წინასწარ გაათბეთ აკუმულატორი, შეამოწმეთ საბურავის წნევა და სწორად დააყენეთ სალონის ტემპერატურა – იხილეთ ზამთრის პერიოდში ელექტრო ავტომობილის გამოყენების საუკეთესო რჩევები.
იხილეთ ზამთარში ავტომობილის ეფექტურად მართვის რჩევები.
მგზავრობამდე, გაწმინდეთ ავტომობილი თოვლისა და ყინულისგან, რითაც თავიდან აიცილებთ აეროდინამიკური მახასიათებლების გაუარესებას და ავტომობილის ზედმეტი წონის გამო სასვლო მარაგის შემცირებას. თუ ავტომობილი თოვლის სქელი ფენით არის დაფარული, ამან შეიძლება შეამციროს ხილვადობა და განათების დონე, რაც გავლენას მოახდენს მართვის უნარზე. ელექტრო ავტომობილზე არსებული ყინული და თოვლი უფრო ნელა დნება, ვინაიდან ის ვერ გამოყოფს შიდაწვის ძრავისთვის დამახასიათებელ სითბოს.
ეს უკვე აღვნიშნეთ, თუმცა ამის გამეორება ზედმეტი არასოდეს არ არის – არ დაგავიწყდეთ ელექტრო ავტომობილის წინასწარ გათბობა. როდესაც აკუმულატორი თბილია, ავტომობილს აღარ უწევს ზედმეტი პროცესების გავლა და ენერგიის ხარჯვა ოპტიმალური სამუშაო პარამეტრების დასადგენად. თუ შესაძლებელია, ყოველთვის გააჩერეთ თქვენი ავტომობილი თბილ ავტოფარეხში. ამით დაზოგავთ უფრო მეტ ენერგიას, ვიდრე ცივ ადგილას პარკირების შემთხვევაში.
ასევე რეკომენდებულია დამუხტვის დროს ავტომობილის წინასწარ გათბობა. შიდაწვის ძრავიანი ავტომობილებისგან განსხვავებით, აღარ მოგიწევთ გამონაბოლქვზე ფიქრი დახურულ სივრცეში ელექტრო ავტომობილის წინასწარ გათბობის დროს.
ელეტრო ავტომობილის გაჩერების შემდეგ, აკუმულატორი ჯერ კიდევ თბილია და შესაძლებელია მისი დამუხტვა ოპტიმალურ პირობებში. პირდაპირ შეაერთეთ ელექტრო ავტომობილი დასამუხტ სადგურზე, მისი აკუმულატორის ბოლომდე გაცივებამდე.
ავტომობილის გათბობის შემდეგ, აღარ არის საჭირო აკუმულატორის ენერგიის დახარჯვა სალონის გასათბობად. აკუმულატორის გათბობის შემდეგ, თქვენ შეძლებთ მოგზაურობის დროს მის დამუხტვას ერთი პედლით მართვისას გენერირებული ენერგიით.
Volvo-ს ელექტრო ავტომობილების „Range Assistant“ ფუნქცია დაგეხმარებათ იმ მართვის პირობების დადგენაში, რომელიც დროსაც ხდება ყველაზე მეტი ენერგიის მოხმარება.
საბურავის წნევა შეიძლება შემცირდეს ცივ ამინდში, რაც ზრდის გზის საფარის წინააღმდეგობას და ენერგიის მოხმარებას. ზამთრის პერიოდში ავტომობილის სასვლო მარაგის მაქსიმალურად გასაზრდელად, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საბურავების წნევას.
ცივ ამინდში სასიამოვნო მოგზაურობისთვის, ყოველთვის არაა საჭირო მთლიანი სალონის გათბობა. სავარძლებისა და საჭის ენერგოეფექტურ გამათბობლებს შეუძლია კომფორტული კლიმატის უზრუნველყოფა მთელი სალონის გათბობის გარეშეც კი.
თქვენი ელეტრო Volvo-ს ცენტრალურ ეკრანზე მოძებნეთ ფუნქცია „Range Assistant“. შემდეგ მოძებნეთ ფუნქცია „range optimisation“. მისი გააქტიურების შემდეგ, კლიმატის პარამეტრები ავტომატურად დარეგულირდება ენერგიის დაზოგვისა და ელექტრო ავტომობილის სასვლო მარაგის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ ეს ფუნქცია ავტომატურად გაითიშება, როდესაც ავტომობილის აკუმულატორის დამუხტვის მაჩვენებელი გადააჭარბებს 50%-ს.
უკეთესი ენერგოეფექტურობისთვის, ეცადეთ არ იმოძრაოთ გაუწმენდავ და თოვლიან გზებზე. გამოიყენეთ Volvo-ს ელექტრო ავტომობილების „Range Assistant“ ფუნქცია იმ მართვის პირობების დასადგენად, რომელიც დროსაც ხდება ყველაზე მეტი ენერგიის მოხმარება.
შეინარჩუნეთ სტაბილური სიჩქარე და უეცარი და ძლიერი გაჩერების ნაცვლად, აირჩიეთ მსუბუქად დამუხრუჭების ვარიანტი. ეს არა მარტო გაზრდის ავტომობილის სასვლო მარაგს, არამედ ასევე გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას ზამთრის პირობებში.
„One Pedal Drive“ რეჟიმის რეგენერაციული დამუხრუჭება მოსახერხებელი და ენერგოეფექტური ფუნქციაა ქალაქში დაბალი სიჩქარით მოძრაობისთვის.
თუმცა, ავტობანზე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას უფრო ენერგოეფექტურია ინერციით მოძრაობა და არასაჭირო დამუხრუჭების მინიმუმამდე შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ რეგენერაციულ დამუხრუჭებას შეუძლია ენერგიის გარკვეული რაოდენობის აღდგენა, ყოველთვის მეტი ენერგიაა საჭირო ასაჩქარებლად და სიჩქარის წინა მაჩვენებელზე დასაბრუნებლად.
ელეტრო ავტომობილის გაჩერების შემდეგ, აკუმულატორი ჯერ კიდევ თბილია და შესაძლებელია მისი დამუხტვა ოპტიმალურ პირობებში. პირდაპირ შეაერთეთ ელექტრო ავტომობილი დასამუხტ სადგურზე, მისი აკუმულატორის ბოლომდე გაცივებამდე.
თუ ავტომობილს გააჩერებთ დამუხტვის წერტილის მქონე დასვენების ზონაში ან ბენზინგასამართ სადგურზე, შეაერთეთ ავტომობილი დასამუხტად მაშინაც კი, თუ აკუმულატორი საკმარისადაა დამუხტული. ეს გაგიმარტივებთ მოგზაურობას და შეამცირების უფრო ხანგრძლივი დამუხტვისთვის გაჩერების საჭიროებას. გაითვალისწინეთ, რომ დამუხტვის მომსახურების მიმწოდებელი ბევრ კომპანია ასევე გთავაზობთ სწრაფი დამუხტვის ვარიანტებს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები გამოგადგებათ. გისურვებთ უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობას ამ ზამთარში.