ავტომობილი წარმატებით გავიდა ბაზარზე - მიიღო რამდენიმე დიდი ჯილდო და დაფიქსირდა მოსალოდნელზე მეტი შეკვეთა. ჩვენს პატარა, მაგრამ მძლავრ SUV-ის უკვე გამოუჩნდა პირველი მომხმარებლები ევროპულ ბაზრებზე.
ჩვენ მოხარულნი ვართ წარვუდგინოთ ჩვენი Volvo EX30 მის პირველ მომხმარებლებს ბელგიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
რამდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე მცირე ზომის SUV-ის ბაზარზე გამოჩენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. და გასულ თვეში ჩვენ წარვუდგინეთ Volvo EX30 მის პირველ მომხმარებლებს ბელგიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
სრულად ელექტრო EX30 მსოფლიოს პირველად 2023 წლის ივნისში წარვუდგინეთ და მას შემდეგ მან დაიმსახურა რამდენიმე გამორჩეული შეფასება მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიის კრიტიკოსებისგან. ჩვენმა ყველაზე მცირე ზომის SUV-იმ ასევე მოიპოვა რამდენიმე ჯილდო - დასახელდა „წლის მანქანად“ Carwow-ს და The Sun-ის მიერ. მან აგრეთვე დაიმსახურა TopGear.com-ისგან „წლის ეკო მეომარის“ ტიტული.
EX30-ის პირველი მომხმარებლისთვის მიწოდება წარმოადგენს Volvo Cars-ის ზრდისა და ელექტრიფიკაციის სტრატეგიების მნიშვნელოვან ეტაპს და ნავარაუდევია, რომ უახლოეს წლებში ის გახდება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი.
EX30-ის პირველი მომხმარებლისთვის მიწოდება წარმოადგენს Volvo Cars-ის ზრდისა და ელექტრიფიკაციის სტრატეგიების მნიშვნელოვან ეტაპს და ნავარაუდევია, რომ უახლოეს წლებში ის გახდება ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი.ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მოეწონებათ თავიანთი ავტომობილები და მოხარულნი ვართ გადავცეთ EX30 კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს 2024 წელს – და მის შემდეგაც.