ზოგჯერ პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი იყოს. დიახ, ახალი Volvo EX30 არის დღეისთვის ჩვენი ყველაზე პატარა SUV. დიახ, მას აქვს მიმზიდველი ფასი. მაგრამ ამ მოდელს შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს, რაც უახლოეს წლებში ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს ბიზნეს შესაძლებლობას წარმოადგენს.
Volvo EX30 უახლოეს წლებში ჩვენს ერთ-ერთ უდიდეს ბიზნეს შესაძლებლობას წარმოადგენს.
Volvo EX30, რომელიც განსაზღვრულ ბაზრებზე უკვე ხელმისაწვდომია შეკვეთისთვის*, ჩვენი კომპანიის სტრატეგიული ტრანსფორმაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. უკვე ათწლეულის შუა რიცხვებისთვის, მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენი გლობალური გაყიდვების მოცულობის ნახევარი მთლიანად ელექტრო მანქანებისგან შედგებოდეს და მივაღწიოთ 8-10 პროცენტიან საოპერაციო მოგების ზღვარს. 2030 წლისთვის ვგეგმავთ მხოლოდ სრულიად ელექტრო მოდელების გაყიდვას.
ველით, რომ მომდევნო წლებში EX30 ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდება, რადგან ჩვენ ვისწრაფვით ამ ამბიციებისკენ და ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ზრდისა და მომგებიანობის მიზნების მიღწევას.
Volvo EX30-ით ჩვენი ბრენდისთვის ახალ და სწრაფად მზარდ სეგმენტში შევდივართ. მთელ მსოფლიოში პატარა, სრულიად ელექტრო პრემიუმ-კლასის SUV-ებზე მომხმარებელთა მოთხოვნა იზრდება. მაგალითად, ქალაქში მცხოვრები ბევრი ადამიანი ეძებს ავტომობილს, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტს და საშუალებას მისცემს გადაადგილდეს სამსახურში და ქალაქში და ამასთანავე ასახავს მათ იდენტობას.
EX30 ისეთივე უსაფრთხოა, როგორსაც Volvo-ს ნებისმიერი სხვა ავტომობილი და მისი მიზანია ზრუნვა თქვენზე და სხვა ადამიანებზე ქალაქის აქტიურ გარემოში. მაგალითად, მოდელი მოიცავს უსაფრთხოების სპეციალურ ფუნქციას ველოსიპედისტებისთვის, რომელიც ავტომობილის კართან დაკავშირებული ავარიების თავიდან აცილებაში გეხმარებათ - ავტომობილი გაფრთხილებთ, როდესაც აპირებთ ველოსიპედისტის, სკუტერის ან მორბენალის წინ კარის გაღებას. უახლესი დამცავი უსაფრთხოების ტექნოლოგია კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ გამოვიყენეთ ჩვენი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები EX30-ზე.
EX30 ნამდვილად წარმოადგენს ფუნქციონალურ ელექტრო SUV-ს, რომელიც თქვენთვის საჭირო ყველა ჭკვიანი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ამ ყველაფერს მიმზიდველი საწყისი ფასი აქვს — დაახლოებით 36000 ევრო. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები პრემიუმ-კლასის სრულიად ელექტრო SUV-ს შიდა წვის ძრავაზე მომუშავე ეკვივალენტების ანალოგიურ ფასად მიიღებენ.
მეტიც, ორ ბაზარზე ჩვენი საწყისი ანალიზის მონაცემები გვაჩვენებს, რომ აღნიშნული მანქანის ყოლის სრული ხარჯები ამჟამად უფრო დაბალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სრულიად ელექტრო Volvo-ს ავტომობილისთვის. გარდა ამისა, ავტომობილი ამ მაჩვენებლის მიხედვით პატარა ელექტრო SUV-ების სეგმენტში მრავალ კონკურენტს ბევრად უსწრებს*.
ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანები განიხილავენ ელექტრომობილზე გადასვლას, მათთვის მანქანის ყოლის ფასი და ხარჯები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია“, - განაცხადა ჯიმ როუენმა, ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა. „Volvo EX30-ის საშუალებით ჩვენ ვცდილობთ პრემიუმ-კლასის სრული ელექტრომობილურობა ბევრად უფრო ფართო აუდიტორიისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი, რაც ხელს შეუწყობს წინსვლას და დააჩქარებს სრულ ელექტრიფიკაციაზე გადასვლას, რომელიც ჩვენს დარგს და საზოგადოებას სჭირდება.
ისე, როგორც გსურთ
მოსახერხებელი ზომის, ჭკვიანი ტექნოლოგიის და სხვადასხვაგვარი კონფიგურაციიდან არჩევის შესაძლებლობის წყალობით, Volvo EX30 სხვადასხვა პრეფერენციის, საჭიროებისა და ცხოვრების წესის მქონე მომხმარებელთა ფართო წრის მისაზიდად არის განკუთვნილი.
იგივე მოქნილობა და მოხერხებულობა ასევე ასახულია ჩვენ მიერ შემუშავებულ კომერციულ შეთავაზებაში. იგი შემუშავებულია მოხერხებულობისა და არჩევანის თავისუფლებისთვის. თქვენ თავად ირჩევთ, თუ როგორ გსურთ Volvo EX30-ზე წვდომა: მაგალითად, პირდაპირი საკუთრების უფლების, ლიზინგის თუ გამოწერის საშუალებით.
ჩვენი Care by Volvo-ს გამოწერის შეთავაზება ბოლო წლებში ძალიან წარმატებულია თუნდაც იმიტომ, რომ მომხმარებელი იღებს ფართო შესაძლებლობებსა და პროგნოზირებად ფასებს. EX30-სთვის ჩვენ შემოგთავაზებთ გამჭვირვალობის იმავე დონეს: თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ყოველთვიური ხარჯები ფარული გადახდებისა და დანახარჯების გარეშე, რაც საშუალებას მოგცემთ კიდევ უფრო დატკბეთ ცხოვრებით თქვენ EX30-სთან ერთად.
„ვინაიდან EX30-ის გამოწერების ღირებულება თვეში 599 ევროდან იწყება, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ავტომობილი მრავალი მომხმარებლისთვის იქნება მიმზიდველი - არა მხოლოდ ჩვენი არსებული მომხმარებლებისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც პირველად ეცნობა Volvo-ს ბრენდს“, - თქვა ბიორნ ანვალმა. ჩვენმა მთავარმა კომერციულმა დირექტორმა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ. „ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავამყაროთ ახალ მომხმარებლებთან ურთიერთობები და დროთა განმავლობაში გავაძლიეროთ მომხმარებელთა ლოიალურობა“.
მომსახურების უზადო ხარისხი
Care by Volvo-ს გამოწერის პაკეტები ჩვენი მუდმივად მზარდი ონლაინ შეთავაზების ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ შევიმუშაოთ მარტივი, ინტუიციურად გასაგები და მოქნილი შეძენის პროცესი ჩვენი ფლაგმანი ონლაინ-მაღაზიის volvocars.com მეშვეობით. გამჭვირვალე ფასები ონლაინ-მაღაზიაში ფარული გადახდების გარეშე და ადვილად გასაგები შეთავაზება მნიშვნელოვნად ამარტივებს ახალი Volvo EX30-ის შეკვეთას.
ონლაინ გაყიდვების ეს პროცესი ასახავს ჩვენს მისწრაფებას, უზრუნველვყოთ საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილების შექმნა ონლაინ და ოფლაინ არხების ორგანული გაერთიანების საშუალებით. მნიშვნელობა არ აქვს, შედიხართ ჩვენს ერთ-ერთ საცალო მაღაზიაში თუ ქალაქის ერთ-ერთ სტუდიაში, სტუმრობთ ვებსაიტს თუ იყენებთ Volvo Cars-ის აპს, ყველამ უნდა მიიღოს იგივე გამორჩეული და მნიშვნელოვანი გამოცდილება.
გარდა დიდი ბრიტანეთისა, ჩვენი პირველი ბაზრის, რომელიც წელს სრულად გადავა ინტეგრირებულ ონლაინ/ოფლაინ, „პირდაპირ მომხმარებელთან“ მოდელზე, Volvo EX30 სხვა განსაზღვრულ ბაზრებზეც იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ რეჟიმში.
წვრილი შრიფტით დაბეჭდილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია