CDP-ისა და CSA-ის ეკოლოგიურობის განვითარების შეფასებები აჩვენებს, რომ ჩვენ კარგად ვახდენთ ეკოლოგიურობის ამბიციების რეალიზაციას.
Volvo Cars-ის ეკოლოგიურობის განვითარების გუნდი აღნიშნავს CDP 2022 კლიმატის ცვლილების A სიაში მოხვედრას
კარგია აღიარების მიღება იმის გამო რასაც ვაკეთებთ ეკოლოგიურობის განვითარებისთვის, მაგრამ ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური, მართვისა და ეკონომიკის) შეფასებები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ რიცხვები და ასოები; ისინი გვაძლევენ სასარგებლო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვმართოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობა ეკოლოგიურობის განვითარების სფეროში.
ცნობილი გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია CDP მართავს გარემოსდაცვითი ინფორმაციის გამჟღავნების სისტემას კომპანიებისთვის, ქალაქებისთვის, სახელმწიფოებისთვის და რეგიონებისთვის, რათა მათ გარემოზე ზემოქმედების მართვაში დაეხმაროს. ითვლება, რომ ეს არის მსოფლიოს მასშტაბით ეკოლოგიურ მონაცემთა უდიდესი ბაზაა, ხოლო სკალა, რომლითაც კომპანიები ფასდებიან, ვარირებს D-დან A-მდე, სადაც A არის საუკეთესო. მოხარული ვართ გაგიზიაროთ CDP-დან მიღებული ორი შეფასება.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს CDP Climate-ის შეფასება. 15 000-ზე მეტი კომპანიიდან, ჩვენ ვართ მსოფლიოს ერთ-ერთი იმ 288 კომპანიიდან, რომლებიც მოხვდნენ CDP 2022 კლიმატის ცვლილების A სიაში. ამ სასურველ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ ჩვენ გვიკავია წამყვანი პოზიცია ეკოლოგიური გამჭვირვალობისა და კლიმატის ცვლილების სფეროში. და ჩვენ ზედიზედ ორი წელი შევდივართ ამ „A“ სიაში.
„საბაბი გვაქვს ვიზეიმოთ ჩვენი წარმატებული შეფასებები, მაგრამ იმისათვის, რომ გავხდეთ კიდევ უფრო ეკოლოგიური კომპანია, რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად უფრო სუფთა პროდუქტებს, მუდმივად უნდა დავნერგოთ გაუმჯობესებები“, - ამბობს ულრიკა ლინეროტი, ჩვენი ხელმძღვანელი ეკოლოგიურობის განვითარების შეფასებების საკითხებზე. „შეფასებები გვეხმარება ვიპოვოთ ხარვეზები, რათა შევძლოთ მათი მოგვარება და ინვესტორების, მომხმარებლების, კვალიფიციური პერსონალის და სხვათა მოთხოვნების დაკმაყოფილება.”
მეორეც, ეს არის CDP-ის წყლის რესურსების უსაფრთხოების შეფასება, სადაც ჩვენ მივიღეთ B- შეფასება. იმის გათვალისწინებით, რომ პირველად ვმონაწილეობთ ამ კატეგორიაში, ჩვენი მაჩვენებლები იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდით. ეს ძალიან კარგი საფუძველია მომდევნო ჯერზე შემდგომი გაუმჯობესებისთვის!
„საბაბი გვაქვს ვიზეიმოთ ჩვენი წარმატებული შეფასებები, მაგრამ იმისათვის, რომ გავხდეთ კიდევ უფრო ეკოლოგიური კომპანია, რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად უფრო სუფთა პროდუქტებს, მუდმივად უნდა დავნერგოთ გაუმჯობესებები“, - ამბობს ულრიკა ლინეროტი, ჩვენი ხელმძღვანელი ეკოლოგიურობის განვითარების შეფასებების საკითხებზე. „შეფასებები გვეხმარება ვიპოვოთ ხარვეზები, რათა შევძლოთ მათი მოგვარება და ინვესტორების, მომხმარებლების, კვალიფიციური პერსონალის და სხვათა მოთხოვნების დაკმაყოფილება.”CDP-ის შეფასებების გარდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს CSA, რაც ნიშნავს კორპორატიული ეკოლოგიურობის შეფასებას და ტარდება Standard & Poor's (S&P) სააგენტოს მიერ, რომელიც კორპორაციული რეიტინგებისა და შეფასებების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სააგენტოს წარმოადგენს.
CSA არის ეკოლოგიურობის ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი შეფასება, რომელიც მოიცავს ESG-ს სამივე კომპონენტს. 23 თებერვლის მდგომარეობით, 2022 წლის CSA შეფასებაში, საავტომობილო დარგის 72 შეფასებული კომპანიიდან, ჩვენ მივიღეთ სიდიდით მეორე უმაღლესი ქულა. ამან საშუალება მოგვცა, შევსულიყავით დარგის საუკეთესო კომპანიათა 5 პროცენტში.
„გადაჭარბებული არ იქნება, ვთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიურობის განვითარების მაჩვენებლები ჩვენი კომპანიისთვის და ჩვენი საქმიანობისთვის“, - ამბობს ტიმო პაულსონი, ეკოლოგიურობის განვითარების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი. „დამაიმედებელია იმის დანახვა, რომ ისეთი ESG შეფასებები, როგორიცაა CDP და S&P, ადასტურებს ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში ვართ – და რომ ძალიან კარგად ვართ მომზადებული მომავლისთვის.”
დადებითი გარე შეფასებები დაგვეხმარება იმის დადასტურებაში, რომ ჩვენი ეკოლოგიურობის განვითარების ამბიციების რეალიზაციის სწორ გზაზე ვართ. თუმცა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით უკვე მიღწეულით, რადგან ვცდილობთ გავხდეთ ჩვენი დარგის აღიარებული ლიდერები.