მცირე ზომის და საოცრად მძლავრი – დღეს ჩვენ ვზეიმობთ, რადგან ჩვენმა სრულად ელექტრო Volvo EX30-მა დიდი მოწონება დაიმსახურა, მიიღო პრესტიჟული ჯილდო და მოიპოვა მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილის წოდება!
Volvo EX30 დასახელდა 2024 წლის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქის ავტომობილად
ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტო-შოუზე დღეს გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც უამრავი ნომინანტი იყო წარმოდგენილი, EX30 დასახელდა 2024 წლის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქის ავტომობილად. გარდა ამისა, ჩვენი ყველაზე პატარა SUV მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ 38 ნომინანტს შორის მოხვდა საუკეთესო სამეულში.
„EX30-ის მიერ ამ ჯილდოს მიღება ძალიან სასიამოვნოა და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენი ელექტრიფიკაციის ამბიციური სტრატეგიის ეფექტურობას“, აცხადებს ჯიმ როუენი, ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი. „EX30-ის მომხმარებელთა რეაქციამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, დღეისათვის ის ბაზარზე საუკეთესო ავტომობილად ითვლება, რადგან დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უპირატესობას სრულად ელექტრო ავტომობილებს ანიჭებენ. დარწმუნებული ვარ, რომ EX30 მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი კომპანიის გაყიდვების ზრდაში როგორც მიმდინარე წელს, ასევე მომავალში.“
EX30-ს უამრავი გამორჩეული მახასიათებელი აქვს, რომელთა შორისაა ლამაზი დიზაინი და მიმზიდველი ფასი. თქვენ რომელ მახასიათებელს გამოარჩევდით?
EX30 ფართო საზოგადოებამ გასულ ზაფხულს გაიცნო და თითქმის მომენტალურად მოიპოვა საყოველთაო აღიარება. მან უკვე მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელთა შორისაა The Sun-ის წლის ავტომობილის წოდება და Sunday Times-ის წლის საუკეთესო მცირე ზომის SUV/კროსოვერის წოდება. მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მომხმარებლებს შორის მთელ მსოფლიოში – ჩვენი შეკვეთების წიგნის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელს ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი.
EX30-ს უამრავი გამორჩეული მახასიათებელი აქვს, რომელთა შორისაა ლამაზი დიზაინი და მიმზიდველი ფასი. თქვენ რომელ მახასიათებელს გამოარჩევდით?