EX90-ის მამოძრავებელი ძალა: მომხმარებლის გამოცდილება

ჩვენს სერიაში „EX90-ის მამოძრავებელი ძალა“ დეტალურად განვიხილავთ ჩვენი საფლაგმანო სრულად ელექტრო SUV-ის სხვადასხვა მახასიათებელს და ფუნქციას.

მომხმარებლის გამოცდილება – Volvo EX90-ის მამოძრავებელი ძალა

ამ ეპიზოდში ჩვენ განვიხილავთ EX90-ის ფუქნციებთან და დიზაინთან დაკავშირებულ მომხმარებლის გამოცდილებას და ამ ავტომობილის შესაძლებლობას ნებისმიერ დროს მოგაწოდოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.

Volvo Cars-ის მომხმარებლის გამოცდილების განყოფილების ხელმძღვანელის, თომას სტოვიჩეკის აზრით: „მომხმარებლის გამოცდილება რეალურად წარმოადგენს ამ შესაძლებლობებზე და ტექნოლოგიებზე წვდომის ხალხისთვის გადაცემის კონცეფციას, რათა მომხმარებლებლმა მარტივად შეძლონ დასახული მიზნის მიღწევა“.

მოისმინეთ ჩვენი ნიჭიერი დიზაინერებისა და მომხმარებლის გამოცდილების ექსპერტების მოსაზრებები, სადაც ისინი განმარტავენ, თუ როგორ შეძლეს სირთულეების გამარტივების ფილოსოფიის დანერგვა ახალ Volvo EX90-ში.

EX90

გაზიარება