ჩვენ განვაახლებთ ეკოლოგიური მდგრადობის სტრატეგიას

ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი სტრატეგიები ყოველთვის იყოს ეფექტური და დროსთან შესაბამისი. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვაახლებთ ეკოლოგიური მდგრადობის სტრატეგიას და მას დავამატებთ ახალ ამბიციურ მიზნებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს 2030 და 2040 წლებისთვის. ამასთანავე, ჩვენი ძალისხმევა კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ბიომრავალფეროვნებაზე.

სანაპიროზე მოძრავი Volvo-ს მწვანე ავტომობილის ხედი ზემოდან.

ჩვენ განვაახლებთ ეკოლოგიური მდგრადობის სტრატეგიას

„იმაზე დავა, აუცილებელია თუ არა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა, ვფიქრობ ალოგიკურია. სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლა ამ მიზნის მიღწევისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.“ - ჯიმ როუენი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი. „ჩვენ ვრჩებით ჩვენი ფასეულობების ერთგულნი და ემისიების შემცირების მიზნით განხორციელებული პროცესების პარალელურად, ვიღებთ ვალდებულებას გავაკეთოთ მეტი ბიომრავალფეროვნების მიმართულებით და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი განახლებული სტრატეგიის მიზანია დაგვეხმაროს ზემოხსენებული ქმედებების განხორციელებაში.“


გთავაზობთ ეკოლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით 2030 წლისთვის განსაზღვრულ ჩვენს მიზნებს:

  1. CO2-ის ემისიების შემცირება თითოეულ ავტომობილზე 75 პროცენტით (2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით).
  2. ჩვენ მიერ განხორციელებული ოპერაციების ფარგლებში, თითოეულ ავტომობილზე დახარჯული ენერგიის საშუალოდ 40 პროცენტით შემცირება (2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით).
  3. ჩვენი ავტომობილების წარმოების პროცესში, გადამუშავებული მასალების გამოყენების საშუალო მაჩვენებლის 30 პროცენტამდე გაზრდა. ავტომობილების ახალ მოდელებში ეს მაჩვენებელი უნდა იყოს მინიმუმ 35 პროცენტი.
  4. ჩვენი ოპერაციების ფარგლებში წყლის მოხმარების საშუალო მაჩვენებლის შემცირება თითოეულ ავტომობილზე 50 პროცენტით (2018 წლის მონაცემებთან შედარებით).
  5. ჩვენ მიერ განხორციელებული ოპერაციების დროს გენერირებული ნარჩენების სულ მცირე 99 პროცენტის გადამუშავება ან ხელახლა გამოყენება.


2019 წელს ეკოლოგიური მდგრადობის სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენ გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესების ფარგლებში. მაგალითად, ჩვენ მიერ განხორციელებული ოპერაციების დროს მოხმარებული ენერგიის 69 პროცენტი კლიმატ-ნეიტრალურია. 2019 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 55 პროცენტი იყო. გარდა ამისა, საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენს საწარმოო ქარხნებში გამოიყენება 100 პროცენტით კლიმატ-ნეიტრალური ელექტროენერგია. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 80 პროცენტი გახლდათ. ამასთან, 2018 წლის შემდეგ CO2-ის ემისია თითო ავტომობილზე შევამცირეთ 19 პროცენტით.

„იმაზე დავა, აუცილებელია თუ არა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა, ვფიქრობ ალოგიკურია. მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე გადასვლა ამ მიზნის მიღწევისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.“ - ჯიმ როუენი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი. „ჩვენ ვრჩებით ჩვენი ფასეულობების ერთგულნი და ემისიების შემცირების მიზნით განხორციელებული პროცესების პარალელურად, ვიღებთ ვალდებულებას გავაკეთოთ მეტი ბიომრავალფეროვნების მიმართულებით და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი განახლებული სტრატეგიის მიზანია დაგვეხმაროს ზემოხსენებული ქმედებების განხორციელებაში.“

სათბურის აირების ნულოვანი ემისია 2040 წლისთვის

ამ ეტაპზე, ჩვენს მისიას წარმოადგენს 2040 წლისთვის ნულამდე შევამციროთ სათბურის აირების ემისია. ეს დაგვეხმარება ჩვენი მიზნის მიღწევაში - გავხდეთ კლიმატ-ნეიტრალურები 2040 წლისთვის და თვალსაჩინოს გახდის ჩვენს მიზანს, ნახშირბადის აირების განეიტრალების საშუალებები გამოვიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ემისიების თავიდან აცილება შეუძლებელია. ჩვენს ძირითად პრიორიტეტად რჩება რეალური ემისიების შემცირება ნახშირბადის აირების განეიტრალების საშუალებების გამოყენებამდე, შესაბამისად, ჩვენს მომწოდებლებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდებთ.


ვაცნობიერებთ რა, რომ ფინანსური მხარე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკოლოგიური მდგრადობის მიღწევის საქმეში, კიდევ ერთ მიზნად ვისახავთ მივაღწიოთ ეკოლოგიური ვალის დაფარვის ან ეკოლოგიასთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების 100 პროცენტიან მაჩვენებელს 2025 წლისთვის.


2030 ყველაზე მნიშვნელოვანი წელია ჩვენთვის. ამ დროისთვის, ვგეგმავთ გადავიდეთ მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებაზე და შევამციროთ CO2-ის ემისია 75 პროცენტით თითო ავტომობილზე, 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით). გვჯერა, რომ მხოლოდ სრულად ელექტრო ავტომობილების გაყიდვაზე გადასვლით და თითო ავტომობილზე ემისიის 30 პროცენტით შემცირებით როგორც ჩვენი მომარაგების ჯაჭვის, ისე ოპერაციების ფარგლებში, თავისუფლად შევძლებთ სისრულეში მოვიყვანოთ CO2-ის შემცირებასთან დაკავშირებული ჩვენი მიზნები.


2040 წლისთვის ცირკულარულ ბიზნეს მოდელზე გადასვლისკენ მიმართული ძალისხმევა

2019 წლიდან, ჩვენი ორიენტაცია ასევე მიმართული იყო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლისკენ. Volvo Cars-მა უკვე მიაღწია გადამუშავებული მასალების გამოყენების პროპორციის ისტორიულად ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. მაგალითად, ჩვენს ახალ, მცირე ზომის EX30 SUV-ებში გამოყენებული ალუმინის 25 პროცენტი გადამუშავებული მასალებისგანაა მიღებული, ასევე გადამუშავებული რესურსებისგანაა მიღებული ავტომობილების დასამზადებლად გამოყენებული ფოლადისა და პლასტმასის 17 პროცენტი.


2030 წლისთვის, მიზნად ვისახავთ ჩვენი ავტოპარკის 1 ფარგლებში მასალების გადამუშავების 30 პროცენტიანი მაჩვენებლის მიღწევას. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია 2030 წლის შემდეგ გამოშვებული ახალი ავტომობილების მოდელები შეიცავდეს სულ მცირე 35 პროცენტ გადამუშავებულ მასალას. ამასთან, 2030 წლისთვის ჩვენს მიზანს წარმოადგენს, რომ მოხდეს ჩვენი ნარჩენების სულ მცირე 99 პროცენტის გადამუშავება ან ხელახლა გამოყენება. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 94 პროცენტი გახლდათ.


დადებითი შედეგების მიღებისთვის და გარემოს დადებითად შეცვლისთვის ბრძოლა

ჩვენ გვჯერა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ზეგავლენასთან მიმართებაში ერთიანი ღირებულების ჯაჭვის მიდგომის გამოყენების ეფექტურობის. იმის გამოსავლენად, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენი ქმედებები ბიომრავალფეროვნებაზე, ჩვენ განვახორციელეთ ზეგავლენის დონის შეფასება 2021 წლის წარმოების და გაყიდვების მონაცემების გამოყენებით, რითაც მოხდა ჩვენ მიერ ბიომრავალფეროვნების სასურველი შედეგის მიღწევის საქმეში შეტანილი წლიური წვლილის განსაზღვრა ReCiPe მოდელის გამოყენებით. ამ შედეგების საფუძველზე, დავისახავთ გრძელვადიან მიზნებს, მივაღწიოთ დადებით შედეგებს ჩვენი 2ღირებულებების ჯაჭვის ფარგლებში და შევიტანოთ საკუთარი წვლილი გარემოს დადებითი ცვლილებების განხორციელების საქმეში3.


მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მივიღებთ გარემოზე ჩვენი ზემოქმედების შემცირებისა და თავიდან აცილებისთვის საჭირო ყველა ზომას, ჩავერთვებით ბუნებრივი რესურსების აღდგენის და რეგენერაციის პროცესებში, ჩვენი უარყოფითი ზეგავლენის კომპენსირების მიზნით.


ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული მოკლევადიანი და გრძელვადიანი ზომების მიღება, რაზეც ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ. მაგალითად, ჩვენი ღირებულების ჯაჭვის ზემოქმედების შემცირება და თავიდან არიდება, აღდგენის და შენარჩუნების აქტივობების პროგრამის შემუშავება იმ ეკოსისტემების ფარგლებში, სადაც ვმუშაობთ, ან საიდანაც ვიღებთ რესურსებს და მომარაგების ჯაჭვის პარტნიორებთან თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლების მიზნით.


ადამიანების სიცოცხლის დაცვის უზრუნველყოფა ჩვენი ღირებულებების ჯაჭვის ფარგლებში და მის მიღმა

ჩვენ, როგორც კომპანიას, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე, გვსურს მოვახდინოთ დადებითი ზეგავლენა საზოგადოებაზე. კიდევ ერთი გზა, რომლითაც ვცდილობთ ადამიანთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, არის ორიენტირება დაშავების მაჩვენებელზე (LTCR)4. დაშავების მიმდინარე მაჩვენებელი გახლავთ 0.07, რაც ინდუსტრიის ლიდერების დონის შესაფერისია, თუმცა ჩვენი მიზანია უფრო მეტად შევამციროთ სამუშაო სივრცეში დაშავების მაჩვენებელი და 2030 წლისთვის ის დავიყვანოთ 0.02-მდე. ჩვენი ღირებულების ჯაჭვის ფარგლებში, ჩვენ ასევე თავდაუზოგავად ვშრომობთ ადამიანის უფლებების დასაცავად, რისთვისაც ვაწარმოებთ რისკებზე დაფუძნებული საფუძვლიანი მოკვლევის პროცესებს5, რითაც ხდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რისკების მოძიება, ამოცნობა და შეფასება.


თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ ახალი სოციალური და გარემოსდაცვითი ინიციატივების დანერგვას მომავალი წლის განმავლობაში, ადამიანების და პლანეტის დაცვის ხელშეწყობის მიზნით. ბოლოდროინდელი მაგალითები მოიცავს Save the Children-ისადმი და UNICEF-ის უკრაინის მხარდასაჭერი პროგრამისადმი ჩვენს ფინანსურ და არამატერიალურ მხარდაჭერას და ჩვენს თანამშრომლობას Girls Who Code-თან.




1 ეს ეხება ყველა მოდელს, რომელიც იმ ეტაპზე იწარმოება.


2 ეს ნიშნავს იმას, რომ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ზემოქმედების შესამცირებლად და თავიდან ასარიდებლად და ჩავერთვებით ბუნებრივი რესურსების აღდგენისა და რეგენერაციის პროცესებში იმდენად, რამდენადაც ეს დადებითად დააბალანსებს ჩვენს უარყოფით ზეგავლენას.


3 ჩვენი მიზანი, შევიტანოთ საკუთარი წვლილი გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის საქმეში, ასევე გულისხმობს ჩვენი უარყოფითი ზემოქმედების უწყვეტ შემცირებას 2021 წლის საბაზისო ნიშნულთან შედარებით.


4 დაშავების კოეფიციენტი (LTCR) გახლავთ სამუშაო და პროფესიულ სივრცეში დაფიქსირებული ინციდენტების რაოდენობა, რომელთაც მოყვა სულ მცირე ერთდღიანი დათხოვნა ავადმყოფობის გამო, გაყოფილი სამუშაო საათებზე და გამრავლებული 200,000-ზე.


5 რისკზე დაფუძნებული საფუძვლიანი მოკვლევის საერთაშორისო მასშტაბით განხორციელებული პროცესები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პოტენციური, ან ფაქტობრივი უარყოფითი ზემოქმედების შეფასება და ადამიანების უფლებათა დარღვევის აღმოჩენილი შემთხვევების მოძიებასთან, პრევენციასთან, შემსუბუქებასთან, გამოსწორებასთან დაკავშირებული პროცესებისთვის მეტი პრიორიტეტის მინიჭება. პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს სამომავლო ევროკავშირის კორპორაციულ მდგრადობასთან დაკავშირებული საფუძვლიანი მოკვლევის დირექტივის (CSDDD) და ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისობის პირობებს. ეს მოიცავს რესურსების პასუხისმგებლობით მართვის სისტემას, რომლის მიზანს წარმოადგენს ფორმალიზებული და თანმიმდევრული პროცესების დანერგვა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პროცესების და გარემოსთან დაკავშირებული რისკების მართვა Volvo Cars-ის მომარაგების ჯაჭვების ფარგლებში, რომელთა საშუალებითაც ხდება დირექტივით განსაზღვრული ნედლეულის (RMOC) მიწოდება.

გაზიარება