უსაფრთხოება ბევრად მეტია, ვიდრე პროდუქტზე ეტიკეტის მიწებება. ჩვენი Volvo Cars კულტურა მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი ადამიანი და ნებისმიერი გუნდი კომპანიის მასშტაბით მტკიცედ იყოს მოწოდებული დააყენოს უსაფრთხოება უმაღლეს პრიორიტეტად.
გუსტაფ ლარსონი, Volvo-ს თანადამფუძნებელი
ათწლეულების მანძილზე ჩვენ წარმოვადგენდით ლიდერს ამ სფეროში და უსაფრთხოება ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია, ჩვენი კომპანიის ხერხემალი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ადამიანზე ორიენტირებული ბრენდი, რომელიც ზრუნავს გარშემო მყოფ ადამიანებზე.
იმისათვის, რომ დავიცვათ ის, რაც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ აღვჭურვოთ ჩვენი ავტომობილები უსაფრთხო და ინტელექტუალური ტექნოლოგიებით. მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ახლა უსაფრთხოების ახალი ეპოქისკენ ვისწრაფვით.
2007 წელს ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომლიც მიხედვითაც არავინ არ უნდა დაშავდეს სერიოზულად ან დაიღუპოს Volvo-ს ახალ ავტომობილში. ეს ვალდებულება დაგვეხმარა გარკვეული თამამი გადაწყვეტილების მიღებაში. დღეს ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ და მიზნად ვისახავთ შეჯახებების სრულად თავიდან აცილებას.
1970 წელს ავარიების კვლევის ჯგუფის შექმნის მომენტიდან, ჩვენ შევისწავლეთ 43 000-ზე მეტი ავტომობილი რეალურ ავარიებში, რომელშიც დაახლოებით 72 000 ადამიანი მონაწილეობდა. ეს კვლევა დაეხმარა ავტომობილების უსაფრთხოების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემების და ფუნქციების შექმნას.
წამყვანი ინოვაციები
იდეები, რომლებიც მსოფლიოს ცვლის, ხშირად მეტად საკამათოა. როდესაც 3-წერტილიანი უსაფრთხოების ღვედი დავნერგეთ, კრიტიკას და წინააღმდეგობას შევხვდით. ბევრი თვლიდა, რომ ახალი გამოგონება ზღუდავდა მათ თავისუფლებას. დღეისთვის მან მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა.
ჩვენ ყველას გვსურს ჩავთვალოთ, რომ კარგი მძღოლები ვართ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენ შორის საუკეთესოებიც უშვებენ შეცდომებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი შემდეგი ნაბიჯი არის მომავალ Volvo EX90-ში სალონის სენსორების სტანდარტად დანერგვა – რათა ჩავერიოთ და დაგეხმაროთ მაშინ, როდესაც არ ხართ საუკეთესო ფორმაში.
Volvo Cars-ის უსაფრთხოების მახასიათებლები ავსებს ავტომობილის უსაფრთხო მართვის პრაქტიკას და არ არის განკუთვნილი ავტომობილის უყურადღებოდ, აგრესიულად, ან სხვაგვარად არაუსაფრთხო ან უკანონოდ მართვის წასახალისებლად. საბოლოოდ, ყოველთვის მძღოლი პირადად არის პასუხისმგებელი ავტომობილის უსაფრთხო მართვაზე. აღწერილი ფუნქციები შეიძლება იყოს დამატებითი და მათი ხელმისაწვდომობა შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნიდან გამომდინარე.