ქარის გამოყენება ავტომობილების ეკოლოგიურად სუფთა გადაზიდვისთვის

გაიგეთ, როგორ ვუწევთ დახმარებას ქარის ენერგიაზე მომუშავე მსოფლიოში პირველი ავტომობილების გადამზიდავი ოკეანის გემის შემუშავებას.

Volvo Cars-ის RoRo ტიპის გემი ეკოლოგიურად სუფთა გადაზიდვისთვის.

წარმოიდგინეთ: Volvo-ს მომავალი ელექტრომობილები, ათასობით მიცურავს ატლანტის ოკეანეში ეკოლოგიურად სუფთა ქარის ენერგიის მეშვეობით.

ოდესღაც, გლობალური ვაჭრობის სიმდიდრეების გადაზიდვა ხდებოდა მაღალანძიანი კარაკებით და ისინი მოძრაობდნენ ჰაერის ნაკადების მეშვეობით კონტინენტების დასაკავშირებლად და ახალი სამყაროს შესაქმნელად. საუკუნეების შემდეგ ჩვენ გავდივართ სრულ ციკლს, რადგან ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მოთხოვნილება ისევ გვიბიძგებს ბუნების ყველგანმყოფი საწვავის, ქარის ხელახლა გამოყენებისკენ.


დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები აძლევს Volvo Cars-ს საშუალებას, გახდეს იმ 11 პარტნიორთაგან ერთ-ერთი, რომლებიც აერთიანებენ ძალისხმევას Orcelle Wind-ის შემუშავებისთვის — მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე ღრმა წყლის გემის მსუბუქი და სატვირთო მანქანების კონტეინერული (RoRo) გადაზიდვისთვის. ამ ტიპის გემები განკუთვნილია მსუბუქი და სატვირთო მანქანების საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებისთვის; მაგალითად, ევროპიდან აშშ-ში.


წარმოიდგინეთ: Volvo-ს მომავალი ელექტრომობილები, რომლებიც ათასობით მიცურავს ატლანტის ოკეანეში ეკოლოგიურად სუფთა ქარის ენერგიის მეშვეობით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე საზღვაო ტრანსპორტი მთლიანად დამოკიდებულია წიაღისეული საწვავის ენერგიაზე – ზოგიერთი გემი საათში ათასობით ლიტრ დიზელის საწვავს წვავს – და CO2-ის ნებისმიერ გამონაბოლქვს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ავტომობილების გადაზიდვასთან, შეაქვს წვლილი თითოეული ავტომობილის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში საერთო გამონაბოლქვის რაოდენობაში. ამიტომ, თუ გვსურს 2040 წლისთვის მივაღწიოთ ჩვენს ამბიციას გავხდეთ კლიმატ-ნეიტრალური კომპანია, ყველა ხელშემწყობ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა.

„Orcelle-ის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქარის, როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალის ფართომასშტაბიანი გამოყენებისკენ.” თქვა დოქტორი ანა კარამიგკუმ, პროექტის სპეციალისტმა ევროკომისიიდან.

Wallenius Wilhelmsen, კონტეინერული (RoRo) საზღვაო გადაზიდვების კომპანია ნორვეგიიდან, არის პროექტის კოორდინატორი და გეგმავს Orcelle Wind-ის გამგზავრებას 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში. Orcelle Wind არის პირველი საზღვაო ხომალდი კონცეფციიდან რომელსაც უწოდებენ Oceanbird-ს და რომელიც განკუთვნილია ძირითადად ქარის ენერგიაზე მომუშავე გემებისთვის. კონცეფცია გვიჩვენებს, რომ თეორიულად შესაძლებელია გემებიდან გამონაბოლქვის 90 პროცენტამდე შემცირება, თუ გამონაბოლქვზე გავლენის მომხდენი ყველა ფაქტორი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.


კომპანია Wallenius Wilhelmsen-მა და პროექტის პარტნიორებმა–, მათ შორის Volvo Cars-მა–, მოიპოვეს Horizon Europe-ის დაფინანსება, ჯამში 9 მილიონი ევროს ოდენობით, RoRo-ს ტიპის გემის მშენებლობის მხარდასაჭერად. Horizon Europe არის ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსების ძირითადი პროგრამა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში Orcelle Wind მოახდენს ქარის ენერგიაზე მომუშავე გემის დაგეგმვის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ყველა ასპექტის განხორციელებას.


Orcelle Wind იქნება 220 მეტრი სიგრძის და ექნება 7 000-ზე მეტ ავტომობილზე გათვლილი ტევადობა; და ასევე შეძლებს გენერალური ტვირთების და მოძრავი აღჭურვილობის გადაზიდვას.


კომპანია Wallenius Wilhelmsen-ის გლობალური ეკოლოგიურობის განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, როჯერ სტრევენსმა, თქვა: „ევროკავშირის დაფინანსება Horizon Europe პროგრამით გვიჩვენებს, რომ კონცეფციამ გაიარა ევროკავშირის დაფინანსების ორგანოების სერიოზული შემოწმება და ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მას მხარს დაუჭერდნენ“.


ჩვენი, როგორც პარტნიორის როლი, არის ჩვენი მომხმარებლის ხედვის წარდგენა. ჩვენ შევისწავლით მოთხოვნებს გემების მიმართ, რომლებიც ახორციელებენ ჩვენი სრულად ელექტრო მანქანების ტრანსპორტირებას და ხელს შევუწყობთ მიწოდების ჯაჭვების დაპროექტების ანალიზს. ჩვენ გვაქვს საკუთარი შეკითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს: როგორ დავგეგმოთ ჩვენი შეკვეთების განაწილების ნაკადი, როდესაც გვჭირდება დროის დამატება ქარის ენერგიაზე მომუშავე საზღვაო გადაზიდვებზე და იმავდროულად გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლების მოლოდინები?


ევროკავშირის გრანტი 11 პარტნიორს –შორის ნაწილდება, ამიტომ, ყველას შეუძლია სხვადასხვა თვალსაზრისის წარდგენა–, რაც შევქმნით 360 გრადუსიან ხედს ქარის ენერგეტიკაზე. თემები მოიცავს ამინდის მარშრუტიზაციას, გემის დაპროექტებას, მიწოდების ჯაჭვების ორგანიზებას, ეკიპაჟის სწავლებას და ასევე არსებულ გემზე სატესტო მოწყობილობის დამონტაჟებას. პროექტის მიზანია Orcelle Wind-ის კომერციული ვაჭრობისთვის მომზადება.


ევროკავშირის პროექტი აერთიანებს ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ფრთის ამძრავიანი გემებისთვის სრულმასშტაბიანი დემონსტრირებისა და მონაცემთა შეგროვებისთვის მოწინავე მოდელებისა და ხელსაწყოების მეშვეობით. სადემონსტრაციო გემის გარდა, პარტნიორები გამოიყენებენ მოდელებსა და ხელსაწყოებს, რათა შეიმუშაონ მოწინავე კონცეპტუალური პროექტები და ოპერატიული გეგმები რამდენიმე ტიპის გემისთვის „ფრთა“ გადაწყვეტის გამოსაყენებლად.


დოქ. ანა კარამიგკუმ, პროექტის სპეციალისტმა ევროკომისიიდან, თქვა: „Orcelle-ის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქარის, როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალის ფართომასშტაბიანი გამოყენებისკენ.” ისეთი ტექნოლოგიის, რომელიც შესაფერისია გემების მაღალი პროცენტისთვის და გემების გამონაბოლქვის მკვეთრად შემცირების შესაძლებლობის წყალობით, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ეს პროექტი საზოგადოებას დიდ სარგებლობას მოუტანს.


სტაფან იოჰანესონი, ჩვენი მიწოდების ჯაჭვების ორგანიზაციის ეკოლოგიურობის განყოფილების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მსგავსი პროექტების მიერ შემოთავაზებული პოტენციალი, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა კომპანიებთან ახალი გადაწყვეტების დანერგვისთვის, არის კარგი მაგალითი იმისა, რომ გვჭირდება უამრავი გზა ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად კომპანიის საქმიანობის ყველა სფეროში.


„ჩვენ განუწყვეტლივ ვიკვლევთ ეკოლოგიურობის განვითარების შესაძლებლობებს ჩვენი მიწოდების ჯაჭვების ყველა ასპექტში და ასევე მთელი ჩვენი საქმიანობის ფარგლებში. ჩვენი ინიციატივების ჩამონათვალი მუდმივად იზრდება, იმის მიხედვით, თუ როგორ ვმუშაობთ ჩვენი ამბიციური გეგმის მისაღწევად, რათა 2040 წლისთვის გავხდეთ კლიმატ-ნეიტრალური კომპანია. ”


შეიტყვეთ მეტი Oceanbird კონცეფციის შესახებ საიტზე: https://www.theoceanbird.com/the-oceanbird-concept/

გაზიარება