Volvo Cars 2023 წლის ნიუ-იორკის კლიმატის კვირეულზე: მანჰეტენის გარშემო მოგზაურობა კლიმატის საკითხების საზოგადოებისთვის გასაცნობად

გასულ კვირას ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ 2024 წლის დასაწყისში შეწყდება დიზელზე მომუშავე Volvo-ს ავტომობილების წარმოება. თუმცა ნიუ-იორკში ჩვენ კიდევ ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგალითად, ნიუ-იორკის კლიმატის კვირეულზე, ჩვენმა ეკოლოგიური საკითხების ექსპერტებმა წარმოადგინეს ჩვენი გეგმა კლიმატთან დაკავშირებით.

მამაკაცი ზის ორ ქალს შორის და ისინი განიხილავენ კლიმატთან დაკავშირებულ საკითხებს

ანდერს კარბერგი, ეკოლოგიური საკითხების გლობალური ოფისის ხელმძღვანელი (შუაში)

ნიუ-იორკის კლიმატის კვირეული ეკოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი მსოფლიოში სიდიდით მეორე და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიებაა. მას ესწრება ათასობით დელეგატი კომპანიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან (NGO-ებიდან), მრავალპროფილური ინსტიტუტებიდან და სამთავრობო უწყებებიდან, რომელთაც გააჩნიათ ამბიცია მოიძიონ კონკრეტული გამოსავალი თანამშრომლობის მეშვეობით კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად.


მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გაგვაჩნია კლიმატთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა ტრადიციული ავტომობილების მწარმოებლებს შორის და 2030 წლისთვის ვგეგმავთ სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლას, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას მარტო ვერ შევძლებთ. ამას ესაჭიროება კოორდინაცია და თანამშრომლობა და ნიუ-იორკის კლიმატის კვირეული კი სწორედ ის ფორუმია, სადაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის საკითხების განხილვა. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დუბაიში დაგეგმილი COP28 გლობალური სამიტის ფონზე, რომელიც ეძღვნება კლიმატის საკითხებს. კლიმატის ცვლილების შესახებ მომზადებულ ბოლო ანგარიშებში ხაზგასმულია კლიმატის საკითხების კრიტიკული მნიშვნელობა და მოქმედების საჭიროება.


ნიუ-იორკის ღონისძიებების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მიზნით, ჩვენ პროცესში ჩავრთეთ ეკოლოგიური საკითხების ორი საუკეთესო სპეციალისტი. ანდერს კარბერგმა, ეკოლოგიური საკითხების გლობალური ოფისის ხელმძღვანელმა და სტუარტ ტემპლარმა, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის გლობალური ოფისის ხელმძღვანელმა, ეს კვირა გაატარეს ნიუ-იორკში და გაესაუბრნენ უამრავ ადამიანს, რომლებიც იზიარებენ მათ თვალთახედვას. ისინი დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ რამდენიმე ღონისძიებაზე, რომლებიც ეძღვნებოდა კონკრეტულ ინდუსტრიას ან დარგს, რომლებიც, ნულოვანი ემისიის ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით, საჭიროებს ძირეულ ტრანსფორმაციას.

„ჩვენი გადაწყვეტილება დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით ძალიან კარგად იქნა მიღებული, მათ შორის გავლენიანი არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ,“ განაცხადა სტუარტმა. „ელექტრიფიკაციის გაბედული სტრატეგიის წარდგენის პარალელურად, ჩვენ მოვახდინეთ ჭეშმარიტი ლიდერობის უნარის დემონსტრირება და მაგალითი მივეცით სხვა მწარმოებლებს.“

„გამაოცა იმ ფაქტმა, თუ რამდენად დიდი პატივისცემით სარგებლობს Volvo Cars არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოების წევრებს შორის,“ განაცხადა ანდერსმა, როდესაც მას სთხოვეს საკუთარი აზრი გამოეთქვა კვირეულის შესახებ. „ადამიანები ხშირად აღნიშნავდნენ ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც მოიცავს 2023 წლისთვის 100%-ით ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლას, ფოლადის წარმოების Steel Zero ტექნოლოგიის დანერგვას და სხვა.“


ამბიციური გეგმებიდან გააზრებულ ქმედებამდე

კვირეული დავიწყეთ ჩვენი გეგმების წარმოდგენით, რაც გულისხმობს 2024 წლის დასაწყისისთვის დიზელზე მომუშავე Volvo-ს ავტომობილების წარმოების სრულად შეწყვეტას. Accelerating to Zero კოალიციის ღონისძიებაზე ჩვენ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი განზრახვა ელექტრიფიკაციაზე ფოკუსირებასთან დაკავშირებით. ის ასევე სრულ თანხვედრაშია გაეროს უახლეს შემაჯამებელ ანგარიშთან, სადაც აღნიშნულია, რომ ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლა და წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე უარის თქმა ყველაზე ეფექტური გზაა საავტომობილო ინდუსტრიის მიერ ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად.

სტუარტ ტემპლარი, Volvo Cars დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის გლობალური ოფისის ხელმძღვანელი

სტუარტ ტემპლარი, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის გლობალური ოფისის ხელმძღვანელი

„ჩვენი გადაწყვეტილება დიზელზე მომუშავე ავტომობილების წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით ძალიან კარგად იქნა მიღებული, მათ შორის გავლენიანი არასამთავარობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ,“ განაცხადა სტუარტმა. „ელექტრიფიკაციის გაბედული სტრატეგიის წარდგენის პარალელურად, ჩვენ მოვახდინეთ ჭეშმარიტი ლიდერობის უნარის დემონსტრირება და მაგალითი მივეცით სხვა მწარმოებლებს.“


ამის შემდეგ, სტუარტი შეხვდა ჩვენს მეგობრებს Ocean Race-დან და სიტყვით გამოვიდა Ocean Race-ის სამიტზე (სტუარტი კადრში ჩანს 1:45.00-დან) გაეროს გენერალურ ასამბლეაში, სადაც გამოხატა ჩვენი მხარდაჭერა ზღვის ფსკერიდან მადნეულის მოპოვებაზე დაწესებული მორატორიუმის მიმართ. ოკეანის ფსკერი შეიცავს უამრავ მინერალს, რომლებიც გამოიყენება ელექტრო ავტომობილების აკუმულატორების დასამზადებლად, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზღვის ფსკერიდან მადნეულის მოპოვება არ უნდა გაგრძელდეს, სანამ დარწმუნებულნი არ ვიქნებით, რომ ეს პროცესი არ აზიანებს ჩვენი ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელოვან ეკოსისტემას.


„გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლა ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის და საამაყო მომენტი იყო“, იცინის სტუარტი. „სანამ Volvo Cars-ში მუშაობას დავიწყებდი, 16 წელი დიპლომატი ვიყავი, თუმცა ამის შესაძლებლობა არასოდეს მქონია. საოცარი გრძნობა იყო დელეგატების რეაქციის მოსმენა, როდესაც განვაცხადე, რომ ჩვენ მხარს ვუჭერდით ზღვის ფსკერიდან მადნეულის მოპოვებაზე დაწესებულ მორატორიუმს. ოთახში მყოფნი გულწრფელად გამოხატავდნენ ჩვენი კომპანიის მიმართ სიყვარულს – სამიტის შემდეგ, ზოგიერთმა დელეგატმა განაცხადა, რომ მისი შემდეგი ავტომობილი Volvo იქნებოდა!“

ლიდერი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში

Climate Group-ის მიერ ორგანიზებული საბჭოს დებატების დროს, რომელიც ეძღვნებოდა ფოლადის ნახშირბადნეიტრალურ წარმოებას, ანდერსმა დამსწრეებს გააცნო ჩვენი გამოცდილება ფოლადის მწარმოებელ შვედურ კომპანიასთან, SSAB-თან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომლის მიზანი იყო საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალი ხარისხის ფოლადის წარმოების ტექნოლოგიის შემუშავება თითქმის ნულოვანი ემისიით. ასევე სასიამოვნო იყო SSAB-ის მიერ წარმოებული წიაღისეული მასალების არშემცველი ფოლადისგან დამზადებული Volvo-ს ფეხის დასადგამი ფილების ნახვა კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ IKEA-ს გამოფენაზე, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

ის, რომ ორგანიზაციულ დონეზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერები ვართ, მხოლოდ ჩვენი მოსაზრება არ არის. InfluenceMap, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსგავსი საქმიანობის კონტროლს ახორციელებს, ასევე აცხადებს, რომ ჩვენ ვართ ამ დარგის „სამომავლო ლიდერები“. სტუარტი დაესწრო InfluenceMap-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რათა საზოგადოებისთვის განემარტა, თუ რატომ მივიღეთ ევროპის მრეწველთა ორგანიზაციის, ACEA-ს დატოვების გადაწყვეტილება, რაც უკავშირდებოდა მათ პოზიციას შიდაწვის ძრავების წარმოებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, და საზოგადოებისთვის გაეცნო ჩვენი გეგმა, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის სრულად ელექტრიფიკაციას, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ არსებობს სხვა, უფრო ამბიციური მიდგომა.


სტუარტმა ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც ეძღვნებოდა We Mean Business კოალიციის მიერ წამოწყებულ კამპანიას Fossil to Clean. Volvo Cars არის ამ კოალიციის და მისი ახალი კამპანიის უპირობო მხარდამჭერი, რომელიც მთავრობებს და კომპანიებს მოუწოდებს უარი თქვან წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე. კოალიციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებები გახდა ამ კამპანიის წამოწყების შთაგონების წყარო!


აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის გარდა, სტუარტმა და ანდერსმა გამართეს უამრავი შეხვედრა სხვა კომპანიების და ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვან მომენტებს შორისაა „Action Speaks“ სამიტი, რომელიც გაიმართა IKEA-ს ნიუ-იორკის ოფისში და მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ ორგანიზებული ეკოლოგიური პროგრამების ხელმძღვანელების შეხვედრა. ამ და სხვა ღონისძიებებმა ანდერსს საშუალება მისცა შეხვედროდა კოლეგებს სხვა კომპანიებიდან და ერთმანეთისთვის შეედარებინა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის სხვადასხვა ღონისძიების და პოლიტიკის ეფექტურობა.

„ნიუ-იორკში იმყოფებოდნენ კიდევ დაახლოებით 15 შვედური კომპანიის თანამშრომლები, ძირითადად ეკოლოგიური საკითხების განყოფილებების წარმომადგენლები,“ აცხადებს ანდერსი. „ისინი ჩვენი კომპანიის მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან, ამიტომ ძალიან სასარგებლო იყო მოტივირებულ და კომპეტენტურ ადამიანებთან საუბარი და ერთმანეთისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. ჩემი აზრით, ნიუ-იორკის კლიმატის კვირეული სწავლის, კომპეტენციის გაუმჯობესების, მოსაზრებების გაზიარების და კავშირების დამყარების შესანიშნავი შესაძლებლობაა.“


ნიუ-იორკის კლიმატის კვირეული უამრავი პოტენციურად სასარგებლო კონტაქტების დამყარების საშუალებას გვთავაზობს,“ ამატებს სტუარტი. „ის ასევე წარმოადგენს ადგილს, სადაც შეიძლება შემთხვევით ცნობილ ადამიანებს შეხვდეთ – მე გავიცანი იორკის ჰერცოგინია! თუმცა ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოგვეცა ღონისძიებებზე დასწრების და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა. ის დაგვეხმარა მნიშვნელოვანი, გავლენიანი დაინტერესებული მხარეების თვალში ჩვენი, როგორც მიზანდასახული კომპანიის რეპუტაციის და სანდოობის ზრდაში – და რაც მთავარია, ბევრი რამ ვისწავლეთ სხვებისგან.“

გაზიარება