კლიმატის დაცვის ჩვენი სამოქმედო გეგმა მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტირებას მოიცავს. ამიტომ, ამ კვირაში ჩვენ ახალ ნაბიჯს ვდგამთ სრულიად ელექტრო მომავლისკენ და ვემშვიდობებით დიზელის ძრავას.
2030 წლისთვის ჩვენ მხოლოდ სრულიად ელექტრო ავტომობილების გაყიდვას ვგეგმავთ.
2030 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ მხოლოდ სრულიად ელექტრო მანქანების გაყიდვას, ხოლო 2040 წლისთვის მიზნად ვისახავთ გავხდეთ კლიმატ-ნეიტრალური კომპანია. ეს მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც სრულ ელექტრიფიკაციაზეა ორიენტირებული, ავტომობილების ნებისმიერი ძველი მწარმოებლის ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გეგმას წარმოადგენს.
იმისათვის, რომ ჩვენი მისწრაფება ამ ამბიციებისკენ ხაზგასმით აღვნიშნოთ, დღეს Climate Week NYC-ზე ჩვენ ვაცხადებთ 2024 წლის დასაწყისისთვის დიზელზე მომუშავე Volvo-ს ავტომობილების ყველა მოდელის წარმოების შეწყვეტას. რამდენიმე თვეში დიზელზე მომუშავე Volvo-ს ბოლო ავტომობილი გამოვა და Volvo Cars გახდება ერთ-ერთი ძველი ავტომობილების თავდაპირველი მწარმოებელი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა.
ეს შედეგი მოჰყვა იმას, რომ გასულ წელს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი შიდა წვის ძრავების შემუშავების შეწყვეტის შესახებ. 2022 წლის ნოემბერში ჩვენი წილი მივყიდეთ Aurobay-ს, ერთობლივ საწარმოს, რომელშიც შიდა წვის ძრავებთან დაკავშირებული ყველა ჩვენი აქტივი იყო შენახული. ახალი შიდა წვის ძრავების შემუშავებაზე ჩვენი კვლევისა და განვითარებისა ბიუჯეტიდან არცერთ კრონას აღარ ვხარჯავთ.
„ახლა, ჩვენი პლანეტისთვის და კაცობრიობისთვის კრიტიკულ დროს, მსოფლიოს ლიდერობა სჭირდება“, - ამბობს ჯიმ როუენი. „დადგა დრო, როდესაც მრეწველობის და პოლიტიკურმა ლიდერებმა სიმტკიცე და გაბედულობა უნდა გამოავლინონ და კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი პოლიტიკა და ზომები შეიმუშაონ. ჩვენ მზად ვართ მასში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე პოლიტიკურ ლიდერებს მთელს მსოფლიოში იმავე ნაბიჯის გადადმისკენ მოვუწოდებთ.”
„ელექტრული ძალური აგრეგატები ჩვენს მომავალს წარმოადგენს და შიდა წვის ძრავებზე მაღლა დგას: ისინი ნაკლებ ხმაურს წარმოქმნის, აქვს ნაკლები ვიბრაცია, ნაკლები მომსახურების ხარჯები ჩვენი მომხმარებლებისთვის და ნულოვანი გამონაბოლქვი“, - ამბობს ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ როუენი. „ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებული ისეთი პრემიუმ, სრულად ელექტრო ავტომობილების ფართო პორტფოლიოს შექმნაზე, რომლებიც Volvo-ს მომხმარებლების მიერ წარმოდგენილ ყველა მოთხოვნას პასუხობს და ეს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ჩვენი ბრძოლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს.
მოქმედების გადაუდებელი აუცილებლობა
ჩვენ ორიენტირებული ვართ ელექტრიფიკაციაზე, რადგან ეს სწორი პოზიციაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „კლიმატის გლობალური ანალიზი“ ხაზგასმულია კაცობრიობის წინაშე მდგარი კლიმატური პრობლემის აქტუალობა და ასევე გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა.
„ახლა, ჩვენი პლანეტისთვის და კაცობრიობისთვის კრიტიკულ დროს, მსოფლიოს ლიდერობა სჭირდება“, - ამბობს ჯიმ როუენი. „დადგა დრო, როდესაც მრეწველობის და პოლიტიკურმა ლიდერებმა სიმტკიცე და გაბედულობა უნდა გამოავლინონ და კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი პოლიტიკა და ზომები შეიმუშაონ. ჩვენ მზად ვართ მასში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და როგორც ჩვენს კოლეგებს, ასევე პოლიტიკურ ლიდერებს მთელს მსოფლიოში იმავე ნაბიჯის გადადმისკენ მოვუწოდებთ.”ამ აზრის კიდევ უფრო ხაზგასმისთვის, მდგრადი განვითარების მთავარი სპეციალისტი ანდერს კერბერგი დაესწრება ღონისძიებას, რომელიც წლევანდელ Climate Week NYC-ზე კოალიციის Accelerating to Zero (A2Z) მიერ არის ორგანიზებული. COP27 კლიმატის სამიტზე დაარსებული A2Z კოალიცია წარმოადგენს მრავალმხრივ პლატფორმას მხარეებისთვის, რომლებმაც ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების შესახებ გლაზგოს დეკლარაციას მოაწერეს ხელი და ჩვენ მათ შორის ვართ.
A2Z პლატფორმა საშუალებას გვაძლევს ვითანამშრომლოთ და კოორდინაცია გავუწიოთ კოალიციის სხვა მონაწილეთა მოქმედებებს კოლექტიური მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით - „2040 წლისთვის, ხოლო წამყვან ბაზრებზე არაუგვიანეს 2035 წლისა ახალი ავტომობილებისა და ავტოფურგონების გლობალური გაყიდვების 100 პროცენტი გამონაბოლქვის გარეშე იყოს“.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საკუთარი ელექტრიფიკაციის მიზანი ამაზე უფრო ამბიციურია, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა კომპანიებს შთავაგონებთ უფრო გაბედულად მიიღონ ზომები კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისას, ამისათვის გავაკეთეთ დღევანდელი განცხადება დიზელის ძრავებთან დაკავშირებით და A2Z დისკუსიებში და მივიღეთ მონაწილეობა Climate Week NYC-ის სხვა ღონისძიებებში.
მსოფლმხედველობის ცვლილება
ჩვენი გადაწყვეტილება 2024 წლის დასაწყისისთვის დიზელის ძრავებზე სრულად უარის თქმის შესახებ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იცვლება კლიმატური კრიზისის პირობებში, როგორც საავტომობილო მრეწველობა, ასევე მომხმარებლის მოთხოვნა .
სულ რაღაც ოთხი წლის წინ, დიზელის ძრავა ევროპაში ჩვენს საზრდოს წარმოადგენდა და ეს ასე იყო სხვა ავტომობილების მწარმოებლების უმეტესობისთვისაც. 2019 წელს ჩვენ მიერ კონტინენტზე გაყიდული ავტომობილების უმეტესობა დიზელის ძრავით იყო აღჭურვილი, მაშინ როცა ელექტრიფიცირებული მოდელები მხოლოდ გამოსვლას იწყებდა.
მას შემდეგ ეს ტენდენცია დიდ წილად შეიცვალა, რაც გამოწვეულია ბაზრის მოთხოვნის ცვლილებით, გამონაბოლქვის ნორმების გამკაცრებით და ასევე ელექტროფიკაციაზე ჩვენი ორიენტირებით. ამჟამად, ევროპაში ჩვენი გაყიდვების უმეტეს ნაწილს ელექტრიფიცირებული ავტომობილები წარმოადგენს, სრულად ელექტრო ან plug-in ჰიბრიდული ძრავით.
ქუჩებში დიზელის ავტომობილების ნაკლები რაოდენობა ასევე დადებითად აისახება ქალაქის ჰაერის ხარისხზე; მიუხედავად იმისა, რომ დიზელის ძრავები ნაკლებ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე ბენზინის ძრავები, ისინი უშვებს მეტ გაზებს, როგორიცაა აზოტის ოქსიდი (NOx), რომლებიც ჰაერზე, განსაკუთრებით დასახლებულ ადგილებში, უარყოფითად მოქმედებს.
მნიშვნელოვანი ინვესტიციები
გავყიდოთ სრულად ელექტრო ავტომობილების 50 პროცენტი ათწლეულის შუა პერიოდში და მხოლოდ სრულად ელექტრო მოდელები 2030 წლისთვის - ჩვენს ამბიციას წარმოადგენს.
მაგრამ მხოლოდ ელექტროფიკაცია არ არის საკმარისი. მაგალითად, მაშინაც კი, როდესაც სრულად ელექტრო Volvo C40 კლიმატ-ნეიტრალური ენერგიის გამოყენებით იმუხტება, სასიცოცხლო ციკლის ჩვენი შეფასება გვიჩვენებს, რომ მისი ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში იგი კვლავ პასუხისმგებელია 27 ტონა CO2-ის გამოყოფაზე. ეს ნიშნავს, რომ გამონაბოლქვის შემცირება მასალების წარმოებისა და გადამუშავებისას ჩვენი მოკლევადიანი მიზნების მიღწევის და კლიმატთან დაკავშირებული გრძელვადიანი ამბიციების რეალიზაციის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.
ფოლადის, ალუმინისა და აკუმულატორების წარმოებისას გამონაბოლქვის პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მომწოდებლების წინაშე უფრო მკაცრი მოთხოვნების წამოყენებაზე, ვეძებთ ამ მასალების წარმოების და გადამუშავებადი მასალების წილის გაზრდის ახალ და უფრო ეფექტიან გზებს.
ეს ამბიციები და მოქმედებები მნიშვნელოვანი ინვესტიციებითაა მხარდაჭერილი ახალი ტექნოლოგიებისა და საწარმოო შესაძლებლობების თვალსაზრისით. ევროპაში, ჩინეთსა და აშშ-ში ინვესტირებით, ჩვენ აქტიურად ვამზადებთ საწარმოო ქსელს სრულიად ელექტრო მომავლისთვის, გარდა ამისა, ვზრდით გლობალურ ოპერაციებში კლიმატ-ნეიტრალური ენერგიის გამოყენებას, რომელიც უკვე დღეს დაახლოებით 66 პროცენტს შეადგენს.
სლოვაკეთში ვგეგმავთ ახალი საავტომობილო ქარხნის მშენებლობას, რომელიც მხოლოდ სრულიად ელექტრო ავტომობილებს გამოუშვებს, ამასთან, არსებულ ქარხნებშიც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ, რათა სრულად ელექტრო მანქანების წარმოება უზრუნველვყოთ. წამყვან შვედურ კომპანია Northvolt-თან თანამშრომლობით, შვედეთში ასევე აშენდება აკუმულატორების სრულიად ახალი ქარხანა, რომელიც მხოლოდ კლიმატ-ნეიტრალურ ენერგიაზე იმუშავებს.