სახურავის საბარგული ნებისმიერი ბარგის შესანახი მოხერხებული საშუალებაა, იქნება ეს ჩემოდანი თუ თხილამურები. აი რა უნდა გაითვალისწინოთ სახურავის საბარგულის შეძენამდე.
Volvo XC60 ბარგის სამაგრით და roofbox 500 სახურავის საბარგულით
იდეალური სახურავის საბარგულის ძიებისას შეიძლება გაგიჩნდეთ ბევრი შეკითხვა. შესაძლებელია თუ არა მისი გახსნა ორივე მხრიდან? მოყვება თუ არა სახურავის საბარგულს დამჭერი აქსესუარები? რა მოცულობის ტვირთისთვისაა ის გათვლილი?
რომელია მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და რომლის გარეშე შეიძლება იოლად გასვლა? Volvo Car Sweden-ის აქსესუარების პროდუქტის მენეჯერი ნიკლას ბივიკი აცხადებს, რომ სახურავის საბარგულის შეძენისას, ხშირად ხდება ერთი ასპექტის უგულებელყოფა.
„ბევრი ფიქრობს, რომ სახურავის საბარგული უსაფრთხოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის.“ ნიკლასი აღნიშნავს სახურავის საბარგულის უსაფრთხოების ორ ძირითად პუნქტს: ის უნდა იყოს სახურავზე მყარად დამაგრებული უეცარი გაჩერების ან შეჯახების დროს და ის უნდა იყოს მყარი მასალისგან დამზადებული, თქვენი ნივთების უსაფრთხოდ შესანახად .
„სამწუხაროდ, არსებობს რამდენიმე მაგალითი, როდესაც უეცარი დამუხრუჭების ან შეჯახების დროს, სახურავის საბარგული მოწყდა სახურავს და ჭურვივით გაფრინდა. იგივე ეხება მასში მოთავსებულ ნივთებს. „თხილამურები შეიძლება გადმოვარდეს მანქანის სახურავზე დამაგრებული საბარგულიდან და გატეხოს თქვენს წინ მიმავალი მანქანის უკანა შუშა.”
„ზაფხულში, ბევრი ადამიანი ტოვებს სახურავის საბარგულს ავტოფარეხში და მაქსიმალურად ავსებს მანქანის უკანა საბარგულს, რაც ყოველთვის არ არის უსაფრთხო და პრაქტიკული. ზაფხულის სეზონზე მოგზაურობის დროს, სახურავის საბარგულით ნივთების ტრანსპორტირება მოხერხებული და უსაფრთხოა.
შეძენამდე გაეცანით სხვადასხვა სახურავის საბარგულის დამოუკიდებელი ტესტების შედეგებს და გაიგეთ თუ რა სიჩქარით შესრულდა მისი ქრაშ-ტესტი. ინდუსტრიის სტანდარტების მიხედვით, სახურავის საბარგულმა უნდა გაუძლოს 30 კმ/სთ სიჩქარით შეჯახებას. Volvo Cars-ის სახურავის საბარგულები გათვლილია 40 კმ/სთ-მდე სიჩქარით შეჯახებაზე, რაც შეესაბამება 12 g-ძალით გადატვირთვას. აქ ნავარაუდევია, რომ ბარგის რაოდენობა არ აჭარბებს საბარგულის მაქსიმალურ ტევადობას– უმეტეს შემთხვევაში, 75 კგ-ს.
სახურავის საბარგულით შეგიძლიათ ნივთების ტრანსპორტირება ყველა სეზონის დროს.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახურავის ძელებს აქვს განსაზღვრული მაქსიმალური დატვირთვა. ყურადღება მიაქციეთ მთლიან წონას – ცარიელი სახურავის საბარგულის წონას დამატებული ბარგის წონა – ის არ უნდა აღემატებოდეს სახურავის ძელების დასაშვებ დატვირთვას. სახურავის საბარგულის წონა შეიძლება 6 კგ-დან იწყებოდეს და 30 კგ-მდე მერყეობდეს. სახურავის საბარგულის ყიდვისას უნდა გაითვალისწინოთ მისი წონა, რადგან ეს განსაზღვრავს იმას, თუ რა რაოდენობის ბარგის ტრანსპორტირებას შეძლებთ,“ აცხადებს ნიკლასი და ხაზს უსვამს, რომ სახურავის ძელების ზედმეტად დატვირთვამ შეიძლება ავტომობილის სახურავი დააზიანოს.
„სახურავის საბარგული ასევე ზრდის აეროდინამიკურ წინააღმდეგობას, რაც ზრდის საწვავის მოხმარებას. დღეისათვის, ყველა სახურავის საბარგული მეტ-ნაკლებად კომპაქტურია, რაც ამცირებს აეროდინამიკური წინააღმდეგობას. თუმცა, ავტომობილის მიერ საწვავის მოხმარება იზრდება დაახლოებით 10 პროცენტით.
„მნიშვნელოვანია მოძებნოთ ისეთი სახურავის საბარგული, რომელშიც დაცულია კომპაქტურობას და ტევადობას შორის ბალანსი. როდესაც არ იყენებთ, შეგიძლიათ სახურავის საბარგულის და სახურავის ძელების მოხნა აეროდინამიკური წინააღმდეგობის და შესაბამისად, საწვავის მოხმარების შესამცირებლად.
შეიძლება ფიქრობთ, რომ სახურავის საბარგული განკუთვნილია მხოლოდ თხილამურების შესანახად და ზამთრის სეზონზე მოგზაურობისთვის. თუმცა, ნიკლასი აცხადებს, რომ სახურავის საბარგული ასევე სასარგებლოა ზაფხულში მოგზაურობის დროსაც.
„ზაფხულში, ბევრი ადამიანი ტოვებს სახურავის საბარგულს ავტოფარეხში და მაქსიმალურად ავსებს მანქანის უკანა საბარგულს, რაც ყოველთვის არ არის უსაფრთხო და პრაქტიკული. ზაფხულის სეზონზე მოგზაურობის დროს, სახურავის საბარგულით ნივთების ტრანსპორტირება მოხერხებული და უსაფრთხოა.
ქვემოთ მოცემული კითხვარი დაგეხმარებათ სახურავის საბარგულის შეძენაში
მზად ხართ იყიდოთ სახურავის საბარგული? დამატებითი ინფორმაციის მიღებას შეძლებთ აქ: Volvo Winter Car Accessories | Volvo Cars