აღმოაჩინე Volvo Cars-ის დამუხტვის ტექნოლოგიების ცენტრი, სადაც ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების ტესტირება და შემუშავება, რომლის მიზანია შემოგთავაზოთ თქვენი ავტომობილის მარტივად და ეფექტურად დამუხტვის გამოცდილება.
Volvo Cars-ის დამუხტვის ტექნოლოგიების ცენტრი
დამუხტვა ლაბორატორიულ პირობებში
Volvo Cars-ის დამუხტვის ცენტრი რეგულარულად ატარებს ტესტირებებს Volvo-ს ავტომობილებზე, რათა მომხმარებელს შესთავაზოს დამუხტვის მაქსიმალურად მარტივი და უსაფრთხო გამოცდილება.
Volvo Cars Torslanda-ს შუაგულში მდებარეობს შენობა, რომელიც ერთი შეხედვით თანამედროვე ავტოფარეხს მოგაგონებთ. იზოლირებულ ბოქსებში განთავსებულია Volvo-ს ელექტრო ავტომობილების სატესტო ეგზემპლარები. ამ ავტომობილების გარშემო სხედან კომპიუტერებით აღჭურვილი ინჟინრები. ერთ-ერთ ოთახში თქვენ აღმოაჩენთ სრული ზომის, სადენებისგან და ელექტრონიკისგან შემდგარ Volvo-ს ავტომობილის ჩონჩხს.
„სწორედ ასეთი შესახედაობა ექნება Volvo-ს ავტომობილს, თუ მას ყველაფერს მოაშორებთ და დატოვებთ მხოლოდ ელექტრონულ და საკომუნიკაციო მოწყობილობებს. ეს იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად მაღალტექნოლოგიურია დღეს ჩვენი ავტომობილი,“ აცხადებს დანიელ ლუნდბერგი, Volvo Cars-ის გუნდის მენეჯერი და კომპანიის დამუხტვის ტექნოლოგიების ახალი ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
„ჩვენი დამუხტვის ტექნოლოგიების ცენტრის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს დამუხტვის მაქსიმალურად მარტივი გამოცდილება,“ ამბობს დანიელ ლუნდბერგი, Volvo Cars-ის გუნდის მენეჯერი.
წარსულში დანიელი მუშაობდა Volvo Cars-ის დიზელის ავტომობილების შემუშავების წარმატებულ პროექტზე. დღეისათვის მისთვის მთავარია ელექტროფიკაცია.
„ჩვენ მის შექმნაზე მუშაობა 2021 წლის თებერვალში დავიწყეთ და ამჟამად მისი ბეტა-ტესტირება მიმდინარეობს. კომპანიაში ბევრს აინტერესებს, თუ რას ვაკეთებთ. ჩვენს კარზე მუდმივად ვიღაც აკაკუნებს. ეს ლაბორატორია ზუსტად ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება.“
ეს დამუხტვის ტექნოლოგიების ცენტრი Volvo Cars-ის ავტომობილების აკუმულატორების დამუხტვის ტესტირების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც დაგვეხმარება მომხმარებელს შევთავაზოთ დამუხტვის მაქსიმალურად მარტივი გამოცდილება.
ადრე, ავტომობილების ტესტირება ექსტრემალურ პირობებში გვიწევდა. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ეს სცენარები და უწყვეტად გავაუმჯობესოთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მომხმარებელს ეხმარება საკუთარი ავტომობილის კომფორტულად დამუხტვაში,“
ჩვენი დამუხტვის ტექნოლოგიების ცენტრის მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ დამუხტვის მაქსიმალურად მარტივი გამოცდილება,“ აცხადებს დანიელ ლუნდბერგი, Volvo Cars-ის გუნდის მენეჯერი.
ინოვაციების გენერირება ინტენსიური ტესტირების მეშვეობით
ერთ-ერთი ოთახი განკუთვნილია ექსტრემალური ტემპერატურების სიმულირებისთვის, სადაც ტემპერატურა მერყეობს მინუს 30-დან პლუს 60 გრადუსამდე. იქვე განთავსებულია ABB-ის 350კვტ-იანი მაღალი სიმძლავრის დამმუხტველი. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დამუხტვის სადგურის, არამედ თავად ავტომობილის ტესტირებაც.
„ჩვენ საგულდაგულოდ ვამოწმებთ გაგრილების კონტურებს, ვენტილატორებს და კონტროლის სისტემებს—და ვქმნით პირობებს საფუძვლიანი ვალიდაციის და აკუმულატორის ტემპერატურის კონტროლისთვის,“ აცხადებს ადრიან თურესონი, Volvo Cars-ის სისტემის არქიტექტორი.
Volvo Cars მიზნად ისახავს, Google-თან თანამშრომლობით შექმნას სასვლო მარაგის და ენერგიის მოხმარების გამოთვლის სისტემა, რაც მას დაეხმარება მომხმარებელს შესთავაზოს რეკომენდაციები ოპტიმალურ მარშრუტებთან და დამუხტვის სადგურებთან დაკავშირებით.
„ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ დამუხტვის გამარტივებული გამოცდილება—რაც მოიცავს გადახდის მეთოდებს და სადგურზე დახარჯულ დროს,“ ამატებს ადრიანი.
„ყოველდღიური ცხოვრება ისედაც რთულია. დამუხტვაზე ნერვიულობა არ უნდა გვჭირდებოდეს,“ აცხადებს დანიელი.
საველე ტესტირებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით
მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია ამარტივებს ტექნოლოგიების შემუშავებას, საჭიროა ავტომობილების და დამუხტვის სადგურების ტესტირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდეს. საველე ტესტირებები უწყვეტად ტარდება აშშ-ში, აზიასა და ევროპაში. მხოლოდ ევროპაში, სრულ თავსებადობაზე ტესტირება 150–200 ტიპის დამუხტვის სადგურს უტარდება.
„ჩვენი მიზანია დამუხტვის გამოცდილების გაუმჯობესება,“ აცხადებს დანიელი. „ეს ლაბორატორია წარმოადგენს ადგილს, სადაც ვქმნით ინოვაციებს და ვცდილობთ ავტომობილის ინტეგრაციას მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ეს ადგილი გახდება დამუხტვის ტექნოლოგიების უფრო დიდი ცენტრის ნაწილი. ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინაა.“
„წინ ნამდვილად ამაღელვებელი მომავალი გველის,“ ღიმილით ასკვნის დანიელი.