გსურთ იცოდეთ, რა ხდება გზაზე თქვენს წინ? თქვენი Volvo-ს ავტომობილი ამის გაგებაში დაგეხმარებათ

მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და ერთად გავხადოთ საგზაო მოძრაობა ყველასათვის უსაფრთხო, რისთვისაც თქვენს Volvo-ს ავტომობილში უნდა გაააქტიუროთ მონაცემების გაზიარების ფუნქცია – უბრალოდ გაააქტიურეთ „დაკავშირებული უსაფრთხოების“ ფუნქცია თქვენი ავტომობილის ცენტრალურ ეკრანზე. ამის შემდეგ ავტომობილი შეძლებს გაგაფრთხილოთ თქვენს წინ მომხდარი ავარიის შესახებ, რა დროსაც ინსტრუმენტების პანელზე და, თუ ხელმისაწვდომია, პროექციულ ეკრანზე გამოჩნდება გაფრთხილების ინდიკატორი. გვსურს დაგარწმუნოთ, რომ სხვა ავტომობილებს გაეგზავნება მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია და ყველა მონაცემი იქნება ანონიმური, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თქვენი კონფიდენციალურობა.

Volvo EX40-ის ხედი ზემოდან

გაიგეთ რა გელოდებათ გზაზე Accident Ahead Alert ფუნქციის მეშვეობით

ამ გაფრთხილების წყალობით, თქვენ მზად ხართ დროულად მოახდინოთ რეაგირება. თქვენ ფრთხილად ანელებთ მოძრაობას, შედიხართ შემდეგ მოსახვევში და ხედავთ გზაზე გაჩერებულ დამტვრეულ ავტომობილს. სწორედ ასე მუშაობს Accident Ahead Alert.


ის შექმნილია იმისათვის, რომ მომენტალურად გაგაფრთხილოთ თქვენს წინ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მომხდარი ავტოავარიის შესახებ, რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეჯახება და საცობში მოხვედრა. ის Volvo-ს ავტომობილებზე ხელმისაწვდომი იქნება ევროპაში, პირველ რიგში დანიაში.

ჩვენი Accident Ahead Alert ფუნქცია Volvo-ს მძღოლებს ეხმარება უსიამოვნო მოულოდნელობების თავიდან არიდებაში

მას საფუძვლად უდევს ჩვენი ინდუსტრიაში პირველი, დაკავშირებული უსაფრთხოების ტექნოლოგია, რომელიც Volvo-ს ავტომობილებს ერთმანეთთან კავშირის დამყარების საშუალებას აძლევს Volvo Cars-ის ქლაუდ სისტემის მეშვეობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად, ავტომობილებში ჩაშენებულია სისტემა, რომლითაც ხდება მძღოლების გაფრთხილება მათ წინ გზაზე მომხდარი ავტოავარიების შესახებ, რისთვისაც გამოიყენება საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის რეალურ დროში მიღებული მონაცემები.


ეს ტექნოლოგია ასევე იყენებს გზებზე მოძრავი აღნიშნული ფუნქციის მხარდაჭერის მქონე ავტომობილებიდან რეალურ დროში მიღებულ მონაცემებს, რაც პირველ რიგში გულისხმობს Volvo-ს სხვა ავტომობილებს.


„ჩვენი ინოვაციური „დაკავშირებული უსაფრთხოების ტექნოლოგიის“ მეშვეობით, Accident Ahead Alert ფუნქცია ეხმარება Volvo-ს მძღოლებს უსიამოვნო მოულოდნელობების თავიდან არიდებაში და ამავდროულად, ის ზოგადი საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს,“ აცხადებს ოსა ჰაგლუნდი, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი. „დანიის საგზაო დეპარტამენტთან და „მონაცემები საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ინიციატივაში მონაწილე სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შევძელით თქვენთვის შემოგვეთავაზებინა ეს ახალი ფუნქცია და შეგვენარჩუნებინა წამყვანი პოზიციები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინოვაციების სფეროში“.


მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, რათა ერთად გავზარდოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონე ყველასთვის, რისთვისაც მხოლოდ თქვენი მონაცემების თქვენს Volvo-ს ავტომობილზე გაზიარებაა საჭირო – უბრალოდ გაააქტიურეთ ფუნქცია „დაკავშირებული უსაფრთხოება“ თქვენი ავტომობილის ცენტრალურ ეკრანზე. ამის შემდეგ ავტომობილი შეძლებს გაგაფრთხილოთ გზაზე მომხდარი ავტოავარიის შესახებ, რა დროსაც ინსტრუმენტების პანელზე და, თუ ხელმისაწვდომია, პროექციულ ეკრანზე გამოჩნდება გაფრთხილების ინდიკატორი. ნუ იდარდებთ, სხვა ავტომობილებზე გაიგზავნება მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია და თითოეული მონაცემი იქნება ანონიმური, თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით.

Volvo EX40-ის ინსტრუმენტების პანელი

Accident Ahead Alert-ის შეტყობინება Volvo EX40-ის მძღოლის ინსტრუმენტების პანელზე

„მოხარულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ Volvo Cars წარმოადგენს პირველ ავტომწარმოებელს, რომელმაც დაიწყო საგზაო შემთხვევების შესახებ მონაცემთა რეალურ დროში გაზიარების სისტემის გამოყენება,“ აცხადებს სტინე ბენდსენი, დანიის საგზაო დეპარტამენტის საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი. „გზაზე მომხდარი ავტოავარიის შესახებ დროული შეტყობინების მიღება მძღოლს აძლევს დროს შეანელოს მოძრაობა და გაზარდოს წინ მიმავალ ავტომობილამდე მანძილი. ეს გვეხმარება შევამციროთ შემდგომი ავტოავარიების რისკი და დავიცვათ გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართული ადამიანები.“


Accident Ahead Alert წარმოადგენს ჩვენი ინოვაციური „დაკავშირებული უსაფრთხოების ტექნოლოგიის“ უახლეს ფუნქციას, რომლის პრეზენტაციაც პირველად 2016 წელს შედგა. ის Volvo-ს ავტომობილებს საშუალებას აძლევს გააგზავნონ ერთმანეთთან შეტყობინებები მოლიპული გზის და არსებული საფრთხეების შესახებ და ანალოგიურად, მძღოლებს ახლა უკვე შეუძლიათ მიიღონ შეტყობინებები გზაზე მომხდარ ავტოავარიებთან დაკავშირებით – დღის ნებისმიერ დროს.


ამჟამად ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია დანიაში, ჩვენ მიერ 2016 წელს და შემდგომ პერიოდში გამოშვებულ 90, 60 და 40 სერიის ყველა მოდელზე. სამომავლოდ, ვგეგმავთ საგზაო მოძრაობის მეტი მონაცემის ინტეგრირებას, რომლის გაზიარებაც ხდება ჩვენი პარტნიორების მიერ ევროპის საგზაო მოძრაობის უზრუნველყოფისთვის საჭირო მონაცემების ეკოსისტემის ფარგლებში. ეს მოიცავს ადგილობრივი საგზაო მოძრაობის მართვის ცენტრებს სხვა ქვეყნებში და სხვა ბრენდის მიერ წარმოებულ ავტომობილებს.

გაზიარება