COP28 კლიმატის სამიტი სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა დუბაიში. და რადგან კომპანიამ მეტი უნდა გააკეთოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურებთ ძალისხმევას CO2-ის ემისიის შემცირების მიზნის მიღწევისთვის, ასევე ვამზადებთ თითქმის ნულოვანი ემისიით წარმოებული ფოლადის და ალუმინის გამოყენებაზე გადასვლის გეგმებს.
ჩვენ ვაუმჯობესებთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გეგმას – რომელიც უკვე ერთ-ერთი ყველაზე ამბიციურია საავტომობილო ინდუსტრიაში.
დუბაიში , COP28 კლიმატის სამიტზე მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ, რომ ეს წარმოადგენს შესაძლებლობას, უპრეცედენტო შედეგებს მივაღწიოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ნაცვლად იმისა, რომ ვიტრაბახოთ ჩვენი წარმატებებით, მსოფლიომ უნდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები და არ უნდა დაკმაყოფილდეს მიღწეული შედეგებით.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაუმჯობესებთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გეგმას – რომელიც უკვე ერთ-ერთი ყველაზე ამბიციურია საავტომობილო ინდუსტრიაში. ჩვენი ამბიციური გეგმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ვაპირებთ, რომ 2040 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალური კომპანია გავხდეთ, დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ 2030 წლისთვის ვგეგმავთ თითოეული ავტომობილის CO2-ის ემისიის შემცირებას 75 პროცენტით 2018 წლის მონაცემებთან შედარებით.
ეს წარმოადგენს ჩვენი ადრე დაანონსებული მიზნის გაგრძელებას, რომელიც ითვალისწინებდა 2018-დან 2025 წლამდე პერიოდისთვის თითოეული ავტომობილის CO2-ის ემისიის 40 პროცენტით შემცირებას. მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, თითოეული ავტომობილის CO2-ის ემისიის საერთო მაჩვენებელი 19 პროცენტით შემცირდა 2018 წლის მონაცემებთან შედარებით.
„COP28 ისტორიული მომენტია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში“ - განაცხადა ხავიერ ვარელამ, Volvo Cars-ის ოპერაციების განყოფილების დირექტორმა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ. „მსოფლიო დაუყოვნებლივ უნდა გაერთიანდეს და დაიწყოს მოქმედება, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფული შედეგები. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში და კორპორაციებს და მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოვუწოდებთ.“
2030 წლისთვის ემისიის 75 პროცენტით შემცირების ამბიციური მიზნის მიღწევისთვის საჭიროა, რომ გავაგრძელოთ არსებულ გეგმაზე მუშაობა, რაც ითვალისწინებს 2030 წლისთვის მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილების გაყიდვაზე გადასვლას და შესაბამისად, ჩვენი ავტომობილების გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას.
მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენ წარმოვადგინეთ სრულად ელექტრო EX30 მცირე ზომის SUV, რომლის ნახშირბადის კვალი დღემდე გამოშვებულ Volvo-ს ავტომობილებს შორის ყველაზე დაბალია. EX30 ერთ-ერთია Volvo-ს ახალ, სრულად ელექტრო მოდელებს შორის, რომლებიც უკვე გამოვუშვით და რომელთა გამოშვებასაც ვაპირებთ მომდევნო წლებში. 2030 წლისთვის ჩვენ გავხდებით სრულად ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია. ამ გზაზე ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ - 2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში გაყიდული სრულად ელექტრო ავტომობილების წილი შეადგენდა მთლიანი გაყიდვების 16 პროცენტს.
ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ უკანასკნელ დიზელის ძრავიან ავტომობილს კომპანია გამოუშვებდა 2024 წლის დასაწყისში. გარდა ამისა, ჩვენ შევწყვიტეთ ახალი შიდაწვის ძრავების შემუშავების R&D პროექტებში ინვესტიციების განხორციელება. წარსულის ტექნოლოგიებზე ფოკუსირების ნაცვლად ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით.
ამავდროულად, ჩვენ უნდა შევამციროთ ემისიის დონე ჩვენს მომარაგების ჯაჭვის და საკუთარ ოპერაციებში (ლოჯისტიკის ჩათვლით), რისთვისაც მიზნად დავისახეთ 2030 წლისთვის მისი 30 პროცენტით შემცირება 2018 წლის მონაცემებთან შედარებით.ამ მხრივ ჩვენ უკვე ძალიან ბევრს ვაკეთებთ. 2022 წელს ჩვენი საკუთარი ოპერაციების 69 პროცენტი კლიმატ-ნეიტრალურ ენერგიას იყენებდა. მას შემდეგ ჩვენ შევძელით ჩვენი ყველა საწარმოს 100 პროცენტით კლიმატ-ნეიტრალური ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადაყვანა, რაც დაგვეხმარება ჩვენი ოპერაციების ემისიის დონის შემცირებაში.
მიმდინარე წლის ზაფხულში ჩვენ გავხდით პირველი გლობალური ავტომწარმოებელი, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი საკონტინენტთაშორისო საოკეანო გადაზიდვების 86 პროცენტისთვის წიაღისეული საწვავის ნაცვლად იყენებს ბიოსაწვავს. ამის საშუალებით ჩვენი საოკეანო გადაზიდვების CO2-ის ემისია მცირდება 84 პროცენტით, რაც წარმოადგენს ჩვენი ამბიციური მიზნისკენ - 2030 წლისთვის ოპერაციებთან დაკავშირებული ემისიის 30 პროცენტით შემცირება, გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.
კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი
COP28 ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური კლიმატის ანალიზის ანგარიშის ფონზე, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა. აღნიშნულ ანგარიშში განხილულია, თუ რამდენად ახერხებს მსოფლიო შეინარჩუნოს გლობალური დათბობის 1.5 გრადუსიანი ლიმიტი ინდუსტრიამდელი პერიოდის დონესთან შედარებით. ეს ლიმიტი განისაზღვრა 2015 წლის პარიზის ხელშეკრულებით.
ამ ანგარიშში მოცემულია საგანგაშო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მსოფლიო აღნიშნული მიზნისგან ძალიან შორსაა. მაგალითად, ყოველწლიურად 450 მილიარდი დოლარი იხარჯება წიაღისეული საწვავის, და არა განახლებადი ენერგიის სუბსიდირებისთვის. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის მსოფლიოში CO2-ის ემისიის დონე 22 მილიარდი ტონით გადააჭარბებს Pri-ს მიერ განსაზღვრულ სამიზნე დონეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჭიროა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დაუყოვნებლივ განხორციელება.
ანალიზის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საავტომობილო ინდუსტრიის მიერ „შიდაწვის ძრავებზე უარის თქმა და ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლა მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ სექტორის ემისიის დონეს“. ამით ხაზგასმულია, რომ სატრანსპორტო ინდუსტრიის ელექტრიფიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და დიდ წვლილს შეიტანს დედამიწაზე უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებაში. აღნიშნული დასკვნა სრულად შეესაბამება ჩვენს საკუთარ გეგმას ელექტრიფიკაციის შესახებ.
„COP28 ისტორიული მომენტია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში“ - განაცხადა ხავიერ ვარელამ, Volvo Cars-ის ოპერაციების განყოფილების დირექტორმა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ. „მსოფლიო დაუყოვნებლივ უნდა გაერთიანდეს და დაიწყოს მოქმედება, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფული შედეგები. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საკითხში და კორპორაციებს და მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოვუწოდებთ.“
თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია
ცხადია, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას მარტო ვერავინ შეძლებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება, რაც არ შემოიფარგლება ელექტრიფიკაციით და უზრუნველყოფს ჩვენს საკუთარ და მომარაგების ჯაჭვის ოპერაციების ემისიის დონის შემცირებას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად იმისათვის, რომ შევამციროთ ემისიის დონე ინდუსტრიებში, რომლებიც ჯერ კიდევ იყენებენ ნახშირბადის მაღალი დონის ემისიასთან დაკავშირებულ პროცესებს ეგრეთწოდებულ „რთულად დეკარბონიზებად“ სექტორებში.
მოხარული ვართ განვაცხადოთ, Volvo Cars გახდა მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ინოვატორების კოალიციის (FMC) წევრი. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების კოალიციაში გაერთიანებით, ჩვენი მსყიდველობითი უნარის მეშვეობით, საკუთარი წვლილი შეგვაქვს ალუმინის წარმოების სექტორში ეკოლოგიური ტექნოლოგიების განვითარებაში, რითაც მკაფიო სიგნალს ვაგზავნით თითქმის ნულოვანი ემისიით წარმოებული ალუმინის საჭიროების შესახებ. ამის საშუალებით იმედი გვაქვს, რომ მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ ალუმინის პირველადი წარმოების დროს პირდაპირი ემისიის დონის შემცირებაში და ნულოვანი ემისიით წარმოებული ალუმინის გამოყენებაზე გადასვლაში 2050 წლისთვის.
ანალოგიურ ღონისძიებებს ვახორციელებთ ფოლადის წარმოებასთან დაკავშირებით, რისთვისაც ვთანამშრომლობთ SSAB-თან, რომელიც წარმოადგენს ფოლადის მწარმოებელ შვედურ კომპანიას. ჩვენ პირველი ავტომწარმოებელი ვართ, რომელიც SSAB-თან ერთად მუშაობს საავტომობილო ინდუსტრიისთვის თითქმის ნულოვანი ემისიის, მაღალი ხარისხის ფოლადის წარმოების ტექნოლოგიების შემუშავებისთვის. ამჟამად ჩვენ გვაქვს წვდომა SSAB-ის მიერ მოწოდებულ თითქმის ნულოვანი ემისიით წარმოებული პირველადი და გადამუშავებული ფოლადის ფირფიტებზე, რომელთა გამოყენებასაც ვგეგმავთ 2026 წლის ავტომობილების წარმოების პროგრამის დროს.
„ჩვენ წინა COP სამიტებს ვიყენებდით კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კოლექტიური ღონისძიებების საჭიროების შესახებ განცხადებების გასაკეთებლად. ამ მხრივ არც COP28 იქნება გამონაკლისი,“ - განაცხადა იონას ოტერჰეიმმა, Volvo Cars-ის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა. „ჩვენ და მსგავსი შეხედულებების მქონე სხვა კომპანიები ვცდილობთ შევიმუშაოთ და დავნერგოთ ტრანსფორმაციული ტექნოლოგიები, რომლებიც მოახდენენ მოძველებული სამრეწველო პროცესების დეკარბონიზაციას. FMC-ში გაწევრიანებით და SSAB-თან თანამშრომლობაში აშკარა პროგრესის დემონსტრირებით, ჩვენ იმედი გვაქვს საზოგადოებას დავანახებთ, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები არა მხოლოდ განხორციელებადია, არამედ ეს პროცესი უკვე დაწყებულია.“
ტექსტი წვრილი შრიფტით