მომავლის ლუქს კლასის მასალები იქნება ნატურალური, ეკოლოგიური და უსაფრთხო

ჩვენ უარს ვამბობთ ტყავის სალონებზე, სხვა ეკოლოგიური მასალების სასარგებლოდ. ამავდროულად, სრულ შესაბამისობაში ვართ მასალების დიზაინის თანამედროვე ტენდენციებთან.

სუფთა ელექტრო Volvo C40 Recharge სალონით ტყავის გარეშე.

ჩვენი ახალი სრულად ელექტრო C40 არის პირველი Volvo, რომელიც სალონი მთლიანად ტყავის გარეშეა.

C40 Recharge არის მნიშვნელოვანი ავტომობილი ჩვენი ელექტრო და კომერციული მომავლის თვალსაზრისით, რის შესახებაც შეგეძლოთ წაგეკითხათ ამ წლის დასაწყისში. მაგრამ არის კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ჩვენი სრულად სუფთა ელექტრო კროსოვერი წარმოადგენს ჩვენს მომავალს: ეს არის პირველი Volvo, რომელიც სალონი მთლიანად ტყავის გარეშეა. როგორც ასეთი, C40 არის ჩვენი მისწრაფების სიმბოლო იმისკენ, რომ მომავალში, ყოველი სრულად ელექტრო Volvo დამზადდება ტყავის გარეშე.


მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით Volvo Cars-ში მიიწოდება ტყავის ნედლეული, რომელიც წარმოადგენს მესაქონლეობის თანმხლებ პროდუქტს, ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ცხოველთა დაცვას ტყავზე მოთხოვნის შემცირების ხელშეწყობის გზით.


ჩვენი გადასვლა სალონებზე ტყავის გარეშე ასევე განპირობებულია მეცხოველეობის დარგის ნეგატიური ზემოქმედებით გარემოზე, მათ შორის სათბურის აირების გამოყოფასთან და ტყეების განადგურებასთან დაკავშირებით.


ტყავის გამოყენებაზე უარის თქმის გარდა, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევამციროთ ჩვენი ავტომობილებში ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემცველი მასალების გამოყენება – მაგალითად, ზოგიერთი პლასტმასის, რეზინის, საპოხი მასალების და წებოების, რომლებიც ხშირად შეიცავს მესაქონლეობის ნარჩენ პროდუქტებს.


„პროდუქტებისა და მასალების პოვნა, რომლებიც ხელს უწყობენ ცხოველთა დაცვას, რთული იქნება, მაგრამ ეს არ არის მიზეზი გვერდი აუაროთ ამ მნიშვნელოვან საკითხს,” – აღნიშნა სტიუარტ ტემპლარმა, ერთ-ერთმა ექსპერტმა ეკოლოგიის საკითხებში. „ეს არის გზა, რომელიც ნამდვილად უნდა გავიაროთ. ჭეშმარიტად პროგრესული და ეკოლოგიურობაზე ორიენტირებული აზროვნება ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს რთული კითხვები და აქტიურად ვეცადოთ პასუხების პოვნა.”


რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის მოდური სალონების შეთავაზებას. ამიტომ, ტყავის ნაცვლად, ჩვენ აქტიურად ვეძებთ მრავალი მასალის მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის წყაროებს. ჩვენს ახალ Volvo-ს ელექტრომობილებში მძღოლებს შევთავაზებთ მაღალი ხარისხის სალონების ვარიანტებს, ბიოშემცველი და გადამუშავებული მასალების, ასევე სხვადასხვა ტიპის პრემიუმ-კლასის ტექსტილისა და მატყლის ნარევების საფუძველზე, რომლებიც მოპოვებულია ეკოლოგიური გზით.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2025 წლისთვის Volvo-ს ახალ ავტომობილებში მასალების 25 პროცენტი შედგებოდეს გადამუშავებული და ბიოშემცველი მასალებისგან“.

საქმე იმაშია, რომ პრემიუმ-კლასის და ფუფუნების განსაზღვრა იცვლება. მთლიანობაში დიზაინის სამყარო მიდის ე.წ. „შეგნებული დიზაინის“ მიმართულებით, როდესაც ეკოლოგიურობა და პასუხისმგებელი წყაროების ძიება მუდმივად მზარდ როლს თამაშობს მასალებისა და პროდუქტების წარმოებაში. მომხმარებელთა კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ეკოლოგიურობა მზარდ როლს თამაშობს მათ მიერ ბრენდის პროდუქციის შერჩევისას.


Volvo Cars-ისა და The Future Laboratory-ის ახალი ტენდენციების შესახებ ანგარიშიდან გამომდინარეობს, რომ დიზაინერები მთელს მსოფლიოში აქტიურად ეძებენ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად მდგრად და პასუხისმგებლობით მოპოვებულ მასალებს, რადგან ისინი ცდილობენ შექმნან მომავლის ლუქს-კლასის პროდუქტები. ეს კარგად შეესაბამება ჩვენს ორიენტაციას ცირკულარულ ეკონომიკაზე და უფრო ეკოლოგიური პროდუქტების შექმნაზე.


კარგ მაგალითს წარმოადგენს Volvo-ს მიერ შექმნილი სალონის ახალი მასალა სახელწოდებით Nordico, რომლის დებიუტი შედგება ჩვენი ახალი თაობის სრულად ელექტრო ავტომობილებში. იგი შედგება ტექსტილისგან, რომელიც დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან, როგორიცაა პლასტიკის ბოთლები, შვედეთისა და ფინეთის ეკოლოგიურად მდგრადი ტყეების ბიოშემცველი მასალა და მეღვინეობის გადამუშავებული კორპის საცობები. სხვაგვარად რომ ვთქვათ: ეკოლოგიურად მდგრადი და ამავდროულად უმაღლესი ხარისხის.


ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2025 წლისთვის Volvo-ს ახალ ავტომობილებში მასალების 25 პროცენტი შედგებოდეს გადამუშავებული და ბიოშემცველი მასალებისგან, რაც წარმოადგენს ჩვენი მისწრაფების ნაწილს 2040 წლისთვის გავხდეთ სრულად ცირკულარული კომპანია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ 2025 წლისთვის ყველა ჩვენმა უშუალო მომწოდებელმა, მასალების მომწოდებლების ჩათვლით, გამოიყენონ 100 პროცენტით განახლებადი ენერგია.


ამიტომ, როგორც სხვა სფეროებშიც, მომავლის მასალების შემუშავება ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ვართ ამ განვითარების წინა პლანზე და ვახდენთ ჩვენი მისწრაფებების რეალიზაციას, ვიყოთ კომპანია, რომელიც ეკოლოგიურობას ისევე სერიოზულად ეპყრობა, როგორც უსაფრთხოებას.

გაზიარება