ახალი Volvo EX30 წარმოადგენს იმ ყველაფერი საუკეთესოს კვინტესენციას, რაც Volvo Cars-ს გააჩნია: პატარა, სრულად ელექტრო თანამედროვე SUV, შექმნილია იმგვარად, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და დატოვოს ნაკლები CO2-ის კვალი.
ახალი EX30 შემუშავებულია ისე, რომ დატოვოს ნაკლები CO2-ის კვალი, Volvo-ს ნებისმიერ სხვა ავტომობილთან შედარებით.
Volvo EX30-ის წარმოებისა და სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე გამონაბოლქვის პრობლემის გადაწყვეტისას, ჩვენ მოვახერხეთ ნახშირბადის მთლიანი კვალის შემცირება 200 000 კმ გარბენისას 30 ტონაზე ნაკლებ დონემდე*. ეს 25%-ით ნაკლებია ჩვენს სრულიად ელექტრო C40 და XC40 მოდელებთან შედარებით –, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ჩვენი მიზნისკენ 2018-დან 2025 წლამდე 40%-ით შევამციროთ ერთ მანქანაზე CO2-ის გამონაბოლქვის საერთო რაოდენობა.
სრულიად ელექტრო ავტომობილს Volvo EX30-ს აქვს გამონაბოლქვი აირების ემისიის ნულოვანი დონე, რაც ხელს უწყობს CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებას და არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით. ჰაერის ხარისხზე გავლენა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. მაგალითად, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის* ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამა თუ იმ რაიონში ელექტრომობილების რაოდენობის მცირე ზრდაც კი ასთმის გამო სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ვიზიტების რაოდენობაზე პირდაპირ დადებით გავლენას ახდენს.
მაგრამ ავტომობილის საერთო ნახშირბადის კვალის შესამცირებლად, მხოლოდ ელექტროფიკაცია საკმარისი არ არის. ავტომობილები არა მხოლოდ იმართება, მათ ასევე აპროექტებენ, შეიმუშავებენ, აწყობენ და ტრანსპორტირებას უწევენ – და ყველა ეს ნაბიჯი სათბურის აირების გაფრქვევების შემდგომი შემცირების შესაძლებლობას გვთავაზობს.
ახალი EX30 არის ჩვენი ეკოლოგიურობის განვითარების ამბიციების რეალიზაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი სწორი ნაბიჯი“, - აღნიშნავს ანდერს კერბერგი, ეკოლოგიურობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი. „2025 წლისთვის, ჩვენ ვაპირებთ 2018 წლის დონესთან შედარებით ერთ მანქანაზე CO2-ის საერთო გამონაბოლქვი 40%-ით შევამციროთ საერთო გამონაბოლქვი აირების 50%-ით შემცირების და ასევე 25%-ით ჩვენი საქმიანობის ნედლეულის მოპოვებისა და მიწოდების ჯაჭვის შედეგად მიღებული გამონაბოლქვის შემცირების ხარჯზე. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ჩვენი ამბიციური მიზნის მიმართულებით – 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ ნეიტრალური კომპანია გავხდეთ.
ყველგან გადამუშავებული მასალებია
როგორ მოვახერხეთ Volvo EX30-ის CO2 გამონაბოლქვის შემცირება 75%-მდე ჩვენს ამჟამინდელ ელექტრო მოდელებთან შედარებით? უპირველეს ყოვლისა, უფრო პატარა ავტომობილი შემუშავება ნიშნავს, რომ მისი წარმოებისთვის ნაკლები მასალაა საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ ალუმინი და ფოლადი წარმოებასთან დაკავშირებული CO2-ის გამონაბოლქვის ორ უმსხვილეს წყაროს წარმოადგენს, სწორედ აქ ჩვენ და ასევე თქვენ, როგორც მომხმარებელს შეგვიძლია არსებითად შევცვალოთ სიტუაცია.
გარდა ამისა, ჩვენი ახალი პატარა SUV-ის წარმოებისას ვიყენებთ ნაკლებ ფოლადსა და ალუმინს და ამასთანავე მათი უმეტესი ნაწილი გადამუშავებადია. ავტომობილის წარმოებისას გამოყენებული ალუმინის დაახლოებით მეოთხედი, ისევე როგორც Volvo EX30-ის წარმოებაში გამოყენებული ფოლადის დაახლოებით 17 პროცენტი გადამუშავდება, რაც კიდევ უფრო ამცირებს ამ მასალების გარემოზე ზემოქმედებას.
ეს მიდგომა შიგთავსზეც ვრცელდება, რადგან ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტი ის არის, რომელიც არ არსებობს. ოპტიმიზაციის, როგორც ეკოლოგიური დიზაინის სახელმძღვანელო პრინციპის გამოყენებით, ჩვენმა კონსტრუქტორებმა მოახერხეს Volvo EX30-ის რამდენიმე ფუნქციის ერთ კომპონენტში გაერთიანება. ეს ამცირებს შიგნით საჭირო ნაწილების რაოდენობას ფუნქციონალობის შემცირების გარეშე.
მასალას, რომლისგანაც Volvo EX30 არის დამზადებული, ახალი ავტომობილების წარმოების უფრო ეკოლოგიური მეთოდის განვითარებაში კიდევ ერთი წვლილი შეაქვს. ავტომობილის პლასტმასების დაახლოებით 17 პროცენტი, სალონის დეტალებით დაწყებული და გარე ბამპერებით დამთავრებული, გადამუშავდება– და ეს დღემდე Volvo-ს ნებისმიერი ავტომობილისთვის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.
კიდევ ერთი ნაბიჯი კლიმატის მიმართ ნეიტრალობისკენ
გამონაბოლქვის შემცირებისთვის კიდევ ერთ გადამწყვეტ სფეროს წარმოადგენს წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი, მაგალითად, სუფთა ენერგიის მიწოდების ხარჯზე. Volvo EX30-ის წარმოება განხორციელდება ქარხანაში, რომელიც მუშაობს მაღალი დონის კლიმატის მიმართ ნეიტრალურ ენერგიაზე, მათ შორის, 100 პროცენტით კლიმატ-ნეიტრალურ ელექტროენერგიაზე.
რაც შეეხება მიწოდების ჯაჭვს, ამ ავტომობილის შექმნისას ჩვენ ვიმუშავეთ 1-ლი დონის მომწოდებლებთან და მათ 95-მა პროცენტმა 2025 წლისთვის 100 პროცენტით განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფის ვალდებულება იკისრა – და ბევრმა ამას უკვე მიაღწია. ეს ასახავს ჩვენს მისწრაფებას არა მხოლოდ შევამციროთ გამონაბოლქვი ჩვენს საკუთარ საქმიანობაში, არამედ ჩვენს უფრო ფართო მიწოდების ქსელში პარტნიორებიც წავახალისოთ.
ასევე მრავალი მიმართულებით ოპტიმიზაცია განიცადა Volvo EX30-ის წარმოების პროცესმა. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილში წარმოდგენილია მასალის ეფექტური გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ძარის დაშტამპული ნაწილების წარმოებისას.
რამდენადაც ჩვენ ვაგრძელებთ მასალების მიკვლევადობის პრობლემის გადაწყვეტას, განსაკუთრებით Volvo EX30-ის აკუმულატორების ბლოკის წარმოებისას, ჩვენ დავნერგეთ ბლოკჩეინის ტექნოლოგია, რომელიც ხელს უწყობს იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მონიტორინგს, რომელსაც ამჟამად ლითიუმი, მანგანუმი, კობალტი, გრაფიტი და ნიკელი მიეკუთვნება.
უფრო გაუმჯობესებული და უფრო ეკოლოგიური მასალები
სალონში სავარძლებისთვის, ხელსაწყოთა პანელისა და კარებისთვის გადამუშავებული და განახლებადი მასალების ფართო სპექტრს ვიყენებთ, მათ შორის ისეთ მასალებს, როგორიცაა ჯინსის ქსოვილი, სელი და მატყლის ნაზავი, რომლებიც ასევე გადამუშავებული პოლიესტერის დაახლოებით 70 პროცენტს შეიცავს. კერძოდ, ჯინსის ქსოვილი წარმოადგენს კარგ მაგალითს იმისას, თუ როგორ გამოვიყენოთ მასალები უფრო გონივრული და ეკოლოგიური მეთოდებით.
სალონში ჯინსის დეკორის შესაქმნელად, ჩვენ ვიყენებთ ბოჭკოებს, რომლებიც ჯინსის გადამუშავების პროცესის ნარჩენებს წარმოადგენს. ჯინსის გადამუშავებისას, დაქუცმაცებული ბოჭკოები ძაფებად იხლართება და გრძელი ბოჭკოები ერთმანეთს უკავშირდება. თუმცა, მოკლე ბოჭკოები, როგორც წესი, ნარჩენების – სახით იყრება. ჩვენ გადავარჩინეთ ეს მოკლე ბოჭკოები, ჯინსის სალონის დეკორში გამოყენებით.
ზომების შემცირება კომპრომისების გარეშე
ჯამში ეს გვაძლევს ავტომობილს, რომლის CO2-ის ზემოქმედება წარმოების სრული ციკლის განმავლობაში დაახლოებით 18 ტონას შეადგენს. წარმოების ციკლი მოიცავს CO2-ის ზემოქმედებას ნედლეულის მოპოვებით დაწყებული და მზა ავტომობილის დილერთან მიწოდებით დამთავრებული, ანუ იმ მომენტამდე სანამ მის მართვას დაიწყებენ.
EX30 დაპროექტებულია იმგვარად, რომ ექსპლუატაციის ვადის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იყოს მისი უტილიზაცია მასალების 95%-ის გადამუშავებით და ენერგიის მიღებით იმ დეტალებისგან, რომელთა ხელმეორედ მოხმარება შეუძლებელია.
მოკლედ რომ ვთქვათ, Volvo EX30 გაძლევთ თქვენ, როგორც ჩვენს მომხმარებელს, ავტომობილის ზომის შემცირების მეტ შესაძლებლობას და თქვენი პირადი CO2-ის ზემოქმედების შემცირების საშუალებას, უსაფრთხოებაზე, მართვის კომფორტსა და მოხერხებულობაზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. ეს კარგია როგორც მძღოლებისთვის ასევე გარემოსთვის, რომელიც ნაკლებად ზიანდება.
ახალი Volvo EX30 7 ივნისს იქნება წარმოდგენილი და იმავე დღეს გარკვეულ ბაზრებზე შესაკვეთად ან წინასწარ შესაკვეთად ხელმისაწვდომი გახდება.
წვრილი შრიფტით დაბეჭდილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია