ეს არის ჩვენი ყველაზე პატარა SUV, მაგრამ ახალი, სრულიად ელექტრო Volvo EX30 ამ სფეროში ჩვენი 96-წლიანი ლიდერობისა და ინოვაციების წყალობით, უსაფრთხოების მაღალი დინით გამოირჩევა.
Volvo EX30 ისეთივე უსაფრთხოა, რამდენადაც ამას Volvo-სგან მოელით.
უსაფრთხოების სფეროში ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ლიდერები და EX30 – მოდელშიც უსაფრთხოების თამასას არ ვაგდებთ. ეს ავტომობილი მშფოთვარე ურბანულ გარემოში ზრუნავს როგორც თქვენზე, ასევე გარშემომყოფ ადამიანებზე.
მაგალითად, ქალაქის გადატვირთულ გზებზე ავტომობილის კარი, რომელიც უნებურად იღება ველოსიპედისტის გზაზე, ველოსიპედისტების მონაწილეობით მნიშვნელოვანი რაოდენობის ავარიების მიზეზს წარმოადგენს. ე. წ. კარით გამოწვეული ავარიები ველოსიპედების მონაწილეობით ზოგიერთ ქალაქში საგზაო შემთხვევათა მეხუთედს შეადგენს და Cycling UK-ის მონაცემებით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ავტომობილის კარის გამო ყოველწლიურად საშუალოდ 60 ადამიანი იღუპება ან მძიმედ ზიანდება.
მსგავსი ინციდენტების შესამცირებლად, ჩვენი ახალი Volvo EX30 აღჭურვილია კარის გაღების გაფრთხილების სისტემით, რომელსაც ვიზუალური და ხმოვანი სიგნალებით შეუძლია გაგაფრთხილოთ, როდესაც აპირებთ გამვლელი ველოსიპედისტის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის წინ კარის გაღებას.
კარის გაღების გაფრთხილების სისტემა არის სრულიად ელექტრო Volvo EX30-ზე ჩვენი Safe Space Technology-ის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც ასახავს, თუ როგორ ვიყენეთ ჩვენს ახალ პატარა SUV-ზე უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს. ის შემუშავებულია, როგორც ქალაქისთვის უსაფრთხო ავტომობილი იმ ტექნოლოგიით, რომელიც დატვირთულ ურბანულ გარემოში ადამიანების დაცვისთვის სპეციალურად არის გამიზნული.
ჩვენ დიდი ხანია ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოებას ქალაქის გარემოში, სადაც ავტომობილები სივრცეს ფეხით მოსიარულეებთან და ველოსიპედისტებთან აზიარებენ“, - თქვა ასა ჰაგლუნდმა, ჩვენი უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელმა. „Volvo EX30-თან ერთად ქალაქის უსაფრთხოებას ახალ დონეზე გავიყვანთ. ჩვენ ვქმნით პატარა SUV-ს, რომელიც თქვენი იდეალური მეგზური გახდება კომფორტული მართვისთვის, რადგან თანამედროვე ქალაქების გადატვირთულ ქუჩებში ის თქვენზე და სხვა ადამიანებზე ზრუნავს.
ყველაზე თანამედროვე უსაფრთხოება
როგორც Volvo Cars-ის ყველაზე პატარა SUV, ახალი EX30 ისეთივე უსაფრთხოა, რამდენადაც ამას Volvo-ს ავტომობილისგან მოელით. უსაფრთხოების სფეროში ჩვენს უნიკალურ ცოდნისა და რეალურ ცხოვრებაში მომხდარი უბედური შემთხვევების კვლევებზე დაფუძნებული EX30 შემუშავებულია, რათა მძღოლი და მგზავრები ავარიის შემთხვევაში დაიცვას. ამისათვის გამოიყენება შეზღუდვების უახლესი ტექნოლოგია, ისევე როგორც უმაღლესი დონის კონსტრუქცია, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენს უსაფრთხოების ამბიციურ შიდა მოთხოვნებს – და შემუშავებულია სხვადასხვა რეალური სამყაროს სცენარისთვის ჩვენი ავტომობილების მოსამზადებლად.
ავარიის შემთხვევაში ავტომობილში მყოფი ადამიანების დაცვა ჩვენთვის ყოველთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. იმის გამო, რომ ეს არის ელექტრომობილი, ჩვენ ბუნებრივად დიდი ყურადღება მივაქციეთ აკუმულატორის საიმედოობას. შასი და უსაფრთხოების კარკასი აგებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადის სხვადასხვა სახეების გამოყენებით, რომელიც შეჯახების შემთხვევაში დარტყმას ეფექტურად ანეიტრალებს.
A და C დგარები, ისევე როგორც სახურავი ასევე გაძლიერებულია ოპტიმალური სტრუქტურული კონსტრუქციის მისაღებად, რათა ავტომობილში მყოფი ადამიანები დამატებით დაიცვას. EX30-ში ასევე გათვალისწინებულია მძღოლის სავარძლის შიდა მხარეს განლაგებული გვერდითი უსაფრთხოების ბალიში, რომელიც შექმნილია გვერდითი დარტყმის შემთხვევაში თავისა და გულმკერდის დაზიანების შესამცირებლად.
თუმცა, პასიური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გარდა, Volvo EX30 ასევე აქტიური უსაფრთხოების ახალი ფუნქციების გაფართოებულ ნაკრებს გთავაზობთ, რომელიც ადამიანებს ავტომობილის შიგნით და გარეთ იცავს.
ავტომობილი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გეხმარებათ
EX30-ის სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის მძღოლის გაფრთხილებათა ახალი გაფართოებული სისტემა, რომელიც ზრუნავს თქვენზე, როცა საუკეთესო ფორმაში არ ხართ. საჭეზე ხელების ამოცნობის გარდა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია სპეციალური სენსორით, რომელიც მძლავრი ალგორითმებით მუშაობს და განლაგებულია საჭის უკან. იგი თვალებისა და სახის მოძრაობების ამოცნობას წამში დაახლოებით 13-ჯერ ასრულებს.
ამგვარად, EX30-ს შეუძლია შეეცადოს გაიგოს, ხართ თუ არა ყურადღებიანი, გეძინებათ, თუ სხვაგვარად გაგეფანტათ ყურადღება, მაშინაც კი, როდესაც თქვენ თავად ამას ვერ ხვდებით.
ქალაქში, გზაჯვარედინებზე ავტომატური დამუხრუჭების ჩვენი ახალი ფუნქცია შექმნილია იმისათვის, რომ გზაჯვარედინებზე ავარიები თავიდან აიცილოთ. იმ შემთხვევაში, თუ სხვა ავტომობილი თქვენ წინ გზას მოულოდნელად გადაკვეთს, ავტომატური დამუხრუჭების ფუნქცია შექმნილია ავტომობილის გასაჩერებლად, რათა ხელი შეუწყოს შეჯახების შემსუბუქებას ან თავიდან აცილებას.
ერთი სიტყვით, როგორც Volvo-ს სხვა ნებისმიერი ავტომობილი, ახალი EX30 აქტიური უსაფრთხოებისა და მძღოლის მხარდაჭერის სისტემების ფართო ნაკრებითაა აღჭურვილი. EX30-ის პრეზენტაციაზე უსაფრთხოებისა და მძღოლის მხარდაჭერის ყველა ტექნოლოგიის შესახებ დაწვრილებით მოგახსენებთ.
7 ივნისს ახალი სრულიად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის გლობალური დებიუტი შედგება. იმავე დღეს, შერჩეულ ბაზრებზე, ის ასევე ხელმისაწვდომი გახდება შესაკვეთად ან წინასწარ შესაკვეთად.