ახლა ჩვენს ავტომობილებში გვაქვს Prime Video-სა და YouTube-ზე წვდომა

ახლა ჩვენს ავტომობილებს შეუძლია უკეთესი გართობა შემოგთავაზოთ, რადგან ისინი აღჭურვილია Amazon Prime Video-თი და Google Play-ით.

თუ ავტომობილს მუხტავთ ან ელოდებით ახლობელს, მოლოდინის დროს Amazon Prime Video და Volvo Cars გაგიხალისებთ.

ჩვენ შევდივართ მსოფლიოში პირველ ავტომწარმოებელთა რიცხვში, რომლებიც თავის ავტომობილებში Prime Video-ს გთავაზობთ. აპის ჩამოტვირთა შესაძლებელია ყველა ბაზარზე, სადაც Google-ის აპები და სერვისებია ხელმისაწვდომი.

მაგრამ გართობა ამით არ მთავრდება: ჩვენ ავტომობილებში შემოდის YouTube ჩაშენებული Google-ის სერვისის სახით.


წინასწარ დაინსტალირებული აპების სახით სერვისი 18 სექტემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი და შემდეგ სხვადასხვა ბაზარზე უსადონო ქსელით განახლების გზით ეტაპობრივად გავრცელდება.

„ჩვენს ავტომობილებში ისეთი სერვისების დამატება, როგორიცაა Prime Video და YouTube, პროგრამული უზრუნველყოფის და აპლიკაციების მუდმივად მზარდ სიას ავსებს, რათა ჩვენი მძღოლების ცხოვრება უკეთესი გახდეს“, - ამბობს ერიკ სევერინსონი, ჩვენი ახალი ავტომობილების პროგრამების გლობალური განყოფილების ხელმძღვანელი. „ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, შევქმნათ ავტომობილები, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებთან ერთად ვითარდება“.

რადგან უსაფრთხოება ჩვენი ბიზნესის მთავარ პრინციპს წარმოადგენს, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ მინიმუმამდეა შემცირებული მძღოლის ყურადღების ნებისმიერი გაფანტვა. ამიტომ ვიდეო სტრიმინგზე წვდომა მხოლოდ მაშინ იქნება ხელმისაწვდომი, როცა ავტომობილი სრულად გაჩერებულია.


ორივე აპი ჩვენს ავტომობილებში Google-ის ჩაშენებული სერვისებით მთელი მსოფლიოს ბაზრებზე იქნება ხელმისაწვდომი, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და ვიეტნამის გარდა. აღნიშნული ფუნქციებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა ასევე სხვადასხვა ბაზარზე შეიძლება განსხვავდებოდეს.

გაზიარება