაფართოებას.

გამომდინარე იქიდან, რომ EX90-ის წარმოება ხდება აშშ-ში განთავსებულ ჩვენს ქარხანაში, ჩვენ მოვიწვიეთ საავტომობილო და ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე ასობით ჟურნალისტი და მივეცით მათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ტესტ-დრაივში, რომელიც მოიცავდა ჩვენი ავტომობილის მართვას მზიანი კალიფორნიის გზებზე. მიღებულ შეფასებებში ხაზგასმულია ავტომობილის კომფორტული და დახვეწილი ინტერიერი, უმაღლესი დონის უსაფრთხოების ფუნქციები და ტექნოლოგიები და მშვიდი, თუმცა მძლავრი მართვის შესაძლებლობები.

ჩვენი მცირე ზომის SUV-ის სეზონი
შვედეთის ლაპლანდიაში გამართული ზამთრის ტესტ-დრაივის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლების ყურადღება მიიქცია EX30 მოდელმაც, რომელიც გამოირჩევა მანევრირების, მართვის, აჩქარების შესაძლებლობებით, ელექტრო სასვლო მარაგით და უსაფრთხოების მახასიათებლებით.

წარმოების პირველი წლის განმავლობაში, მან დაიკავა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ელექტრო ავტომობილის პოზიცია და დაიმსახურა ისეთი ჯილდოები, როგორიცაა Red Dot ჯილდო საუკეთესო დიზაინისთვის და World Urban Car ჯილდო. წინსვლის შენარჩუნება გარანტირებულია, რადგან ჩვენი 2025 წლის გეგმები მოიცავს EX30-ის წარმოების დაწყებას გენტში მდებარე ქარხანაში, წლის პირველ ნახევარში.

ჯილდოების სეზონი
და ჩვენ არ ვწყვეტთ ჯილდოების მიღებას! ჟურნალმა TIME დაასახელა ჩვენი მთავარი აღმასრულებელი ჯიმ როუენი TIME-ის 100 ყველაზე ინოვაციურ ლიდერს შორის, ბიზნესის სფეროში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო მის უდიდეს წვლილზე სტაბილური ბიზნეს ღირებულებების შემუშავების და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლასთან დაკავშირებული რთული გამოწვევების დაძლევის საკითხში.

ჟურნალმა TIME 2024 წლის საუკეთესო გამოგონებებს შორის დაასახელა მძღოლის დახმარების სისტემა, რომელიც წარმოადგენს EX90-ის სტანდარტს. ჩვენ ვამაყობთ უსაფრთხოების ამ ინოვაციური ფუნქციის წარმატებით: ის იყენებს რეალურ დროში ამოცნობის ტექნოლოგიას მძღოლის მდგომარეობის ცვლილების, დაღლილობის ან გონების გაფანტულობის ამოსაცნობად, რათა ავტომობილმა შეძლოს დახმარების გაწევა ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში.

რეკორდები და გაუმჯობესებები
2023 წელი საუკეთესო შედეგებით დავასრულეთ, დავამყარეთ ახალი რეკორდი საერთაშორისო გაყიდვების თვალსაზრისით, რაც გულისხმობს 708 000 გაყიდულ ავტომობილს. მწვერვალების დაპყრობას 2024 წელსაც ვაგრძელებთ, დავამყარეთ ყველა დროის რეკორდი საერთაშორისო გაყიდვების თვალსაზრისით თვის განმავლობაში, რაც მოიცავდა 78 970 გაყიდულ ავტომობილს მარტის თვის ფარგლებში. გარდა ამისა, ჩვენი Q2 ანგარიშით დასტურდება 97 წლიანი ისტორიის განმავლობაში ძირითადი მოგების (8,2 მილიარდი შვედური კრონა) და ძირითადი მოგების მარჟის (8,1 პროცენტი) საუკეთესო მაჩვენებლები. ამასთან, ჩვენი Q3 ანგარიშის თანახმად, ჩვენი ელექტრო მოდელების (სრულად ელექტრო და plug-in hybrid) გაყიდვები შეადგენდა ჯამური გაყიდვების 48 პროცენტს – რაც საუკეთესო მაჩვენებელია ევროპის პრემიუმ ავტომობილების ინდუსტრიის მასშტაბით.

თუმცა, წლის მეორე ნახევარში გაიზარდა გარემო ფაქტორების ზემოქმედება ავტომობილების ინდუსტრიაზე, რამაც ჩვენს კომპანიაზეც იმოქმედა. სწორედ ამან იქონია ზეგავლენა ჩვენ მიერ სექტემბერში, კაპიტალის ბაზრის დღის ფარგლებში წარდგენილ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხებოდა ცვლილებებს ჩვენს ძირითად ბიზნეს-მიზნებთან დაკავშირებით. მაქსიმალური შემოსავლის მიღების ნაცვლად, ჩვენს მთავარ მიზნად იქცა პრემიუმ ავტომობილების ბაზარზე წამყვანი პოზიციების შენარჩუნება 2026 წლამდე.

გარდა ამისა, შევცვალეთ ელექტროფიკაციასთან დაკავშირებული მიზნებიც. ნაცვლად 2030 წლისთვის სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებზე გადასვლისა, ამჟამად ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი გლობალური გაყიდვების 90-100%-ს შეადგენდეს ელექტროფიცირებულ ავტომობილებს – რაც მოიცავს როგორც სრულად ელექტრო, ისე plug-in ჰიბრიდულ მოდელებს – ეს დაგვეხმარება ჩვენი მრავალფეროვანი, გლობალური მომხმარებელთა ბაზის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაში. სრულ ელექტროფიკაციასთან დაკავშირებული გეგმები კვლავ რჩება ჩვენი სტრატეგიის ძირითად ნაწილად, რაც გულისხმობს სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლას და სათბურის აირების ემისიის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევას 2040 წლისთვის.

სიახლეები
ჩვენი ყოველწლიური ღონისძიების, Volvo Cars-ის დღის ფარგლებში, წარვადგინეთ Volvo For Life საქველმოქმედო ფონდი. ეს გახლავთ გლობალური ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს საზოგადოების მხარდაჭერის, გარემოს რესურსების აღდგენის და შენარჩუნების ბუნებრივი კატასტროფების დროს დახმარების პროექტებს.

გარდა ამისა, 14 აპრილს, კომპანიის დაბადების დღეზე, ჩვენს მშობლიურ ქალაქში, გოთენბორგში ჩვენ გავხსენით World of Volvo. გოთენბორგის ცენტრში აგებული ეს შენობა გამოირჩევა კლასიკური დიზაინით და გთავაზობთ გამოფენას, რომელიც დაკავშირებულია Volvo-ს წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. გარდა ამისა, აქ წარმოდგენილია ჩვენი რამდენიმე ყველაზე ეპოქალური ავტომობილი.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო გამოწვევებთან ბრძოლის წელი. თუმცა, 2025 წელს ჩვენ განვაგრძობთ მიზნების რეალიზებისკენ სვლას ჩვენი მკაფიო სტრატეგიის მეშვეობით.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ყველა გულშემატკივარსა და მეგობარს ამ წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. Volvo Cars გიგზავნით საუკეთესო სურვილებს და გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს.

XC90 დამუხტვადი ჰიბრიდი
EX90
EX30
Plug-in ჰიბრიდები
სრულად ელექტრო ავტომობილები

გაზიარება