10 ივლ. 2023

პატარა, მაგრამ მძლავრი: მიესალმეთ სრულიად ელექტრო პატარა Volvo EX30 SUV-ს!

პატარა SUV დიდი პოტენციალით, რომელიც Volvo-ს დიდ საქმეებს ასრულებს. ჩვენი ახალი სრულიად ელექტრო Volvo EX30 ისეთივე უსაფრთხოა, როგორც Volvo-ს სხვა ავტომობილები. ის შემუშავებულია ისეთნაირად, რომ დღემდე არსებულ Volvo-ს ავტომობილებს შორის CO2-ის გამონაბოლქვის ყველაზე მცირე დონე აქვს. cutting-edge ტექნოლოგიების და სკანდინავიური დიზაინის საშუალებით EX30 ადამიანების ცხოვრებას უფრო უსაფრთხოდ, მოსახერხებლად და სასიამოვნოდ აქცევს.

მსოფლიოსთვის დღეს მილანში (იტალია) წარდგენილი და განსაზღვრულ ბაზრებზე შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი*, EX30 არის ჩვენი პირველი პატარა პრემიუმ-კლასის SUV. EX30 სრულიად ელექტრო ავტომობილების ჩვენს მუდმივად მზარდ შეთავაზებას ოთხ მოდელამდე აფართოებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი სწრაფად მიიწევს სრული ელექტროფიკაციისკენ, EX30 სწრაფად მზარდ სეგმენტში სრულიად ელექტრო ავტომობილებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში დაგვეხმარება.


უფრო მეტიც, EX30-ის უკიდურესად მიმზიდველი საწყისი ფასი აქვს, დაახლოებით 36000 ევრო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლები იღებენ პრემიუმ-კლასის სრულიად ელექტრო SUV-ის შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების ეკვივალენტ ფასად. EX30 ასევე ჩვენი Care by Volvo-ს გამოწერის პაკეტით იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ფიქსირებული ფასებითა და შეკვეთის გამჭვირვალე პროცესით გამოირჩევა, რაც ავტომობილის შეკვეთას ძალიან ამარტივებს.

სრულიად ელექტრო EX30 შეიძლება ისტორიაში ყველაზე პატარა SUV იყოს, მაგრამ ის ჩვენი მომხმარებლებისთვის და ჩვენი კომპანიისთვის დიდი მოვლენაა”, განაცხადა ჯიმ როუანმა, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ EX30 არის პატარა, მაგრამ მძლავრი ავტომობილი, რადგან ის გთავაზობთ ყველაფერს, რასაც Volvo-სგან ელით, მაგრამ უფრო კომპაქტური სახით. Volvo-ს ნებისმიერი ავტომობილის მსგავსად, ის არის გამორჩეული პროდუქტი, რომელიც უსაფრთხოა და ადამიანებსა და მათ საჭიროებებზეა ორიენტირებული.

EX30 განასახიერებს ჩვენი დიზაინის ყველა ღირებულებას უფრო მცირე ფორმატში. გრძელი თვლების ბაზა, დიდი ბორბლები და თანაბარი გადანაწილება ექსტერიერს ბალანსსა და დახვეწილობას ანიჭებს. ის არის გამორჩეულად ელექტრო, დამახასიათებელი დიზაინით, დახურული ეკრანით და „Thor's Hammer“ ფარების ციფრული შესრულებით. ექსტერიერის ხუთი მკვეთრი ფერი, ელეგანტური Cloud Blue-დან ნათელ და ექსპრესიულ Moss Yellow-მდე – ეს უკანასკნელი შთაგონებული შვედეთის დასავლეთ სანაპიროს კლდეებზე მზარდი ლიქენით – ანიჭებს მას ხასიათსა და ინდივიდუალურობას.


აკუმულატორების ტექნოლოგია, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება

მოდით ვისაუბროთ ჩვენი აკუმულატორების ტექნოლოგიაზე. უპირველეს ყოვლისა, არ არსებობს უბრალოდ „აკუმულატორი“, როდესაც საქმე ძალურ აგრეგატებს ეხება. ამის ნაცვლად, ჩვენ გაძლევთ იმ აკუმულატორების ტექნოლოგიის არჩევანის თავისუფლებას, რომელიც თქვენს საჭიროებებს საუკეთესოდ შეესაბამება, გთავაზობთ რა EX30-ს ძალურ აგრეგატს სამი ვარიანტით და ორი განსხვავებული ტიპის აკუმულატორით, რაც ასევე საშუალებას გვაძლევს EX30 მიმზიდველ საწყის ფასად შემოგთავაზოთ.


თუ დროის უმეტეს ნაწილს ქალაქში ატარებთ ან ჩვეულებრივ დამუხტვებს შორის მოკლე დისტანციებზე მოძრაობთ, გთავაზობთ ერთძრავიან ვარიანტს LFP-აკუმულატორით. LFP-აკუმულატორი სტანდარტული დიაპაზონით, რომელშიც ლითიუმ-რკინა-ფოსფატი გამოიყენება, უფრო ხარჯეფექტურია და წარმოებისას ნაკლებ რესურსებს საჭიროებს, რაც ნიშნავს, რომ ის საუკეთესო ვარიანტია, თუ მაქსიმალური სასვლო მარაგი არ გჭირდებათ.


თუ სასვლო მარაგის მაქსიმალური გაზრდა გჭირდებათ, მაშინ EX30-ის ერთმოტორიანი ვარიანტი გაზრდილი სასვლო მარაგით და NMC-აკუმულატორით თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია. NMC აკუმულატორი შეიცავს ლითიუმს, ნიკელს, მანგანუმს და კობალტს და LFP ვარიანტთან შედარებით ენერგიას უფრო ეფექტიანად გამოიმუშავებს. ეს ერთმოტორიანი, გაზრდილი სასვლო მარაგის მქონე ვარიანტი უზრუნველყოფს დამუხტვებს შორის 480 კმ-მდე სასვლო მარაგს.


და ბოლოს, თუ წარმადობა თქვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, აირჩიეთ წყვილი მოტორის წარმადობის ვარიანტი, რომელშიც NMC-აკუმულატორი დამატებით ელექტრომოტორთან არის დაწყვილებული. EX30-ის მოცემული all-wheel drive ვარიანტი უზრუნველყოფს 315კვტ-ს (428ცხ.ძ.) და სიჩქარის 0-დან 100კმ/სთ-მდე განვითარებას 3,6 წამში შეძლებთ – ეს ოფიციალურად ჩვენი ყველაზე სწრაფი აჩქარების მქონე ავტომობილია!


კიდევ ერთი რამ, რასაც EX30 სწრაფად აკეთებს, არის დამუხტვა. გაზრდილი სასვლო მარაგის მქონე წყვილ მოტორიან ვარიანტს 153კვტ-მდე დამუხტვის სიმძლავრე აქვს, ხოლო სტანდარტულ სასვლო მარაგის ავტომობილს - 134კვტ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი აკუმულატორი 10-დან 80 პროცენტამდე 25 წუთზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში შეგიძლიათ დამუხტოთ. ავტომობილის ცენტრალური ეკრანისა და აპლიკაციის საშუალებით შეგიძლიათ დააყენოთ ამპერაჟი, დამუხტვის მაქსიმალური დონე და დამუხტვის დაწყების დრო.


მართვის საუკეთესო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, ჩვენ დავარეგულირეთ EX30-ის შასი იმგვარად, რომ ავტომობილის კომპაქტური ზომები მაქსიმალურად იყოს გამოყენებული. დაბალი სიმძიმის ცენტრი, ისევე როგორც შედარებით მცირე და თანაბრად განაწილებული წონა ქალაქში და მის ფარგლებს გარეთ მართვასა და მანევრირებას ამარტივებს .


უფრო მცირე ნახშირბადის კვალი, მაგრამ დიდი გავლენა უსაფრთხოებაზე

როგორც ბლოგის წინა სტატიებში ვწერდით, დღესდღეობით Volvo-ს ავტომობილებს შორის EX30-ს ნახშირბადის ყველაზე მცირე კვალი აქვს და ჩვენი ეკოლოგიური მდგრადობის ამბიციების რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. წარმოებისა და სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე გამონაბოლქვის პრობლემასთან ბრძოლის და ასევე შიგნით და გარეთ მასალების გააზრებული გამოყენების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ნახშირბადის მთლიანი კვალის შემცირება 200000 კმ-ზე მეტი გარბენისას 30 ტონამდე*.EX30 ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც Volvo-ს ნებისმიერი ავტომობილი და მისი მიზანია თქვენზე და სხვა ადამიანებზე ზრუნვა ქალაქის აქტიურ გარემოში. მაგალითად, სტანდარტული კომპლექტაციის მოდელი მოიცავს უსაფრთხოების სპეციალურ ფუნქციას ველოსიპედისტებისთვის, რაც ავტომობილის კართან დაკავშირებული ავარიების თავიდან აცილებაში გეხმარებათ. ავტომობილი გაფრთხილებთ, როდესაც აპირებთ ველოსიპედისტის, სკუტერის ან მორბენალის წინ კარის გაღებას.ჩვენი დამცავი უსაფრთხოების ტექნოლოგია კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ დავნერგეთ ჩვენი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ჩვენს ახალ პატარა SUV-ზე. ამისათვის დაინერგა შეზღუდვების უახლესი ტექნოლოგია, ისევე როგორც უმაღლესი დონის კონსტრუქცია, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენს უსაფრთხოების ამბიციურ შიდა მოთხოვნებს – შემუშავებულია სხვადასხვა რეალური გარემოს ვარიანტისთვის ჩვენი ავტომობილების მოსამზადებლად.


ასევე EX30 შემუშავებულია იმგვარად, რომ cutting-edge-ისა და სალონის გააზრებული სკანდინავიური დიზაინის მეშვეობით ავტომობილის შიგნით თავი უფრო კომფორტულად, მშვიდად და სასიამოვნოდ იგრძნოთ. ოთხი განსხვავებული სალონის ვარიანტიდან ერთ-ერთი შეგიძლიათ აირჩიოთ, თითოეულს აქვს საკუთარი განსაკუთრებული იერი. ასევე სალონში ნივთების შენახვის გონივრული ვარიანტებია გათვალისწინებული.


კონტექსტუალური ერთეკრანიანი სამომხმარებლო ინტერფეისით, ჩაშენებული Google-ის სისტემითა და ჩვენი საინფორმაციო-გასართობი სისტემის უახლესი ვერსიით, ყველა ეს ფუნქცია ნამდვილი Volvo-ს დიზაინის მახასიათებლებს ასახავს.


რაც შეეხება cutting-edge ტექნოლოგიებს: Volvo EX30 არის ჩვენი პირველი ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ახალი თაობის პოპულარული ფუნქციით Park Pilot Assist. სისტემას ყველა ტიპის პარკირების ადგილის დამუშავება შეუძლია, მათ შორის პარალელური, მოხრილი, პერპენდიკულარული და დიაგონალური დახრილობის ზოლების, რაც შეზღუდულ სივრცეებში პარკირებას ამარტივებს.


ახალი სისტემა Park Pilot Assist თქვენს ირგვლივ არსებულ ნებისმიერ პარკირების ადგილს გამოავლენს. შემდეგ, როგორც კი ახალ 3D სამომხმარებლო ინტერფეისში თქვენთვის სასურველ ვარიანტს დააჭერთ, სისტემა დროსელის, მუხრუჭის და საჭის მართვას დაიწყებს. სანამ თქვენ აკონტროლებთ პარკირების პროცესს, ეკრანზე მეტრულ ან იმპერიულ გაზომვის ერთეულებში აისახება მანძილი ისეთ ობიექტებამდე, როგორიცაა ავტომობილები, კედლები და პატარა ბოძები.


როგორც Volvo-ს ნებისმიერი ავტომობილის, ასევე EX30-ის შემუშავებისას, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველსაყოფად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ისეთ ტექნიკურ პარტნიორებთან, როგორებიცაა Google, Apple და Qualcomm. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების HaleyTek ერთობლივი საწარმოს მეშვეობით ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ECARX-თან, რათა ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო საინფორმაციო-გასართობი პლატფორმა წარვუდგინოთ.


სიმშვიდის შეგრძნება

რა თქმა უნდა, EX30 მოდელი ასევე ციფრული გასაღების ფუნქციით იქნება აღჭურვილი, რაც თქვენთვის მოსახერხებელია და ავტომობილის სხვა ადამიანებთან გაზიარებას აადვილებს. დარგის მოწინავე UWB და CCC სტანდარტების საფუძველზე შექმნილი ჩვენი ტექნოლოგია ტელეფონების ბრენდებისა და მოდელების ფართო სპექტრთან იქნება თავსებადი.


ავტომობილის სპეციალური აპლიკაცია ავტომობილთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის სერვისს მოიცავს, დამუხტვით დაწყებული და გადატვირთულ ავტოსადგომზე თქვენი ავტომობილის პოვნით, კარების ჩაკეტვით და ზამთრის სუსხიან დღეს გათბობით დამთავრებული. EX30 ასევე შეუძლია უსადენოდ მიიღოს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები, რაც მას დროთა განმავლობაში გააუმჯობესებს.


გარდა ამისა, Volvo EX30-ს ასევე ასარჩევად ხუთი განსხვავებული შიდა განათების თემა გააჩნია. თითოეული მათგანი შთაგონებულია განსხვავებული სკანდინავიური პეიზაჟით და დახვეწილად ცვლის ფერს, რაც ინტერიერს სიმშვიდის განცდას მატებს.


მნიშვნელობა არ აქვს, მოგწონთ თბილი მზის შუქი, რომელიც სკანდინავიის ტყის ფოთლებს შორის ეცემა, დაისი შვედეთის დასავლეთ სანაპიროზე, მსოფლიოში ცნობილი ჩრდილოეთის ციალი, შვედეთის შუაზაფხულის ოქროსფერი ცა, თუ ქალაქში მზის ჩასვლის ნათელი განწყობა, EX30 თქვენი არჩევანის შესაბამისად ამ ფერებით გაივსება. ღრმა ეფექტის შესაქმნელად, შეგიძლიათ განათების თითოეული თემის გარემოს ხმოვან პეიზაჟთან დაკავშირება.


გემოვნებიანად გადაადგილდით მთელი ქვეყნის მასშტაბით

და ბოლოს, ჩვენ სიურპრიზი მოგიმზადეთ. მომავალი წლიდან EX30 ასევე Cross Country ვარიანტის სახით გახდება ხელმისაწვდომი. პატარა ელექტრო SUV-ის ამ სპეციალური ვერსიის შეკვეთას 2024 წელს შეძლებთ, წარმოება კი იმავე წელს მოგვიანებით დაიწყება.


Volvo EX30 Cross Country ჩვენი მდიდარი Cross Country მემკვიდრეობას გააგრძელებს – ჩვენი სახელგანთქმული ხაზის მოდელების მომხმარებლებისთვის, რომლებსაც თავიანთი ავტომობილისგან ცოტა მეტი თავგადასავალის მიღება სურთ. მოცემულ ვერსიას მთელი რიგი ინდივიდუალური ფუნქციები ექნება, როგორიცაა გაზრდილი საგზაო ღრეჩო, 19-დიუმიანი შავი ბორბლები და 18-დიუმიანი ბორბლები ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული საბურავებით.


როდესაც თქვენი EX30 Cross Country-ით გაუკვალავ გზაზე გადახვალთ, მისი ამოცნობა შესაძლებელი იქნება წინა, უკანა და გვერდითი დამცავი ფირფიტებით, წინა ბამპერზე და საბარგულის სახურავზე განლაგებული სპეციალური შავი პანელებით და Cross Country ბრენდის ელეგანტური სიმბოლოთი – კაპოტზე დამაგრებული პატარა შვედური დროშით.


უყურეთ ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის - ჯიმ როუანის მიერ ახალი EX30-ის განხილვას: https://www.youtube.com/watch?v=UBsPUpqSPFs


წვრილი შრიფტით დაბეჭდილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია

გაზიარება